მთავარი » 2013 » ნოემბერი » 4 » ♥ Sweet Childhood ♥
0:30 AM
♥ Sweet Childhood ♥


ბავშვობა ხომ ყველაზე კარგი მოგონებაა რაც კი შეიძლება გაიხსენო,არ ვარ დიდი მაგრამ იმისთვის დიდი ვარ რომ,ისევ სახლობანა და დედაშვილობა ვითამაშო.მაგრამ სიამოვნებით დავბრუნდებოდი ბაღში ^^.ალბათ ყველას გახსოვთ,თაროებზე შემოდებული უამრავი სათამაშოები,კუბიკებით აწყობილი უცნაური ფორმის რაღაცეები:დ.ჩაი,წვნიანი,დესერტი,ძერწვა.ეს ყველაფერი უამრავ ბავშვთან ერთად.მომენატრა ეს დრო.ზემებისთვის ტანჯვით  ნასწავლი ლექსები,ფიფქიის კაბები :დ.მომენატრა ტალახის ტორტები,კატლეტები,ნამცხვრები,მჭადები.ჭურჭლებით თამაში,კლასობანა.

მაშინ ვოცნებობდი დიდი გავმხდარიყავი,ახლა კი ვხვდები რომ ისევ ჭურჭლებით თამაში  მირჩევნია.როგორ მახსოვს ჩვენი ქეიფი:დ.სახლიდან გამოტანილი საჭმელები,20 თეთრიანი წვენები,წყალი :დ.ყველაზე მეტად მიყვარდა ”ჟეშტებისგან” აშენებული ქოხები, სადაც ყველა ერთად ვიყრიდით თავს და ოჯახად ვიქცეოდით.მართლა არაფერია ისეთი კარგი მოსაგონებელი როგორც ბავშვობა.როგორ მიყვარდა მურტფილმების ყურება,განსაკუთრებით ტომი ჯერი და ნუ პაგაძი:დ,ჩავრთავდი დისკებს და შემეძლო მთელი დღე დაუღალავად მეყურებინა.ბოლოს გადავწვი DVD:დ.

როგორ მიყვარდა ჯეტიქსის ყურება:დ,ყოველთვის ვოცნებობდი დისნეილენდში მოხვედრაზე.

არ ვიყავი ”ცელქი” ბავშვი,ყოველთვის დამჯერი ვიყავი:დ მაგრამ მანც მქონდა ის სიცელქე დაც უნდა ქონდეს ბავშვს^^,ჩემი  აზრით ბავშვს,რომელიც არც დარბის,არც თამაშობს, ბავშვი არ ქვია.ეს სირბილი და თამაშია ის,რაც მთელი ცხოვრება უნდა გახსოვდეს.ბავშვობაში ხომ სულ მზეა^^.

კატეგორია: ტესტები <3 | ნანახია: 1509 | დაამატა: Alice♥ | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 9

(2014-01-15 8:45 PM)
* 9 mariamiko   [Entry]
auu dzalian magariaaa. menatreba bavshvobaa