მთავარი » 2013 » მაისი » 24 » The Last Bell
4:32 PM
The Last Bell
The Last Bel
ჩემი ბოლო ზარი.
იმედია კარგი თემა გამოვიდა.

______________________________________________________________________________________________
___________________________________________________________________________________________


ვაიმეეე ეხლა შემიძლია ვიკივლო კიდეც ისე გიჟურად და გადასარევად ვარ, მარა მგონი სიხარული კი არ ტირილი უფრო მინდა, ესე საშინლად ჯერ არ ვყოფილვარ. რა მეშველება სკოლის გარეშე? ალბათ გიკვირთ ხო? გგონიათ გავგიჟდი და ცოტა დავშტერდი არაა? მეც მასე ვფიქრობ, მარა უბრალოდ არ მინდა დამთავრება! გავგიჟდები ჩემი კლასელების და საერთოდ ჩემი სკოლის და მასწავლებლების გარეშე... ვაიმეე რეებს ვბოდავ ღმერთო ესე რამ გამომაშტერა? 
აიიი უბრალოდ არ ვიცი რა ვთქვა, არ შემიძლია ჩემი ემოციები გადმოვცე და რამე დავწერო. ცხოვრებაში მგონი მეორედ მაქ დეპრესია (პირველად 7 წლის რო ვიყავი და კურდღელი რო მომიკვდა სოფელში მაშინ მქონდა) :დ ვაიმე ეხლა ისტერიკური სიცილი ავტეხე და დედაჩემმა გაკვირვებულმა შემომიღო კარი :||
ეხლა სურათებს ვათვალიერებ გასული წლების და ჩემი დაქალების და ჩემი სურათი ვიპოვე.




კიდე პირველი კლასის ზეიმიდან სურათები.
ვაიმეე გავჭედავ ეხლა, ტირილი მინდა, ჩემი ანი, მარი, ნატუკა და საერთოდ ყველა :||


მარა იცით რა? მაინც მიხარია რომ ვამთავრებ და მითუმეთეს უმაღლეს ქულებზე, სკოლაში ყველაზე სერიოზულის იმიჯი მაქ შექმნილი მარა ჩემმა კლასელებმა ხო იციან რაც ვარ? მთელი 12 წელი ერთად გავატარეთ, ხშირად ვგლიჯავდით თმებს ერთმანეთს და ვჩხუბობდით, დამრიგებელი გვეუბნებოდა რომ რო გაიზრდებით მერე ისწავლით ერთმანეთის სიყვარულს და მერე დააფასებთ ერთმანეთსო, იმ მომენტში ეს ყველაფერი სრული იდიოტიზმი გვეგონა მარა ეხლა რო ვუპიქრდებით და წარსულს ვქექავთ სასაცილოდ არ გვყოფნის ჩვენი ქცევები :დ 

სად რა ხდებოდა, ვინ ვისი შეყვარებული იყო და მასეთი ამბები არც ერთს არ გამოგვვპარვია ამ 12 წლის განმავლობაში, ჩემი კლასელი ბიჭები სულ გვიცავდნენ, საქმეებს არჩევდნენ ჩვენი გულისთვის :დ ეხლა ყველა რო ჩავუჯდებით ხოლმე ერთად ვიხსენებთ როგორი ცანცარები და ტუტუცები ვიყავით :დ
რა ვქნა ჩემი კლასელები და დაქალები, ძმაკაცები რო დავკარგო? მარა დარწმუნებული ვარ ეს არ მოხდება, როგორ შეიძლება დავაიგნორო ან ვერ ვიცნო ჩემი რომელიმე კლასელი?! სრული აბსურდია, ჩემი აზრით ნამდვილი მეგობრები არასოდეს არ იკარგებიან! მე მყავს ნამდვილი მეგობრები რომლებშიც დარწმუნებული ვარ 100%-ით :))))


აი დადგა ყველასთვის ნანატრი დღე...
ჩემთვისაც ნანატრი უნდა ყოფილიყო მარა გუშინ პირიქით ვიყავი, ახლა სულ სხვანაირად ვარ, გუშინ ჩამკვდარი ვარდი დღეს აყვავებულს დავემსგავსე :დ 


სკოლა ჩემ სახლთან ახხლოსაა, ამიტომ არ მიჩქარია მომზადება და სახლიდან წასვლა. ჩემი დაქალი თამუნა და მე ერთად მივდივართ, მარა მანამდე ერთმანეთს დავაწერეთ ოღონდ ბანალური ფრაზები არა :დ როგორც მეცხრე კლასში შევფიცეთ კლასელებმა ერთმანეთს მასე გავაკეთეთ, ანუ პოემები დავაწერეთ ერთმანეთს :დ  მივუახლოვდით სკოლას და გაკვირვებით მოვავლეთ თვალი იქაურობას: ამდენი ბავშვი, დიდი თუ პატარაა პირველად დღეს ვნახეთ სკოლის ეზოში :დ რამდენი თეთრ მაისურიანი და თეთრ "საროჩკიანი" გოგო-ბიჭი ირეოდა ერთმანეთში :დ სანამ ჩვენ კლასელებს ვიპოვიდით ათი წუთი იყო ზარის დარეკვამდე და არ შევედით სკოლაში, მარა ვაი.. რამდენიმე ბავშვი მოვიდა და გვთხოვა დაგაწერთო, ჩვენც დავთანხმდით და მარკერები გავუწოდეთ, მარა ამ რამდენიმეს კიდე ძაან ბევრი ალბათ 10 ბავშვი მოყვა და მძლივს გამოვაღწიეთ იქიდან :დ
ხო და მერე უკვე ჩვენი კლასელებიც ვნახეთ, ერთმანეთს ვეხუტებოდით, ვცანცარებდით (წარსულის გადმონაშთია ცანცარი), ვშტერობდით, პოემები დავაწერეთ ერთმანეთს და რავი კიდე რააა :დ მერე ჩვენ კლასში რო მოვრჩით პარალელურებს შევუცვივდით მერე ისინი შემოგვიცივდნენ და ერთი ამბავი იყო :დ მოკლედ იმდენი ვაწერეთ ერთმანეთს რო ზედაზე ადგილი აღარ მქონდა ;დ მარა მასწებისთვის ადგილი დავიტოვეთ, ზოგს სამასწავლებლოში შევუვარდით, ზოგს შუა გაკვეთილზე და ბავშვებიც გახარებულები იყვნენ რო გადიოდა დრო და მასწებიც,აქაოდა გავახსენდი ჩემ მოსწავლეებსო :დ




(ჰაჰჰ ქართულის მასწმა დამაწერა) :დ  
მოკლედ მერე უკვე ისეთი მაგარი იყო თქვენ ხო არ იცით, რაღაც ღონისძიებები გავაკეთეთ, ყველა კლასს თავისი გამოსვლები და რაღაცეები ქონდა, ჩვენი რა თქმა უნდა ყველაზე კარგი და საკაიფო იყო, მერე ვიმღერეთ, ბიჭები დრამებზე, ტამტამებზე და გიტარაზე უკრავდნენ და აი უმაგრესი იყო :დ მერე ვიდეო გავაკეთეთ ჩვენი ბავშვობის და ვაჩვენეთ, ხალხი გაგუდული იყო სიცილისგან, მერე ჩვენმა დამრიგებელმა წერილები წაიკითხა რო ვუწერდით პატარაობაშ, ჩვენი სიტყვები გვქონდათ და ხალხი ვაქვითინეთ და ასე მაგრად ვატარეთ დრო :დ ბოლოს ისეთი მძაფრი სიმღერა ჩავრთეთ და ისეთი ტექსტი წავიკითხე ხალხი და მეც ცრემლებს ვერ ვიკავებდით :(( 
სკოლის ეზოში, ხეებზე ჩვენი მასწების ოქროს ფრაზები გავაკარით და მასწავლებლები რო კითხულობდნენ სიცილისგან გაიგუდნენ (ამოიცნეს თავისი ფრაზები) :დ მერე კლასში ჩვენი კლასელების ფრთიანი ფრაზები გავაკარით და თან იმდენი დაგვიგროვდა რო რავი




და აიი ბოლო დაირეკა ყველასთვის ნანატრი ბოლოო ზარიიი... ბავშვები გაგიჟებულები დაქროდნენ აქეთ იქით, მაგრამ მე არაა.. ვიდექი ჩემთვის კუთხეში და ჩუმად ცრემლები მომდიოდაა :((( 
მაგრამ უნდა ვაღიარო მაინც გამიხარდა :დ 



მოკლედ ეს იყო საუკეთესო დღე რაც კი გვქონია და იმდენად ვარ ემოციებით გატენილი რო აღარ შემიძლია :დ არ ვიცი როგორ დავიცალო და ხო ვერ მეტყვით თქვენ მაინც? :დ


ბავშვებო პირველ რიგში დიდი მადლობა რო შემოხვედით და წინასწარ დიდი მადლობა რო დააკომენტარებთ :დ 
ვაიმეეე აი ორშაბათს ქონდათ ბოლო ზარი და ყველა მეთორმეთეს დავაწერეეე : ჩემმა დამ დაამთავრა, უფრო სწორედ ექსტერნი ჩააბარა და წინა წელს დაამთავრა მარა ეხლლაა თავის კლასელებთან ერთად იგულავაა :დ 
ყველა სურათ არიისს ჩემი დის კლასის და ჩემი და ჩემი კლასელებისს :დ 
არაფერი არ გადმომიწერია ინტერეტიდან :დ 

Lady Vampire
კატეგორია: კონკურსი | ნანახია: 1597 | დაამატა: SoPii)) | რეიტინგი: 5.0/3
სულ კომენტარები: 7

(2013-05-25 9:29 PM)
* 7 SoPii))   [Entry]
Queen♥A madlobaa aseti komentaristvis maraaa mainc ar mewyinaaaa :))))
da isee tu saertodd ver waikitxe rogor mixvdi ro saertod ar vargoda? :))))
madlobaaa bavshvebooo <3