მთავარი » 2013 » იანვარი » 17 » ჩემი ლექსების კრებული
11:46 AM
ჩემი ლექსების კრებული

უჩვეულო ფიქრები, ყინვის მწარე წვეთები!
ღიმილიც კი მომშორდება, შენ კი ისევ ქრები
მე ყოველთვის ვიკარგები, ამ უძირო მიწაზე,
როგორ მინდა ახლა იჯდე ზღვის ნაპირის სილაზე...
ნაბიჯი,ახალი ცხოვრების წიაღზე
მე ხომ ახლა აღარ დამწვავს შენი სახის სინაზე
მე არ მინდა ვიცოდე, რომ, ახლა ისევ ტირი
მე შენთან ვარ სამუდამოდ შენ ეს კარგად იცი...
ოღონდ, როცა დამივიწყებ იგივეს ნუ მთხოვ,
ამ სტრიქონის ბოლოს ვიტყვი მეყვარები სულ!..

Rainy_mood_2_by_jericho1405-d3ckz7n_large
ცხოვრებაში ყველაფერი მაოცებს,
მაშინაც თუ ანგელოზი მაკოცებს.
თუ ცხოვრება ჩამომიგდებს ღუზას,
გავჩერდები, თვალს გავავლებ მუზას.

სტეფანწმინდას ავუყევი გზაში,
სალოცავი დავინახე მთაში...
ჩემს ცხოვრრებას მე მივანდობ რწმენას!
ცოდვებისთვის მოგიტევებთ ყველას...

ჩემს ურწმუნო ცხოვრებას გადავაგდებ ზღვაში...
როგორ მინდა ანგელოზი ამომიდგეს მხარში...
ცხოვრებაში ყველაფერი მაოცებს,
მაშინაც თუ ანგელოზი მაკოცებს...

ბერდები, ტკივილი გითეთრებს თმას!
ბერდები, ნაოჭი გიმშვენებს კანს!
ცხოვრება სულ მუდამ დაგანახებს გზას...
არაფერი არ მოგირჩენს, მაგ სევდიან კვალს.
მერე რა რომ გტკივა, მერე რა რომ გძულს?
მერე რა რომ არ იცინი ცხოვრება ხომ გსურს?
ერთი სიტყვა გულს მოგილბობს, დაგისველებს თვალს.
ცრემლები, ხომ არ ჩერდება გაგრძელდება სულ.
სადღაც მაინც გაიღიმებ ვიცი ეს შენ გსურს,
მჯერა მაღლა გავფრინდები გავაღიმებ სულს.

უცბად იწყება, მალევე ქრება!
ყველაფერი ადრეა, ისევ რაღაც კვდება...
ჩამკიდე ხელი, გამომყევი მაღლა,
ყველაფერი აქ მთავრდება, შენ ბრუნდები დაბლა...
სადღა ხარ? არ ჩანხარ, არ გჭირდები კვლავ?
ნუ მიდიხარ, ნუ გაქრები! შენ ამ გულსაც კლავ!
სევდა ხარ, ტკივილი, მაინც მუდამ ტკბილი!
ისევ სადღაც გაფრინდები, დამივიწყებ ვიცი...
ტირიხარ? ნუ ტირი არ მიგაგდებ არსად,
ამ უბრალო სიტყვებსაც მე მოვისვრი სადღაც.
გჭირდები? მჭირდები მოდი ვიყოთ ერთად.
ყველაფერი დასრულდება, თუ იქნები ჩემთან.

ჩაიხედე თვალებში, რატომ ხედავ ცას?
სად გარბიხარ, ნუ ტირიხარ დაელოდე გზას!
შემომხედე არ დამტოვო, ნუ გააქრობ კვალს,
სხვა არავინ არ მჭირდება, შენ მაჩუქებ ხსნას...
შემომხედე თვალებში..! რატომ ხედავ ცას?
იმიტომ , რომ მართალი ვარ, შენ სჭირდები მას...

მე ყველაფერს ვარქმევ თავისუფლებას!
მე გავკარი უცენზურო ცხოვრებას!
მე მინდა, რომ გავაბოლო პლანი,
შენ გამიღე შენი გულის კარი.

მე გამსვარა ამ უნიჭო ცხოვრებამ.
მე გამიხდა ფუჭი, ჩემი ცხონება.
ისევ სიბნელე, ისევ ცარელა გული,
მწარე ოხვრა და არაყის სუნი.

პლანი აბოლებს, სითბოს ვაბოლებ.
ისევ არაყში ტანჯვას ვაყოლებ!
მე ყველაფერს ვარქმევ თავისუფლებას!
მე გავკარი უცენზურო ცხოვრებას!
ცხოვრება პიკს უახლოვდება!
მაგრამ კარგი არაფერი არ ხდება!
ახლა რას ვიზამ ფარხმალს დავყრი?
არა.... მე ისევ ამაყი გავხდი!

მე ისევ ისა ვარ, მაგრამ ვარ დიდი
მე ხომ არ მინდა, რომ გავხდე სხვისი!
მაღლა ავხედავ და ვნახავ ჩიტს!
სადღა მიდიხარ...? ეძახი ვიის?

უკვე დაბნელდა, გული აღელდა.
ისევ მარტო ხარ, ეძახი ჩიტს!
ისევ გაწვიმდა, მიწა დასველდა!
მაღლა ავხედავ და ვხედავ სხივს.


ისევ გეძახი, მაგრამ არ მიღებ კარს,
ისევ უგონოდ არ მივზდევ სხვას!
სხივი გაქრება, სითბო დარჩება,
მაგრამ ჩემს გულში ისევ არ თბება..

ქვეყანას სხივი ისევ მოსწყდება,
მასთან კი ჩემი ნატვრაც მოკვდება!
მაღლა ავხედავ და დავინახავ ვის?
მასვე გავყვები და გავერევი სხივს!
ცხოვრებ...! ისევ უბრალო სიტყვები 
ფიქრები, რომლითაც არავინ ვიქნები!
ხან მაღლა ვივლი, ხანაც დაბლა, 
მაგრამ მნიშვნელობა არ აქვს, სადრაც ხომ ვიქნები.
ხან მიყვარს, ხანაც უბრალოდ მძულს
ხანაც მარტო ვარ, ისევ რაღაცა მსურს.
ზოგჯერ ვიღაცა ფეხქვეშ გამთელავს!
მაგრამ ცხოვრება არც მაშინ არ მთენთავს!
ბილწი სიტყვები...! ირგვლივ ბინძური ტკივილი!
ხალხის სიცილი, ფუჭი უბრალო სიტყვები,
გულსაც სიბილწე ისევ ედება,
მაგრამ ყველაფერს რწმენა ერევა!
მინდა სიმშვიდე... სიტყვების ნაცვლად!
მინდა ქმდება, ოცნების ხარჯად
მინდა გზა... წმინდად გავლილი დაბლა,
მაღლა კი ლოცვა... კარგი დარჩება მარად...

სულ ეს იყო :))) შემიფასეთ...
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1066 | დაამატა: missponchishka | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 1

(2013-01-22 4:58 PM)
nu shen xom chemi poeti xar!..:'( miyavrxar dzalianda chemi azri ukve ici amleqsebze!..♥