მთავარი » 2013 » იანვარი » 16 » ახალი წელი
8:30 PM
ახალი წელი


ახალი წელი — დღესასწაული მრავალ კულტურაში ადგილობრივად მიღებული 

კალენდრის მიხედვით, რომელიც დგება წლის ბოლო დღიდან მომავალი წლის 

პირველ დღეზე გადასვლის მომენტში. გრიგორიანული კალენდრის მიხედვით, 

ახალი წელი დგება პირველ იანვარს.

All we want for Christmas is...

არგენტინა 

ძველი ტრადიციის თანახმად, არგენტინაში დაწესებულებების 

თანამშრომლები წლის ბოლო სამუშაო დღეს, ფანჯრიდან ძელ კალენდრებს, 

უვარგის უწყისებსა და ბლანკებს ყრიან. ისე, რომ ბუენოს-აირესის იმ 

ნაწილში, სადაც სამუშაო დაწესებულებები მდებარეობს, შუადღისთვის 

ქუჩები ქაღალდების თხელი ფენით იფარება. ამ ტრადიციის წარმომავლობის

 შესახებ არავინ არაფერი იცის, თუმცა მის გარეშე არგენტინელებისთვის 

ახალი წელი არ არსებობს.

All we want for Christmas is...

ავსტრალია 

ახალი წლის დღეს, სიდნეის პლაჟებზე შესაძლებელია საცურაო კოსტიუმშ

 გამოწყობილი თოვლის პაპის ხილვა. ასეთ ეგზოტიკურ თოვლის პაპას 

ტრადიციული სანტა-კლაუსისთვის დამახასიათებელი ატრიბუტები — 

თეთრი წვერი და წითელი ქუდი მაინც აქვს.

All we want for Christmas is...

ავსტრია 

ვენაში დაუწერელ კანონად ითვლება ახალ წელს წმინდა სტეფანეს ეკლესიაში 

ჩამოკიდებული „მსოფლიო ზარის" საზეიმო ხმის მოსმენა. ძველ დროში კი კარგი 

ნიშანი იყო ბუხრის მწმენდავთან შეხვედრა, შეხება და დასვრა. ეს ტრადიცია

 ბედნიერების მომტანად მიაჩნდათ.


Tumblr_mg7j8ftpzr1rno4uyo1_500_large


მიანმარი 

იმის გამო, რომ ამ ქვეყანაში ახალი წელი ყველაზე ცხელ სეზონს ემთხვევა, 

მას წყლის ფესტივალით აღნიშნავენ. ნებისმიერი ასაკის ადამიანები 

შეხვედრისას ერთმანეთს წყლით წუწავენ. ამ დროს არავინ ბრაზდება, რადგან

 წყლის მისხმა ტრადიციაა და კეთილგანწყობის გამოხატვაა.


All we want for Christmas is...

ბულგარეთი

ახალი წლის წინა დღეს ბულგარელები შინდის ჯოხს იძენენ, რაც ახალი 

წლისთვის აუცილებელი ატრიბუტია. პირველ იანვარს ბავშვები მშბლებთან

 მიდიან და ჯოხის მსუბუქი დარტყმით ახალი წლის დადგომას ულოცავენ. იმ 

დროს, როდესაც საათი ბოლოჯერ ჩამოჰკრავს და მოსახლეობას ძველი წლის 

წაბრძანებას ამცნობს, ბუგარელების სახლში სინათლე სამი წუთით ქრება. ეს

 დრო საახალწლო კოცნას ეთმობა. ბულგარელებს უხარიათ, თუ საახალწლო 

სუფრის დროს ვინმე დააცემინებს, რადგან მათი აზრით ეს ბედნიერების 

მომტანია.

All we want for Christmas is...

საბერძნეთი 

ბერძძნული ტრადიციის თანახმად, ზუსტად 12 საათზე ოჯახის უფროსი

 ეზოში გადის და კედელს ბროწეულს ესვრის. თუ ბროწეულისმარცვლები

 მთელს ეზოში მიმოიფანტება, მაშინ ახალ წელს ეს ოჯახი ბედნიერად გაატარებს. 

სტუმრად მისვლისას ბერძნებს თან დახავსებული ქვა მიაქვთ და სახლში

 მისვლისას მასპინძელს ეუბნებიან: „დაე, ჩემი მასპინძლის ქისა ამ ქვასავით

 მძიმე იყოს".

All we want for Christmas is...

დანია 

დანიაში ტყის მცველებმა ბრაკონიერებთან — რომელთაც ნაძვის ხის მოჭრა და

 სახკშუ წაღება უნდათ — ბრძოლის მეტად ეფექტურ მეთოდს მიაგნეს. 

წინასაახალწლო დღეებში ისინი ნაძვის ხეს სპეციალურ ხსნარს უსვამენ, რომლის

 მყრალი სუნიც სიცივეში შეუმჩნეველია, მაგრამ როგორც კი ხე თბილ გარემოში

აღმოჩნდება, იგი მაშინვე საშინელ სუნს უშვებს.


All we want for Christmas is...

ირლანდია 

ახალი წლის ღამეს, ირლანდიელები საკუთარი სახლის კარს ფართოდ აღებენ.

 ნებისმიერი ადამიანი, ვინც ღია კარში შესვლას მოინდომებს, სახლის 

სასურველი სტუმარი გახდება. ასეთ სტუმარს მაგიდის საპატიო ადგილას 

დასვამენ და ტრადიციულ სადღეგრძელოს — „მშვიდობა ამ სახლსა და მთელს

 მსოფლიოში!" შესვამენ.


All we want for Christmas is...

კუბა 

ახალი წლის ღამეს კუბელები ჭიქებს წყლით ავსებენ და ზუსტად 12 საათზე

 ფანჯრიდან ასხამენ. ასეთი ჟესტით კუბელები ერთმანეთს უსურვებენ, რომ

 დამდეგი წელი წყალივით ნათელი, სუფთა და ბედნიერი ყოფილიყოს.


All we want for Christmas is...

მიკრონეზია

მიკრონეზიის ერთ–ერთი კუნძულის მოსახლეობა ყოველ ახალ წელს სახელს 

იცვლის. მათი აზრით, ამ გზით ისინი ბოროტ სულებს თავგზას უბნევენ. პირველ

 იანვარს გაღვიძებული ოჯახის წევრები, თავიანთ ახალ სახელს პირზე 

ხელმიფარებულები წარმოთქვამენ, ამავე დროს, ოჯახის სხვა წევრი დაირას 

აახმაურებს, რომ ბოროტმა სულმა სახელი ვერ გაიგოს. სახელს ყველა

 ინდივიდუალურად ირჩევს, რის გამოც ერთ წელს სოფლის ნახევარზე მეტს მაიკლ

 ჯეკსონი ერქვა.


All we want for Christmas is...

პერუ 

პერუში მიაჩნიათ, რომ ის, ვინც საკუთარ სახლს ჩემოდნით ხელში შემოუვლის,

 დიდი ხნის ნატვრას აისრულებს და სამოგზაუროდ გაემგზავრება. სხვა 

ტრადიციის თანახმად კი, თუ გოგონა, რომელსაც ხელში ტირიფის წნელი

 უჭურავს, მის მეორე ბოლოს უცნობ ყმაწვილს შეახებს, იგი მისი საქმრო გახდება.


All we want for Christmas is...

შოტლანდია

ახალი წლის ღამეს, შოტლანდიელები კასრში ფისს ასხამენ და მას ქუჩებში 

მოატარებენ. მათი აზრით, ეს გასული წლის დაწვის სიმბოლოა, რის შემდეგაც

 ახალ წელს გზა ხსნილი აქვს. როდესაც საათის სირები 12–ს მიუახლოვდება, 

სახლის უფროსი კარს აღებს და მანამ არ კეტავს, სანამ ზარუს უკანასკნელ

 დარეკვას არ გაიგონებს. ამით იგი სახლიდან ძველ წელს აძევებს, ახალს კი 

უშვებს. ახალი წლის ღამეს სახლში შავთმიანი მამაკაცის შესვლა კარგის 

ნიშანია.



All we want for Christmas is...

All we want for Christmas is...
All we want for Christmas is...
All we want for Christmas is...

                                                                      დაამოწმა და გაალამააზა: MissSalvatore♥ 

კატეგორია: სასაც.../საინტ. | ნანახია: 994 | დაამატა: -HonestBitch♥ | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]