მთავარი » 2013 » თებერვალი » 24 » Jonny Depp
4:51 PM
Jonny Depp

Jonny Dep
ყველა სრულიადში 
ჯონი დეპის ბიოგრაფია და ფოტოები :)
+ყველა ჩარჩოშია ჩასმული 
 


ბიოგრაფია 


ჯონ კრისტოფერ „ჯონი" დეპი II (ინგლ. John Christopher "Johnny" Depp II; დ. 9 ივნისი1963) — ამერიკელი მსახიობი, პროდიუსერი, მუსიკოსი. ფლობს ოქროს გლობუსისა დაკინომსახიობთა გილდიის ჯილდოებს. ცნობილი გახდა 1980-იან წლებში კინოსერიალით „ჯამფ-სტრიტი 21". ითამაშა წარმატებულ ფილმებში „მაკრატელისხელება ედვარდი" (1990),„ჩარლი და შოკოლადის ქარხანა" (2005), „ალისა საოცრებათა ქვეყანაში" (2010), „რანგო" (2011), ასევე კარიბის ზღვის მეკობრეები ფილმებში (2003-დღემდე).

ჯონი დეპს მიღებული აქვს ოქროს გლობუსი ფილმისათვის „სუინი ტოდი: დემონი-პარიკმახერი ფლიტ-სტრიტიდან" (2007) და კინომსახიობთა გილდია ფილმისათვის „კარიბის ზღვის მეკობრეები: შავი მარგალიტის წყევლა" (2003). ჟურნალმა „People" მსახიობი 2-ჯერ დაასახელა „ყველაზე სექსუალურ მამაკაცად" (2003, 2009 2012 წელს შევიდა გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნში, როგორც მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობი, 75 მილიონი დოლარით.

angelina de holie sow დაიბადა 1963 წლის 9 ივნისს ამერიკის პატარა ქალაქ ოვენსბოროში (მამა ინჟინერი, ხოლო დედა ოფიციანტი). როცა ჯონის შეუსრულდა 7 წელი,მისი ოჯახი გადავიდა ფლორიდაში, სადაც მის მამას შესთავაზეს ახალი სამსახური. ხშირმა გადასვლებმა ქალაიდან ქალაქში და აგრეთვე ბაბუის სიკვდილმა ჯონის ფსიქიკაზე საგრძნობლად იმოქმედა და ის სკოლაში დადიოდა სრულიად უინტერესოდ.12 წლიდან დაიწყო სიგარეტის მოწევა და ალკოჰოლური სასმელების დალევა. სიტუაცია გაართულა მშობლების დაშორებამ: 15 წლის დეპმა დაიწყო ნარკოტიკების მიღება და მაშინვე გააგდეს სკოლიდან.

ჯონიმ მალევე იპოვა ახალი გასართობი - მუსიკა: ჯონის დედამ უყიდა იაფფასიანი ელექტრო გიტარა, ჯონიმ თვითონვე ისწავლა ინსტრუმენტზე დაკვრა და დაიწყო მოღვაწეობა მოყვარულების ჯგუფში. ახალგაზრდა როკერებმა კონცერტებიდან დაიწყეს თავისი ჰონორარების შეგროვება, ჯონის სერიოზულადაც ფიქრობდა რომ გაეგრძელებინა ტავისი მუსიკალური კარიერა. მაგრამ ჯგუფის საქმეები არცთუისე კარგად მიდიოდა, ბიჭებს უხდებოდათ ფულის შეგროვება სხვადასხვა ქალაქევბში და ბოლოს შეწყვიტეს თავიანთი მოღვაწეობა, ისე რომ ბოლოს მაინც ვერ მიაღწიეს პოპულარობას.

იმავე წელს ჯონი დაქორწინდა ვინმე ლორი ელისონზე რომელმაც გააცნო ნიკოლას კეიჯი. ჯონის გარეგნობა, მისი გამოხედვა და მანერებმა დიდი გავლენა მოახდინა ნიკოლასზე და მან ჯონი გააცნო თავის აგენტს. შედეგად მომავალმა მსახიობმა მიიღო თავისი პირველი როლი უეს კრავენის ფილმში "A Nightmare On Elm Street". ტავისი პირველი ჰონორარი დეპმა დახარჯა სამსახიობო გაკვეთილებში, რის შემდეგაც მან შეძლო მიეღო მონაწილეობა ოსკაროსან ფილმში "Platoon" (რეჟ. ოლივერ სტოუნი)

ახალგაზრდა მსახიობი თავისუფალ დროს უკრავდა როკ ჯგუფში სახელად "Rock City Angels". ფილმ "Platoon"-ის გადაღების შემდეგ დეპს მალევე შესტავაზეს დეტექტივის როლი სერიალში "21 Jump Street". მაგრამ მსახიობმა ცივი უარი განაცხადა ტელესერიალში გადაღებაზე. ამ როლზე აყვანილი იქნა სხვა მსახიობი, მაგრამ ეს მსახიობი არ მოეწონათ სტუდიის ხელმძღვანელებს და რამდენიმე ხნის შემდეგ ისევ სთხოვეს ჯონის რომ მიეღო მონაწილეობა სერიალში. ამჯერად ჯონის აგენტებმა შეძლეს მისი დათანხმება რომ მიეღო მონაწილეობა სერიალში. სერიალი გახდა ჰიტი, და დეპი - მაყურებლის სიმპატია. 1990-ს გამოვიდა ორი ფილმი ჯონი დეპის მონაწილეობით: "Edward Scissorhands" (ტიმ ბარტონი) და "Cry Baby".

ჯონის კინოკარიერა უფრო და უფრო უკეთესობისკენ მიდიოდა - როლები ფილმებში "What's Eating Gilbert Grape?" და "Arizona Dreaming" კარგად იყო შეფასებული კრიტიკოსების მიერ, შემდეგ მოყვა კიდევ ერთი ერთობლივი ნამუშევარი ტიმ ბარტონთან, ფილმი - "Ed Wood", რომელშიც მსახიობა მარტინ ლანდაუმ აიღო ოსკარი.

1995 წეკლს გამოსული ფილმი "Don Juan de Marco" სადაც დეპმა შეასრული ბრწყინვალე დუეტი მარლონ ბრანდოსთან ერთად, არ სარგებლობდა დიდი პოპულარობით როცა "Dead Man" აღიარებული იქნა მე-20 საუკუნის ერთერთ საუკეთესო შედევრად, სწორედ ამის შემდეგ აღიარეს ჯონი ერთადერთ საუკეთესო მსახიობად.

1998 ის დაშორდა თავის ცოლს კეიტ მოსს, რომელტანაც 4 წელი ცხოვრობდა, ჯონიმ მალევე გაიცნო ერთერთ წვეულებაზე ახალგაზრდა ფრანგი მომღერალი/მსახიობი ვანესა პარადი, და დაპყრობილი იქნა მის მიერ ერთხელ და სამუდამოდ. შეყვარებულები გადავიდნენ ფლორიდაში რათა დაეწყოთ იქ ახალი ცხოვრება, მალე მათ გაუჩნდათ შვილი - ლილი პოუზ მელოდი დეპი.

90 წლების დასასრულში ჯონიმ იტამაშა მრავალფეროვანი როლები სხვადასხვა ფილმებში: მან გააოცა ყველა თავისი როლით ფილმში "Fear And Loathing In Las Vegas", შემდეგ ის გადაიქცა წიგნების გამყიდველად სატანის ძებნაში, რომან პოლანსკის ფილმში "9th gate". 1999 წელს ეკრანებზე გამოვიდა ფანტასტიკა "Astronaut's Wife" და აგრეთვე სიგიჟემდე ლამაზი ფილმი "Sleepy Hollow" რომელიც გახდა კიდევ ერთი წარმატებული ნამუშევარი ტიმ ბარტონთან ერთად.

ადრეული წლები


ჯონ კრისტოფერ დეპი 1963 წლის 9 ივნისს, კენტუკის შტატის ქალაქ ოვენსბოროში, დაიბადა. მამამისი, ჯონ კრისტოფერ დეპი, სამოქალაქო ინინერი იყო, ხოლო დედა, ბეტი სიუ პალმერი, — ოფიციანტი. ოთხი შვილიდან ჯონი ყველაზე პატარა იყო.

მამის სამსახურის გამო ჯონის ოჯახი საცხოვრებელს ხშირად იცვლიდა. საბოლოოდ, როდესაც მომავალი მსახიობი 7 წლის იყო, ოჯახი ფლორიდაში დასახლდა. ვიდრე ჯონ კრისტოფერ დეპი სამსახურს იშოვიდა, დაახლოებით 1 წელიწადი მოტელში ცხოვრობდნენ. ჯონიმ ახალი სახლი შეიძულა და 12 წლის ასაკში მოწევა, ნარკოტიკების მოხმარება და თვითდაზიანება დაიწყო.

1978 წელს ჯონის მშობლები გაიყარნენ. 16 წლის ასაკში ჯონიმ სკოლა მიატოვა და მუსიკალურ ჯგუფს „The Kids" შეუერთდა.

სამსახიობო კარიერა 


ტელევიზია:

ჯონი დეპიმ მონაწილეობა მიიღო Fox-ის სატელევიზიო სერიალში „ჯამფ-სტრიტი 21", რომლის პრემიერა 1987 წელს შედგა. სერიალის წარმატებამ დეპი 1980-იანი წლების ბოლოს თინეიჯერთა კერპად აქცია. მიუხედავად ამისა, მსახიობმა გადაწყვიტა რომ მისთვის უკეთესი იქნებოდა თუ მხოლოდ კინოფილმებში მიიღებდა მონაწილეობას.

 

კინოროლები : 

ჯონი დეპის პირველი მნიშვნელოვანი როლი იყო საშინელებათა ფილმში „საშინელება თელების ქუჩაზე" (1984), სადაც ფრედი კრუგერის ერთ-ერთი მსხვერპლი განასახიერა.მსახიობი მეორეხარისხოვან როლში გამოჩნდა ოლივერ სტოუნის ოსკარის მფლობელ ფილმში „ოცეული" (1986). 1990 წელს მთავარი როლი შეასრულა ტიმ ბარტონის ფილმში„მაკრატელისხელება ედვარდი"; ფილმის წარმატებამ ბარტონისა და დეპის მომავალი თანამშრომლობა უზრუნველყო.

ფილმოგრაფია : )


  • Sin city 3 (2012)
  • The Lone Ranger (2011)
  • The Man Who Killed Don Quixote (2010)
  • Alice in Wonderland (2010)
  • The Rum Diary (2010)
  • Shantaram (2009)
  • The Imaginarium of Doctor Parnassus (2009)
  • Public Enemies (2009)
  • gonzo:the life and work of Dr.Hunter.S thompson (2008)
  • sweeney todd: the demon barber of elm street (2007)
  • Pirates of the Caribbean: Dead Man's Chest (2006)
  • Corpse Bride (2005)
  • Charlie and the Chocolate Factory (2005)
  • The Libertine (2004)
  • Finding neverlandl (2004)
  • Ils se marièrent et eurent beaucoup d'enfants (2004)
  • Secret Window(2004)
  • Once Upon A Time In Mexico(2003)
  • Pirates Of The Caribbean(2003)
  • Pirates of the Caribbean: The Curse of the Black Pearl (2003)
  • From Hell(2001)
  • Blow (2001)
  • Chocolat (2000)
  • Before Night Falls (2000)
  • The Man Who Cried (2000)
  • Sleepy Hollow(1999)
  • Astronauts Wife(1999)
  • Ninth Gate(1999)
  • Fear and Loathing in Las Vegas (1998)
  • The Brave (1997)
  • Donnie Brasco(1997)
  • Nick of Time (1995)
  • Dead Man(1995)
  • Don Juan DeMarco (1995)
  • Ed Wood(1994)
  • What's Eating Gilbert Grape (1993)
  • Benny & Joon (1993)
  • Arizona Dream(1993)
  • Freddy's Dead: The Final Nightmare (1991)
  • Edward Scissorhands(1990)
  • Cry-Baby (1990)
  • "21 Jump Street" (1987)
  • Platoon (1986)
  • Slow Burn (1986)
  • Private Resort (1985)
  • Nightmare On Elm Street(1984)

კარიერა 

დეპის ბოლო ფილმი, Pirates of the Caribbean:Dead Man's Chest, გამოდის 7 ივლისს, 2006. ის 2003 წლის ფილმის გარგრძელებაა. ფილმის კიდევ ერთი გაგრძელება გამოვა 2007 წლის მაისში. დეპი აგრეთვე გაახმოვანებს კაპიტან ჯეკ სპეროუს ვიდეო თამაშში: Pirates of the Caribbean: The Legend of Jack Sparrow, რომლის გამოსვლაც ასევე მომავლისთვისაა დაგეგმილი. მიმდინარეობს მოლაპარაკებები რომ მან მონაწილეობა მიიღოს ფილმში, რომელიც ახალი ვერსია იქნება მიუზიკლისა Sweeney Todd, ფილმის სავარაუდო რეჟისორად ტიმ ბარტონი მოიხსენიება.

კატეგორია: ბიოგრაფიები | ნანახია: 873 | დაამატა: -HonestBitch♥ | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]