მთავარი » 2013 » იანვარი » 17 » ჩემი ჩანახატი
11:19 AM
ჩემი ჩანახატი
ცხოვრება თამაშს წააგავს და ახლაც კი როცა უღონოდ დგას და მისჩერებია თავის მტერს. მხოლოდ ერთი გასროლა და ამით ყველაფერი დასრულდება. მაინც რამდენს ნიშნავს, როდესაც ვიღაცის ბედი შენზეა დამოკიდებული. სიბრაზით უთრთის სისხლისფერი ტუჩები. თვალები უღონოდ დასიები, ამდენი იმედ გაცრუებისაგან. ვინ იცის რატომ ხდება ამდენი სიბოროტე მის გულში? იქნებნ სულა არაა ასეთი... დიახ ეს ცხოვრების ბრალია, რომლემაც ბევრჯერ უმტყუნა. ახლაცკი მუხლმოუკვეთელად დგას და იბრძვის იმისთვის, რომ საბოლოოს მოუღოს ბოლო ყველა დამცირებას, მაგრამ არა... რაღაც იცვლება, ისე კვლავ ურხევათ დგას, თითქოს რაღაცას უცდის, სულ უფრო და უფრო მძვინვარებს დაძაბულობა, ელისი თვალებიდან ცეცხლის ნაპერწკლებს ისვრის და ცდილობს რაღაც არაადამიანურს შეეწინააღმდეგოს... დიახლ მასში ახლა ადამიანი და დემონი ერთმანეთს ებრძვის, როოგრ მთელი ცხოვრების მანძილზე.... წამით ადამიანობა სძლევს, მაგრამ ეს მხოლოდ წუთით არის ასე, ამის შემდეგ კვლავ ბრუნდება მასში ის დემონი, რომელიც წლების წინ ჩასახლდა... ვისღა აინტერესებს სიმართლე, ახლა ამ წრის მიღმა ყველაფერი დახშულია, მხოლოდ ორი პირისპირ გაილაშქრებენ, მაგრამ მოგებულს არავინ მოელის... თამაში სულ უფროდა უფრო აზარტში შედის, ყველაფერი საინტერესოა, ის დაძაბულობაც კი საინტერესო იერს სძენს... ცხოვრებაც ხომ თამაშია, ჯერ მეტოქეებს იცილებ და შემდეგ მთავარ მტერს პირისპირ ებრძვი, მაგრამ ასეთ მომენტებში ხდება იმ ფიქრების გაღვიძება, რომელიც მთელ სხეულს ებრძვის და ეწინააღმდეგება... ელისი ადგილზე კანკალებს და ცდილობს ბოლო მოუღოს ამ ყველაფერს, თუმცა გოგონას ხელები არ ემორჩილება, მხოლოდ ახლა ამჩნევს, როგორ უთრთის სხეული ყინვისაგან, თითქოს ძალა ეცლება და ასეთი დასუსტებული, მთლიანად სხეულს მიენდობა... უშედეგოდ უშვებს იაღარს და ისევ ადგილზე ქვავდება...
   და მაინც მთავარი ის არ არის გქვია თუ არა ადამიანიი, არამედ რამდენად ასრულებ შენს მოვალეობას და რამდენად ხარ ადამიანი...
Tumblr_lzrai6ivzo1qjfmbxo1_500_large

კატეგორია: ჩანახატები ♥ | ნანახია: 909 | დაამატა: missponchishka | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 4

(2013-01-17 3:32 PM)
ara ar medo smile dges davweretqo