მთავარი » 2013 » იანვარი » 3 » Adele Blue Adkins <3
12:34 PM
Adele Blue Adkins <3

დელ ლორი ბლუ ედკინსი (დ. 1988 წლის 5 მაისს) ცნობილია სასცენო სახელით ადელი
იგი იყო BRIT Awards-ის ცერემონიის ნომინაციის ’კრიტიკოსთა არჩევანი’ გამარჯვებული. 2008 წელს BBC-ს მიერ ჩატარებული გამოკითხვით მას ეწოდა წლის გარღვევა2009 წელს ადელმა მიიღო ორი გრემი (საუკეთესო ახალი შემსრულებლისა და საუკეთესო ვოკალისტი ქალის კატეგორიებში).


დელმა მიიქცია ლეიბლის XL Recordings ყურადღება სამი სიმღერისგან შემდგარი დემო ჩანაწერით, რომელიც გამოქვეყნდა საიტზე MySpace. ლეიბლთან კონტრაქტის გაფორმების შემდეგ ჩაიწერა და გამოიცა მომღერლის სადებიუტო ალბომი 19. ადელს წილად ხვდა როგორც კომერციული, ასევე კრიტიკული წარმატება. ბრიტანულ ჩარტში ალბომი მოხვდა #1 ადგილზე და მიიღო ოთხი გზის პლატინის სტატუსი.[4] აშშ-ში ადელის კარიერას ხელი შეუწყო შოუს Saturday Night Live (2008) ერთ-ერთმა ეპიზოდმა, რომელსაც იმ დროისათვის მაყურებელთა რეკორდული რაოდენობა ჰყავდა. მეორე ალბომი 21 გამოვიდა 2011 წლის 24 იანვარს ბრიტანეთში, ხოლო აშშ-ში - იმავე წლის 22 თებერვალს.[5] როგორც კომერციულად, ასევე კრიტიკულად დისკი წარმატებული იყო და გამოცემიდან მხოლოდ პირველი კვირის მანძილზე ბრიტანეთში 208.000 ასლის ოდენობით გაიყიდა. იგი მოხვდა ბრიტანული ალბომების ჩარტის #1 ადგილზე და ეს პოზიცია 16 კვირის მანძილზე ეკავა


ბრიტანეთში 21-ს მიენიჭა რვა გზის პლატინის სტატუსი (2.4 მილიონი გაყიდული დისკისათვის).[4]ბილბორდის 200 საუკეთესო ალბომის ჩარტში (აშშ) დისკი ასევე #1 პოზიციაზე მოხვდა, გაიყიდა რა გამოცემიდან პირველი კვირის მანძილზე 352.000 ასლის ოდენობით.[5][7] ჩარტებში წარმატება განმეორდა 17 ევროპულ ქვეყანაში და შტატებში. [8]

BRIT Awards-ის 2011 წლის ცერემონიაზე სიმღერის „Someone Like You" შესრულებამ აღნიშნული სინგლი მოახვედრა ბრიტანული #1 სინგლების სიაში. პარალელურად ალბომი კვლავ პირველ ადგილს ინარჩუნებდა. „Someone Like You" ამ პოზიციას ოთხი კვირის განმავლობაში იკავებდა.[9][10] ჩარტების ოფიციალური კომპანიის განცხადებით, ადელი არის პირველი ცოცხალი პიროვნება, რომელმაც სინგლების ოფიციალურ ჩარტში მიიღო ორი ჩანაწერი, მოხვედრილი საუკეთესო ხუთეულში და ალბომების ჩარტშიც იგივე წარმატება გაიმეორა. მსგავსი შემთხვევა, ჩარტში რამდენიმე ალბომის სახით მანამდე მხოლოდ ბითლზის ისტორიაში დაფიქსირდა,


1964 წელს. 21 საერთო ჯამში ბრიტანულ ჩარტში 11 კვირის მანძილზე იმყოფებოდა - ამ ქვეყნის ჩარტში შემსრულებელი ქალისათვის ეს იყო ნამდვილი რეკორდი, ვინაიდან მანამდე მხოლოდ მადონას ერგო მსგავსი წარმატება და მხოლოდ ცხრაკვირიანი პერიოდის ოდენობით - 1990 წელს, კრებულით The Immaculate Collection.აშშ-ში ალბომმა ’ბილბორდის’ სიაში დღეისათვის სულ 9 კვირა გაატარა. ალბომმა ასევე დაამყარა რეკორდი ბრიტანეთში ციფრული ჩამონატვირთების რაოდენობის მხრივ. 2011 წლის მაისისათვის მომღერლის შემოსავალი შეადგენდა 6 მილიონ გირვანქა სტერლინგს. 30 წლამდე ბრიტანელი და ირლანდიელი შემსრულებლების სიაში იგი მოხვდა ლილი ალენისა და დაფის გვერდით, #9 ადგილზე. 














 


By Dianna (Day Dreamer Forever)



ნანახია: 812 | დაამატა: Queen♥ДиКоО | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]