მთავარი » 2013 » იანვარი » 5 » კარა დელევინი წლის ტოპმოდელად დაასახელეს
6:56 PM
კარა დელევინი წლის ტოპმოდელად დაასახელეს
კარა მხოლოდ 20 წლისაა , მაგრამ უკვე მოასწრო სენსაციად ქცევა მოდისა და სილამაზის სამყაროში.
ვრუტაბელი კარა დელევინი 2012 წლის საყკეთესო მოდელად დაასახელა
British Fashion Awards-მა. 
  
არც არის გასაკვირი , წელს ხომ ამ გოგონას კარიერაში ნამდვილი პიკი ჰქონდა:
მოდის მთავარ კვირეულებზე გამოჩნდა პოდიუმზე , "ბარბერის" კოსმეტიკასა და ტანსაცმლის რეკლამაში გადაიღეს , მონაწილეობდა "შანელის" კრუიზულ კოლექციაში და ფილმში "ანა კარენინა" , ბოლოს კი "ვიქტორიას საიდუმლოს" ანგელოზების რიგსაც შეუერთდა.
 
ბევრი მიიჩნევს რომ კარას მთავარი ღირსება მისი გამომსახველი წარბებია.
სამოდელო კარიერაში კი უფრო შორს იყურებიან და ამბობენ რომ
დელევინის წარმატების საიდუმლო ანდროგენული ტიპის მოდელების
მზარდი პოპულარულობაა.
ამიტომაც არის რომ 173 სანტიმეტრი სიმაღლის გოგონამ რომელსაც სულაც არ აქვს განვითარებული ქალური ფორმები , მაინც მიაღწია წარმატებას და პოპულარობას.
 
მას თავისუფლად შეუძლია ქალური სამოსიც წარმოადგინოს და კაცურის , ეს კი
დღევანდელ პოდიუმზე დიდი მოთხოვნით სარგებლობს. ფოტოგრაფები კარას უნარსაც აღნიშნავენ.
მას თავისუფლად შეუძლია გარდასახვა და შეუძლია იყოს სრულიად სხვადასხვაგვარი.
თვით კარა კი ამტკიცებს რომ არასდროს უოცნებია პოპულარობაზე და მოდელობა იმიტომ მოინდომა რომ ეს საქმიანობა საინტერესო ადამიანებთან ურთიერთობის საშუალებას მისცემდა.
 
კარა 1992 წლის 12 აგვისტოს დაიბადა ლონდონში. დელევინი English Heritage -ის სახელმწიფო კომისიის ყოფილი მეთაურის სერ ჯოსლინ სტივენის შვილიშვილა. დედამისიბრიტანული მაღაზიების ქსელების პერსონალური შოპერია , მამა კი საცხოვრებელი სახლების პროექტებით არის 
დაკავებული.
 
გოგონა ლონდონის პრესტიჟულ რაიონსში , ძვირადღირებულ სახლში გაიზარდა. პრესტიჟული სკოლა დაამთავრა. კარას ორი და ჰყავს , მათ შორის ერთი - პოპი , მოდელია.
თვით კარამ მოდელის კარიერა 17 წლისამ 2009 წელს დაიწყო და მალევე მოახერხა
აღმასვლა.
 
გარდა იმისა რომ წლის მოდელად რიარეს ჟურნალმა "ვოგმა" კარა მოიხსენია 
"ერთ-ერთ მთავარ ადამიანად ფეშენინდუსტრიაში , 45 წლამდე ასაკის პერსონებს შორის".
პორტალმა "მოდელსმა" კი "მსოფლიოს 50 სუპერმოდელის" რეიტინგში მას 25-ე ადგილი მიანიჭა.
კარა ასევე მოხვდა ბრიტანული "ივნინგ სტანდარტის" "2011 წლის 1000 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის , კატეგორიაში ყველაზე მოთხოვნადი". 
 
კატეგორია: ვარსკვლავები | ნანახია: 931 | დაამატა: BitchyBekah | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 2

(2013-01-06 3:27 PM)
* 2 salo   [Entry]
kargi siaxleaaa