ტერორისტი თალიბანი საქართველოს შურისძიებით ემუქრება - 7 ივნისში 2013 - საუკეთესო თინეიჯერული საიტი
მთავარი » 2013 » ივნისი » 7 » ტერორისტი თალიბანი საქართველოს შურისძიებით ემუქრება
2:22 PM
ტერორისტი თალიბანი საქართველოს შურისძიებით ემუქრება


Youtube-ზე გავრცელდა ვიდეო სახელწოდებით - "ჯიჰადი ავღანეთში საქართველოს

 ჯარების წინააღმდეგ". ვიდეო ISAF-ის მისიაში მონაწილე საქართველოს შეიარაღებული

 ძალების წინააღმდეგ მუქარას შეიცავს და მასში ქართველი ჯარისკაცები არიან ნაჩვენები.


გავრცელებულ ვიდეომასალაში ნათქვამია, რომ მსგავსი ბედი ავღანეთში თითოეულ 

ქართველს ელოდება და ასევე მათ, ვინც ისინი ავღანეთის მიწაზე გაგზავნა.

"ავღანეთი ჩვენი მიწაა და ყველა, ვინც მის დაპყრობას შეეცადა, ალაჰისგან დაისაჯა. ახლა

 კი, ახალი ჯვაროსნები ჩამოვიდნენ საქართველოდან ჩვენი შვილებისა და ცოლების 

მოსაკლავად. ქვეყნის პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ამერიკის დასახმარებლად 

გამოგზავნა ჯარები ავღანეთში. ჯიჰადი ქართველ ჯვაროსნებზე შურს იძიებს. 

ყოველდღე ჰელმანდში საშინელი სიკვდილით კვდებიან ქართველი ჯვაროსნები და იგივე 

ბედი ელის ყველას, ვინც ჩვენს მიწაზე სისხლს ღვრის. ჩვენ ვიცით თქვენი სახელები, 

მისამართები, ნათესავები და მალე საქართველოში ჩამოვალთ! ჩვენ შურს ვიძიებთ!", - 

ნათქვამია ვიდეომიმართვაში, რომელიც Youtube-ზე 2 ივნისს დარეგისტრირებულ 

მომხმარებელ Hammad Zaman-ს ეკუთვნის.

ვიდეო მუქარას საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართაც შეიცავს და 

ხაზგასმულია, რომ შურისძიება მალე საქართველოშიც დაიწყება.

ვიდეო ნახეთ შემდეგ ბმულზე: http://www.youtube.com/watch?feature=player_embedded&v=Hdty6SFNSP8

წყარო: Gogona.ge 



პ.ს ბოდიში რომ ვერ გავაფორმე სათანადთ, მაგრამ ამ ამბის გაგება თქვენთვის
ნამდვილად მნიშვნელოვანი იყო. 
ნანახია: 112 | დაამატა: BadGalAnnie | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 5

(2013-06-07 9:27 PM)
* 5 SoPii))   [Entry]
auu shemeshinndaaa raghacnairaadd :x
ghmerto gaadzliere da gadaarchine saqartvelo :x



(2013-06-07 3:23 PM)
* 4 salo   [Entry]
sashinelebaaaaa.



(2013-06-07 3:06 PM)
:/// meshinia ://



(2013-06-07 3:00 PM)
* 2 leluka   [Entry]
vnaxe gushin ..
sashinelebaa. kartveli kacebi avganetshi igupebian umizedod sashinelebaa ! :||



(2013-06-07 2:30 PM)
* 1 Dona♡   [Entry]
აი ამ სიახლეს გაფორმება არ სჭირდებოდა
ასე რომ ბოდიში უსაფუძვლოდ მოიხადე
და ვაიმე
რა საშინელებააა
კარგია რომ დადე თორემ აზრზე არ ვიყავი


კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]