მთავარი » 2013 » იანვარი » 9 » კინომანია
11:40 PM
კინომანია
ფანჯრიდან შემომავალ მზეს ოთახი სასიამოვნოდ გაენათებინა.კოხტად მოწყობილი ოთახი მზის შუქზე უფრო მყუდრო ჩანდა.ელენეს უკვე გაღვიძებოდა ,ცალი თვალი გაეხილა და მზეს უღიმოდა.

მოდით, მოკლედ გეტყვით ელენეს დახასიათებას..
ის ოცი წლის ,მშვენიერი შესახედაობის მქონე გოგონა იყო,გარეგნობასთან ერთად ღმერთს მისთვის ფაქიზი და სათუთი სული მიეცა.ის იმ გოგოების კატეგორიას მიეკუთვნებოდა ბავშვობიდან ჯერ კიდევ, რომ არ გამოსულან და სამყარო ზღაპარივით მშვენიერი რომ ეჩვენებათ.
ელენე დამამთავრებელ კურსზე იყო ,ბაკალავრის დიპლომის დაცვის, შემდეგ მშობლები მაგისტრატურაში სასწავლებლად საოცნებო ამერიკაში უპირებდნენ, ნათესავებთან გაშვებას .გოგონა მომავალს იმედით შეჰყურებდა და სიხარულისგან ხანდახან ტანში შეაჯრჯოლებდა ხოლმე.კბილებს დაკრეჭდა და ისე ყურის წამღებად დაიყვირებდა ,კაცს ეგონებოდა რაღაც უბედურებას გადაეყარაო ,არადა ეს ჩვევა გოგონას უზღვავო სიხარულის მაჩვენებელი იყო.

ელენეს ოჯახის სიმდიდრე და ფუფუნება მამის ლევან შენგელიას დამსახურება იყო. ლევანი შინაგან საქმეთა სამინისტროში დიდ თანამდებობაზე იყო .ბუნებით პატრიოტი კაცი ძალ–ღონეს არ იშურებდა სამშობლოს დასახმარებლად.ლევანს და ნუკის ბავშვი დიდი ხანი არ უჩნდებოდათ.ბოლოს მკურნალობამ თუ უფლის კეთილმა ნებამ შედეგი გამოიღო და ოცწლიანი ცოლ–ქმრობის შემდეგ ოჯახში ულამაზესი გოგონა დაიბადა.ელენე ბავშვობიდან აკვირვებდა მშობლებს და ახლობლებს ნიჭით , მკაცრი და ჯიქური ხასიათით.ბავშვური სახის მიღმა თავის თავში დაჯერებული ადამიანი იმალებოდა,ოღონდ კარგი გაგებით მკითხველო...


ეს ჩემი მოთხრობაა ,რომელიც ერთ უცნაურ ამბავზეა დაფუძნებული, სახელები შეცვლილია და სიტუაციაც.თუმცა რაღაც არის სიმართლე …სიმართლე თუ როგორ შეუყვარდა საკუთარი გამტაცებელი გოგონას ოღონდ თავებად არის ვაგრძელებ 5 მოწონებაზე მთავარი გმირია ბაბი
კატეგორია: კონკურსი | ნანახია: 731 | დაამატა: natmarika1712 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]