მთავარი » 2013 » მაისი » 3 » say that it's true//.. say that you love me
6:06 PM
say that it's true//.. say that you love me
say that it's true//.. say that you love me
chapter 51
ბოდიშს გიხდით დაგვიანებისთვის
როგორც იქნა დამითხოვეს და აწი ვეცდები
როგორმე მალ-მალე დავდო ხოლმე ახალი თავები
და რაც მთავარია! კომენტარები არ დაგავიწყდეთ!
Tumblr_map8cw8v081ql8nw6o1_500_largeTumblr_mj0rvyceld1qd3478o1_500_large
"ცხოვრება იმდენად უაზრო გახდა, რომ ოცნბამაც აზრი დაკარგა"


Large

chapter 51
საღამოს თვითმფრინავი ლოს-ანჯელესის აეროპორტში დაეშვა. ვცდილობდი, მომავალზე ფიქრსიგან თავი შემეკავებინა თუმცა უშედეგოდ. ჯერ კიდევ ღრმად ვიყავი ფიქრებში ჩართული და მხოლოდ რამოდენიმე ხნის შემდეგ მივხვდი, რომ მანქანაში მჯდომი ისევ ჩემთვის ნაცნობ და ოდესღაც ცხოვრების ნაწილად ქცეულ ქუჩებს გავყურებდი. ისმოდა ჯასტინის ხშირი სუნთქვა, ჩემი გახშირებული გულის ცემა, თუმცა ყველაზე დიდ ხმაურს, მაინც ავტომობილის ფანჯარაზე დაცემული წვეთები იწვევდა. არაერთხე დამინახავს ლოს-ანჯელესის ქუჩები ხშირი, კოკისპირული წვიმის დროს, როდესაც მიუხედავად ყველაფრისა ხალხს მაინც უხაროდა, ისევ იგივე ნოტაზე, ისევ იგივე უჩვეულო ჰარმონიული ნაბიჯები, ისევ ცხოვრების ხალისი იგრძნობოდა არც თუ ისე პატარა ქალაქში.  ჩემი დაღლილი გული ისევ დაღლილი ცემდა, ცემდა და არემარეს არც თუ ისე სასიამოვნო სიმღერასავით ელამუნებოდა. გული ისევ ტკივილს ეთამაშებოდა და მის სიღრმეში შეტყუებას ცდილობდა. დიდი ხანი ვეთამაშებოდი საკუთარ ტკივილს, ვიჯექი დაძაბული, ხელებგადაჯვარედინებული და უბრალოდ ვცდილობდი  წარსულთან ერთად მომავალზე ფიქრი შემეწყვიტა, თუმცა მოგონებები ისე უსაშველოდ მიტივტივდებოდა თვალწინ, თითქოს ოდესღაც, ნახულ ფილმს, რომლის მონაწილეც თავად ვიყავი, ახლა შორიდან ვუცქერდი,თუმცა დროის მიუხედავად არცერთ ემოციას არ დაეკარგა ფერი. მწვავე ფიქრებით გატაცებულმა ვერც კი ვიგრძენი, როდის  მივუახლოვდით დიდი სახლის ეზოს. ჯასტინმა მანქანა ავტოსადგომზე გააჩერა, მეც არ დავაყოვნე და ფრთხილად გამოვაღე კარები. თითქოს შეუმჩნევლად დავდგი ფეხი მიწაზე, თუმცა ამასთანავე უამრავი ტკივილი გადმოვიყოლე თან. 
-მე წამოვიღებ-მითხრა და მომღიმარე სახით ჩემოდან ხელიდან გამომტაცა. ჯერ ისევ წვიმდა ამიტომ სწრაფი ნაბიჯით გავეშურე, ჩემთვის არც თუ ისე უცნობ სახლში, როდესაც კარებს მივუახლოვდიმ მგამიჭირდა შიგნით შესვლა, მინდოდა უბრალოდ დამეხია უკან, ნელი ნაბიჯით და ბოლოს გავქცეულიყავი ძალიან სწრაფად, არ მომეხედა უკან, გავქცეულიყავი ყველაფრისგან, ყველა უსიამოვნებისგან თუმცა მე ეს არ შემეძლო ამიტომ ძალიან ფრთხილად ჩამოვწიე სახელური და სახლში "შევიჭერი" თითქოს გამიხარდა, რომ შესვლისას იქ არავინ დამხვდა თუმცა იმედები მაინც, თბილმა სახეებმა "გამიცრუა" 
Large
-ელენე როგორ ხარ ძვირფასო? ძალიან მიხარია, რომ ჩამოხვედი-მთელი ძალით მომეხვია პეტი (ჯასტინის დედა). მასთან ყოველთვის კარგი ურთიერთობა მქოდა, ყოველთვის ვაფასებდი ჯასტინის ოჯახს რადგან იმ სითბოზე ვიყავი შეყვარებული, რომელიც მათ შორის სუფევდა და უეცრად მეც მათ ნაწილად მაქცევდა. ამის შემდეგ ჯერემი (ჯასტინის მამა) მომესალმა და რამოდენიმეჯერ თავისი ხუმრობით შეძლო ჩემი გაღიმება. რამდენიმე წუთიშ შემდეგ ჯასტინიც შემოვიდა. ჩემი ჩემოდან იქვე შემოსასვლელში დადო და დედამისს გახედა.
-Hey momy.-დედამისთან მივიდა და ლოყაზე აკოცა. ამ საქციელზე ძალაუნებურად გამეღიმა. ისევ სასტუმრო ოთახში ვიჯექი დაძაბული და ვცდილობდი ცოტა გავლაღებულიყავი თუმცა უიმედოთ, ახლასაბოლოოდ მოახერხა ჩემი გაღიმება ერთმა ადამიანმა, რომელიც ჯერ მორცხვად მიყურბდა, შემდეგ კი ჩემს მკლავებში გახვეული, ჩემს თმას ეთამაშებოდა. 
-ელენე მომენატრე-მითხრა ჯაზმინმა და ისევ მომეხვია. 
-მეც ძალიან მომენატრე პატარავ-ვუთხარი და მთელი ძალით ჩავიკარი გულში, შემდეგ წამოვდექი და დავაბზრიალე, რასაც მისი გულიანი ხარხარი მოჰყვა. 
-სად იყავი ამდენიხანი?-გაკვირვებული, ბავშვური სახით მიყურებდა და დაჟინებით მოითხოვდა ჩემს პასუხსს,თუმცა არ ვიცოდი მისთვის რა პასუხი გამეცა. ეს გამეფებულლი დუმილი კი ისევ ჯასტინმა დაარღვია, ჯაზმის ხელი დააავლო და კისერზე შემოისვა.
-Hey princess-უთხრა ჩვეული ბავშვური ღიმილით, რასაც ისევ ჯაზმინის სიცილი მოჰყვა. მათი ყურებით ძალაუნებურად მეღიმებოდა და წამით ის უჩვეულო ტკივილი ისევ მავიწყდებოდა. საღამო მალევე დასრულდა, კოლექტიური ვახშმით. ჯერემი რაღაცეებს მეკითხებოდა მეც გულმოდგინედ ვპასუხობდი და თან პეტის გაკეთებულ ვახშამს შევექცეოდი. ასე მითხრა სპეციალურად შენთვის მოვამზადეო (=დ რა საყვარელია) ვახშმის შემდეგ მგზავრობისგან გადაღლილი, სასტუმრო ოთახში გავედი და ტახტში დაღლილი ჩავეშვი. ისევ ღრმა ფიქრებში ვიყავი წასული, როდესაც ჯაზმინის ბავშვურმა მზერამ გამომაფხიზლა.
-come on my dear-ვუთხარი და ჩემსკენ მოვიხმე, ისიც დაუყოვნებლივ გამოიქცა ჩემსკენ და კალთაში ჩამიჯდა. 
-ელენე, კიდევ უნდა წახვიდე?-ისევ მოწყენილმა გამომხედა.
-No my dearling, I Want To be with  you-ვუთხარი და ლოყაზე ვაკოცე. უკვე 11 საათზე გავეშურე დასაძინებლად. 
-Good night princess-ვუთხარი ჯაზმინს, მანაც იგივე გამიმეორა და 
ჩემთვის განკუთვნილი ოთახისჯენ გავეშურე, კარები შევაღე თუ არა მაშინვე საწოლზე დავეშვი. ახლა ამობარგების თავი ნამდვილად არ მქონდა, ამიტომ შხაპი მივიღე, საღამური მოვირგე და თბილ საწოლში შევწექი. ისევ წყვდიადში დავრჩი, დაღლილობისგან თვალები ძალაუნებურა დმეხუჭებოდა, თუმცა ძილს მაინც ვერ ვახერხებდი. 12 საათი იყო როდესაც ვიღაცის ნაბიჯების ხმა მომესმა. ისევ ვიცანი ჯაზმინის ხმა, რომელიც ჯასტინს რაღაცას უჩურჩულებდა დაბალ ხმაზე, როგორღაც შევძელი, რამოდენიმე სიტყვის გარჩევა.
-ჯასტინ ელენე, ხომ აღარ წავა?
-არა პრინცესა, ელენეს ახლა დასვენება სჭირდება.
Large
-მეც უნდა დავისვენო, რომ ხვალ ვეთამაშო ხო?-უთხრა და ხმა მიწყდა, თუმცა მივხვდი, რომ საპასუხოდ ჯასტინიც თავს დაუქნევდა და შემდეგ დასაძინებლად გაიყვანდა. ისევ გაღიმებული ვიწექი და სიბნელეში ნათელ წერტილს ვეძებდი, ბოლოს ემპეტრი ფლეიერში მშვიდი სიმღერა ჩავრთე და ასე მალევე ჩამეძინა...

 რო გითხრათ კმაყოფილი ვარ ჩემი ნაწერითთქო მოგატყუებთ, 
მარა რას ვიზავთ დღეს არ ვყოფილვარ წერის "მუღამზე" =დდ 
რისთვისაც ბოდიშშს გიხდით. 

მოკლედ ამ თავს ვჩუქნი ყველა ჩემი მოთხრობის მკითხველს და
 წინასწარ გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს.

კომენტარები არ დაგავიწყდეთ =))
კატეგორია: Book | ნანახია: 1025 | დაამატა: missponchishka | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 4

(2013-05-04 10:34 AM)
* 4 sofiii))   [Entry]
rogorc iqnaa <33 nu mesheni motxrobis yvela tavi maqvs wakitxulii magram samwuxarod daregistrirebuli ar viyavi da ver vwerdi komentarss <33 dzlivv gvagirsee motxrobaa:DD maallee dadee raa shen rom iicii xollme ar gvalodinoo plss <33 magarii iyoo momewonaa dzaan <333