მთავარი » 2013 » ივნისი » 30 » როგორ გავატაროთ ☼ ზაფხული
1:50 PM
როგორ გავატაროთ ☼ ზაფხული
beach | Tumblr
როგორ გავატაროთ ☼ ზაფხული 

როგორ უნდა გაატაროს მოზარდმა ზაფხული? ეს კითხვა აწუხებს თითქმის ყველას მათ შორის აქტუალურად კი სკოლადამთავრებულებს, მოსწავლეებსა და სტუდენტებს. ჩვენ ხომ მთელი წლის განმავლობაში ველოდებოდით ზაფხულის საოცნებო არდადეგებს. ალბათ თითოეულ თქვენგანს ხანგრძლივი სასწავლო პერიოდის განმავლობაში აზრად მოუვიდა არაერთი იდეა და ჩანაფიქრი ამ საკითხთან დაკავშირებით.
უპირველესყოვლისა შეეცადეთ გაიხსენოთ ყველა ის გადადებული საქმე, რომლის შესრულებასაც სწავლისა და გადატვირთული სამუშაო დღის გამო ვერ ახერხებდით. წინააღმდეგ შემთხვევაში თუკი თქვენ არ გაქვთ არანაირი გეგმაჩვენ დაგეხმარებით ამ პრობლემის მოგვარებაში 

09:04:59 / 1881-193... | via Tumblr

ალბათ ზოგიერთი თქვენგანისთვის ზაფხული სხვადასხვა რამესთან ასოცირდება: სპორტით დაკავება, სანაპიროზე რუჯის მიღება, გართობა, საინტერსო წიგნების კითხვა და სასურველი ფილმების ნახვა, მაგრამ როდეაც რეალურად მოვიდა ამ ყოველივეს გაკეთების დრო ჩვენი მიზნები და გეგმები ნელ ნელა გაიფანტა. საბოოლოდ კი უსაქმურად ვსხედვართ კომპიუტერის ეკრანებთან და ვცდილობთ მისი საშუალებით დრო მოვკლათ. სანატრელი არდადეგები გადაიქცა მოსაწყენ და ერთფეროვან დღის წესად. როგორ გავატაროთ ზაფხული მხიარულად და საინტერესოდ? მოდით ერთად შევადგინოთ საოცნებო ზაფხულის გეგმა.
თავდაპირველად აუცილებელია გავიხსენოთ საინტერესო და განუხორციელებელი ჩანაფიქრები. არ არის საგანგაშო თუ მაშინვე არაფერი მოგაფიქრდებათ. 

citydaydreaming | via Tumblr

გამოიჩინეთ შეუპოვრობა და წარმოიდგინეთ თავი მომავალში. რითი გსურთ რომ დაკავდეთ, რისი გაკეთებაა იმისთვის საჭირო რომ გაიუმჯობესოთ თქვენი არსებული მდგომარეობა. ჩამოწერე ყველა იდეა განცალკევებულ ფურცელზე და ყოველდღე ადევნე თვალყური . დროთა განმავლობაში შენ შეავსებ ან შეცვლი მას. შეეცადეთ ყოველდღიურად აკეთოთ რამდენიმე სასარგებლო საქმე და გამოყოთ გარკვეული დრო დასვენებისთვის. საჭიროა თქვენი დღე დაყოთ და დაგეგმოთ : გასაკეთებელი საქმე და დროის კარგად გატარება. თქვენს ნაცვლად ხომ არავინ იზრუნებს ამაზე. უჯობესია თუ საღამოობით ჩამოწერთ ხვალინდელი დღის გეგმას, მაგრამ თუ ეს რთულად გეჩვენებათ მაშინ თქვენთვის კარგი მაგალითი გახდება შემდეგი გეგმა "დილით მოვაწესრიგებ ოთახს და წავიკითავ წიგნის პირველ თავს საზაფხულო სიიდან. სადილამდე დავკავდები სპორტით ხოლო შუადღისას მოვინახულებ მეგობრებს. საღამო მშვენიერი დროა იმისთვის რომ უყუროთ რაიმე ფილმს." ეს უბრალოდ ზოგადი მაგალითი იყო დღის გეგმისა. მისი შემუშავება კი ყველას ინდივიდუალურად შეგიძლიათ .

 | via Tumblr

საქმისა და გართობის სია, რომელიც მოზარდს დაეხმარება ზაფხულის სასიამოვნოდ გატარებაში. 

გავიჩინოთ ახალი მეგობრები – კომუნიკაცია, ახალი ურთიერთობები და მეგობრები. მათი შეძენა ზაფხულში უფრო ადვილია. შენ გაქვს თავზესაყრელი დრო საინტერესო ურთიერთობებისთვის. მოიფიქრე სად შეიძლება წახვიდე მეგობრებთან ერთად. გატარებული დრო კი შესაბამისად უნდა იყოს სასიამოვნო და დასამახსოვრებელი. შესაძლოა თქვენი ნაცნობობა ადამიანებთან დროთა განმავლობაში ხანგრძლივ მეგობრობად ჩამოყალიბდეს.

როგორ გავატაროთ ☼ ზაფხული



სწავლა! _ისევ? კი, კი! – თუ შენ სასწავლო პერიოდის განმავლობაში მრავალ სირთულეს აწყდებოდი, ზაფხული არის შესანიშნავი საშუალება ამის გამოსასწორებლად. სწავლისთვის სულ რაღაც რამდენიმე საათი კვირაში დაგეხმარება გაიუმჯობესო გონებრივი შესაძლებლობები. ალბათ ამ რჩევას მნიშვნელოვან ყურადღებას არ მიაქცევთ მაგრამ მერწმუნეთ რომ ამისთვის მცირე დროის გამონახვა თქვენთვის უმჯობესი იქნება.


მივიღოთ რუჯი  რასაკვირვველია, ერთ–ერთი საყვარელი საქმე ზაფხულობით არის რუჯის მიღება და ცურვა. ოქროსფერი კანი თქვენ უფრო ლამაზსა და მიმზიდველს გხდით საპირისპიო სქესის წარმომადგენლებისთვის. თუმცა ესეც რომ არ გავითვალისწინოთ რუჯის დახმარებით თავს უფრო თავდაჯერებულად და სასიამოვნოდ ვგრძნობთ. 

cute | Tumblr
როგორ გავატაროთ ☼ ზაფხული


გამოვიმუშავოთ საკუთარი თანხა – თუ შენ მაინც გრჩება ბევრი თავისუფალი დრო და გაქვს სურვილი შეიგრძნო ფინანსური დამოუკიდებლობა, მაშინ უნდა მოძებნო შენთვის შესაბამისი სამუშაო. ეს ყოველივე მნიშვნელოვნად აამაღლებს თქვენს თვითშეფასებას ხოლო მშობლებისა და მეგობრების თვალში ერთი საფეხურით მაღლა აიწევთ. არ ითაკილოთ პრიმიტიული საქმეები, მაღალანაზღაურებადი სამუშაო მოზარდისთვის მიუწვდომელია. რაც მთავარია კი ეს დაგეხმარებათ გადადგათ ნაბიჯი დამოუკიდებლობისკენ. 

scarlet cheek


გაერთე! – ყოველდღიურ სიაში საჭიროა არ დაგავიწყდეთ რომ აუცილებელია გარკვეული დრო დაუთმოთ გართობას (ალბათ ეს არც გავიწყდებათ) ამ საკითხში ყველა ინდივიადუალურია თუმცა იმაზე კი შევჯერდებით რომ მეგობრებთან ერთად დროის გატარება და ხალისი საუკეთესო გართობაა. მოაწყვეთ პიკნიკები, ჩაატარაეთ საყვარელი ფილმის სეანსი , თუმცა თქვენ უკეთ იცით რა გსურთ თქვენ და თქვენს მეგობრებს.

Untitled | via Tumblr
Choose Healthy | via Tumblr



წავიკითხოთ რამდენიმე საინტერესო წიგნი – თანამედროვე სამყაროში ცოტა თუ კითხულობს წიგნს სურვილის შესაბამისად. თუმცა არ დაგავიწყდეთ რომ სულიერი საზრდოსა და სიმშვიდისთვის ეს ერთ–ერთი და უმნიშვნელოვანესი საშუალებაა. იმისათვის რომ იყოთ საინტერესო პიროვნება, შეგეძლოთ ნებისმიერ საკითხზე თავისუფლად მსჯელობა, საჭიროა ვიკითხოთ წიგნები ჩვენი ინტერესებისა და სურვილების მიხედვით. ამას გარდა, დღესდღეობით გაქვთ საშუალება იკითხოთ ყოველთვის და ყველგან. 

როგორ გავატაროთ ☼ ზაფხული


ზაფხული ბუნებაში – შენ ძალიან გაგიმართლა, ალბათ იმათ ძალიან შეშურდებათ შენი ვისაც დარჩენა "ცხელ" ქალაქში უწევს. ისიამოვნე სუფთა ჰაერით და შესანიშნავი გარემოთი. ასეთ პირობებში კი საინტერესო საქმის პოვნა არ გაგიჭირდება. ითევზავე, ისეირნე ველოსიპედით, გაერთე მეგობრებთან ერთად მდინარზე. დაეხმარე ბებოს სამეურნეო მრეწველობაში. და რა თქმა უნდა იკითხე წიგნები. ბუნება ხომ არის იდეალური ადგილი ამ პროცესის განსახორციელებლად. 
სიგრილე, ჰამაკი, კარგი გარემო და წიგნის თავგდასავლები.

როგორ გავატაროთ ☼ ზაფხული

ზაფხული ზღვაზე – მზე, სანაპირო, მხიარული მეგობრები – კიდევ უფრო გაგიმართლა თუ არდადეგების გატარება სანაპიროზე გიწევს. მაგრამ არ არის აუცილებელი მთელი დღეები ეფიცხებოდეთ მზეს. თქვენ გაქვთ მრავალფეროვანი "მენიუ". ამიტომ არ შეგაწყენთ თავს მათ ჩამოთვლაში ალბათ არც გესაჭიროებათ იმის თქმა რომ სანაპირო დაკავშირებულია კლუბებთან და "გლამურულ" ცხოვრებასთან

Tumblr
Fashion & Luxury


როგორ გავატარე ♡ ზაფხული 
იმისათვის რომ კითხვა "რით გავერთო ზაფხულის არდადეგებზე და როგორ გავატარო დრო" აღარ გაწუხებდეთ საჭიროა გადადგათ ერთი მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი ნაბიჯი. იმედია ეს სტატია მცირე გავლენას მაინც მოახდენს თქვნზე და არ მოგცემთ იმის საშუალებას რომ უაზროდ გაფლანგოთ ეს შესანიშნავი დრო. ზაფხულის ბედნიერად და წარმატებით გატარებას გისურვებთ! 

როგორ გავატაროთ ☼ ზაფხული

წყარო:Angel.ge








კატეგორია: სასაც.../საინტ. | ნანახია: 1927 | დაამატა: salo | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 3

(2013-07-03 3:09 PM)
* 3 Diva♔   [Entry]
kargi siaxlea ☻ wignis kitxva ukve daviwye 80 000 kilometri wyal qvesh ♥ titqmis yoveldge filmebs vuyureb... megobrebi kide sofelshi arian gafantulebi :((