მთავარი » 2013 » მაისი » 31 » ასტროლოგია
11:58 AM
ასტროლოგია
კირჩხიბი
სტიქია:წყალი
მმართველი პლანეტა:მთვარე
ლეიტმოტივი:სხვებზე ზრუნვის და დახმარების მოთხოვნილება(თანმდევი ზომიერი პატივმოყვარეობა)
მისწრაფების ნიშანი:სულიერი სიმშვიდე,ემოციური უსაფრთხოება
ცხოვრებისუელი ამოცანა:მყარი ემოციური კავშირები და საკუთხარი"სიღრმისეული" გრძნობების რეალიზაცია
საშიშროება:ოცნების სამყაროში გაქცევა.უარის თქმა ზრდასრულობაზე.
დევიზი: მე ვგრძნობ! მე განვიცდი!
უმთავრესი თეზისები: კირჩხიბი ყველაზე რომანტიულია ზოდიაქოს ნიშნებს შორის.მას შეუძლია თავის წარმოდგენის უშუალო აღქმა და ხედების განხორციელება.აქვს შიშები,რომ გარე სამყარო რამეს დაუშავებს,ამიტომ ცდილობს გარშემო შემოიკრიბოს ადამიანები,რომლებიც დაიცავენ.ის თანაუგრძნობს სუსტებს,ეწევა ქველმოქმედებას და სხვებს დახმარებას სთავაზობს.

ქმედებები:
ძლიერი მხარე:ჯაშუში,მაშველი. მოქმედებს ინსტიქტურად.ემორჩილება ქვეცნობიერ იმპულსებს,ხელმძღვანელობს თანაგრძნობით ან პატივმოყვარეობით.აქვს ძლიერი ამტანობა.არასოდეს მოქმედებს პირდაპირ,ურჩევნია ჯერ საგულდაგულოდ დაზვეროს,შეისწავლოს სიტუაცია.
პრობლემატიკა: მარადიული ბავში. მოქმედებს უანგაროდ,მაგრამ მის მოქმედებას თან ახლავს შიში,რომ მას არ მიიღებენ,მოიშორებენ თავიდან. სიმორცხვე,გადაჭარბებული სიფრთხილე,ცვლილებების შიში.კირჩხიბი მეოცნებე,დეპრესიულია და ამავე დროს ჭარბი პატივმოყვარეობაც ახასიათებს.ხშირად უბრუნდება ქცევის ბავშვურ შაბლონებს.

აზროვნება:
ძლიერი მხარე: მხატვარი,ფსიქოლოგი.ხატოვანი აზროვნება,რომელიც არაცნობიერის დიდ გავლენას განიცდის.კირჩხიბს შეუძლია დიდი სიზუსტით გამოიცნოს გარშეომყოფების განწყობა და შინაგანი მდგომარეობა და შესაბამისად ამაზე რეაგირება.იგი ხელმძრვანებლოს სულისმიერი ნებით.
პრობლემატიკა: ფანტაზიორი. არ ცნობს არც ლოგიკას,არც ობიექტურ რეალობას.ურჩევნია თავის ფანტაზიებით იცხოვროს.კირჩხიბი მზადაა ყველაზე აბსურდული წარმოდგენაც კიდაიცვას,თუ ისინი მას რეალური სინამდვილე ჰგონია.მას გააჩნია ერთხელ და სამუდამოდ ჩამოყალიბებული შეხედულება ყველაფერზე.დამოუკიდებელ ადამიანად მას ვერ ჩათვლი.უყვარს საუბარი ყველაფერზე,რაც მოისმინა.

გრძნობები: 
ძლიერი მხარე: რომანტიკოსი.ღრმა გრძნობები,სენსიტიურობა,მგრძნობიარობა და კეთილშობილება.კირჩხიბი ზრუნავს პირად უსაფრთხოებაზე და ემოციურ კომფორტზე.
პრობლემისტიკა: მტირალა შანტაჟისტი.მესაკუთრე, წურბელასავით ეწეპება ადამიანებს.უმოწყალოდ იყენებს მათ სასიცოცხლო საყრდენს.თავის გრძნობებს დაუყონებლივ ამჟღავნებს.ხშირად შეგნებულად ტირის,აცოდებს სხვებს თავს და ამას თავის სასარგებლოდ იყენებს."სისუსტის ტირანი" ემოციური ეგოისტი.

მოსწონს :
როდესაც თავს დაცულად გრძნობს
მშვიდი ატმოსფერო სახლში
სხვადასხვა თბილი,რბილი საგნები(მაგ:ბალიშები,საბნები:დ)
მხარდაჭერა და შექება,როდესაც დაუცველად გრძნობს თავს
როდესაც საშვალება აქვს მაქსიმალურად გახსნილად ესაუბროს თავის საყვარელ ადამიანს.
ბავშვები და აზრები იმაზე რომ,დადგება დრო როდესაც საკუთარი ბავშვი ეყოლება.

არ მოსწონს:
იმის შეგნება,რომ არავის ჭირდება
როდესაც მას სერიოზულად არ აღიქვამენ
როდესაც აკრიტიკებენ ჭარბი ემოციურობის გამო
როდესაც აკრიტიკებენ განწყობის ხშირი ცვლის გამო
როდესაც დასცინიან
როდესაც არ აქცევენ სათანადო ყურადღებას
კატეგორია: სხვა | ნანახია: 787 | დაამატა: Dona♡ | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 3

(2013-05-31 3:30 PM)
* 3 leluka   [Entry]
Lomze dade ra :33 biggrin
kargia <3