მთავარი » 2013 » იანვარი » 3 » 2012 წლის ყველაზე გამორჩეული ქორწილები
8:23 PM
2012 წლის ყველაზე გამორჩეული ქორწილები
გასულ წელს რამდენიმე ცნობილმა წყვილმა გადაწყვიტაოჯახის შექმნა.
ზოგიერთებმა იმავე წელს რამდენიმე თვეში გაყრაც კი მოასწრეს.
ამჯერად რამდენიმე წყვილი გავიხსენოთ , რომლების ქორწინებაც ხანგრძლივი სიყვარულის დაგვირგვინება იყო , 
ან ყველაზე შთამბეჭდავი ცერემონიით გამოირჩეოდა.
ან კიდევ , ყველაზე გასაიდუმლოებული გახლდათ.

ჯესიკა ბილი და ჯასტინ ტიმბერლეიკი

წყვილი 2007 წლიდან არის ერთად, თუმცა მხოლოდ 2012 წლის 19 ოქტომბერს მოახერხეს დაქორწინება. მანამდე ჰქონდათ შერიგებსა და განშორების რამდენიმე ეპიზოდი, თუმცა ბოლოს მიხვდნენ , რომ ერთმანეთის გარეშე არ შეუძლიათ.

ქორწინება ჰოლივუდისგან შორს დაგეგმეს,იტალიაში მიიწვიეს 150 სტუმარი - ნეაპოლში კერძო თვითმფრინავებით ჩაიყვანეს , მერე კი აპაულიის რეგიონში , სადაც იყო დაგეგმილი წვეულება , ხუთვარსკვლავიან სასტუმროში.


ენ ჰეტეუეი და ადამ შულმანი

მსახიობმა და დიზაინერმა ადამ შულმანმა , 29 სექტემბერს იქორწინეს ,
საიდუმლო ვითარებაში.
ჰოლივუდის მთავარ კონკიას ვალენტინოს 50-ათასდოლარიანი კაბა ეცვა.
წვეულებას მხოლოდ ახლო მეგობრები და ნათესავები ესწრებოდნენ , დაახლოებით 180 ადამიანი.

სხვათა შორის , სანამ მსახიობი შულმანს შეხვდებოდა ენს ოთხი წელი ჰქონდა
რომანი იტალიელ ბიზნესმენ რაფაელო ფოლირისთან, რომელმაც მსახიობი მოატყუა მისი სახელით ისარგებლა და 50 მლნ დოალარი მიითვისა.
რომელიც საქველმოქმედო ფონდებისთვის იყო განკუთვნილი.
საბოლოოდ რაფაელო ციხეში მოხვდა , ენი კი ადამ შულმანის მკლავებში.


ბლეიკ ლაივლი და რაიან რეინოლდსი

რაიანმ ადა ბლეიკმა 2012 წლის სექტემბერში იქორწინეს , 
რომანის დაწყებიდან 11 თვის შემდეგ.
ცერემონია ამერიკის პატარა ქალაქ ჩარლსტონში შედგა, 
პლანტაციაზე.
წყვილმა ყველასგან დამალა ცერემონიის დეტალები , ამიტომ ფოტოები
მათი ქორწინებიდან პრესამ ვერ მოპიოვა.
ქორწილამდე ერთი დღით ადრე ბლეიკმა სოციალურ ქსელ 
"ტვიტერში" დაწერა:
"ოცნება შენი ხელით უნდა შექმნა.მთელი ჩემი ცხოვრების ოცნება ახდა".
მოგვიანებით კი იქვე მიაწერა: "თუნდაც ამ ქვეყანაზე ყველაზე ლამაზი გოგონა 
არ იყო მ ეს არ ნიშნავს რომ საერთოდ უშნო ხარ და არ ხარ ბედნიერების ღირსი".


ნატალი პორტმანი და ბენჟამინ მილპიე

უკვე ერთად სამი წელია არიან , მაგრამ მხოლოდ გასული წლის აგვისტოში იქორწინეს. თანაც,მანამდე 31 წლის ნატალიმ 35 წლის ქორეოგრაფ ბენჟამინ მილპიესგან შვილის გაჩენაც კი მოასწრო.
საიდუმლოცერემონია წყნარი ოკეანის სანაპიროზე , 
კერძო მამულში გაიმართა  და მხოლოდ პაპარაცული ფოტოები 
გახდა საჯარო.
ნატალიმ და ბენჟამინმაც დამალეს ქორწილის დეტალები და პრესა წვეულებაზე არ დაუშვეს.


დრიუ ბერიმორი და უილ კოპელმანი 

წყვილი 2011 წლიდან არის ერთად , ქორწილი კი 2012 წლის 2 იანვარს ჰქონდათ.
დრიუ ბერიომორი საპნის ოპერების საუკეთესო ტრადიციებით გათხოვდა - ორსული.
წარსულში ორი განქორწინება , ორი ჩაშლილი ნიშნობა და ათეულობით რომანი დატოვა.
წინ კი , იმდენი ბედნიერი ხოვრება ელის ანტიკვარ უილ კოპელმენთან.
ცერემონია კალიფორნიაში პატარა მამულში გაიმართა და 
ცოტა ხალხი ესწრებოდა.
დრიუს შანელის კაბა ეწვა - მისი ქმარი ხომ ამ მოდის სახლის ყოფილი გენერალური დირექტორის ვაჟია.
დრიუმ და უიმა ყველაფერი გააკეთეს , რომ პაპარაცების კამერებს დამალვოდნენ და
გამოუვიდათ კიდევაც. 


მარკ ცუკერბერგი და პრისცილა ჩანი

ეს არაორდინალური წყვილი 2003 წლიდან არის ერთად.
2012 წლის 19 მაისს კი იქორწინეს.
მილიარდელმა მარკმა შეასრულა სიტყვა რომელიც 9 წლის წინ მისცა 
საყვარელ ქალს , ჯერ კიდევ სტუდენტობის დროს.
მართალია მასმედიას პატარძალი არ მოეწონა რომელიც მაკიაჟს არ იკეთებს და
ხანდახან ფეხების გაპარსვაც ავიწყდება მაგრამ მთაავარია რომ , პრისცილა მარკს უყვარს.
ცერემონია ცუკერბერგის სახლში შედგა , პალოალტოში.
საიდუმლო ვითარებაში. 


ბავშვებო , თქვენთვის კიდევ მაქვს რამდენიმე თემა მომზადებული და შემდეგში დავდებ
კატეგორია: News-სიახლეები | ნანახია: 1112 | დაამატა: BitchyBekah | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 4

(2013-01-04 2:43 PM)
* 4 BitchyBekah   [Entry]
მაგის ცოლი არავის მოეწონა ;დ