3:51 PM ინტერვიუ PSY-სთან | |
ინტერვიუ რომელიც ჯერ არცერთ საიტზე არ დადებულა. ექსკლიუზივი თინლოვერზე 969 მილიონმა ადამიანმა ნახა ეს ვიდეო რგოლი იუთუბიზე. და ამ მონაცემით კორეელი პაკ ჩე სანი იგივე ყველასთვის კარგად ცნობილი PSY გინესის რეკორდსმენი გახდა. მისი კომპოზიცია Gangnam Style პოპულარობის ყოველგვარ მაშტაბებს გადასცდა და 2012 წლის ნომერ პირველ სიმღერად ცეკვად ვიდეორგოლად და საკულტო მიმდინარეობად იქცა მთელ მსოფლიოში და მათშორის საქართველოში. PSY -ის პოპულარულობაზე ისიც მეტყველებს რომ მისით დაინტერესდა გაეროს გენერალური მდივანი პან გი მუნი დაინტერესდა და მასთან ერთად წაიცეკვა კიდეც ნიუ-იორკში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შტაბ-ბინაში. ახლა კი ინტერვიუ : - PSY უპირველეს ყოვლისა , დიდი მადლობა რომ გამონახეთ დრო ჩვენთვის. მინდა გითხრათ , რომ თქვენ ძალიან პოპულარული ხართ საქართველოში. თქვენი სიმღერა თითქმის ყველამ იცის და ყოველი მეორე იმეორებს ცეკვის ილეთებს.თქვენ შესახებ ჩვენთან ცოტა რამ არის ცნობილი იქნებ რამდენიმე სიტყვით დაგვიხასიათოთ საკუთარი თავი. - გამარჯობა , მე PSY ვარ. კორეიდან და მოხარული ვარ რომ თქვენ გესაუბრებით. სინამდვილეში ჩემი სახელი პაკ ჩე სანია. PSY კი ჩემი ფსევდონიმია რომელიც იკითხება ასე "საი". ვარ 34 წლის. მყავს ორი შვილი , ტყუპების 4 წლისანი. მიყვარს ვისკის დალევა. ბავშვებიდან ვუსმენდი Queen -ს. და ფრედი მერკური ჩემი კერპი იყო. ალბათ საკმარისია დახასიათებისთვის (იცინის) - თუ მოელოდით რომ ასეთი პოპულარული გახდებოდა თქვენი კლიპი Gangnam Style ? და იქნებ გვითხრათ რაზეა ეს სიმღერა? - ეს კომპოზიცია ივლისში ჩავწერე და ვერც ვიფიქრებდი თუ ასეთი პოპულარული გახედებოდა. მანამდე 12 წლის განმავლობაში მხოლოდ კორეაში ვიყავი ცნობილი. ახლა კი ყველგან მცნობენ. Gangnam Style კორეულად ფუფუნებაში ცხოვრებას ნიშნავს.ეს სიმღერა სეულის ფეშენებელური უბნის კანამგუს მცხოვრებლებს მივუძღვენი და ამის გამო ალბათ ისინი ძალიან არ გამიბრაზდნენ (იცინის) - როგორც ვიცით თქვენ მუსიკალური განათლება ამერიკაში ბერკლის კოლეჯში გაქვთ მიღებული. - ბერკლში სწავლა ვერ დავასრულე დამწყები მოსაწავლე ვიყავი კოლეჯში და იმ მომენტისთვის ნაადერევი იყო ჩემთვის იქ სწავლა. უნდა გითხრათ , თავდაპირველად მეგონა ამერიკული ჯორჯიიდნ მირეკავდით და არ მეგონა ასეთი შორეული ქვეყნიდან თუ დამიკავშირდით. | |
|
სულ კომენტარები: 3 | |
|