მთავარი » 2013 » ივნისი » 1 » Scary Stories
6:49 PM
Scary Stories
Scary Stories 
ძალიან ბევრი საშიში და სისხლიანი ისტორიები ...
 ყველას არ გირჩევთ მაგრამ რამოდენიმე წაიკითხეთ 
ძალიან გთხოვთ დააკომენტარეთ .. 
თქვენ ხო არ იცით ამ სიახლეზე რამდენი ვიწვალე :((


მეთამაშე

 ჩემს ოჯახთან ერთად ახალ სახლში გადავედი. სახლი არც ისე ახალი იყო, 70-80იანი წლების… მანამდე ამ სახლში ცხოვრობდა ოჯახი, რომელშიც 3 ბავშვი ცხოვრობდა. სამწუხაროდ, სამივე ბავშვი გარდაიცვალა სხვადასხვა დროს…

 ერთხელ, ჩემს ოთახში ვიჯექი და თოჯინას ვეთამაშებოდი. მერე გარეთ გადავწყვიტე სათამაშოდ გასვლა, თოჯინა თავის საწოლში დავაწვინე და ეზოში გადავედი. რომ დავბრუნდი, დავინახე, რომ თოჯინა ახლა სხვა სათამაშოებთან ერთად, სკამზე იჯდა. გამიკვირდა, იმიტომ რომ სახლში მარტო ვიყავი, მაგრამ არ შემშინებია. საღამოს დედას მოვუყევი, მაგრამ არ დამიჯერა, შენ დატოვებდი სკამზე დასმულს, უბრალოდ არ გახსოვსო…

 ძილის წინ თოჯინა სათამაშოების ყუთში ჩავაწვინე და დავწექი…

 იმ ღამით ასეთი სიზმარი ვნახე – საწოლთან დაახლოებით 7 წლის გოგონა მედგა, რომელიც ძველებურად იყო ჩაცმული, ქერა თმა ღია ცისფერი ბაფთით ჰქონდა შეკრული. ხელში კი თოჯინა ეჭირა, ჩემი თოჯინა. მეგობრულად მიღიმოდა. მე დავუყვირე : ” მომეცი ჩემი თოჯინა !” , მან კი გაკვირვებულმა მიპასუხა : ” არა, ჩემია!”. მე ყვირილს განვაგრძობდი : "ჩემია, დამიბრუნე ჩემი თოჯინა! "… "მაშინ მეთამაშე მაინც, იმდენი ხანია ჩემთან არავის უთამაშია :( ” – მთხოვა მან და საწოლს მოუახლოვდა… ” არ მინდა შენთან თამაში” – დავუყვირე და გავექეცი… ამ დროს გამომეღვიძა და დავინახე რომ ბალიშთან ჩემი თოჯინა იდო და მის გვერდით თმის ღია ცისფერი ბაფთა 

 მომდევნო ღამით, კვლავ ვიხილე სიზმარში ის გოგონა. ამჯერად მარტო არ იყო, ხელი ჰქონდა ჩაკიდებული პატარა გოგონასთვის, დაახლოებით 3 წლისა იქნებოდა… ” ხედავ? შენ ჩემთან თამაში არ მოინდომე, მაგრამ ეს გოგო მეთამაშება ხოლმე” – მითხრა მან და წავიდა…

 მეორე დილით გავიგეთ რომ დედაჩემი ფეხმძიმედ იყო. 9 თვეში ჩემი და დაიბადა… ცოტა რომ წამოიზარდა, მომიყვა, ძილის დროს ჩემი მეგობარი მოდის ჩემთან და მეთამაშებაო…

 მშობლებმა გადაწყვიტეს სახლი ეკურთხებინათ და მალევე აკურთხეს.. ამის შემდეგ, როგორც ჩემმა პატარა დამ თქვა, მისი მეგობარი აღარ გამოჩენილა…
-----
– ბიძაჩემის სახლი ერთ-ერთ სოფელში, ტყის პირას დგას. თვითონ ძია ახალგაზრდობაში მეტყევე გახლდათ და სწორედ აქედან დაიწყო მისი უბედურება.

ერთხელ ტყეში სიარულის დროს, იგრძნო, რომ უკან რაღაც მიყვებოდა, მაგრამ

ვერაფერი დაინახა და ყურადღებაც აღარ მიუქცევია.

 

ღამით ძია იმ ქოხში იძინებდა, რომელიც ტყეში აეშენებინა. იმ ღამესაც

ქოხში დარჩა და იგრძნო, რომ ძილში რაღაც ახრჩობდა. გაღვიძებულმა დაინახა, რომ

ეს "რაღაც” სილუეტი იყო…

 იმ ღამით კი დაანება თავი სილუეტმა ბიძაჩემს, მაგრამ მეორე დღეს, სახლში

ამოყვა და ღამითაც იგივე განმეორდა. რადგან ზაფხული იყო, ძია საზაფხულო

 სამზარეულოში იძინებდა ყოველ ღამით სახლში ერთიდაიგივე მეორდებოდა –

იღებოდა შემოსასვლელი კარი, შემდეგ კორიდორში ისმოდა ნაბიჯების ხმა, მიდიოდა

 იმ ოთახისკენ, სადაც ძიას ეძინა, შედიოდა ეს "რაღაც” და ხრჩობას უწყებდა.

 ბიძაჩემის ცხოვრება კოშმარს დაემსგავსა, მაგრამ ვერაფერს აწყობდა…

ცოტა ხანში ძიამ ცოლი მოიყვანა და რაღაც დროის შემდეგ, მიხვდნენ,

 რომ ის "რაღაც” მარტო ბიძაჩემს არ ერჩოდა, რადგან ყველას იგივე ემართებოდა,

ვინც საზაფხულო სამზარეულოში იძინებდა… სხვა ოთახების მკვიდრთ სიმშვიდე არ ერღვეოდათ

ამის გამო, იმ ოთახში ძილს ყველა ერიდებოდა.

ერთ ოთახში ეძინათ ბიძას, ბიცოლას და ჩემს ბიძაშვილს. ამ უკანასკნელის საწოლი

ოთახის მეორე ბოლოში იდგა… ერთ ღამეს, როცა ყველანი დასაძინებლად დაწვნენ,

 ბავშვის საწოლზე საბანი გადაიწია, საწოლიდან ვიღაც წამოდგა და ოთახიდან გავიდა. მშობლებმა იფიქრეს რომ ბავშვი ტუალეტში გავიდა და ყურადღებაც არ მიუქცევიათ,

 მაგრამ 10-15 წუთის შემდეგ, შეეშინდათ, ამდენ ხანს ბავშვი სად არისო. ადგნენ, რომ ოთახიდან გასულიყვნენ და როდესაც შუქი აანთეს, დაინახეს, რომ ბავშვი თავის

საწოლში იწვა და მშვიდად ეძინა… ვინ ადგა მისი საწოლიდან და გავიდა, უცნობია..
–––––
ეს ლეგენდა დღესაც აშინებს ვუდსბოროს მცხოვრებლებს, რადგან ლეგენდა ბევრ წიგნსა თუ არქივში დაზუსტებით წერია, ლეგენდის მიხედვით კი დამნაშავე ვერავინ დაიჭირა..
ლეგენდაის ბევრი ვარიანტი არსებობს, მაგრამ ამ სტატიაში ნახავთ ერთ ყველაზე დაზუსტებულ ამბავს რომელიც თავს ახალგაზრდა გოგონას ლიზა მეიერს გადახდა.

დასასვენებლად წასულმა მშობლებმა თავიანთი ერთადერთი ქალიშვილი რომელსაც ლიზა ერქვა დატოვეს სახლში მარტო. გოგონას სახლში დაუტოვეს ფული და ძაღლი, გოგონა ერთი კვირა მარტო უნდა ყოფილიყო და მის ერთ მეგობარს სთხოვა სახლში დარჩენა, მისი მეგობარი ლიზასთან ორი დღე დარჩა, შემდეგი დღეები კი ლიზა მარტო დარღა სახლში, რადგან მის მეგობრებს საქმეები გამოუჩნდათ.

ერთ ბნელ ღამეს მარტო დარჩენილ ლიზას უცნაური ხმები შემოესმა, მაგრამ შიშიგან გაჩერებული არ განძრეულა. რამდენიმე წუთის შემდეგ მან რადიო ჩართო, რადიოში კი შემაძრწუნებელმა განცხადებამ გაიჟღერა. ჟურნალისტი ლაპარაკობდა:

- ციხიდან გამოიქცა ერთ-ერთი გიჟი დამნაშავე, რომელიც წინა წელს იქნა დაჭერილი, ვუდსბოროს მცხოვრებლებს, ვთხოვ დაკეტონ კარებები და ფანჯრები, ნუ გახვალთ სახლიდან შორს და ერიდეთ ტყეებში და პარკებში სეირნობას ღამე..!

ლისამ კარებები და ფანჯრები ჩაკეტა და ლოგინში დაწვა, შემდეგ დღეს მშობლები ბრუნდებოდნენ და ლისას არაფრის არ ეშინოდა. ლიზამ სახლში ჩააბნელა, ხელი საწოლიდან გადაყო ხელი ძაღლმა აულოკა, ლიზა დარწმუნდა , რომ ძაღლი მას იცავდა. შუა ღამეს ლიზა წყლის წვეთების ხმამ გააღვიძა, ადგა და ნახა, რომ სამზარეულოში ონკანი დაკეტილი იყო, იფიქრა, რომ ონკანის სიძველის გამო ის გაფუჭდებოდა და გასაკეთებელი იყო. ღამე ისევ აალოკინა ძაღლს ხელი და ნაგაზთან ერთად არაფრის ეშინოდა. წვეთების ხმამ ისევ გამოაღვიძა, მაგრამ ონკანი ისევ დაკეტილი დახვდა. გოგონა ფიქრობდა, რომ ონკანი გაფუჭებული იყო და არაფრის ეშინოდა. გოგონას ტკბილად ჩაეძინა.

დილას გაღვიძებული ლიზა სააბაზანოში შევიდა, აბაზანის ფარდა გადაწია, და არ გაინტერესებს რა ნახა შიგნით? აბაზანაში მისი გატყავებული ნაგაზი ეკიდა და ის წვეთები კი რომლებიც ღამე ლიზას აღვიძებდნენ ძაღლის სისხლის წვეთები იყო, გოგონა შოკირებული დარჩა, ის უკან გამობრუნდა და დაინახა წარწერა სარკეზე: ადამიანებსაც შეუძლიათ ხელის ალოკვა..! ლეგენდის თანახმად სახლში დაბრუნებულმა მშობლებმა გოგონა და ძაღლი ერთნაირად გატყავებული იპოვეს. მკვლელის ვინაობა უცნობია, მაგრამ სავარაუდოდ ის შეშლილი დამნაშავე იყო, რომელსაც ადრეც ბევრი ბინძური საქმე ჰქონდა განაკეთები.
––––––––
მატარებელი ჯოჯოხეთისკენ.... 

მატარებლის სადგურზე ბევრი ხალხი ირეოდა. ღამის ექსპრესი ზუსტად 12 საათზე და 05 წუთზე უნდა მოსულიყო. მგზავრები ბილეთებს იღებდნენ და მატარებლის მოსვლამდე სადგურის კაფეში ყავას სვამდნენ.

სადგურზე ერთი მოხუცი კაცი გამოჩნდა. თვალები არეული ჰქონდა, გიჟივით იყურებოდა აქეთ–იქით. მოლარესთან მივიდა.

"ის მოდის, ის მოდის” იმეორებდა განუწყვეტლივ.

"რა მოდის?” ჰკითხა მოლარემ.

"მატარებელი ჯოჯოხეთისკენ… საშინელება ჩავიდინე… ახლა კი ამისთვის დავისჯები… ის ჩემთვის მოდის”

მოლარეს ყურადღება არ მიუქცევია, ასეთი ადრეც ბევრი უნახავს, მშვიდად განაგრძო ბილეთების გაცემა.

მოულოდნელად ლიანდაგებიდან მატარებლის ხმა მოისმა. გაკვირვებულმა ახედა საათს. მატარებელი 12:05 ზე უნდა ჩამომდგარიყო, ახლა კი მხოლოდ 12 იყო. ექსპრესი არასდროს აგვიანებდა, მაგრამ არც ადრე მოდიოდა.

მოხუცმა კაცმა ყვირილი დაიწყო და შველას ითხოვდა. ხმა უფრო ძლიერდებოდა, მატარებლით გამოწვეულმა ქარმა და საყვირების ხმამ დაარწმუნა ყველა, რომ ექსპრესი ადრე მოვიდა, მაგრამ სადგურზე არაფერი ჩანდა.

უხილავი მატარებელი რამდენიმე წუთით გაჩერდა. კაცმა გაქცევა სცადა, მაგრამ რაღაც ძალამ ის ლიანდაგებისკენ წაიყვანა და ისე გაქრა, თითქოს ვაგონში ავიდა. უხილავი ექსპრესი დაიძრა და ყურისწამღები ხმაურით წავიდა.

"ღმერთო, მართალი ყოფილა, ექსპრესი ჯოჯოხეთისკენ მართლაც მისი სულისთვის მოვიდა” ჩაილაპარაკა გაოგნებულმა მოლარემ.
–––––––
ეს ისტორია შონ სკოლერმა გამოაქვეყნა, რომელიც მისი თქმით მას და თავის ცოლს გადახდათ თავზე.

"მე და ჩემი ცოლი ჯილი მეგობრის წვეულებიდან გვიან ღამეს ვბრუნდებოდით მანქანით. მაისის მშვენიერი ღამე იდგა. მთვარე ანათებდა და ამინდიც კარგი იყო. ჩვენ მხიარულად ვლაპარაკობდით და წვეულების ამბებს განვიხილავდით. სწორედ ამ დროს მანქანამ სვლა შეაჩერა და გაჩერდა. გარეთ გავიხედე. სწორედ იმ ადგილზე ვიყავით გაჩერებული, სადაც ერთი ქუჩა მეორეს უერთდებოდა, მათ შორის კი მატარებლის ლიანდაგი გადიოდა.

გამახსენდა ძველი ტეხასური ლეგენდა, რომლის მიხედვითაც აქ სკოლის ავტობუსი მატარებელმა გაიტანა. იქ მყოფი ყველა ბავშვი გარდაიცვალა. ახლა კი მათი სულები ამ ადგილებს არ ტოვებდნენ.

რა თქმა უნდა ამ ლეგენდის არ მჯეროდა, ახლა მარტო ერთი სადარდებელი მქონდა – მატარებელი არ გამოჩენილიყო, თორემ ჩვენ ზუსტად შუა ლიანდაგებზე ვიყავით გაჩერებულები.

უშედეგოდ ვაწვებოდი გაზს, მანქანა ადგილიდან არ იძვროდა. ზუსტად ამ დროს მატარებელის ხმა მოისმა. საშინელი სისწრაფით მოქროდა.

– შონ, სწრაფად, მატარებელი მოდის – ყვიროდა ჩემი ცოლი, თითქოს მე არ მესმოდა მისი ხმა.

ყველაფერი ისე ჩქარა ხდებოდა, აზროვნების უნარიც კი დავკარგე. მივხვდი, რომ უნდა გადმოვსულიყავით მანქანიდან, თორემ მასთან ერთად ნაგლეჯებად ვიქცეოდით.

– სწრაფად ჯილ, აქედან უნდა გადავიდეთ – ვუყვირე ჩემს ცოლს, მაგრამ ის უსაფრთხოების ღვედებს ვერ იხსნიდა. ამაზე ადრეც ჰქონია პრობლემა და ყოველთვის ვპირდებოდი, გავასწორებ–თქო.

სიგნალების ხმა უფრო და უფრო ახლოს ისმოდა. ოფლში გავიწურე. ხელები მიკანკალებდა და ვცდილობდი როგორმე დავხმარებოდი ჩემს ცოლს, მაგრამ უშედეგოდ.

მოულოდნელად უკნიდან ძლიერი მოწოლა ვიგრძენი. ვიღაც მანქანას აწვებოდა ისე ძლიერად, რომ წინ წავიწიეთ და ლიანდაგებიდან გადავედით. მატარებელმა ახლოს ჩაგვიქროლა.

– ეს როგორ გააკეთე? – მკითხა გაკვირვებულმა და შეშინებულმა ჯილმა.

– ეს მე არ გამიკეთებია – ვუთხარი გაოცებულმა და მანქანიდან გადავედი.

იქ არავინ არ იყო, დაკვირვებით მოვათვალიერე იქაურობა.

– სად არის? – იკითხა მანქანიდან ახალმა გადმოსულმა ჯილმა.

– აქ არავინ არ ჩანს.

მოულოდნელად ტყიდან ნიავმა დაუბერა და ჩურჩულის ხმა მოიტანა. მე და ჯილი ერთმანეთს მივეკარით. თითქოს მხრებზე ხელის ფრთხილი შეხება ვიგრძენით.

უკან მოვბრუნდით და ამ დროს ჯილმა დამიძახა: – შონ, შეხედე.

მანქანის უკანა მინაზე გარკვევით ეტყობოდა პატარა ხელის ანაბეჭდები, თანაც ერთი კი არა, რამდენიმე.

სისხლი ძარღვებში გამეყინა და მივხვდი რაც მოხდა. მანქანა იმ ბავშვების მოჩვენებებმა გადაიყვანეს ლიანდაგებიდან, რომლებიც აქ დაიღუპნენ.

– წავიდეთ ჯილ – ხელი მოვხვიე ჩემს ცოლს და გზაზე გავედით”
––––––
სისიხლიანი მერი

მერი I (ინგლ. Mary I) იგივე სისხლიანი მერი (ინგლ. Bloody Mary; დ. 18 თებერვალი, 1516, გრინვიჩი – გ. 17 ნოემბერი 1558, სენტ ჯეიმსის სასახლე, ლონდონი) – ტიუდორთა დინასტიის ინგლისისა და ირლანდიის დედოფალი 1553-1558 წლებში.
იყო ჰენრი VIII უფროსის, ხოლო კატერინა არაგონის ერთადერთი ცოცხლად გადარჩენილი ქალიშვილი. ის ცნობილია, როგორც ინგლისის კათოლიკური ელესიის აღმდგენი, რაც მან მოახერხა მისი ნახევარძმის ედუარდ VI ტახტის დასაკუთრების შემდეგ (ძმის ადრეულად გარდაცვლის გამო). იმ დროს, როცა 300 რელიგიურ სექტაზე მეტი არსებობდა, მან ცეცხლში დაწვა განსხვავებული აზრის მქონე პირები, რომლებიც რელიგიის რეფორმებს ეწინააღმდეგებოდნენ. ამ მოქმედებამ, მას დაუმკვიდრა სახელი "სისხლიანი მერი”.
არსებობს "სისხლიანი მერი”_ს ყველაზე გავრცეებული 2ისტორია:
1. მერი ვორტინგტონი ახალგაზრდა და ლამაზი გოგო იყო, ცხოვრობდა დიდი ხნის წინ ბედნიერად და უშფოთველად. ძალიან უყვარდა სარკეში თავისი თავის თვალიერება და სილამაზით დატკბობა, საათობით იჯდა თავის საძინებელში და სარკეში იყურებოდა.
ერთ დღეს მას საშინელი ინციდენტი მოუხდა, რის შედეგადაც სახე ძალიან დაუმახინჯდა. ყველა თავს არიდებდა მისი სახის გამო.

ერთი ღამეს, როცა გარეთ საშინელი ჭექა-ქუხილი იყო, მერი ჩუმად ადგა, სანთელი აანთო და დიდ სარკესთან მივიდა. თავისი დამახინჯებული სახე რომ დაინახა, მისმა კივილმა მთელი სახლი შეძრა. სარკე დაიმტვრა, თვითონ კი სარკეში გადავიდა. ლეგენდა იმასაც ამბობს, რომ იქამდე მერის მშობლები საშინელი სიკვდილით დაიხოცნენ და მათი გვამები ნაწამები იპოვნეს მეორე დღეს, მერი კი გაქრა.

ამის მერე, როცა სარკის წინ რამდენიმე ადამიანი ერთად გაიმეორებს "bloody mary i see you” ან "I believe in Mary Worth, I believe in Mary Worth,” მერი სარკიდან მის წასაყვანად გადმოვა.

ძალიან ბევრი ადამიანი წერს ამ რიტუალის შესახებ, მაგალითად ერთმა გოგონამ დაწერა, რომ მისი მეგობრის დაბადების დღეზე აბაზანაში ჩაიკეტნენ, სანთლები დაანთეს და სამჯერ გაიმეორეს ეს სიტყვები. ამ დროს სარკეში საშინელი გამოსახულება გამოჩნდა და ერთ-ერთ მათგანს სწვდა. მათ ყვირილი დაიწყეს და როცა მშობლები შემოვარდნენ, ამ გოგოს ლოყაზე ფრჩხილების ნაკვალევი ეტყობოდა.
2. ამ წყაროს მიხედვით მერი ფსიქიურად იყო შეშლილი, ბავშვობაში მშობლების დახოცვის გამო ახლა ის კლინიკაში იყო გამოკეტილი. მას დაცვის წევრისთან ბავშვი ეყოლა, მაგრამ რადგან არ ჰქონდა მისი გაზრდის უფლება, კლინიკის თანამშრომლებმა გააშვილეს. მერიმ ეს ძალიან განიცადა და მეორე დღეს თავი ჩამოიხრჩო. ამის მერე, როცა სარკესთან ვინმე იტყვის რამდენჯერმე "mary worth i killed your baby” მას მერის შურისძიება დაატყდება თავზე.
მერის დამახასიათებელი გარეგნობაა წინ ჩამოშლილი გრძელი შავი თმები, სისხლიანი და დაკაწრული ხელები.
––––––––––
დაფუძნებულია რეალურ მოვლენებზე

დიდი ხნის წინ ჯონ ბელი და ლუსი დაქორწინდნენ, მათ 7 შვილი ჰყავდათ. ლუსიმ სულ 9 ბავშვი გააჩინა, მაგრამ ორი მათგანი მალევე მოუკვდა. 7 შვილიდან მხოლოდ ორი გახლდათ გოგონა, მათ შორის ბეტსიც გახლდათ, ძირითადად სწორედ მას უკავშირდება ჩვენი ამბავიც.

ჯერ კიდევ 1817 წელს ბეტსის მამა 1000 აკრ მიწას ფლობდა ტენესში, რობერტსონ ქანთრში. ბეტსი პატარა იყო,როცა მისი ოჯახის თავს უცნაური მოვლენები დატრიალდა.

მე ბეტსი ბელი ვარ. როცა დაახლოებით 13 წლის ვიყავი, სახლში უცნაურმა სტუმარმა დაიწყო სიარული. ჩვენ მისი დანახვა არ შეგვეძლო, მაგრამ სამაგიეროდ შესანიშნავად გვესმოდა მისი და ვგრძნობდით კიდეც. რამდენჯერმე ოჯახის წევრებმა უცნაური ცხოველი შენიშნეს,ორად გაყოფილი კუდით. ხანდახან თეთრ კურდღელსაც ვხედავდით,რომელსაც უკანა მარცხენა ფეხზე შავი ლაქა ჰქონდა. ხშირად კარზე კაკუნი გვესმოდა და როცა ვაღებდით, არც არავინ გვხვდებოდა.
ჩემი დაბადების დღის ღამეს, როცა 13 წლის გავხდი, უცებ შეშინებულს გამომეღვიძა. ვიღაცა თუ რაღაცა თმას მქაჩავდა. ძალიან მეტკინა, თითქოს თმის კი არადა მთელი თავის მოძრობას ლამობდა. საშველად ყვირილი ავტეხე, მშობლები და რამდენიმე ძმა ჩემს ოთახში მალევე გაჩნდა, მათ საგულდაგულოდ გაჩხრიკეს ყველა კუთხე-კუნჭული, მაგრამ ამაოდ.. ვერაფერიც ვერ აღმოაჩინეს. ის ღამე დედაჩემთან და მამაჩემთან გავატარე საწოლში.
ამის შემდგომ თმის მოქაჩვა მე და ჩემი ძმის ყოველი ღამის კოშმარად იქცა. ჩვენ ასევე გვესმოდა სკამების რახუნის ხმა, კარსა და კედლებზე კაკუნი, კაწვრის ხმა.. თითქოს ჯაჭვებს დაათრევდნენ იატაკზე. ასეთ პირობებში დაძინება რთული იყო და ხშირად შეუძლებელიც კი. მამა ამას ,,ჩვენი ოჯახის პრობლემას” ეძახდა.
ღამე ეს ,,სული” ხშირად გადასაფარებელს ხდიდა ჩემს ძმებსა და დებს, ასევე მშობლებსაც. რამდენჯერმე რაღაც ცივიც ვიგრძენით და ოდნავი ღუტუნი ფეხის გულებზე. თუ წინდებს ჩავიცვამდით, ისე რომ ღუტუნი არ გვეგრძნო, მაინც ვერ მოვისვენებდით, რადგანაც ეს ვიღაც მანამ გვაფურთხებდა სახეზე, სანამ მთლიანად არ დაგვისველდებოდა ცხვირ-პირი. ასევე მრავლად იყო პწკენა-ჩქმეტის შემთხვევებიც. ხშირად სახეში გვირტყავდა ,,გაურკვეველი წარმომავლობის მოჩვენება”. თვითონ ხელს ამ დროს ვერ ვხედავდით, მაგრამ ზოგჯერ ისე მაგრად გაურტყამს,რომ ლოყაზე ხელის ანაბეჭდიც კი დამჩნევია.

ერთ ღამეს საშინელმა შეგრძნებამ გამაღვიძა. ფეხზე რაღაც ძალიან ბასრი მებღაუჭებოდა. ისე შემეშინდა,რომ ხმაც ვერ ამოვიღე, მაგრამ ცოტა ხანში ძალა მოვიკრიბე და იმხელაზე ვიკივლე,რომ დედაჩემი და მამაჩემი მაშინვე გავაღვიძე. ისინი სანთლით შემოცვივდნენ ჩემს ოთახში და ფეხთან მკვდარი ვირთაგვა დავინახეთ.. რომელიც კბილებით ჩაფრენოდა ჩემს ფეხს.

ამ ამბიდან ერთი წლის შემდგომ მამამ გადაწყვიტა,რომ მოჩვენებისთვის იფნორირება გაგვეკეთებინა. მან ჩვენს მეზობელსა და თავის საუკეთესო მეგობარს მისტერ ჯეიმს ჯონსონს მიმართა, მოუყვა ყველაფერი სახლში მომხდარის შესახებ და მას და მის ცოლს ერთი ღამის გათევა სთხოვა. ისინიც დათანხმდნენ.

მისტერ ჯონსონმა საღამო ლოცვით დაამთავრა და ბიბლიიდან რამდენიმე ნაწილიც წაიკითხა. შემდგომ ყველანი დასაძინებლად წავედით. დაახლოებით შუაღამისას ჩვენთვის უკვე ჩვეული მოვლენებიც დაიწყო და მისტერ ჯონსონი ამ ყველაფერმა კინაღამ გადარია. მან შეკითხვებიც დაუსვა სულს, თუმცა მისგანა არანაირი პასუხი არ მიგვიღია.

ჯონსონმა მამას სთხოვა ეს ამბავი სხვებისთვისაც შეეტყობინებინა, იქნებ ვინმე რაიმეთი მაინც დაგვხმარებოდა. ყველა ჩვენი მეგობარი გაოცებული იყო მონაყოლით, და თანაგრძნობას გამოხატავდნენ. ბევრს ჩვენთან ღამის გათევაც მოუნდა.
დედა მიიჩნევდა,რომ მე ყველაზე ცუდ მდგომარეობაში ვიყავი მიმდინარე მოვლენების გამო, ამიტომაც მარტო დაძინების უფლებას არ მაძლევდა. ჩემთან დაქალები ტენი ან ბეკი რიგრიგობით რჩებოდნენ და ისინი მოწმენი იყვნენ მოჩვენების ყველა შემოტევისა.
საბოლოოდ სულმა ლაპარაკი დაიწყო, მისი ხმა ქალისას უფრო ჰგავდა. მისტერ ჯონსონიც და სხვა მეზობლებიც ცდილობდნენ გაერკვიათ თუ რისთვის მოვიდა სული აქ და რა სურდა.. კითხვებსაც უსვამდნენ,მაგრამ სწორი პასუხი არ მიგვიღია. მაგალითად ერთხელ თქვა,რომ იგი ინდიელის სული იყო.. მისი საფლავი 4 წლის წინ წაბილწეს, გატეხეს და ჩემი კბილი ამ სახლის ქვეშ არისო. გამწარებულმა მამამ იატაკიც კი აყარა,რომ კბილი მოგვეძებნა,იქნებ ამ საშინელებისგან თავი დაგვეხსნა, მაგრამ ვერაფერს ვერ მივაგენით. მოჩვენებამ კი სიცილი დაიწყო და მასხრად აგვიგდო.
მეორედ ის განგვიცხადა,რომ სული ვერ ისვენებდა, რადგანაც განძის დარაჯობა ევალებოდა.. ჩვენ ამოვთხარეთ ის ადგილი,რომელზეც მიგვანიშნა, მაგრამ ვერაფერი ვნახეთ. შემდგომ კი კვლავ მასხრად აგვიგდო.
მალე სულის ვინაობის შესახებ სულ სხვა ვერსია ამოტივტივდა. მას ძალიან ბევრი ქეით ბატსად აღიქვამდა, იგი ჩვენი მეზობელი იყო, ყველასგან გარიყული და მისი ეშინოდათ კიდეც. ქეითი გვეუბნებოდა, რომ არ მოგვასვენებდა, სანამ მამაჩემს წერას არ გამოუყვანდა. მართლაც ყველაფერი ამისკენ მიჰყავდა, წამით არ ასვენებდა საბრალო მამას და მის გამო ყველანი ვწუხდით. სამაგიეროდ დედაჩემის მიმართ კარგად იყო განწყობილი და მას არაფერს უშავებდა.
განსაკუთრებით მაშინ შემეშინდა, როცა მივხვდი,რომ ქეითს მეც ვძულდი და როცა მამაჩემთან გაასწორებდა ანგარიშებს, მეც იმქვეყნად გამისტუმრებდა.
შემდეგ მოხდა ისეთი რამ, რამაც საბოლოოდ გამიტეხა გული. მიყვარდა ერთი კაცი, სახელად ჯოშუა გარდნერი, ჩემზე 5 წლით უფროსი გახლდათ, ისეთი კეთილი და მშვენიერი იყო.. ამასთანავე ჩემთან წრფელი სიყვარული აკავშირებდა. ოჯახშიც მოწონდათ ჯოშუა და ჩვენი ურთიერთობის საწინააღმდეგო არაფერი ჰქონდათ. ერთი-ორი წლის შემდეგ დაქორწინებასაც ვაპირებდით, წინ მართლაც ვერავინ გადაგვეღობებოდა.. ქეითის გარდა. მან დაადგინა,რომ მე და ჯოშუა ვერასოდეს ვიქორწინებდით და მიზნის მისაღწევად ყველაფერს აკეთებდა.
როცა მე და ჩემი შეყვარებული განვმარტოვდებოდით ქეითი ათასგვარ უხერხულ საიდუმლოებებს ეუბნებოდა ჩემს შესახებ ჯოშს, იმედი ჰქონდა მის გრძნობებს გააგრილებდა, მაგრამ ყოველთვის მწარედ მარცხდებოდა. როცა საწოლში დასაძინებლად ვწვებოდი ქეითის ხმა არ ჩუმდებოდა, ცდილობდა დავერწმუნებინე, რომ ჯოშუასთან არაფრით არ უნდა მექორწინა. როცა აღმოაჩინა,რომ მის ლაპარაკს ყურადღებას არ ვაქცევდი გაცოფდა, სხეულში თითქოს ქინძისთავები მესობოდა, თმას მაგლეჯდა და სახეში მირტყავდა. საბოლოოდ კი მოხრჩობაც დამიპირა.
1820 წლის 20 დეკემბერს მამა გარდაიცვალა, ქეითი ამბობდა რომ საწამლავით მოუღო ბოლო. ვფიქრობდი,რომ შემდეგ მიზნად მე ამომირჩევდა ეს ქალბატონი და თითქოს შინაგანად ვემზადებოდი ათასგვარი წამებისთვის. მაგრამ გავიდა დრო და ქეითის ამბები ჩემთვის თითქოს ნაკლებად შემაწუხებელი გახდა. მეც გული მომეცა, ჯოშუა კი მიჩიჩინებდა დავინიშნოთო, თუმცა ცოტა მოცდა ვამჯობინე, ვურჩიე ჯერ ქეითის მოქმედებას დაველოდოთ და შემდეგ გადავწყვიტოთ ჩვენი ამბავითქო. თუმცა 1821 წლის აღდგომა გათენდა და ჯოშუამ მე დამნიშნა, მაშინ 15 წლის ვიყავი და ჩემზე ბედნიერი ადამიანი არ მიმაჩნდა.
მაგრამ შემდგომ ყველაფერი უარესობისკენ წავიდა, ქეითი დამემუქრა, თუ ამ კაცს გავყვებოდი ცოლად, მაშინ ჯოშუას ცხოვრებას კოშმარად გადააქცევდა. მე არ შემეძლო ასეთი ნათქვამისთვის ყურადღება არ მიმექცია და გამეწირა საბრალო ქმარი წამებისთვის.
ამიტომაც მე მას ბეჭედი უკან დავუბრუნე, რამდენიმე დღეში კი ჯოშუა საცხოვრებლად სხვაგან გადავიდა და იმის მერე არასოდეს მინახავს ჩემი პირველი სიყვარული!
ქეითი კმაყოფილი დარჩა და ჩემს მიმართაც კეთილად განეწყო, მითხრა რომ დანგრევისთვის განწირული ქორწინებისგან გადამარჩინა, ამასთანავე მირჩია სკოლის ყოფილ მასწავლებელს რიჩარდ პოუელს გავყოლოდი ცოლად, რომელიც ყოველთვის თბილად და სიყვარულით მეპყრობოდა. ასეც მოვიქეცი და მასთან 17 ბედნიერი წელი გავატარე,სანამ არ გარდაიცვალა.
მიუხედავად იმისა,რომ მშვენიერი ქმარი მყავდა, არასოდეს დამვიწყებია ჩემი პირველი სიყვარული და ის საშინელი წლები,რომელიც ქეითმა დამიმახინჯა.
ეს ამბავი ერთადერთ შემთხვევად ითვლება ამერიკაში, როცა ადამიანის სიკვდილი გაურკვეველ პარანორმალურ მოვლენებს დაბრალდა. დღემდე ბევრია დაინტერესებული გრძნეული ქეითის მოჩვენებით და ლეგენდის სხვადასხვა ვერსია არსებობს.
კატეგორია: სხვა | ნანახია: 802 | დაამატა: HazzasBitch❤ | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 5

(2013-06-01 11:28 PM)
* 5 Dona♡   [Entry]
აუ რატომ დებთ ასეთებს??:დ
მეცინება ხოლმე ;///
ღამე;დ თან სულ ვიცინი აი სულ:ლ://