მთავარი » 2013 » მარტი » 5 » ჯასტინ ბიბერის მე-19 დაბადების დღე ჩაიშალა!
2:05 PM
ჯასტინ ბიბერის მე-19 დაბადების დღე ჩაიშალა!
ჯასტინ ბიბერის მე-19 დაბადების დღე ჩაიშალა!

სულ რამდენიმე დღის წინ, 1-ელ მარტს ცნობილ პოპ-ვარსკვლავს - ჯასტინ ბიბერს 19 წელი შეუსრულდა. ამ დღეს, როგორც თავად ვარსკვლავი, ისე მისი ფანები მოუთმენლად ელოდნენ, თუმცა დაბადების დღეზე განვითარებულმა მოვლენებმა მათი იმედები გააცრუა. "worst birthday" - დაწერა საკუთარ "თვითერზე" ძალზე დამწუხრებულმა და იმედგაცრუებულმა ჯასტინმა. საინტერესოა, რა მოხდა დაბადების დღეზე რეალურად?

ჯასტინ ბიბერის დაბადების დღე ჩაიშალა!

ვრცელდებოდა უამრავი ჭორი იმის შესახებ, თუ რა მოხდა ჯასტინის დაბადების დღეზე. ბევრი ფანი თვლიდა, რომ ჯასტინის დაბადების დღეზე ქაოსი გამოიწვია კლუბში ბიბერის მეგობრის - არასრულწლოვანი ჯეიდენ სმიტის ყოფნამ, თუმცა ვარსკვლავმა სიტუაციის ახსნა და ყოველგვარ ჭორზე ხაზის გადასმა თავად არჩია. მან ოფიციალურ "ინსტაგრამზე" განათავსა შემდეგი შინაარსის პოსტი: 

"The funny moment when people believe I brought underage people to a club.. U think Will is letting his 14 year old in a club, I don't think so.. 2nd I love how the club wanted to give the press another reason to why we didn't stay at their weak ass club so they wouldn't look bad for me walking in and right back out..i said m "worst bday" but that was due to dummies pushing over my fans and being overly aggressive. Btw it wasn't the worst bday cuz all my friends from back home flew in I was just mad in the moment"

"სასაცილო მომენტია, როდესაც ხალხი ფიქრობს, რომ მე არასრულწლოვანი ხალხი მივიყვანე კლუბში. თქვენ ფიქრობთ, რომ უილი თავის 14 წლის შვილს აძლევს კლუბში წასვლის უფლებას? მე არ ვთვლი ასე.. მეორე, მე მომწონს თუ როგორ უნდოდა კლუბს პრესისთვის მიზეზების მიცემა იმაზე, თუ რატომ არ გავჩერდით იქ. ისინი არ გამოჩნდებოდნენ ცუდად ჩემ გამო, რადგან მე წინ და უკან დავდიოდი. მე ვთქვი "ყველაზე ცუდი დაბადების" დღე რამდენიმე სულელის გამო, რომლებიც ხელს კრავდნენ ჩემს ფანებს და იქცეოდნენ ზედმეტად აგრესიულად. თუმცა, ეს არ იყო ჩემი ყველაზე ცუდი დაბადების დღე, რადგან ყველა ჩემი მეგობარი ჩამოფრინდა, უბრალოდ იმ მომენტისთვის ძალიან გაბრაზებული ვიყავი".



რეალურად, ჯასტინ ბიბერის მე-19 დაბადების დღის ჩაშლა პაპარაცებს უნდა დავაბრალოთ. ჯასტინმა 20,000$ გადაიხადა, რათა დაექირავებინა ლონდონის ერთ-ერთი პრესტიჟული კლუბი, რომელსაც, სამწუხაროდ პაპარაცებმა მიაგნეს, შიგნით შეიჭრნენ და ფანების მიმართ უდიდესი აგრესია გამოიჩინეს. ბიბერის დაცვამ სიტუაციის გაკონტროლება ვეღარ მოახერხა და იგი იძულებული გახდა კლუბი დაეტოვებინა.

დაბადების დღეზე განვითარებული მოვლენების ამსახველი ფოტომასალა:



ჯასტინ ბიბერის დაბადების დღე ჩაიშალა!
ჯასტინ ბიბერის დაბადების დღე ჩაიშალა!
ჯასტინ ბიბერის დაბადების დღე ჩაიშალა!

ვიდეო ჯასტინის დაბადების დღიდან:




სამწუხაროა, რომ დღემ, რომელსაც ჯასტინი ფანებთან ერთად მოუთმენლად ელოდა ასე ცუდად ჩაიარა. მსგავსად განვითარდა მოვლენები ჯასტინის მე-17 დაბადების დღეზეც, როდესაც პაპარაცების დაუდევრობამ ჯასტინის ყოფილ შეყვარებულს, სელენა გომეზს ფიზიკური ზიანი მიაყენა. ვიმედოვნოთ, რომ მსგავსი მოვლენები მომავალში აღარ განვითარდება და ჯასტინს ნორმალური დაბადების დღის გადახდის საშუალება მიეცემა.
wyaro: angel.ge
კატეგორია: News-სიახლეები | ნანახია: 972 | დაამატა: -HonestBitch♥ | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 7

(2013-03-05 8:47 PM)
* 7 xmxaxgxdxax   [Entry]
kargi siaxlea magram paparacebi debilebi arian belieberebma raga daushaves:D