მთავარი » 2012 » დეკემბერი » 29 » ჩვენ შევქმენით ერთმანეთი..!
8:55 PM
ჩვენ შევქმენით ერთმანეთი..!

დავიღალე...

დამღალა მარტო ხეტიალმა..
დამღალა სევდამ.. ტკივილმა.. ცრემლმა..
რატომ უნდა მტკიოდეს სული!..
რატომ არ მანებებს ეს ტკივილი თავს..
რატომ მადევს ეს სევდა გულზე ლოდივით და რატომ ვერ ვიშორებ..
გაუთავებელი კითხვები რომლებიც სულ მუდამ პასუხის ძიებაში არიან მაგრამ ვერ პოულობენ..


დამღალა მარტოობამ..
მინდა მეც მიყვარდეს და ვუყვარდე...
მინდა მეც ვიგრძნო ბედნიერება..
მინდა ვხედავდე სამყაროს სიყვარულის ფერებში
და არა შავ-თეთრი, გახუნებული ჩრდილებით..
ჩემ ტკივილს ვერავინ გრძნობს..
ვერავინ გებულობს...


მე თუ ვიღიმი მხოლოდ იმიტომ რომ ჯერაც შემწევს ძალა გავუმკლავდე სევდას..
თუმცა ღიმილზე მეტს ხომ თვალები ამბობენ..
თვალები კი უკვე ვეღარ მალავენ სევდას..
ერთხელ მაინც შემომხედეთ თვალებში.. მხოლოდ ერთხელ..
იქნებ მერე მაინც იგრძნოთ ის ტკივილი...
ის სევდა..
რომელიც ყოველ ღამე ცრემლებს გადმოაქვთ ბალიშზე..
თუმცა არა..
თქვენ ამას ვერასოდეს გაიგებთ..
ვერასდროს იგრძნობთ..
რადგან თქვენ არ განიცდით იმას, რაც მე უკვე დიდი ხანია
მკლავს..
მახრჩობს..

მანადგურებს..

1))თაროზე შემოვდე გრძნობათა წიგნაკი, რომელშიც, ოდესღაც ფაქიზად ჩავხატე პირველი შეხვედრა, და პირველ სიტყვაში პირველი მუდარა, მოდი და დამხატე.. ♥
2))ხომ არიან ადამიანები... რომლებიც დგანან, მუდამ ერთ მხარეს, ერთ კუთხეში, ან სულ ერთ სახლთან ყოველთვის ცალკე...როგორც ხეები. თითქოს რაღაცის, ან ვიღაცის არ დაბრუნებას, ასე მარტონი ეგუებიან..
3))მენატრება უსაშველოს, უსაზღვროდ...მენატრება იმდენი ხანია, რომ ამ გრძნობას ვეღარ ვგრძნობ...უბრალოდ ჩვევად მექცა...♥
4))♥მიყვარხარ, როცა იღიმი მხოლოდ იმიტომ, რომ მე გამაღიმო..
5)) ასე ამბობენ დრო არისო ყოვლის მკურნალი ,დრომ ვერ გამკურნა მე არ მყოფნის ამის უნარი..რომ შევებრძოლო უსამართლობას,არ მყოფნის ძალა არც ბოროტება შემიძლია ღმერთი მიკრძალავს.. !
6))ეშინია, სიკვდლის ეშიინია. კი არ ეშინია, უბრალოდ არ უნდა.... იმიტომ არ უნდა, რომ ვინც უყვარს მოენატრება.... მარტო არ უნდა....!
7))ჩვენ ერთმანეთის სულის ნაწილებს ვატარებთ ... და არასოდეს !! გესმით? სიშორის გამოც კი, არასოდეს დავკარგავთ ერთმანეთს ♥ !! )
8))როგორც კი შენი სულის ძახილს აჰყვები ისეთი აღარ ხარ,როგორიც სხვებს უნდიხარ
9))ზამთარს როდესაც ვიხსენებ, თვალზე ცრემლები მომდის, დედა წვებოდა პირველი და ბავშვს მითბობდა ლოგინს, ახლა საფლავთან ვდგავარ და უნებურად ვფიქრობ, ისევ პირველი წავიდა, ალბათ სამარეს მითბობს...!!!
10))სიყვარულია როცა გინდა უამრავი რამ უთხრა მას..მაგრამ როდესაც ის გიყურებს თვალებში და უჭირავს შენი ხელები ყველაფერი შენს ცხოვრებაში აზრს კარგავს გარდა იმისა რომ იყო იმ მომენტში იმ ადამიანთან..<3 ..........

v>
კატეგორია: სხვა | ნანახია: 797 | დაამატა: Miss_Jonas | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]