5:27 PM ჩემი ჩანახატი | |
*** ჩემი ერთ-ერთი უსახელო ჩანახატი. იმედია მოგეწონებათ. ![]() ![]() ყველაფერი ლამაზი და საინტერესო ხდება როდესაც, არ იცი ან არ იცნობ და არ ხარ მასთან ახლოს. შორიდან დანახულიც თვალს სიამოვნებს და დაკვირვებული თვალი ცდილობს არასასიამოვნოს აღმოჩენას და შემჩნევას. ![]() სიჩუმე ინარჩუნებს იდილიას. ის უფრო და უფრო ვერ წყვეტს თვალს იმ სამყაროს. სამყარო , რომელიც მხოლოდ სარკმლის მიღმა მდებარეობს. სამყარო- რა ფართო მცნებაა. მართლაც რა რთულია ყველაფერი იქიდან გამომდინარე, რომ გვიჭირს , მარტო სიტყვის გაშიფრვაც კი. ![]() დგას და გასცქერის ლურჯ ცას რომელიც იმედის სახით ესახება თვალ წინ. დგას და შეჰყურებს იმ თეთრ ქათქათა ღრუბლებს რომლებიც სისპეტაკეს წააგავს. შრიალა ჭადრის ხეების მწკრივს რომელიც სამყაროს გულის ცემას წააგავს. ![]() ყველაფერი ცოცხალია, ყველაფერი სუნთქავს. მხოლოდ მასშია რაღაც უცნაურია , რომელიც გულს უღრღნის და აღაშფოთებს მას. ნეტავი , რა დამართვნია მას , სიცოცხლით სავსეს , ნაზს და ნარნარი სულის პატრონს?! ნეტავი რა , და რჩება კითხვა - ვინ იცის რამდენ ხანს გაგრძელდება ასე? იქნებ ძალიან მალე შეიცვალოს მისი არსი , ისე როგორც მას სურს. ისე , როგორც ჩანაფიქრი დახატულა გონებაში. იქნებ დიდი წყენა აწუხებს და დავიწყებას ცდილობს? ვის შეუძლია ყველაფრის გამოსწორება? ვის? ![]() იხურება ფანჯარა და ყველაფერი წყდება. უკვალოდ ამ ქვეყანაზე არაფერი არ დანგრეულა, და იმედს არც არავინ მიუტოვებია. ![]() | |
|
სულ კომენტარები: 3 | |
|