მთავარი » 2013 » მაისი » 17 » რობერტ პატისონი ზვიგენის თავდასხმას გადაურჩა
8:24 PM
რობერტ პატისონი ზვიგენის თავდასხმას გადაურჩა
26 წლის წლის კინოვარსკვლავმა, რობერტ პატისონმა თაყვანისმცემლებს სიმამაცის მაგალითი უჩვენა. ის რამდენიმე საათის განმავლობაში სერფინგის დაფით ტალღებზე სრიალებდა და არ შეჩერებულა, როცა მისგან 20 მეტრში ზვიგენი გამოჩნდა. 

"ზვიგენი დავინახე, მაგრამ მომეჩვენა, რომ არც ისე დიდი ზომის იყო. რამდენიმე წუთში
გაუჩინარდა კიდეც. დიდი თეთრი ზვიგენი რომ ყოფილიყო, ნამდვილად არ გავრისკავდი", - განაცხადა მსახიობმა, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ სინამდვილეში პატისონის სიახლოვეს სამი მეტრი სიგრძის ვეფხვისებრი ზვიგენი დაცურავდა.

მტაცებელი განსაკუთრებული აგრესიულობით გამოირჩევა და მკვლელი ზვიგენის მეტსახელით სარგებლობს, თუმცა ამჯერად ყველაფერი უბედური შემთხვევის გარეშე დასრულდა.

გაალამაზა:Queen♥A-მ
კატეგორია: ვარსკვლავები | ნანახია: 832 | დაამატა: diana | რეიტინგი: 5.0/5
სულ კომენტარები: 9

(2013-05-18 3:36 PM)
კარგი სიახლე იყო,მაგრამ ძალიან პატარა,ჯობდა რომ უფრო დიდი ნიუსი დაგედო და არა მარტო,რობერტი არამედ სხვა ვარსკვლავებიც მოგექცია ამ სიახლეში.ეს ჩემი რჩევაა !!!