რა არის მოდელი ? - 18 თებერვალში 2013 - საუკეთესო თინეიჯერული საიტი
მთავარი » 2013 » თებერვალი » 18 » რა არის მოდელი ?
10:20 PM
რა არის მოდელი ?
ა აის მოლი ?




ალბათ ყველა გოგონას ბავშვობაში მაინც უოცნებია სამოდელო კარიერაზე.მრავალი კამერის წინ გავლაზე,ფოტოსესიებზე და ცნობილი დიზაინერების კაბების მორგებაზე,მაგრამ ბევრმა თუ იცის რომ მომღიმარი ლამაზი და ტანადი გოგონების უკან,უამრავი სახის დიეტა,შიმშილი და გათენებული ღამეები იმალება.ერთი შეხედვით ეს პროფესია სასიამოვნოსთან ასოცირდება,მაგრამ როგორც ჩანს ეს სულ ასე არ ყოფილა

მოდელი რომ გახდეთ თქვენ აუცილებლად უნდა ეკუთვნოდეთ რომელიმე სამოდელო სააგენტოს. დაწესებულების აგენტები ვალდებულნი არიან იზრუნონ მოდელის დასაქმებაზე,უქმნიან მას პორტფოლიოს(უღებენ პროფესიონალურ ფოტო-სურათებს) და უშვებენ მრავალ ქასთინგზე,სადაც მისნაირად ალალ-ბედზე მისული ათასობით გოგონაა,შანსი რომ გოგონა არჩეულ იქნას ძალიან მცირეა,თუ ის გარეგნულად გამოირჩევა სხვა გოგონებისგან

ქტები რომლითაც ქასთინგზე გოგონას უნდა არჩევდნენ სხვადასხვაგვარია.მაგრამ საერთო პირობა სიმაღლისა და წონის მიხედვით შემდეგნაირია.გოგონას სიმაღლე არ უნდა იყოს 173სმ-ზე ნაკლები და პარამეტრები არ უნდა ჰქონდეს 90-60-90-ზე მეტი. დიზაინერები ამტკიცებენ,რომ მათთვის მთავარი არ არის გარეგნობა,მთავარია გოგონა იყოს ინდივიდუალური და სხვებისგან გამოირჩეოდეს.

გოგონებს დიდი ძალისხმევა უჯდებათ რომ გახდნენ მოდელები.პარამეტრები რომ დააკმაყოფილონ უწევთ დიეტების დაცვა და ვარჯიში.დიეტები რომელიც ზოგჯერ წლობით გრძელდება სხვადასხვა დაავადებას იწვევს გოგონასთვის(ანორექსია,ბულემია)


პრობლემები რასაც მოდელები აწყდებიან ახალ სფეროში:
ანაზღაურება:
ყველა ჩვენგანმა იცის სუპერ-მოდელები,რომლებიც მილიონერები და მილიარდერები არიან,მაგრამ ეს მხოლოდ გამართლები ამბავია,რიგით მოდელთა ანაზღაურება არ აღემატება $200

გამოცდილი მოდელები:
ახალბედა გოგონებს ფაქტიურად შანსი არ აქვთ,რომ გამოცდილება გაიღრმაონ,რადგან მათ არ აცდიან უკვე გამოცდილი და "დაბრძენებული"მოდელები.მოდის სფეროში ზოგადად წესია,რომ ახალბედას ურჩევნიათ გამოცდილი

ლოკაცია
გოგონებს უწევთ მრავალ ქვეყანაში მოგზაურობა დიზაინერთან ერთად მოდის კვირეულების მსვლელობის დროს,მაგრამ ხშირად მათ უწევთ მგზავრობის თანხების დაფარვა

უანაზღაურობა:
წინა შემთხვევაში განვიხილეთ მცირე ანაზღაურება,მაგრამ ხდება რომ მოდელს საერთოდ არ აძლევენ გასამრჯელოს გაწეული სამსახურისთვის.მიზეზად კი იმას ასახელებენ რომ ის ახალბედაა და პრაქტიკა სჭირდება

თავის მოვლა:
მოდის კვირეულების დროს გოგონას უწევს დაახლოებით 3-8 ჩვენებაზე გამოსვლა დღეში.სხვადასხვა დიზაინერს კოლექციასთან შეხამებული განსხვავებული მაკიაჟი და ვარცხნილობა აქვთ შერჩეული.ამიტომ მოდელს უკეთებენ ამდენივე განსხვავებულ მაკიაჟსა და ვარცხნილობას(თმის მუსების გამოყენებით)რაც ძალიან აფუჭებს სახის კანსა და თმას



ფაქტები მოდელებზე


აღმოჩნდა რომ ისინი სტრესული სიტუაციებიდან ხშირად გამოსასვლელად იღებენ ნარკოტიკებს(მაგ: ქეით მოსი)
მათ ნამდვილად არ მოსწონთ თავიანთი ცხოვრება
ხანდახან ახალგაზრდა მოდელები მიყვებიან მდიდარ,ბებერ,უშნო მამაკაცებს ცოლად
მოდელთა 25 პროცენტი გათხოვილია
მოდელებისთვის საოცნებოა დიზაინერ კარლ ლაგერფილდთან თანამშრომლობა
მოდელებს ხშირად უწევთ ექსტრემალურ სიტუაციებში ყინვაში და სიცივეში მუშაობა
გასაოცარია,მაგრამ მოდელთა 75 პროცენტი პოდიუმზე ერთხელ მაინც დავარდნილა
მოდელების უმრავლესობა მცირე ასაკსი ფიქრობდა,რომ იყო მახინჯი

როგორ გავხდეთ მოდელი ?
ანგელ.გე

კატეგორია: სასაც.../საინტ. | ნანახია: 139 | დაამატა: -HonestBitch♥ | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 1

(2013-02-25 11:44 PM)
* 1 marriami   [Entry]
dzalain kargi siaxleaa momewonaa


კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]