მთავარი » 2013 » ივნისი » 2 » Summer♥Paradise
9:53 AM
Summer♥Paradise
ზაფხული-ყველასთვის საყვარელი წელიწადის დროა.იწყება არდადეგები,ბავშვები მივდივართ დასასვენებლად ზღვაზე,მთაში,სოფელში და ა.შ. მთელ დღეებს გართობაში ვატარებთ.არანაირი დამღლელი გაკვეთილები,არანაირი მეცადინეობა,უბრალოდ გართობა და გართობა.
წიგნების კითხვა,ფილმების ყურება,რომლებიც სასიამოვნო განწყობას გვიქმნის,მუსიკის მოსმენა და სეირნობა,ისე რომ არავინ არ გირეკავს და არ გთხოვენ სახლში მისვლას,ისიც იმის გამო რომ სამეცადინო გაქვს.
ზაფხულის მოსვლა ყოველთვის მიხარია,რადგან ჩემი დაბადების დღე ახლოვდება.მართალია, არ მინდა დაბადების დღის გადახდა,მაგრამ ჩემთვის მაინც ყველაზე საუკეთესო დღე იქნება,რადგან მიახლოვებულად რომ ვთქვა "თინეიჯერი" ვხდები.
  

არდადეგებზე ვაპირებ,ზღვაზე წასვლას,რათქმაუნდა წავიღებ ლეპტოპს და ჩემთვის საყვარელ ფილმებს გადმოვწერ:
Wild Child-თექვსმეტი წლის პოპი მური – მდიდარი ოჯახის გათამამებული საკუთარ თავსე შეყვარებული გოგონაა, რომელიც ლოს–ანჟელესში ცხოვრობს. როდესაც მორიგი წვეულება სკანდალით დასრულდება, მამა გააგზავნის პოპის ინგლისურ სკოლაში იმისათვის იმის იმედით, რომ ქალიშვილი ცოტათი მაინც დაჭკვიანდება და დაწყნარდება. გოგონა თავისუფლებაზე სცდილობს გაღწევას და ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ის სკოლიდან გარიცხეს, მაგრამ ბრიტანელ სკოლის მოსწავლეებისთვის და მასწავლებლებისთვის წინააღმდეგობის გაწევა არც ისე ადვილია. ბოლოს და ბოლოს პოპი მიხვდება, რომ ცუდი ყოფაქცევა მას არ დაეხმარება, და ახალ დაქალებთან ერთად შეამუშავებს გაქცევის იდეალურ გეგმას. მაგრამ სუზტად ამ გეგმის დახმარებით ის მიხვდება, რომ მას დარჩენა სურს.
Friends with Benefits-ფილმი არის ორ ადამიანზე, რომელთა ურთიერთობა რთულდება, როდესაც ისინი რომანტიკულ წყვილად გადაიქცევიან. ფილმში ასევე მონაწილეობენ ემა სტოუნი და ენდი სამბურგი, რომელსაც წინა წლის ემთივის დაჯილდოება მიყავდა.
What happens in vegas- ცოდვების ქალაქში ღამის ქეიფის შემდეგ ორი სრულიად უცნობი ადამიანი დილით ლოგინში ერთად იღვიძებს და ეცდება იმის გარკვევას, თუ რა მოხდა წუხელ. აღმოჩნდება, როს ისინი თურმე დაქორწინდნენ და უზარმაზარი ჯეკ–პოტიც მოუგიათ.თვიეულ მათგანს ეხლა ერთი საფიქრალი აქვს – როგორ ჩამოიშორონ მეორე ნახევარი და მთელი მოგება მიითვისონ.სადაც ფულია გარეული სიყვარულს ადგილი არ აქვს.მაგრამ ვეგასში ყველაფერია მოსალოდნელი.
 

ჩემს მობილურს ავავსებ საზაფხულო სიმღერებით:
Simple Plan-Summer paradise
Florida-Whistle
Icona Pop-I love it
bruno mars-billionaire
justin bieber-Beauty and a beat
nicki minaj-moment 4 life
 და კიდევ ბევრი სხვა.
  


ზაფხულში ვაპირებ წავიკითხო:
სტიგ ლარსონი-გოგონა დრაკონის ტატუთი
შვედეთის ერთ-ერთ კუნძულზე 40 წლის წინ მოხდა მკვლელობა, რომლის გამოძიებასაც უკვე 82 წლის ჰენრიკ ვანგერმა ნახევარი სიცოცხლე შეალია. მას სიბერეშიც ერთადერთი სურვილი აქვს: გაიგოს, ვინ მოკლა მისი საყვარელი ძმის შვილიშვილი. ჰენრიკ ვანგერი საქმის გამოსაძიებლად ქირაობს ახალგაზრდა ჟურნალისტს, მიქაელ ბლუმკვისტს, რომელიც ფინანსური პრობლემების გამო იძულებულია, კარგი ანაზღაურების სანაცვლოდ ჩაერთოს გამოძიებაში; მასთან ერთად გამოძიებაში მონაწილეობს საზოგადოებისგან გონებაშეზღუდულად გამოცხადებული ახალგაზრდა ჰაკერი გოგონა დრაკონის ტატუთი, ლისბეთ სალანდერი... ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული ამ სამი ადამიანის მიერ წარმოებული გამოძიება, რომელიც ფოტოებით, საარქივო მასალებში ქექვით და ადგილობრივთა მოგონებებზე დაყრდნობით მიმდინარეობს, მკითხველისათვის წარმოუდგენელი შედეგით სრულდება... 
ერთი შეხედვით კლასიკურ, თუმცა მაინც უაღრესად ორიგინალურ დეტექტივს რამდენიმე მთავარი სიუჟეტური ხაზი და, შესაბამისად, ამდენივე კვანძის გახსნა აქვს. ეს უაღრესად ჩახლართული ისტორია, მიუხედავად მისი დიდი მოცულობისა, ერთი ამოსუნთქვით იკითხება. 
"გოგონა დრაკონის ტატუთი" (შვედური ორიგინალის სახელწოდებაა "ქალთმოძულე კაცები") პირველი წიგნია ე.წ "მილენიუმის ტრილოგიისა", რომელიც გამოცემისთანავე 40 ენაზე ითარგმნა და 21-მილიონიანი ტირაჟით გაიყიდა. ტრილოგიის მსოფლიო ბესტსელერად ქცევას მისი ავტორი სამწუხაროდ ვერ მოესწრო – ის 2004 წელს, ტრილოგიის გამოცემამდე ერთი წლით ადრე, 50 წლის ასაკში ინფარქტით გარდაიცვალა. 
  
ბრემ სტოკერი-დრაკულა
ვამპირებზე დაწერილ საშინელებათა რომანებს თავისი მკითხველი ჰყავს _ ბუნებრივია, მსგავსი ლიტერატურისადმი ყველას ერთნაირი დამოკიდებულება ვერ ექნება. ზოგს მოსწონს და სიამოვნებით კითხულობს, ზოგს კი _ ნაკლებად აინტერესებს. თუმცა, მიუხედავად პიროვნული არჩევანისა თუ გემოვნებისა, ნებისმიერ ჟანრში არსებობს კლასიკური, ფუძემდებლური, ე.წ. "საკულტო" წიგნები, რომლებიც ყოველ განათლებულ ადამიანს წაკითხული უნდა ჰქონდეს. სწორედ ერთ-ერთი ასეთი წიგნი გიჭირავთ ხელში... 
გოთიკური ჟანრის ყველაზე ცნობილი რომანის, "დრაკულას" ავტორი, ირლანდიელი მწერალი ბრემ (ნამდვილი სახელია აბრაჰამი) სტოკერი დაიბადა 1847 წელს დუბლინში, მრავალშვილიან პროტესტანტულ ოჯახში (ექვსი და-ძმა ჰყავდა, თვითონ მესამე ბავშვი იყო). მამა, რომელსაც ასევე აბრაჰამი ერქვა, სახელმწიფო სამსახურში იდგა. დედა _ შარლოტა მატილდა ბლეიქ თორნლი, ქალთა უფლებებისათვის ცნობილი მებრძოლი გახლდათ.
ბრემი საოცრად სუსტი, ავადმყოფი ბავშვი იყო, პრაქტიკულად პარალიზებულს, შვიდ წლამდე არათუ სიარული, გამართულად დგომაც კი არ შეეძლო. ვერავინ გაიგო, რა სჭირდა. თუმცა, დროთა განმავლობაში, ყველაფერმა თავისით გაუარა და უნივერსიტეტში სწავლისას უკვე სრულიად ჯანმრთელი კარგ ფეხბურთელად და მძლეოსნად მიიჩნეოდა _ სპორტულ შეჯიბრებებშიც კი იმარჯვებდა.
 
ალექსანდრე დიუმა-სამი მუშკეტერი
ალექსანდრე დიუმას "სამი მუშკეტერი”  XVII საუკუნის საფრანგეთის სამეფო კარის შესახებ მოგვითხრობს. მეფე ლუდოვიკო XIII-ისა და მისი პირველი მინისტრის, კარდინალ რიშელიეს დახლართული ინტრიგების მონაწილე ხდება გასკონიიდან პარიზში ჩასული, მუშკეტერობაზე მეოცნებე  დარტანიანი, რომლის უცნაური ცხოვრება მას მერე იწყება, რაც პარიზში მეფის მუშკეტერებს გაიცნობს და დაუმეგობრდება. ის და მისი განუყრელი მეგობრები ბევრი ხიფათიდან უვნებლად გამოსვლას ახერხებენ, რადგან არასდროს ღალატობენ ცხოვრებისა და მოქმედების მძლეთამძლე პრინციპს: "ერთი ყველასათვის და ყველა ერთისათვის”.
მეგობრების ხიფათიანი თავგადასავლები "სამი მუშკეტერის” მეორე წიგნში გაგრძელდება
 
 
ფრედერიკ ბეგბედერი-99 ფრანკი
წიგნში აღწერილი გაერემო და მოვლენები ავტორის პირადი გამოცდილების ანარეკლია. რაც კიდევ უფრო ამძაფრებს რომანისადმი ინტერესს. ბეგბედერი ცინიკურად აღწერს იმ გამოჩენილ ადამიანთა ზღვარგადასულ სიმდიდრედ,რომელთაც კეთილდღეობა დანარჩენი მსოფლიოს უბედურებისა და სულიერი გატაცების ხარჯზე მოიპოვეს.მსოფლიოში ყველაფერი ელვისუსწრაფესად იცვლება. მაღალი ტექნელოგიების მიღწევებეს საზღვარი არ აქვს,მაგრამ ვერანაირი ტექნიკური პროგრესი ვერ შეცვლის ადამიანის გრძნობებს. ადამიანს დღესაც ისევ ისე უყვარს,სძულს,სტკივა,ეშინია,დარდობს,როგორც მაშინ,როდესაც არც ავტომანქანა არსებობდა და არც კომპიუტერი. და თუ ერთ დღესაც აღმოჩნდება,რომ ჩვენივე სიმდიდდრე გვაშინებს,ლამის ზეადამიანებად ვიქცევით,მაგრამ ერთი,თუნდაც ვერდაბადებული ბავშვის ღიმილი და უხილავი,მაგრამ ტკივილამდე ახლობელი კისრის სურნელი ყოველგვარ დიდებისა და ქონებას გვირჩევნია. ის ბავშვი კი ჩვენივე ხელით მოგვიკლეს. მაშინ რაღა ვქნათ? მკითხველს უთუოდ შეაცბუნებს წიგნში აღწერილი უხამსი სცენები. ეს ჭაობი აუცილებელი გგახდა იმისთვის,რომ ოქტავ პარნგო სულიერად განიწმინდოს... შეძლებს კი ამას? ეს მკითხველმა უნდა გადაწყვიტოს...
 


ახლა კი შემოგთავაზებთ ფაქტებს,იმის შესახებ თუ რატომ იქნება ზაფხული ჩემთვის კარგი
1.მივირთმევ ბევრ ნაყინს
  
  

2.მივირთმევ ბევრ საზამთროს
  
  

3.ვისეირნებ ზღვაზე დაუსრულებლად
  

4.გადავიღებ ბევრ ფოტოებს,რომლებსაც ჩემთვის შევინახავ
  

5.წავალ ბორჯომში,სადაც ჩემს საყვარელ საქანელებზე ვიკატავებ
  
  

6.განვაახლებ გარდერობს.
  
  

7.აუცილებლად ვისწავლე სკეიტს
  

8.ქობულეთში,კვლავ ვივარჯიშებ ცეკვაში,Snowwhite♥-სთან და Queen♥S-თან ერთად
  

9.დავისვენებ ჩემს მეგობრებთან ერთად
  

10.ახალი სკოლისთვის,აუცილებლად შევიცვლი იმიჯს.
  
  
კატეგორია: კონკურსი | ნანახია: 1068 | დაამატა: Dona♡ | რეიტინგი: 5.0/3
სულ კომენტარები: 9

(2013-06-02 10:11 PM)
* 9 LovaTic   [Entry]
ohh kaloche tvalebi metkina... karg dasvenebas gisurveb .... kargi iyo