რა წავიღოთ ზღვაზე? - 8 ივლისში 2013 - საუკეთესო თინეიჯერული საიტი
მთავარი » 2013 » ივლისი » 8 » რა წავიღოთ ზღვაზე?
6:57 PM
რა წავიღოთ ზღვაზე?

თუ ზაფხულის შვებულების გატარებას სადმე მზიან და თბილ ქვეყანაში აპირებ, ეს პოსტი დაგეხმარება ორგანიზებულად შეუდგე მზადებას.

ხშირად, ისეთ დროს, როდესაც ყველაზე მეტად უნდა იყოს მობილიზებული ქალი, გაურკვეველი დაბნეულობა იჩენს თავს და პანიკაც არ აყოვნებს, ისე გვეუფლება.

თითქოს არც ისე რთული კითხვაა: რა წავიღოთ ზღვაზე?
თუმცა ამ კითხვის პასუხად ხშირად ერთი, ორი ან სულაც კიდევ უფრო მეტი ჩემოდანი გვევლინება, შედეგად კი ნახევარზე მეტი ნივთები სახლში ისე ჩამოგვაქვს, რომ ვერც ვიხსენებთ რისთვის გვქონდა წაღებული.

იმისათვის, რომ ზედმეტი ბარგის თრევა არ მოგიწიოთ და გამოუყენებელიც არაფერი დაგრჩეთ, ამ სტატიაში ვეცდებით შეგმოთავაზოთ ჩაბარგების ყველაზე უმტკივნეულო ხერხები და მხოლოდ იმ საჭირო ნივთების ჩამონათვალი რაც საზაფხულო (საზღვაო) არდადეგებს სჭირდება.

პირველ რიგში აიღეთ დიდი თაბახის ფურცელი და გაუსვით 2 ხაზი ისე, რომ ქაღალდი აღმოჩნდეს 4 ტოლ ნაწილად გაყოფილი.
თითოეული ნაწილი დაასათაურეთ შემდეგნაირად:

  • ტანსაცმელი
  • ფეხსაცმელი
  • ჰიგიენა
  • დანარჩენი

ბარგი

1. ტანსაცმელი

ამ ნაწილში შედის ყველაფერი, დაწყებული საცურაო კოსტუმიდან დამთავრებული ერთი თბილი სვიტრით, თუმცა მოდით მივყვეთ თანმიმდევრულად.
საზაფხულო მგზავრობა/შვებულება/არდადეგები მაქსიმუმ 14 დღე გრძელდება – ესეიგი ამის გათვალისწინებით უნდა ჩავალაგოთ ბარგიც.
ამ ვადაზე თქვენ ნამდვილად დაგჭირდებათ:

  • მინიმუმ 2 საცურაო კოსტუმი
  • 2-3 სარაფანი/კაბა
  • 1-2 ქვედაბოლო
  • 1 შარვალი (ჯობია თხელი და საზაფხულო, თანაც ჯინსი მძიმეა და ცუდი სათრევი)
  • 1 თბილი სვიტრი/ჟაკეტი
  • 6-7 მაისური/ბლუზა
  • 1 საზღვაო შემოსახვევი (პარეო)
  • 3-4 წყვილი წინდა
  • 1 პანამა/ბენდენა/სხვა მზის დარტმისგან დამცავი საშუალება
  • ბევრი ბევრი საცვლები (ლამაზები და ჭრელები)

ასეთი ჩამონათვალი გაძლევთ საშუალებას ყოველ დღე გეცვათ განსხვავებული ტანსცმელი, ძალიან დიდი მოცულობის არ გამოგივიდეთ ბარგი და თანაც სულ ლამაზად გამოიყურებოდეთ (ნებისმიერ დროსა და ადგილზე)

2. ფეხსაცმელი

ეს ცოტა უფრო რთული ნაწილია, იქიდან გამომდინარე, რომ ფეხსაცმელი დიდია და მძიმე, ბევრ ადგილს იკავებს და მისი ზუსტი შერჩევა ტანსაცმლის გადალაგების შემდეგ უნდა მოხდეს.

  • 2-3 სანდალი
  • 1 შუზი/”ბათინკი”
  • 1 "шлепанцы”
  • 1 ცოტა გასაპრანჭი ფეხსაცმელი

outfit_medium_39430f9d-65d0-4440-80da-93c40fdcbe20

3. ჰიგიენა

ჰიგიენის ნაწილში დიდი ყურადღებაა საჭირო.

უნდა გაითვალისწინოთ არა მხოლოდ სტანდარტული საშუალებები, რომელიც ყოველდღიურ ხმარებაში გვაქვს, არამედ სპეციალური საშუალებები, რომელიც კლიმატის გათვალისწინებით უნდა შეირჩეს.

  • კბილის პასტა
  • შამპუნი
  • შხაპის თხევადი საპონი
  • გაძლიერებული ოფლსაწინააღმდეგო საშუალება
  • თმის დამცავი ბალზამი
  • მზისგან დამცავი კრემი (კანის ფერიდან გამომდინარე აირჩიეტ დაცვის ხარისი/ფაქტორი)
  • კანის დამატენიანებელი კრემი
  • სუნამო

4. დანარჩენი

დანარჩენის ნაწილი არის ყველაზე საინტერესო.
აქ შეიძლება შეიტანოთ უამრავი ხარახურა, თუმცა არ ღირს ასე გაშმაგება და ამ ნაწილზეც კარგად უნდა დაფიქრდეთ.

  • 2 პირსახოცი
  • სათვალე
  • მობილური/ნოუთბუქი/ელწიგნების საკითხავი გაჯეტი/ფოტოაპარატი
  • ამ ყველა ზემოთ ჩამოთვლილთათვის დამტენები
  • შესაძლოა ყველაფერს ამჯობინოთ ერთი სქელტანიანი წიგნი (შუადღის მოწყენილობის შესავსებად, თუ ბევრ ხალხთან ერთად არ მიდიხართ)
  • თერმომეტრი (მზის დარტყმის შემთხვევაში სიცხის გასაზომად)
  • რამოდენიმე წამალი – გამაყუჩებელი, ფაღარათის საწინააღმდეგო, მგზავრობისას გულისრევის საწინააღმდეგო.
  • ცოტა სამკაულებიც შეგიძლიათ ჩაყაროთ – 2-3 მძივი, რამოდენიმე დიდი ბეჭედი, ორი – სამი საყურე და ქამარი.
  • ამასთანავე მნიშვნელოვანია პატარა ჩანთა – კლუბში და ქალაქში უზარმაზარი ჩანთის თრევა მოუხერხებელია.

საზაფხულო არდადეგები

ეს ყველაფერი, თუ სწორად შეარჩევთ და კარგად ჩაალაგებთ, არც ისე დიდი ჩანთა გამოვა, რომლის გადატანასაც თქვენ თვითონაც მარტივად შესძლებთ; არ იქნება მძიმე და მოუხერხებელი სატარებლად.

კატეგორია: სასაც.../საინტ. | ნანახია: 224 | დაამატა: მარიამი♥ | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 5

(2013-07-17 5:40 PM)
vinaidan me jipi myavs rasac minda imas vteni shignit da 3 chanta chemia yovel wels :DDD magram ragaceebs davamateb smile :DD



(2013-07-15 4:07 PM)
dzaan momwons, magram rogorc wesi, em sul 1 kupalniki maqvs, nu yovel wels vicvli ratkmaunda :D:D:D:D:D

+ iPads ar yidit vinme? biggrin :D



(2013-07-10 7:46 PM)
* 3 LovaTic   [Entry]
a chemi beboo gavatxove.tavi chemi gardirobis otaxshi megona.:D



(2013-07-09 12:32 PM)
* 2 YoungGal❤   [Entry]
eseni mimakvs xolme mec biggrin



(2013-07-08 7:38 PM)
* 1 Dona♡   [Entry]
kargi siakhlea
eseni mimakvs kholme♥


კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]