მთავარი » 2013 » თებერვალი » 2 » say that it's true//..say that you love me
2:53 PM
say that it's true//..say that you love me
გააჩერე დრო და იარსებე იმ ადამიანებთან ერთად ვინც მართლა გიყვარს ... 

ვისთან ყოფნაც გიხარია და თავისუფლად გრძნობ მათ გვერდით 

თავს...ხოლო დანარჩენი ადამიანები უბრალოდ მოძრავ დროში დატოვე....

Tumblr_mgv92uohmy1rd1617o1_500_large
 დაგელოდები თუნდ საუკუნე..ოღონდ ვიცოდე რომ დაბრუნდები.

Say That It's True//.. Say That You Love Me
Tumblr_lzyxvpwabk1qc5cc5o1_500_largeTumblr_mgrwzal6ib1rj74vdo1_500_large

~part 44~
მთელი ღამე რაღაც სასაცილო კომედიას ვუყურებდით, სიმართლე ვთქვა ძალიან კარგად კი გავერთე, სადღაც 3 საათზე უკვე ორივე გათიშულები ვეყარეთ საწოლზე და სიზმრებისგან გაბრუებულებს  არც კი შეგვინიშნავს, როგორ შემოაღწია ოთახში მზის მწველმა სხივებმა. დაახლოებით 11 საათზე გამომეღვიძე. ცოტახანს კიდევ გავინავარდე თბილ საწოლში შემდეგ კი წამოვხტი და ჩაცმა დავიწყე. მხოლოდ ახლა შევნიშნე, რომ ოთახში ბაბი არ იყო, თუმცა ისიც მალევე ამოვიდა მაღლა.
-დავიღალეეეე-წამოიყვირა და ლოგინზე დაეხეთქა.
-რა მოხდა?
-რადა დღეს დეედაჩემის მეგობარი ჩამოდის უცხოეთიდან და აეროპორტში მივყვები დასახვედრათ მერე კიდევ მთელი დღე თბილისს დათვალიერებინება მოგვიწევს მისთვის, რაღაც პროექტს ამზადებს და მაინდამაინც სააქართველო აირჩია მტავარ თემათ.
-ხო კაი რა მოხდა გაერთობი.
-კი კი აუცილებლად-თვალები ეშმაკურად აათამაშა.
-ეეე გაგიჟდი? რამე სისუელლე არ ჩაიდინო.
-ხო კაი-უკმაყოფილო სახით გამომხედა.-შენ რას აპირებ? არ გინდა ჩვენ წამოგვყვე? თბილისს დაგათვალიერებინებ-ჩაიცინა.
-არა  იყოს-გამეცინა-კი მეზარება შენს გარეშე ყოფნა მაგრამ ვიზავ რამეს.
-კაი მაშინ წამო ვისაუზმოთ ჯერ.
-ხო რა თორე ვკვდები ისე მშია-ვუთხარი და ორივე დაბლა ჩავედით. გემრიელად წავიხემსეთ, ბაბიმ პირველად სცადა მზარეულობა, რადგან დედამისი გასული იყო და იმდენი დავცინე, ბოლოს სახლიდან მაგდებდა.
-ბაბი ცეცხლის ანთება დაგავიწყდა და ისე ვერ შეიწვება-გამეცინა.
-მადლობა, რომ შემახსენე-სწერვული სახე მიიღო, მე კიდევ თავში კოვზი გავუქანე. ვერ ვიტან როცა მესწერვებიან.
-გაგიჟდი? კინაღამ თავში მომხვდა
-შემდეგში ეგეთ სახეს აღაარ მიიღებ-გაამეცინა. როგორც იქნა საუზმე გამზადდა და გემრიელად წავიხემსეთ. კიდევ მინდოდა ბაბისთან ცოტახანი დარჩენა, მაგრამ დედამისი დაბრუნდა შინ და როდესაც თავი ზედმეტად ვიგრძენი მეც ავდექი და წამოვედი.
-კაი კარგად.-მითხრა და კარებამდე მიმაცილა. 
-უი გოგო მოიცადე-გამაჩერა-რა ვიფიქრე ეხლა იცი? ჯერ აგვისტოს დასაწყისია, ყველა წასულია და იქნებ სადმე წავიდეთ ჩვენც თუდაც 2 კვირით.
-არ ვიცი ბაბი, მოვიფიქრებ რამეს და გეტყვი.
Tumblr_mc82kjqpzy1qjkw0io1_500_large
-ხო კაი კაი კარგად-მომეხვია და შინ შევიდა. ნელი ნაბიჯით გავუდექი გზას. მწველი აგვისტოს სხივები, საშინლად და ამავე დროს სასიამოვნოდ ელამუნებოდა ჩემს კანს. გრილი ჰაერი, რომელიც იშვიათად დაუბერავდა, ძალიან დიდი სიამოვნებას მანიჭებდა. ვიფიქრე სახლში წავიდოდი, თუმცა იქ რა უნდა მეკეთებინა აზრზზე არ ვიყავი, ამიტო მისევ თბილისის ცენტრისკენ ავიღე გეზი. დიდიხანი აღარ მისეირნია ამ ადგილებში. უეცრად მობილურზე ზარის ხმა გაისმა. არც კი დამიხედავს ისე ვუპასუხე.
-როგორ ხარ დაკარგულო?
-ვაიმე ლიზიი, შენ უნამუსო სად დაიკარგე გოგო? ძალიან მომენატრეე სად ხარ?-ჩემი მეგობარი ლიზი იყო.
-გოგო მომისმინე ეხლა საზღვარგარეთ ვარ და დღეს უნდა ჩამოვიდე., ხოდა არ დამხვდები აეროპორტში? 
-კი კიი, როგორ არა და რომელ საათზე? და სად ხარ საეერთოდ?
-ჩიკაგოში ვარ გოგო, დედაჩემმა წამომათრია თავის ნათესავებთან და მოკლედ ხომ ხვდები არა. ხოდა 7 საათზე გელოდებიაეროპორტში.
-კაი ლიზი საღამომდე. არცკი მჯერაა, იცი როგორ მომენატრეე? დღეს გაგჭყლიტავ იცოდე.
-ხოხო მეც-გაეცინა-კაი და არ დაგავიწყდეს, თორე სადაც გნახავ იქ მიგაკლავ.
-კაი არ დამავწიყდება, თანს საქმეც არ მაქვს და შენ თავს რა დამავიწყდებს-გამეცინა.
-კაი გოგო წავედი მე დეედდაჩემი მეძახის.
-კაი მიდი გაკოცე.-ვუთხარი და გავუთიშე. ახლა გზას უკვე გახარებულუ გავუდექი და თავს უფლება მივეცი რაიმე ახალი მეყიდა. მაღაზიაში შევედი და ჩემთვის რამე ლამაზის შერჩევა დავიწყე. მალევე ავარჩიე რაღაც ლამაზი მაიკა და ჯინსის შორტები. ახლა უკვე სახლისკენ გამოვემართე. ჩემთვის მივდდიოდი გზაში, როდესაც ერთ რესტორანს ცავუარე და იქედან გამომავალ დათოს შევეჩეხე.
-ვა ელენე?
-გაოცებულმა მოვიხსენი სათვალეები და მას გავხედე.
-უი დათო? როგორ ხარ?-სულაც არ მოველოდი მას აქ, მაგრამ არ დავიბენი.
-კარგად შენ? არ მეგონა აქ თუ გნახავდი.
-მეც კარგად ვარ, ხო არც მე-გამეცინა. როდესაც სიჩუმე ცამოვარდა და სათქმელი აღარაფერი იყო, გზა განვაგრძე, მაგრამ დათო დამეწია და შემაჩერა.
-მოიცა ერთ წამს.
-გისმენ.
-რაღაც მინდა გთხოვო.-გავჩუმდი და ვანიშნე, რომ ლაპარაკი გაეგრძელებინა-მოკლედ არ გიდნა სადმე წავიდეთ?
-პაემანს მინიშნავ?-დამცინავად მივუგე.
-არა უბრალოდ დავიღალე და მინდა სადმე წავიდე მეგობართან ერთად-ჩაიცინა.
-კარგი შენს გევრდით მიგულე მე-გო-ბა-რო-დამცინავად წარმოვთქვი ბოლო სიტყვა.
-კარგი მაშინ დაჯექი-მიტხრა და მანქანის კარები გამომიღო.
-ოღონდ ერთი პირობით.
-ბრძანე.-მიხვდა, რომ რაღაც ცუდს ვთხოვდი.
-საჭესთან მე ვჯდები.
-გაგიჟდიი? იმის მერე რაც ჩემს მანქანას შეეჯახე და ნახევრად დამიშალე, გგონია ჩემს მანქანას კიდევ განდობ?
-მოგიწევს.
-არა!
-მაშინ მეც არა უნდა გითხრა.-და უკვე წამოსასვლელად გავემზადე
-ხო კარგიიი!-მთელი სიმწრით წარმოთქვა ეს სიტყვები.-მე კი მომგებიანი სახით ჩავჯექი მანქანაში. ჩემი ნაყიდი ტანსაცმელი უკან დავდე და მანქანა დავქოქე. დათო დაძაბული იჯდა მთელი გზა და სულ შენიშვნებს მაძლევდა, რომ ფრთხილად მევლო.
-არა რა მართლა არანორმალური ხარ.
-რატომ?
-პირველად ვხედავ ადამიანს, რომელსაც ასე ძალიან უყვარს თავისი მანქანა.
-ნუ შენც, რომ იყიდი მანქანას მერე მიხვდები.
-მე მყავს მანქანა-გამეცინა.
-ხო მაგრამ…
-ხო მაგრამ შენსავით არ ვუფრთხილდები-გამეცინა.
-ხოდა არ გირჩევ.-ჩაიცინა-ფრთხილაად-ბოლო ხმაზე წამომიყვია, როდესაც სიჩქარეს მოვუმატე.
-რა იყო დიდი სიჩქარე არ გიყვარს?>
-როგორ არა, მაგრამ შენ არ ხარ სანდო და ცოტა მოუკელი გაზსს გთხოვ.
-კარგი-ვუთხარი, თუმცა მე რისი ელენე ვარ, რომ არ ვიჯიუტო, უფრო მოვუმატე სიჩქარეს.
-გაგიჟდი? ელენე მოუკელი გაზსს არ გეხუმრები!
-კარგი რა ნახე რა მაგრად ვერთობიდთ-გამეცინა.
-შენ კი ,მაგრამ მე არა. ელენეე გაააჩერე მანქანა!-ბოლო ხმაზე დმაიყვირა.
-ხო კარგიი!-უკმაყოფილოდ წარმოვთქვი და ნელ-ნელა ფეხი ავუშვი პედალს. სიჩქარემ სულ უფრო და უფრო იკლო და მანქანაც ერთ ადგილას ჩამოდგა. მე და დათო გაშტერებულები ვიყურებოდით პირდაპირ და მას რომ გავხედე სიცილი ამიტყდა.
-რა გაცინეებს? კინაღამ მომკალი.
-სასაცილო სიფათი გაქვს.-გამეცინა.
Tumblr_mf4og3op0v1rzq67c_large
-ან ნორმალურად ივლი ან მე დავჯდები საჭესთან.
-კაი ნორმალუად ვივლი, თორემ შენ არ იცი სად უნდა წამიყვანო, მე კი ჩემს ადგილს გაჩვენებ, სადაც ბავშვობაში მივდიოდი ხოლმე-გავუღიმე.
-კარგი როგორც გინდა, ოღონდ სადმე მშვიდ ადგილას წავიდეთ.-მიტხრა და სკამს მიეყრდნო.მე მანქანა ადგილიდან დავძარი და უკვე ნორმალური სიჩქარით გავუდექი გზა. დაახლოებით 20 წუთში მივედით დანიშნულების ადგილას.
-მოვედით.-ვუტხარი და მანქანიდან გადმოვედით ორივე. ირგვლივ არაფერი მოჩანდა, 
მანქანა შუა მინდორში იდგა, რომელსაც გარშემო მთები ერტყა. მზის სხივები უჩვეულოდ ანათებდა იქაურობას. სამარისებრი სიჩუმე იდგა, მხოლოდ მე და მზე. მხოლოდ ერთნი პირისპირ. არანაირი სხვა ცოცხალი შემაწუხებელი არსებანი. ცა მოწმენდილი იყო. მისი მქუხარე ცისფერი ფერი ისე შერწყმოდა, მწვანე მინდორის უჩვეულო სიმშვენიერეს, რომ თავი სამოთხეში გეგონებოდათ. სითბო, ცივ ნიავს ერწყმოდა, და მშვიდ, გარემოს ელამუნებოდა. უეცრად გადაგვიფრნდა მერცხლების დიდი ჯოგი.
Wje8415omz22v8x7ei87z8nuartdssn5_large
 არაფერი მოჩანდა, მწვანე ბალახის გარდა, მხოლოდ სადღაც ბოლოში ერთი უბრალო, სიძველისგან ჩამომხმარი ქოხი იდგა, მორთული იყო ოდესღაც აყვავილებული და ახლა უკვე გამხმარი ყვავილებით.  მე მისკენ დავიძარი. შიგადაშიგ თუ შემომხვდებოდა,ნაზი ვარდისფერი ფერის ყვავილები, დათო უკან მომყვებოდა, ეტყობოდა, რომ ძალიან მოსწონდა აქაურობა. ვვგრძნობდი, რომ ბალახი ჯერ კიდევ ნამიანი იყო. ვარჩევდი შემოორჩენილ წვიმის წვეთებს, რომელთაც მზის სხივები, ისეთ ნათებას ჰმატებდა  გეგონებოდათ, მთელ ბაალახზე ბრჭყვიალები დაუყრიათო. ქოხსაც მალევე მივუახლოვდით. პატარა ხის ქოხი იყო, თავის  დროზე ვიღაცას ცისფრად შეუღებავს, მაგრამ ზაფხულის ცხელი წვიმისგან ფერი თითქმის გადასცლოდა. ორ საფეხურიან კიბეზე ავედი და იქვე ჩამოკიდებულ ხის საქანელაზე ჩამოვჯექი. დათოც გვერდით მომიჯდა. მისი გახშირებული სუნთქვა მესმოდა. ძალიან მშვიდი გარემო იყო. აქ თავს ყოველთვის უსაფრთხოდ ვგრძნობდი.
-ძალიან კარგი ადგილია, აღტაცებული ვარ. არც კი მეგონა ასე მშვიდა თუ სადმე ვიგრძნობდი თავს.-მითხრა და ისევ გარემოს გახედა. ისევ სიჩუმე გამეფდა ირგვლი, მაგრამ ბოლოს რაღაც არარსებულმა ძალამ ხმის ამოღება მომანდომა .
-აქ მამაჩემს დავყავდი, ხოლმე როცა პატარა ვიყავი. აქაურობა თითქმის აღარ მახსოვდა, მაგრამ ახლა ყველაფერი აღმიდგა თვალწინ.-ვთქვი და თვალებიდან ცრემლი ჩამომვარდა.-როდესაც მამაჩემი საზღვარგარეთ წავიდა, აქ მოსვლა აღარც მიცდია, პატარა გოგო ვიყავი, რომელიც მამის გარეშე არაფერს წარმოადგენდა. დედაჩემმა ამ ადგილის შ  ესახებ არაფერი არ იცოდა, ეს ადგილი მხოლოდ ჩემი და მამასი იყო. სულ აქ დავდიოდით, როცა გვიჭირდა, როცა ცუდად ვიყავით, დავჯდებოდით და ვლაპარაკობდით.
238409373995564050_d7aietgd_c_large
 ხანდახან ცეცხლსაც დავანთებდით ხოლმე. ამ ქოხში ვისვენებდით, მხოლოდ ორნი პირისპირ ვიყავით. არაჩვეულებრივი დრო იყო. როგორ მინდა ისევ დამაბრუნა იმ ბავშვობაში, რომელიც კარგა ხნის წინ დასრულდა. რა ცუდია, რომ დროის გაჩერება არ შემეძლო, რა ცუდია, როდესაც არ მესმოდა, რომ ეს ყველაფერი დროებითი იყო და სადღაც მაინც დასრულდებოდა, რომ მცოდნოდა, მაშინ ყოველ წამს ისე შევხედავდი თითქოს ის ბოოლო ყოფილიყო ჩემთვის.არასდორ დავხარჯავდი, დროს უბრალო ტირილში და უბრალოდ ნაღვლიანად ყოფნაში, დავტკბებოდი ცემი ბავშვობით და გავიხარებდი.-თვალებიდან წამოსულმა ცრემლმა უფრო და უფრო იმატა, ვერაფერს ვაცნობიერებდი და როდესაც გავიხედე ირგვლივ მივხვდი, რომ საკმაოდ ციოდა, მხოლოდ ახლა გავაცნობიერე, რომ დათოს მკერდზეე ვიყავი მიხუტებული.
-კაი არ იტირო გთხოვ-ხელი სახეზე შემახო და თმა ყურზე გადამიწია. 
539653_408117112594792_978353175_n_large
ახლა ტირილი საერთოდ შევწყვიტე. გული გამალებით მიცემდა. საშინელმა ჟრუანტელმა დამიარა ტანში. მივხვდი, რომ შემაჟრიალა.
-გცივა?
-კი ცოტა.-უხერხულად ამოვიკვნესე.დათომ თავისი ქურთუკი გაიხადა და მე ჩამაცვა,შემდეგ უფრო მაგრად მოხვია ხელები. ახლა საერთოდ გადავირიე. საშინელი შეგრძნება მეუფლებოდა. 
-გათბი?
-კი მადლობა.-თუმცა როგორ მეთქვა, რომ ეს მხოლოდ მისი დამსახურება იყო, და იმ სითბოსი, რომელსაც მისგან ვგრძნობდი. ჩუმად ვისხედით. მის გულის ცემას ვუსმენდი და ვცდილობდი, რამეზე მეფიქრა, მაგრამ დათოზე ფიქრი თავიდან ვერ მოვიშორე.
-რამეზე უკრავ?-მკითხა უეცრად.
-კი გიტარაზე. 15 წლის ასაკში ვუკრავდი, მამაჩემმა მასწავლა დაკვრა. უი ისე აქ გვქონდა გიტარა შენახული და არ ვიცი ისევ აქ არის თუ არა.-ვუთხარი და წამოვდექი, თუმცა სულაც არ მინდოდა მას მოვშორებოდი. ქოხში, რომ შევიხედე იქვე კუთხეში გიტარაც ვიპოვე. თვალები სიხარულისგან გამიბრწყინდა. ეს ხომ მამაჩემის და ჩემი პირველი გიტარა იყო. 
-აიი ვიპოვეე-სიხარულით ქოხის წინ მინდორში ჩამოვჯექი, დათოც გვერდით მომიჯდა და გიტარა გამომართვა.  შემდეგ უჩვეულო ბგერე ჩამოჰკრა 
Tumblr_m6pm1bszpx1qfb68xo1_500_large
და ისევ მე გამომხედა.
-რაზე ფიქრობ?
-ბოლოს აქ მაშინ ვიყავით, როდესაც მამაჩემმა მითხრა საზღვარგარეთ მივდივარო და შემდეგ ამ გიტაღიტ რაღაც მელოდია დაუკრა, რომელიც მითხრა, რომ მე დამიწერა.-ისევ ცრემლი ჩამომივარდა-შემდეგ საშინელი სეტყვა წამოვიდა, გიტარა აქ დავტოვეათ და შინ გავიქეცით.-სახეზე ხელები ავიფარე და მაშინვე ცრემლების დიდი ნაკადი წამომივიდა.  დათო ჩემსკენ, მოიწია და ხელები სახიდან ჩამომაწევინა. ცრემლები მომწმინდა და ისევ გიტარას მიუბრუნდა.
-ადრე მეც ვუკრავდი, ეხლა ჩემს დაწერილ სიმღერას დაგიკრავ-გამიღიმა და საკვრა დაიწყო. გაფაციცებით ვუსმენდი მელოდიას. საშინლად მესიამოვნა, მისი დაკრული. 
Tumblr_mdjkj6amyd1rjtxq7o1_500_large
ვუყურებდი, მის ბავშვურ ღიმილს. მის საოცრად მოციმციმე თვალებს და ვხვდებოდი, რომ ჩემს წინაშე სულ სხვა ადამიანი იდგა. არა ისეთი, როგორიც პირველად და მეორედ შემხვდა, არამედ სულ სხვა, რომელიც ძალიან მამშვიდებდა და დიდ სითბოს გადმომცემდა.
-მოგეწონა?
-კი ძალიან-აღტაცებით წარმოვთქვი.
-შენ არ დაუკრავ რამეს? 
-ამ არ ვიცი-ვუთხარი და გიტარა გამოვართვი.-დიდი ხანი აღარ დამიკრავს.
-არაუშავს სცადე მაინც. -უეცრად მის მაჯის საათს გავხედე.
-ვაიმე რომელი საათია?-პანიკაში ჩავვარდი.
-უკვე 7-ის ნახევარია 
-რააა? არ არსებობსს, ვაიმე სასწრაფოდ უნდა წავიდე.-წამოვდექი და ჩანთას დავავლე ხელი.
-რა მოხდა? სად მიდიხარ?
-გაგიჟებული გავიქეცი მანქანისკენ და ისიც უკან გამომყვა. საჭესთან დათო დაჯდა მეც გევრდით მოვუჯექი. სასწრაფოდ დაქოქა მანქანა და ისევ მე გამომხედა.
-სად მივდივართ?
  -სულ დამაავიწყდა, რომ დღეს ჩემს მეგობარს უნდა დავხვედროდი აეროპორტში.
-ანუ იქ წაგიყვანო?
-ხო ხო და რაც შეიძლება სწრაფად-ვუთხარი და შიშით გავხედე ფანჯარას.მთელი გზა ხმა არ ამოგვიღია. ჩუმად ვიჯექი და ლიზიზე ვფიქრობდი. თუმცა დათო წამითაც არ დამვიწყებია. სიმართლე ითქვას, დღევანდელზე უფრო მეტს ვფიქრობდი ვიდრე იმაზე, რომ აეროპორტში მისვლა დამაგვიანდა.
-მოვედით-მითხრა და მანქანა აეროპორტის წინ გააჩერა.
-კარგი დიდი მადლობა.
-დაგელოდები და სახლამდე მიგიყვანთ. 
-კარგი-გავუღიმე. მისი ბოლო სიტყვები საშინლად მესიამოვნა და გამიხარდა, რომ ჯერ კიდევ არ მომიწევდა, მასთან დამშვიდობება. აეროპირტში ზუსტად 7 საათზე ვიყავი. ველოდებოდი, როდის დაფრუნდებოდა, თბილისი ჩიკაგოს რეისი.
-ელენეეეე!-ყვირილით გამოიქცა ჩემსკენ ლიზი და მთელი ზალით მომეხვია.
-ლიზიიი, როგორ მომენატრეეეე-ბოლო ხმაზე ვკიოდით.
-ვაიმე რამდენი რამე მაქვს შენთვის და ბაბისთვის მოსაყოლი, ის როგორაა?
-კარგად არის.-გამეცინა.
-კარგი წავიდეთ ეხლა. გოგო და დღეს, რომ შენთან წამოვიდე? არ მინდა მარტო სახლში ყოფნა.-გაეცინა.
-ხო გოგო წამო და ბაბისაც ვეტყვი იქნებ გამოვიდეს.-სიხაულისგან თვალები გამიბრწყინდა. მალევე დავიძარით ავტოსადგომისკენ, ისევ მანქანაში ჩავჯექი, ლიზიც უკან ჩავისვით,.
-ლიზი გაიცანი ეს დათოა ცემი მეგობარი, დათო ეს კი ლიზია ჩემი საუკეთესო მეგობარი.
-სასიამოვნოა-თქვა ბაბიმ მხიარულად და დათოს ხელი ჩამოართვა.
-ჩემთვისაც-ასევე ღიმილით შეეგება დათო.
-სად მივდივართ?
-ჩემ სახლში წაგვიყვანე.
-არის მენ-ჩაიცინა. მთელი გზა ბაბი ჩიკაგოს ამბებს მიყვებოდა. ენა არ გაგვიჩერებია არცერთს, ისეთი არაფერი გვითქვამს, რაც დათოს ეცოდინებოდა ან დააინტერესებდსა, ამიტომ ჩუმად იჯდა მთელი გზა, მაგრამ უეცრად ლიზიმ ჯასტინი ახსენდა, რითიც დათოს ინტერესი გამოიწვია.
-გოგო ჯასტინს ხომ არ შეხმიანებიხარ?
-ამმ.. არაა-ძლივს ამოვილუღლუღე და დათოს გაოცებულ სახეს გავხედე.
-ჯასტინი?-გაოცდა-ბიბერზე ლაპარაკობთ?
-ხო სწორედაც-უთხრა ლიზიმ, მაგრამ როდესაც ჩემი მკაცრი მზერა დაიჭირა, მიხვდა, რომ უნდა გაჩუმებულიყო. ამის შემდეგ არცერთას ხმა აღარ ამოგვიღია. მალე მივედით ჩემს სახლთან.
-შედი შენ და მოვალ მეც-ვუთხარი ლიზის, ისიც გადავიდა მანქანიდან თავისი ჩემოდანი აიღო და სახლში შევიდა.   მე კი ისევ მანქანაში ვიჯექი და ველოდებოდი, რაღაცას ოღონდ არ ვიცი რას.
-ბიბერთან რა საერთო გაქვს?
-ახლა უკვე აღარაფერი.
-ადრე რა ხდებოდა?
-ადრე… მე უბრალოდ… ჩვენ ერთმანეთი გვიყვარდა, მაგრამ ეს უკვე წარსულში დარჩა.
-რაა?-მთელი გაოცებით გამომხედა-ანუ შენ იყავი ჯასტინის შეყვარებული? ის ქართველი გოგონა, რომელზეც მთელი მსოფლიო ჭორაობდა?
-ხო ეგრე გამოდის.-საშინლად ვგრძნობდი თავს. არ ვიცოდი რა მექნა, მანქანიდანაც ვერ გადავდიოდი, ფეხები არ მემორჩილებოდა.
-ახლა ყველაფერი დასრულდა?
-კი.
-სამწუხაროა.
-არამგონია.
-რატომ?
-ეს არ იყო ნამდვილი სიყვარული არამედ უბრალო ბავშვური გატაცება. დამიჯერე ბიბერის წინაშე ბევრი ეგრე იქნებოდა, მაგრამ ყველა, ვერ მიხვდებოდა, იმას, რომ ეს უბრალოდ გატაცებაა და არა სიყვარული.
-კარგი აღარ მინდა ამაზე ლაპარაკი.-გამიღიმა. მეც შვებით ამოვისუნთქე, გამიხარდა, რომ ამ თემაზე მასთან საუბარი აღარ მომიწევდა. 
-კარგი მაშინ მე წავალ.
-კარგი უკვე გვიანია. -მითხრა სევდანარევი ხმით, ისე, რომ ჩემთვის არც გამოუხედავს.
-კარგი კარგად.-ვუთხარი ოდნავ ნაწყენი ხმით და მანქანიდან გადმოვედი. რა მეწყინა ვერ გავიგე, ალბად იმას მოველოდი, რომ გადმომწვდებოდა და დასამშვიდობებელ კოცნას მაჩუქებდა? ღმერთო რა სულელი ვარ,ამის გაფიქრებაც, კი სისულელე იქნებოდა. მანქანის კარები მივხურე და სახლისკენ გამოვემართე. ვხედავდი, რომ მანქანიდან დათოს მწველმა მზერამ მიმაცილა კარებამდე და როდესაც შენ შევედი, საბოლოოს დაქოქა მანქანა და წამში გაუჩინარდა.

მაპატიეთ დაგვიანებისთვის, უბრალოდ ძალიან გადაატვირთული გრაფიკი მქონდა :დდდ ვაიმე უკვე მერამდენედ გიხდით ბოდიშსს ძააან მერიდება, მაგრამ რა ვქნა. იმედია ისიამოვნეთ და ძალიანაც პატარა არ გამოვიდა მიყვარხართ... და ბოდიში.
კატეგორია: Book | ნანახია: 1645 | დაამატა: missponchishka | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 10

(2013-02-03 6:26 PM)
datoo forever:D