მთავარი » 2013 » მარტი » 3 » Happy Mother's Day
1:40 AM
Happy Mother's Day


საღამოს კარზე დარეკა ზარმა.

ასე გვიან, თანაც  ასე გაუფრთხილებლად

ჩვენთან არავინ აღარ მოდის.

კითხვა შევწყვიტეთ, კარს ფეხაკრეფით მივუახლოვდით

და მოსულს ვკითხეთ, ვინ იყო ან რა სულიერი,

სამოყვროდ თუ სამტროდ მოვიდა.

 

არ გამოვიდა როგორც ზღაპარში.

აბრეშუმის გზა წიგნიდან არ ჩამოიშალა.

არც ხახვის ფურცლებს მოუყვანია ჩვენთან ვინმე გზააბნეული.

რომელსაც ჯერ შევიფარებდით და მერე იქნებ შეგვყვარებოდა.

 

ცივმა და ბოხმა ხმამ გამოჟონა რკინის კარში –

ეს იყო უბნის ინსპექტორი.

შავ დავთარში კი მოინდომა იმის ჩანიშვნა,

სახლში ვინ და რატომ ვცხოვრობდით.

გვქონდა თუ არა სამსახური.

გვყავდა თუ არა ოჯახში კაცი.

ჩავაწერინეთ  სავალდებულო სტატისტიკა.

თარიღები –  ზამთრის, ზაფხულის.

სამსახურიც – ომახიანად.

მკითხა ხელფასიც –  მოკრძალებით.

ვთქვი, გაუკვირდა, აწია წარბი, დაიწუწუნა...

ამხელა ფართი.. და მარტო ცხოვრობთ?

წაიოცნება. აგვზომ–დაგვზომა.

 

მე კი ვუთხარი:

მე ვარ მარტოხელა დედა.

სრულიად არაშემთხვევით.

 

და ნუ შეგშურდებათ ჩემი ფული.

და ნუ შეგშურდებათ ჩემი სახლი.

და ნუ შეგშურდებათ ჩემი სამსახური.

არამედ

შეეცადეთ გაიგოთ:

ეს ყველაფერი მაქვს ასევე არაშემთხვევით.

 

შემთხვევითი თქვენი ზარი იყო,

ისეთივე არასასურველი, როგორც

ზღაპრიდან სინამდვილეში კარის გასაღებად გაყოფილი ხელი.


დღეს ბევრ ქვეყანაში აღნიშნავენ დედის დღეს და მოდი მივულოცოთ "იქაურ” დედებს:-) თან ვნახოთ მსოფლიოს ქვეყნები თუ როდის აღნიშნავენ ამ ძვირფას დღესასწაულს

ნორვეგია-თებერვლის მეორე კვირას
ავღანეთი-8 მარტი
ალბანეთი-8 მარტი და 8 მაისი (მშობლების დღე)
აზერბაიჯანი-8 მარტი
ბაჰრეინი-21 მარტი (გაზაფხულის ბუნიობა)
ბოსნია და ჰერცოგოვინა-8 მარტი
ბულგარეთი-მაისის მეორე კვირა
ეგვიპტე-21 მარტი (გაზაფხულის ბუნიობა)
საქართველო-3 მარტი
ირანი-21 მარტი (გაზაფხულის ბუნიობა)
ერაყი-21 მარტი (გაზაფხულის ბუნიობა)
ირლანდია-ნასესხებში მეოთხე კვირა
იორდანია-21 მარტი (გაზაფხულის ბუნიობა)
კუვეითი-21 მარტი (გაზაფხულის ბუნიობა)
ყირგიზეთი-8 მარტი
ლაოსი-8 მარტი
ლიბანი-21 მარტი (გაზაფხულის ბუნიობა)
ლიბია-21 მარტი (გაზაფხულის ბუნიობა)
მაკედონია-8 მარტი
მოლდოვა-8 მარტი
მონტენეგრო-8 მარტი
ნიგერი-ნასესხებში მეოთხე კვირა
ომანი-21 მარტი (გაზაფხულის ბუნიობა)
რუმინეთი-8 მარტი
საუდის არაბეთი-21 მარტი (გაზაფხულის ბუნიობა)
სერბეთი-8 მარტი
სლოვენია-25 მარტი
სუდანი-21 მარტი (გაზაფხულის ბუნიობა)
სირია-21 მარტი (გაზაფხულის ბუნიობა)
უკრაინა-8 მარტი
გაერთიანებული არაბთა საემიროები-21 მარტი (გაზაფხულის ბუნიობა)
დიდი ბრიტანეთი-ნასესხების მეოთხე კვირა
ვიეტნამი-8 მარტი
იემენი-21 მარტი (გაზაფხულის ბუნიობა)
სომხეთი-7 აპრილი
ნეპალი-24 აპრილი
ალჟირი-მაისის ბოლო კვირა
ავსტრალია-მაისის მეორე კვირა
ბაჰამის კუნძულები-მაისის მეორე კვირა
ბანგლადეში-მაისის მეორე კვირა
ბარბადოსი-მაისის მეორე კვირა
ბელგია-მაისის მეორე კვირა
ბელიზი-მაისის მეორე კვირა
ბერმუდი-მაისის მეორე კვირა
ბოლივია-27 მაისი
ბრაზილია-მაისის მეორე კვირა
ბრუნეი-მაისის მეორე კვირა
ბურმა-მაისის მეორე კვირა
კანადა-მაისის მეორე კვირა
ჩილე-მაისის მეორე კვირა
ჩინეთი-მაისის მეორე კვირა
კოლუმბია-მაისის მეორე კვირა
ხორვატია-მაისის მეორე კვირა
კუბა-მაისის მეორე კვირა
კვიპროსი-მაისის მეორე კვირა
ჩეხეთი-მაისის მეორე კვირა
დანია-მაისის მეორე კვირა
დომინიკა-მაისის მეორე კვირა
დომინიკელთა რესპუბლიკა-მაისის ბოლო კვირა
ეკვადორი-მაისის მეორე კვირა
ელ სალვადორი-10 მაისი
ესტონეთი-მაისის მეორე კვირა
ეთიოპია-მაისის მეორე კვირა
ფიჯი-მაისის მეორე კვირა
ფინეთი-მაისის მეორე კვირა
საფრანგეთი-მაისის ბოლო კვირა
გერმანია-მაისის მეორე კვირა
განა-მაისის მეორე კვირა
საბერძნეთი-მაისის მეორე კვირა
გრენადა-მაისის მეორე კვირა
გვატემალა-10 მაისი
ჰაიტი-მაისის ბოლო კვირა
ჰონდურასი-მაისის მეორე კვირა
ჰონგ კონგი-მაისის მეორე კვირა
უნგრეთი-მაისის პირველი კვირა
ისლანდია-მაისის მეორე კვირა
ინდოეთი-მაისის მეორე კვირა
იტალია-მაისის მეორე კვირა
იამაიკა-მაისის მეორე კვირა
იაპონია-მაისის მეორე კვირა
სამხრეთ კორეა-8 მაისი (მშობლების დღე)
ლატვია-მაისის მეორე კვირა
ლიხტენშტეინი-მაისის მეორე კვირა
ლიტვა-მაისის პირველი კვირა
მაკაუ-მაისის მეორე კვირა
მალაიზია-მაისის მეორე კვირა
მალტა-მაისის მეორე კვირა
მავრიტანია-მაისის ბოლო კვირა
მექსიკა-10 მაისი
მოროკო-მაისის ბილო კვირა
მოზამბიკი-მაისის პირველი კვირა
ჰოლანდია-მაისის მეორე კვირა
ახალი ზელანდია-მაისის მეორე კვირა
ნიკარაგუა-30 მაისი
პაკისტანი-მაისის მეორე კვირა
პაპუა ახალი გვინეა-მაისის მეორე კვირა
პარაგვაი-15 მაისი
პერუ-მაისის მეორე კვირა
ფილიპინები-მაისის მეორე კვირა
პოლონეთი-26 მაისი
პორტუგალია-მაისის პირველი კვირა
პუერტო რიკო-მაისის მეორე კვირა
სენტ კიტსი და ნევისი-მაისის მეორე კვირა
სენტ ლუსია-მაისის მეორე კვირა
სენტ მარტინი-მაისის მეორე კვირა
სენტ ვინსენტი და გრენადინები-მაისის მეორე კვირა
სამოა-მაისის მეორე კვირა
სინგაპური-მაისის მეორე კვირა
სლოვაკეთი-მაისის მეორე კვირა
ესპანეთი-მაისის პირველი კვირა
შვედეთი-მაისის ბოლო კვირა
შვეიცარია-მაისის მეორე კვირა
ტაივანი-მაისის მეორე კვირა
ტანზანია-მაისის მეორე კვირა
ტოგო-მაისის მეორე კვირა
ტრინიდადი და ტობაგო-მაისის მეორე კვირა
ტუნისი-მაისის ბოლო კვირა
თურქეთი-მაისის მეორე კვირა
უგანდა-მაისის მეორე კვირა
ა.შ.შ-მაისის მეორე კვირა
ურუგვაი-მაისის მეორე კვირა
ვენესუელა-მაისის მეორე კვირა
ზამბია-მაისის მეორე კვირა
ზიმბაბვე-მაისის მეორე კვირა
კენია-ივნისის ბოლო კვირა
ლუქსემბურგი-მაისის მეორე კვირა
მონღოლეთი-1 ივნისი (დედის და ბავშვების დღე)
კოსტა რიკა-15 აგვისტო
ტაილანდი-12 აგვისტო (დედოფალ სირიკიტის დაბადების დღე)
არგენტინა-ოქტომბრის მესამე კვირა
ბელორუსი-14 ოქტომბერი
მალავი-ოქტომბრის მეორე ორშაბათი
რუსეთი-ნოემბრის ბოლო კვირა
ინდონეზია-22 დეკემბერი
პანამა-8 დეკემბერი


დედის დღე

imageუკვე 12 წელია, საქართველოში 3 მარტი, როგორც დედის დღე, ისე აღინიშნება. 1991 წელს, საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას გადაწყვეტილებით, უზენაესმა საბჭომ დაადგინა, რომ დედის დღეს ქალთა საერთაშორისო დღე - 8 მარტი უნდა შეეცვალა. თუმცა ამჟამად ორივე დღესასწაული ცალ-ცალკე მაინც აღინიშნება. "8 მარტს" საფუძველი XX საუკუნის დასაწყისში ჩაეყარა და სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები თითქმის მთელი მსოფლიოს მასშტაბით აღნიშნავენ. რა თქმა უნდა - საქართველოშიც, ოღონდ, ყველა სხვადასხვაგვარად...
ავთო ცქვიტინიძე, დიზაინერი:
- 3 მარტი არაჩვეულებრივი დღეა. ყველა დედა თავისებურად ღელავს და ზრუნავს შვილებზე, მეუღლეზე და ეს დასაფასებელია. საერთოდ, დედა განსაკუთრებული ადამიანია და ყოველთვის სათუთად უნდა მოექცე. შეიძლება ბანალურია, მაგრამ ამ დღეს დედისთვის ყვავილების მირთმევა ერთგვარი მადლობაა იმისთვის, რომ ამქვეყნად არსებობ. რაც შეეხება ჩემს მეუღლეს, პატარა ანასტასიამ უკვე გაუკეთა ლამაზი მისალოცი ბარათი, რომელზეც აწერია - "დედა, მე შენ მიყვარხარ". ზედ ბევრი ყვავილი დაახატა და გულები დააწება. რა თქმა უნდა, ჩვენც მივეხმარეთ. ყველაზე დიდი საჩუქარი ალბათ ეს იქნება. 8 მარტს კი ჩემს მეუღლეს ყოველთვის სხვადასხვანაირ სიურპრიზს ვუკეთებ. ამ დღეს მაია დარსმელიძის დაბადების დღეცაა და ხშირად, იქ მივდივართ.

აჩი სოლოღაშვილი, მსახიობი:
- ყოველთვის ვცდილობ, 3 მარტი დედასთან ერთად აღვნიშნო. თუ ვერ ვახერხებ, საჩუქარი მაინც მიმაქვს. ტკბილეულის მოყვარულია და კარგი უცხოური შოკოლადით შემოვიფარგლები ხოლმე. აუცილებლად ვულოცავ ჩემი მეგობრების დედებს, ჩემი ბავშვობის მეგობარს, რომელიც ასევე დედაა და დაბადების დღეც აქვს. 8 მარტს კი, რომ გითხრათ, გამორჩეულად ვულოცავ ვინმეს-მეთქი, მოგატყუებთ. ალბათ, მეგობრებთან ერთად ვიქნები, თუ ერთ-ერთი პროექტი, რომელიც ამ დღესაა დაგეგმილი, ეთერში არ გავა. მიმაჩნია, რომ ყოველი დღე ქალებისაა. პირველ რიგში, თქვენ, ქალბატონები უნდა იყოთ კარგად, რომ კაცებმაც კარგად ვიგრძნოთ თავი.

ლიზა ბაგრატიონი, მომღერალი:
- როგორ აღნიშნავთ 3 და 8 მარტის დღესასწაულებს?
- ორიგინალურობით არ გამოვირჩევი. იმედი მაქვს, რომ 3 მარტს შვილი მომილოცავს, 8 მარტს კი - მეუღლე. საერთოდ, ბანალური ფრაზაა, მაგრამ ვეთანხმები, რომ კარგი იქნება, ეს დღესასწაულები ყოველდღე გვქონდეს ქალებს. თუმცა, თავისთავად იმ ფაქტს, რომ დღესასწაულია და მამაკაცები და შვილები ცდილობენ რაღაცით გაგვახარონ, მხოლოდ მივესალმები. დიდი სიამოვნებით შევიფერებ საჩუქრებს და მადლობას ვეტყვი ოჯახის წევრებს.

- რას გჩუქნიან უფრო ხშირად?
- ჩემი შვილი უმეტესად ყვავილებს მჩუქნის ხოლმე, თავის დახატულ მისალოც ბარათებსაც. ჯერ იმ ასაკშია, როდესაც თვითშემოქმედებითაა დაკავებული და მსგავსი ტიპის ბევრი ბარათი მაქვს შენახული, რაც ჯერჯერობით ყველა საჩუქარზე უფრო ძვირფასია. საერთოდ კი, ყველაზე ძვირფასი საჩუქარი სიყვარულია. როდესაც მუდმივად გრძნობ, რომ ადამიანს უყვარხარ, ეს ყველაზე დიდი ბედნიერებაა. შემდეგ, უკვე შესაძლებლობების ფარგლებში, რასაც გისახსოვრებენ, ყველაფერი კარგია. ვიღაცისთვის საუკეთესო საჩუქარი კერძო თვითმფრინავი და უმაღლესი კლასის ავტომობილია, ვიღაცისთვის კი ყვავილი და უბრალო ბეჭედი. ყველა ქალბატონს ვუსურვებ, რომ მათი სურვილები ყოველთვის მათი მეუღლეების შესაძლებლობებს ემთხვეოდეს.

ნიკა წულუკიძე, თეატრმცოდნე, ტელეწამყვანი:


შემირცხვენია ის კაცი, რომლისთვისაც 3 და 8 მარტი დანარჩენი 364 დღისგან განსხვავებულია. როგორ შეიძლება ქალს და მით უმეტეს - დედას, თუ ის ცოცხალი გყავს, ყოველდღე არ დაანახვო ის მადლიერება და ყველაფერი კარგი, რასაც მის მიმართ გრძნობ. რასაკვირველია, ყოველთვის ვემზადები ამ დღისთვის და ვცდილობ, დედას განსაკუთრებულად მივულოცო. წესით, სპეციალური თარიღი არ უნდა გვჭირდებოდეს და ისედაც უნდა ვხვდებოდეთ, რომ დედა ყოველთვის პატივსაცემია, მაგრამ რადგან ვერ მივხვდით, ვიღაც ჭკვიანმა მოიფიქრა, რომ 3 მარტი დაეწესებინა. ეს დღე ყველასთვის მნიშვნელოვანია, რადგან დედაზე ძვირფასი არა მგონია, ამქვეყნად ვინმე არსებობდეს. ყველა ხელოვანი უძღვნის დედას ლექსს, მოთხრობას, სიმღერას და ა.შ.

- თქვენ თუ დაგიწერიათ რაიმე დედაზე?
- დიახ, ჩემი ერთ-ერთი წიგნი მივუძღვენი; შარშან კი ერთ-ერთ სატელევიზიო შოუში უგრძესი გრაგნილით მივულოცე, სადაც ვწერდი, თუ როგორ მიყვარს, რაოდენ ძვირფასია და რას ნიშნავს ჩემთვის. როდესაც საზღვარგარეთ მივდივარ, თითო საჩუქარი ყველასთვის ჩამომაქვს, დედაჩემისთვის კი - ყველაზე მეტი. ამჯერად დედას პირდაპირი ეთერის მეშვეობით მივულოცავ, საღამოს კი მთელი ოჯახი სავახშმოდ წავალთ. საერთოდ, ბებიას და ყველა ქალს ვულოცავ ხოლმე, ვისაც წილად ხვდა ბედნიერება, დედა გამხდარიყო. 8 მარტს განსაკუთრებულად იმ ადამიანებს ვულოცავ, ვინც დედა არ არის, რადგან მისთვის ორმაგად მნიშვნელოვანია ეს დღე. შენი ყურადღებით ქალს ქალობა უნდა აგრძნობინო. ნათქვამია, ოჯახისთავი კაცია, ქალი კი კისერი და ამ თავს საითაც უნდა, იქით მიატრიალებს და მოატრიალებსო. მართლაც, ჭკვიანი ქალი ისე მოაწყობს, რომ კაცს ეგონება, თვითონაა ყველაფერი, ამ დროს კი ქალი წინდახედულად მართავს სიტუაციას.

რატი დურგლიშვილი, მომღერალი:
- მიყვარს, როდესაც მანდილოსანს ყვავილს ვჩუქნი. 3 და 8 მარტის გამომხატველი ყვავილი ჩემთვის ია და ენძელაა. ბევრს ვყიდულობ და ვცდილობ, ყველა მეგობარს მივართვა. რაც შეეხება დედის დღეს, ყოველთვის ვულოცავ, იმას ვყიდულობ, რაც სჭირდება. მაგალითად, საყოფაცხოვრებო ტექნიკას... სუნამოს ჩუქება არ მიყვარს, რადგან თავისებური შერჩევა უნდა და შეიძლება ადამიანს არ მოეწონოს.

- თქვენი აზრით, რა მოსწონთ ქალებს ყველაზე მეტად?
- ვფიქრობ - ყვავილი.

- ამ ეტაპზე რა ხდება თქვენს პირად ცხოვრებაში?
- სამწუხაროდ, ახლა არავინ მყავს... ჩნდებიან და ქრებიან ხოლმე...

ნანიკო ხაზარაძე, ტელეწამყვანი:
- 3 მარტს არ აღვნიშნავ ხოლმე. სანამ ჩემი შვილი პატარა იყო, ბაღში რაღაცებს ახატვინებდნენ და მჩუქნიდა. რაც შეეხება 8 მარტს, ძალიან მიყვარდა, რადგან ყოველთვის სიურპრიზებს მიკეთებდნენ, ყვავილებს ან საჩუქრებს მიძღვნიდნენ. ყვავილებს ახლაც ხშირად მჩუქნიან და ამიტომ არ მივიჩნევ, რომ განსაკუთრებული საჩუქარია.

- ამჯერად რას ისურვებდით, რომ გაჩუქონ და ვისგან ელით?
- არის ერთი კონკრეტული პიროვნება. რასაც თვითონ მოისურვებს, ის მაჩუქოს, მაგრამ მაინც იმედი მაქვს, რომ იმას მაჩუქებს, რაც მე მგონია. 

კახა აბუაშვილი (კაბუ), მომღერალი:
- ჩემთვის მისასალმებელია, რომ ქალთა დღესასწაულები არსებობს და ჩემ ირგვლივ მყოფ ქალბატონებს ყოველთვის ვულოცავ. განსაკუთრებით მათ, ვინც ძალიან მიყვარს. საერთოდ, მიმაჩნია, რომ ყოველი დღე ქალების უნდა იყოს. გეკუთვნით და იმიტომ.

გია ცინაძე (მყუდრო), მსახიობი:
- ჩემი აზრით, თუ საყვარელი ქალბატონი გვერდით გყავს, ყოველი დღე მსგავსი დღესასწაულია და აღნიშვნა არ სჭირდება. დილა რომ თენდება, გიხარია და ფიქრობ, როგორ ასიამოვნო. რაც შეეხება დედაჩემს და სხვა ქალბატონებს, რომლებიც დედები არიან, სიტყვიერად ვულოცავ ხოლმე.

- როგორ ფიქრობთ, 8 მარტი კომუნისტური გადმონაშთია თუ უბრალოდ, კიდევ ერთი სასიამოვნო დღესასწაული?
- მთავარია, რომ ადამიანებს მისი აღნიშვნა უხარიათ და საიდანაა შემორჩენილი, მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს. იყოს, როგორც არის, რაც მეტი კარგი დღესასწაული იქნება, მით უკეთესია.

- გოგონებს ყვავილებს თუ უძღვნით ხოლმე?
- არა, ჩემს სტილში არ ზის. მხოლოდ ერთი-ორჯერ მიჩუქნია ადრე. ორიგინალური საჩუქრები კი ხშირად გამიკეთებია - ისეთი, რაც იმ ადამიანს მოსწონს.

- ახლა ვინ არის თქვენი ყურადღების ობიექტი?
- სიმართლე გითხრათ, ახლა არავინ. 8 მარტამდე დრო კიდევაა და ვნახოთ.

- მსმენია, რომ ზოგმა 23 თებერვალი "კაცების დღედ" მონათლა. ამაზე რა აზრის ხართ? თუ მოგილოცათ ვინმემ?
- კი, სხვათა შორის, "ფეისბუქზე" მილოცავდნენ, მაგრამ ზოგადად "კაცების დღე" არ მომწონს. კაცს რომ კაცების დღეს მიულოცავ, ცოტა უხერხულია; მანამდე რა, ქალები ვართ?! ქალებისთვის კი აუცილებლად უნდა არსებობდეს და ყველა თქვენგანს ვულოცავ.

თამთა გოგუაძე, მომღერალი:
- უკვე მეშვიდე წელია, რაც 3 მარტი ჩემთვისაც დღესასწაულად იქცა და შვილთან ერთად აღვნიშნავ. რა თქმა უნდა, მიხარია, როცა ლუკა ამ დღეს მილოცავს ხოლმე, მე კი დედას ვულოცავ. საერთოდ, ყოველი დღე ისეთი უნდა იყოს, რომ ერთმანეთს დღესასწაული მოვუწყოთ, თუმცა რა თქმა უნდა, სასიამოვნოა, როცა გილოცავენ და ადამიანებს ახსოვხარ.

- 8 მარტს მეგობრები თუ აღნიშნავთ ხოლმე სადმე?
- განსაკუთრებულად არა. ამჯერად კონცერტი მექნება 8 მარტს და თუ დრო დამრჩება, შეიძლება სადმე წავიდე მეგობრებთან ერთად. საერთოდ, სხვა დღესასწაულებზე ყოველთვის მივდივართ სადმე გასართობად.

- ყველაზე მეტად რა საჩუქარი გაგიხარდებოდათ 8 მარტს?
- ყველაზე ძვირფასი ყურადღებაა; შემდეგ - ფასეული საჩუქრები. ვერ ვიტყვი, კონკრეტულად რას ვისურვებდი. ნებისმიერი საჩუქარი უკვე ყურადღების გამომხატველია.

- რა ხდება თქვენს პირად ცხოვრებაში?
- რა გითხრათ, არაფერი ხდება. ჩემი პირადი ცხოვრება - მე და ჩემი შვილი ვართ, ჯერჯერობით. ძირითადად, პროფესიული საქმიანობით ვარ დაკავებული. ახლახან ჩამოვედი არაბეთიდან, სადაც კონცერტები მქონდა. უკვე მესამე წელია, რაც სულ გასტროლები მაქვს. პირადი ცხოვრების დრო ყოველთვისაა, მაგრამ არ მოხერხდა...

თენგო გოგოტიშვილი, ჟურნალისტი:
- რატომღაც არ მიყვარს დღესასწაულები, არავის ვულოცავ, კომპლექსი მაქვს. მაგალითად, ვინმე ისეთი თვალებით რომ შემომხედავს, ჩანს - მილოცვას ელოდება, მოვუბოდიშებ ხოლმე, ასეთ დღესასწაულებს არ ვაღიარებ და ვერ გილოცავ-მეთქი.

ნინი შერმადინი, მომღერალი:
- პატარაობისას, სკოლაში სწავლისას უფრო აღვნიშნავდი ხოლმე ამ დღესასწაულებს, დედას რაღაცებს ვუხატავდი და იებით ვულოცავდი. 8 მარტს კი ბიჭები საჩუქრებს გვჩუქნიდნენ და ძალიან გვიხაროდა. ამ ბოლო დროს, აღარ აღმინიშნავს, თუმცა სიტყვიერად, რა თქმა უნდა, დედას ვულოცავ ხოლმე, მესიჯით, სატელეფონო საუბრით თუ - პირადად. საერთოდ, საეკლესიო დღესასწაულებს უფრო აღვნიშნავ ხოლმე. 

მიშა მშვილდაძე, პროდიუსერი:
- მარტის დღესასწაულებს საკმაოდ ბანალურად აღვნიშნავ. გამოკვეთილი აზრი არ გამაჩნია ამასთან დაკავშირებით. თუ გამახსენდა, რომ 3 მარტია, ვულოცავ დედაჩემს, თუ არა და - არა.

- რაიმე საჩუქარს უკეთებთ?
- გააჩნია, ხან ისე, ხან - ასე.

- რაც შეეხება ქალბატონებს, თუ გყავთ საყვარელი ადამიანი?
- დიახ, მყავს და მასაც ჩვეულებრივად ვულოცავ ხოლმე, მესიჯით, სუნამოთი ან სხვა რამით, ყვავილების ჩუქება არ მიყვარს. თქვენი მეშვეობით, ყველა ქალბატონს მივულოცავ ამ დღესასწაულებს.

ასე რომ ჩვენც არ დავივიწყოთ დედები და როგორც შეგვეძლება მივულოცოთ ეს მშვენიერი დღე.



როგორ გავუკეთოთ საჩუქარი დედას


როგორ გავუკეთოთ საჩუქარი დედას
ავტორი: ნინო ბერიძე
ხშირ შემთხვევაში საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის შერჩევა უფრო რთულია, ვიდრე ახლადგაცნობილისათვის. იმიტომ, რომ ვინც გიყვართ, განსაკუთრებით დედა, გსურთ იპოვოთ საჩუქრის რაც შეიძლება უკეთესი ვარიანტი. მნიშვნელოვანია, რომ საჩუქარი იყოს არა მარტო ფასეული, არამედ მოსაწონიც. მიუხედავად იმისა, რომ საყვარელ დედას გაუხარდება ნებისმიერი საჩუქარი, რომელსაც მიიღებს შვილებისგან, სასურველია შეირჩეს მისთვის სასურველი და გამოსადეგი საჩუქარი.

 

საფეხურები

  1. 1
    თუ თქვენს ხელთ არსებული ფული ცოტაა, ან ის საერთოდ არ გაქვთ, შეგიძლიათ საკმაოდ ორიგინალური საჩუქრის საკუთარი ხელებით დამზადება. მაგალითად, ვარდის გამხმარი ფურცლებით, ლენტებით ან ბრჭყვიალებით გაწყობილი გზავნილი. თუ გაქვთ Hand Made-ის გამოცდილება, სასურველი იქნება საკუთარი ხელით გაკეთებული სურნელოვანი სანთლები. თუ რაღაცის გაკეთება არ გამოგივათ საკუთარი ხელით, მაშინ ხელნაკეთი სუვენირების შეძენას შეძლებთ სპეციალურ მაღაზიებში, რომლებსაც თითქმის ყველა სავაჭრო ცენტრში შეხვდებით.
  2. 2
    ითვლება, რომ ქალს უნდა მიართვათ ის, რასაც თავად არასდროს იყიდდა. ჩვეულებრივ დედები ეკონომიას აკეთებენ სალონის პროცედურებზე. ამიტომაც სასიამოვნო მოულოდნელობად შეიძლება გახდეს სილამაზის ან სპა სალონის სასაჩუქრე ბარათი. მოხერხებულობა იმაშია, რომ თქვენ ჩუქნით გარკვეულ თანხას სასაჩუქრე ექვივალენტით. ხოლო სალონში კი თვითონ დედა შეარჩევს, თუ რომელ პროცედურის ჩასატარებლად სურს მისი გამოყენება.
  3. 3
    აჩუქეთ დედას ის, რაც დაკავშირებულია მის ჰობისთან. თუ ის გატაცებულია ცხობით, მაშინ მოეწონება მოდური კულინარიული წიგნი. თუ უვლის ყვავილებს, გააოცეთ იგი იშვიათი ქოთნის მცენარით. ბევრი ქალს ახარებს ყოველდღიურობისგან დასვენება და გარემოს შეცვლა, ასეთ შემთხვევაში კი კარგი საჩუქარი იქნება თეატრის, კინოს ან კონცერტის ბილეთები.
  4. 4
    რომელი საჩუქრის მირთმევაც არ უნდა დააპიროთ, სასიამოვნო დანამატის სახით მაინც უყიდეთ ყვავილები. ნებისმიერ ქალს გაუხარდება საჩუქრის ასეთი სახით მიღება. თუ თქვენ არ გახსოვთ რა უყვარს დედას, რჩევა ჰკითხეთ ყვავილების მაღაზიის კონსულტანტს. ითვლება, რომ კლასიკური არჩევანი ქალებისათვის არის - წითელი, თეთრი ან ბორდოსფერი ვარდები.












კატეგორია: TeenLover ♥ | ნანახია: 3085 | დაამატა: -LovelySophi♥ | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]