მთავარი » 2013 » მარტი » 4 » ჩემი მორიგი ჩანახატი ))))
5:24 PM
ჩემი მორიგი ჩანახატი ))))
Tumblr_mbjh0mywp61qfm87to1_500_large
ცრემლები იღვრება, წამები არ ჩერდება. ვზივარ ბოლოში, ჩემთვის, თეთრ ხის მეხრთან და უაზროდ შევცქერი პატარა ოთახს, რომელსაც აგერ უკვე მერვე წელია სხვადასხვა თვალით ვუყურებ, ოთახი, რომელიც დღითიდღე პატარავდება და კარგავს აზრსს. მახსენდება ის დღე, როდესაც პირველად შემოვაბიჯე ამ უზარმაზარი შენობის სივრცეში. ამ მწვავე ფიქრებიდან ისევ რეალობას ვუბრუნდები. წიგნის ქვეშ დამალულ მობილურს, შევცქერი და ვცდილობ თავისუფლებამდე დარჩენილი წუთები გავწელო. ისევ ჩამქვრალი მობილურის დიდ ღილაკს ვაჭერ თითს და ვუყურებ  გამოსახულ ციფრებს, რომლებიც გაუნძრევლად ამშვენებს ჩემი მობილურის ეკრანს, სულ ცოტახანი და თავისუფლება დაიწყება, თუმცა ეს "ცოტახანიც" საუკუნოდ გრძელდება.ხანში შესული,  ალაგ-ალაგ ჭაღარა შეპარული ქალი ისევ განაგრძობს საუბარსდა ამდენ სახეს შორის, მხოლოდ ორიდეს თუ ეტყობა ინტერესი იმ საკითხის მიმართ, რომელსაც ქალბატონი დიდი გულისყურით გვიყვება.  არადა სინამდვილეში, სახეებს მიღმა ყველა სადღაცაა გაპარული, ყველა ოცნებებსა თუ ფიქრებშია ჩაძირული. თვალი რუკისკენ გამირბის, შემდეგ კედლისკენ, შემდეგ ისევ კარადისკენ, ფანჯრისკენა, უი წვიმს... რა კარგია თოვლი მარტში )) არადა მთელმა ზამთარმა ისე ჩაიარა, რომ ჩემს პატარა ქვეყანას თოვლი  არ "ღირსებია"თვალი ისევ მობილურის ეკრანზე გამოსახული ციფრებისკენ გამირბის, ახლა რაღაცაზე გაუჩერებლივ ვიღიმი, თუმცა არ ვიცი რაზე. წამით დავფიქრდი თუ რითი ვიქნებოდი დაკავებული სწორად ამ დროს, ოღონდ იმ შემთხვევაში თუ სულ პატარა, მამიკოს გოგონა ვიქნებოდი. ალბად მამიკო ისევ ზოოპარკში გამასეირნებდა, შემდეგ ჟირაფთან ერთ ორ ფოტოს გადამიღებდა და მეც სასწრაფოდ მოვშორდებოდი გალიას რაათა ჟირაფს ჩემთვის არ ეკბინა (:დ) მაშინ, ხომ სასტიკად მეშინოდა ზოოპარკის გალიაში გამოკეტილი ცხოველების. ესეც ასე... ცხოველები ვნახეთ, და ახლა ალბად მამიკო ჩემთვის სასურველ "კარუსელზე" შემსვავს და შემდეგ შორი ჰორიზონტიდან, ხელს დამიქნევს, მეც ღიმილით და დიდი აღფრთოვანებით გავხედავ.  ისევ გამოვყავარ ფიქრებიდან, ხანში შესული ქალის, ახლა უკვე ბრაზნარევ ხმას. ისევ საათს მივაშტერდი. "ღმერთო ჩემი რა ნელა გადის დრო". მიუხედავად იმისა, რომ ამხელა მანძილით უკან გადავვინაცვლე ასევე მალე დავეშვი რეალობის ნაკვალევზე. 
"ფრონომენტრაჟი" "ეროზია" ისევ ჩემთვის უინტერესო თემები, არა ჯობია ისევ ფიქრი გავაგრძელო, თორემ ამ ქალის სმენა ჭკუიდან შემშლის, თუმცა არ გამომდის, საშინლად მომწყინდა, ისევ ცრემლები მადგება, მაგრამ ვცდილობ საათზე ყურებით გავირთო თავი და ახლა უკვე წამში 5-ჯერ მაინც გავხედავ ჩემი მობილურის ეკრანზე არსებულ ციფრებს. იქნებსაათი წინ გადავწიო? არა ესეც არ უშველის, ისევ სულელური აზრები მაწუხებს. აღარ ვიცი რა ვაკეთო, მერხზე ერთ, რვეულს შევვავლე ხელი და გაუჩერებლივ ვფურცლავ. დავიღალე.. ოთახში შემოღწეული სინათლე თვალებს მიწვავს, ამიტომ თავი მერხზე დავდე და კედელს მივაშტერდი. ისევ მეთვლიმება, ისევ ვიკავებ მწარე ცრემლებს, რომელიც ჯერ კიდევ ღამის 4 საათზე ცამიდგა თვალში და მას შემდეგ არ ვაძლევ თავისუფლად გზის გაგრძელების უფლებას. რამდენჯერმე წიგნში ჩავიხედე, თუმცა ისევ ფიქრების ახალი კორიანტელი მიპყრობს და საბოლოოდ ჩემი სტიქიიდან გამოვყავარ ზარის ნანატრ ჟღერადობას, რაც გზას მიხსნის თავისუფლებისკენ და როგორც იქნა  ჯერ კიდევ რამდნეიმე საათის წინ ჩამდგარი ცრემლი  უკვე ჩემ გაყინულ ლოყაზე ეცემა...
კატეგორია: ჩანახატები ♥ | ნანახია: 1003 | დაამატა: missponchishka | რეიტინგი: 5.0/3
სულ კომენტარები: 3

(2013-04-20 6:09 PM)
ee es me ar vicodii cry
dzaan dzaan maagria ♥ ♥ ♥