მთავარი » 2013 » იანვარი » 9 » Avril Lavigne
7:20 PM
Avril Lavigne
 Avril Ramona Lavigne 
 Biography 
 


    
     სრული სახელი: ავრილ რამონა ლავინი 
           დაბადბის თარიღი:1984 წლის 27 სექტემბერი 
        დაბადების ადგილი:კანადა,ონტარიო,ნაპანი 

 
                                            

    ავრილ რამონა ლავინი დაიბადა 1984 წლის 27 სექტემბერს,კანადის შტატ ონტარიოში,ქალაქ ნაპანში.12 წლიდან აქტიურად დაიწყო სიმღერა და გიტარაზე დაკვრა მარტომ ისწავლა.16 წლისა,გადასახლდა ნიუ–იორკში იმ იმედით,რომ ვინმე იპოვიდა და ოცნება აუსრულდებოდა,მაგრამ ხმისჩამწერმა სტუდია არისტა რეკორდმა ის მაშინ იპოვა,როცა იმედგაცრუებული ლავინი უკვე ნაპანში დაბრუნებას აპირებდა.სტუდიამ ავრილთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა და 1 წლის შემდეგ,ავრილ ლავინის პირველი ალბომი გამოვიდა,სახელწოდებით LET GO,რომელმაც ატომური ბომბის ეფექტი მოახდინა.მისმა ტირაჟმა 8.000.000–ს მიაღწია და მალე 17 წლის ამომავალი ვარსკვლავი ჩარტების სათავეში მოექცა. სრული 8 კვირის განმავლობაში,მისი პირველი სიმღერა COMPLICATED ჩარტების პირველი ათეულიდან არ ჩამოსულა.ყველასგან განსხვავებული მომღერალი პანიკას იწვევდა ფანებში გამოჩენისას და კონცერტებზე ასი ათასობით მსმენელს იზიდავდა.ყველაზე დიდი გაოცება გამოიწვია მაშინ,როცა 2 კვირის განმავლობაში 12 სიმღერა დაწერა.ამ სიმღერებიდან ყველა შევიდა ავრილის მეორე ალბომში,სახელწოდებით UNDER MY SKIN,რომელმაც ორმაგი ემოცია გამოიწვია და ამასთანავე,უკვე 19 წლის მომღერლის მკაცრი სახეც გამოაჩინა – მაშინ ავრილი საკმაოდ იმედგაცრუებული იყო უიღბლო სასიყვარულო ურთიერთობების გამო
 
                                                                

   21 წლისა,დაქორწინდა მუსიკალური ჯგუფის,SUM-41–ს სოლისტზე,დერეკ უიბლიზე.მათ ერთად ჩაწერეს ავრილის მესამე ალბომი,THE BEST DAMN THING,რომელმაც განსაკუთრებული პოპულარობა ვერ მოიტანა,პირიქით,ლავინის რეიტინგმა საგრძნობლად დაიწია,რაც იმით აიხსნა,რომ უკვე ქერათმიანი და საგრძნობლად დაქალებული ავრილი ის აღარ იყო,რაც ასე სჭირდებოდათ მსმენელებს –ის მორიგ პოპმომღერლად გადაქცეულიყო..


                                               


ლავინი კარიერას აგრძელებს და მალე მორიგი ალბომის გამოშვებასაც აპირებს.სულ ახლახანს,საკუთარი ტანსაცმლის ხაზის გარდა (ABBEY DOWN)სუნამოც გამოუშვა,სახელწოდებით BLACK STAR. ფანები კი იმედოვნებენ,რომ ავრილ ლავინი ძველ დიდებას დაიბრუნებს და ისევ მძლავრი ტემბრითა და მუსიკით დაიპყრობს სცენას,როგორც ამას პირველად ახერხებდა,თანაც,ძალიან იოლად.



                                                             
        ვრცელი ინფორმაცია: 
<<ყველაფერი, ერთფეროვნების გარდა>> ხშირად ასე იწყებენ პრესაში მის აღწერას, რომელიც გამოყენებულია ავრილის სიმღერაში "ANYTHING BUT ORDINARY''. ავრილს კარგად ესმის ვინ და რა უნდა მას. რათქმაუნდა ყოფილა უფრო ხმაურიანი დებიუტები, და უფრო პატარა ''ვუნდერკინდი'' მომღერლები, მაგრამ არავის უნახია წარმოშობით ყველაზე ყრუ კადანის პროვინციიდან სახელად ონტარიო: რომელშიც ცხოვრობს 5 ათასამდე ადამიანი. სწორედ იქ, ძლივს ქონდა ნასწავლი სიარული როდესაც უკვე ნერვებს უშლიდა გარშემომყოფთ თავის ყვირილით. ავრილის ფრაზიდან <<მახსოვს როცა ვიყავი პატარა, მე ავდიოდი საწოლზე, როგორც სცენაზე, და ვმღეროდი კი არადა ვწიოდი რაც შემეძლო, წარმოვიდგენდი, რომ ხალხი მოდიოდა საყურებლად და ჩემ მოსასმენად.>> 


                                                                     


     რამდენიმე წლის მერე იგი უკვე მღეროდა ეკლესიის ანსამბლში, ასრულებდა სიმღერებს ხალხთან ბაზარში და სხვა ადგილებში. 


                                                      


   ავრილმა ყოველვის იცოდა რომ ერთხელაც გაიქცეოდა სახლიდან რომ დაეწყო ახალი ცხოვრება. პირველი ნაბიჯი დიდ შოუ–ბიზნესში იყო გამარჯვება ადგილობრივ რადიოში. პრიზის ნაცვლად მას მისცეს სანსი წასულიყო ოტავაში და ჩაეწერა დუეტი Shania Twain-თან რომელიც აგრეთვე იყო ონტარიოდან. იგი იყო მხოლოდ 13 წლის, მაგრამ იგი უკვე წერდა საკუთარ სიმღერებს და უკრავდა გიტარაზე. სკოლის უკანასკნელ წლებში ავრილი უგაზვნის ვიდეო–კასეტებს თავის კონცერტების რამდენიმე ჩამწერ სტუდიას ჩრ.ამერიკაში. რათქმაუნდა ყველას არ უპასუხია მაგრამ ავრილის აღმოჩენა ეკუთვნის კომპანია ''Arista Records''. პირად შეხვედრაში ნიუ–იორკში მან დაარწმუნა ''Arista Records'' დირექტორი სახელგანთქმული Antonio Reid <> თავის უნიკალურობასა და განუმეორებლობაში, და აი ასე უკვე 16 წლის, ავრილი გადადის საცხოვრებლად მანხეტენში სადაც ემზადება დაიპყროს ამერიკა, ხოლო შემდეგ მთელი მსოფლიო. 


                                                   


შემოქმედებითი პროცესი მთლიანად იპყრობდა მას. მაგრამ, ძალიან დიდ თვითნებობამ კინაღამ გაუფუჭა ყველაფერი. იგი ვერ იტანდა როცა მას უყურებდნენ როგორც ყველა ვოკალისტს და უწერდნენ სიმღერებს ვიღაც დიდი ''ბიძები". როცა ავრილმა იმღერა სხვისი სიმღერები, მიხვდა რომ ეს მისთვის არ იყო და მას აუცილებლად უნდა ემღერა თავისი სიმღერები სხვანაირად არ გამოვიდოდა. ამის მერე იგი გადადის ლოს ანჯელესში და იწყებს ყველაფერს თავიდან. ავრილმა აქ გაიცნო პროდიუსერი Cliff Magness რომელიც სათავეში ჩაუდგა მის პროდიუსერების კომპანიას, ეს იყო კიდევ ერთი ბედის საჩუქარი. ავრილმა დაიწყო ბევრი ტექსტების წერა. პირველი მისი ხიტი იყო «Complicated» რომელმაც ადვილად დაიკავა აშშ–ს ჩარტებში პირველი ადგილი და არ დაუტოვებია ჩარტი შვიდი თვე. ახლა უნდა დალოდებოდნენ მის დებიუტის ალბომს რომ ამერიკა მიმხვდარიყო შოუ ბიზნესი აფეთქდა კიდევ ერთმა ბომბა. 


                                                        


    ალბომი «Let Go» 2002 წლის ივნისში დებიუტი ქონდა რვა სიმღერას, ტოპ 100 ბილბორდებში. და უკვე 5 კვირაში ალბომი გახდა პლატინის. ნახევარ წელში უკვე გაყიდული იყო 8 მილიონი ეგზემპლიარი. «Let Go» 2002 წლის დათვლით ყველაზე გასაყიდ ალბომებში მე–3 ადგილზე გავიდა «The Eminem Show» და «Nellyville» ალბომების შემდეგ. მეტი რა გინდა რო იყო ბედნიერი 18 წლის გოგონას? და ია ალბომი «Let Go»–ს ჩაწერაში მონაწილეობდნენ: Avril Lavigne — ვოკალი, გიტარა, Evan Taubenfeld — გიტარა, Mark Spicoluk — ბას–გიტარა, Matthew Brann — ბარაბანი. 


                                                     


აი ასე მისცეს შანსი 18 წლის გოგონას 2002 წელს დაეპყო მსოფლიო არაჩვეულებრივად კრისტალური ხმით. 17 მილიონი გაყიდული ალბომი და 8 გრემის ნომინაცია და კანადელი გოგონა ახლი ალბომით ბრონდება მსოფლიოს გასაოცებლად <> და თქვენ თუ გეგონათ ისევ ისეთი სიმღერებით როგორიც Let go ძალიან ცდებოდით. ეს ის გოგონა არ არის რომელიც ერთხელ მოპოვებულ წარმატებას ჯერდება, ალბომი იხსნება დრამატული ხიტებით «Take Me Away» და «Together» რომელშიც არ არის მძიმე გიტარის ელემენტები და კიდევ რადიო–ჰიტი «Don't Tell Me» რომელიც შესრულებულია დიდი ენერგეტიკით. ასევე არის სიმღერები «He Wasn't», «Who Knows», «Freak Out» და ჰიტები «Forgotten», «Nobody's Home», რომლებიც გვაჩვენებს ავრილის ბნელ და ამოუცნობ ბუნებას. <<მე ძალიან გავიზარდე ამ 2 წელში მორალურად>> თქვა ინტერვიუში ნაპანიდან გოგონამ. << მე ბევრი რაღაც გადავიტანე, ბევრი ვისწავლე, ბევრ ცუდ და კარგ ადამიანს შევხვდი სწორედ აი ამ ყველაფერზეა ჩემი ალბომი რომლებიც ჩემ გულთან ძალიან ახლოსაა>> ამ ალბომმა ძალიან დიდი პოპულარობა მოუტანა ავრილს მთელს მსოფლიოში გაუჩნდნენ მილიონობით ფანები, პაპარაცები უშლიდნენ ნერვებს. მაგრამ ასე ადვილი არ იყო ყველაფერი როგორც თქვენ გგონიათ. ავრილს დაუწყო თვალთვალი 31–წლის სიეტლის მცოვრებმა James Speedy. იგი დაყვებოდა ავრილს ყველგან და თავს არ ანებებდა. ხოლო შემდეგ იგი ჩააჯინეს ციხეში 30 დღით და აუკრძალეს მიახლოვება ავრილთან 1 კილომეტრზე. ალბომის «Under my skin» გამოსვლის შემდეგ ჯგუფი დატოვეს გიტარისტებმა Evan Taubenfeld და JESS KOLBURN. მაგრამ მათი ადგილი მაშინვე დაიკავეს DEVIN BRONCON და KREIG WUDE–მა. ჯგუფის გაახლების შემდეგ მაშინვე გაემგზავრნენ ახალ ტურში "Bonez Tour”. ჯგუფის სტილის შეცვლამ გააჩინა ახალი გულშემატკივრები <<ადრე უმეტესობა ჩემი გულშემატკივრებისა წარმოადგენდნენ მოზარდები სკოლის მოსწავლეები ახლა კი ჩემ კონცერტებზე ვხედამ უფრო დიდ ხალხს და ჩემხელა თინეიჯერებს>> ამბობს ავრილი ინტერვიუში <<და მე ეს მომწონს>>. ტური გაგრძელდა 1 წელი და მომღერალს მოუტანა დიდი გამოცდილება. უკვწ ჩანდა რომ ავრილი იზრდებოდა როგორც შემოქმედი ისე როგორც ქალი. იგი ინტერვიუებში არნიშნავდა რომ <<ყოველ ტურში და ყოველ კონცერტზე მე უფრო ვიზრდები, ვსწავლობ და ვასწორებ შეცდომებს. მე ვგრძნობ რომ ჩემი შოუები უფრო და უფრო კარგი ხდება. მაშინ მე ვიყავი17 წლის გოგონა თავზეხელაღებული, გადარეული მაგრამ ახლა–მე ვარ ქალი>> და ამ ქალს მაშინვე თვალი დაადგა პანკ–ჯგუფის Sum 41 ვოკალისტმა დერეკ უიბლიმ. 


                                                  


    15 ივნის ისინი ოფიციალურად გახდნენ ცოლ–ქმარი, მათი ქორწილი გაიმართა კალიფორნიის შტატ "Montecito". მთელი 2006 წელი ავრილმა გაატარა წითელ ხალიჩაზე, დაჯილდოებებზე და იღებდა სურათებს მოდურ ჯურნალებში. ამ დროს პრესისთვის ხდება ნაცნობი რომ შემდეგი ალბომი გამოვა დაახლოებით 2007 წლის შემოდგომაზე. კიდევ ერთხელ იცვლება ჯგუფი, დარჩა მარტო სოლო–გიტარისტი დევინ ბრონსონი, მაგრამ მოვიდნენ ოლ ბერი(ბას–გიტარა), სტივ ფერლაცო(კლავიშები), ჯიმ მაკგორმანი(რიტმ–გიტარა) და როდნი ხოვარდი(ბარაბანშიკი). აგრეთვე ჯგუფს დაემატა ორი ლამაზმანი სოფი და ლინდსი(ცეკვა და წამღერება) 


                                                                     


    ალბომის ჩაწერაში მონაწილეობას იღებდნენ დერეკ უიბლი (Sum 41), ტრევის ბარკერი(Blink 182) და პროდიუსერების კომპანია დოკტორ ლუკ, ბუჩტა იოლკერი და რობა კავალო. <<ალბომის ჩაწერის დროს ჩვენ ვერთობოდით, დავცინოდით ერთმანეთს, რეებს აღარ ვაკეთებით ეს ალბომის ჩაწერა კი არა ცირკი იყო, მე არასდროს არ მიმიღია ასეთი სიამოვნება ალბომის ჩაწერის დროს>> დისკის დასახელება იყო «The Best Damn Thing» ითარგმნება როგორს <<საშინლად მაგარი ნივთი>> და შეუძლია დაგამწუხროს და აგატიროს ბალისში, აგრეთვე დაგაყენოს ძაან მაგარ ხასიათზე, "გაგაგიჯოს". ამ ალბომის სიმღერები სრულიად განსხვავდება სხვა ალბომებისგან. Girlfriend რომელშიც შეტანილია პატარა ელემენტები pop-punk და R’n’B. ამ ალბომში შესულიაKeep Holding On, When You’re Gone და Innocence რომელის ტექსტიც პირდაპირ გულში ურტყავს. Girlfriend, Everything Back But You, რომლებიც საოცრად არმგზნები სიმღერებია, საოცარი ენერგეტიკით. 2007 წელს დაიწყო ახლი ტურნე, რომელიც ახლაც გრძელდება, იმედი ვიქონიოთ რომ საქართველოშიც ჩამოვა ავრილი და ეს იქნება ყველაზე მაგარი The Best Damn Thing მთელი ტურნეს განმავლობაში. 
კატეგორია: ბიოგრაფიები | ნანახია: 714 | დაამატა: HazzasBitch❤ | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]