მთავარი » 2012 » დეკემბერი » 30 » Machu Picchu...
2:47 PM
Machu Picchu...
მაჩუ-პიქჩუ (კეჩ. ძველი მთა; ხშირად: „ინკების დაკარგული ქალაქი") — ჩვენ დრომდე კარგად შემონახული ინკების კოლუმბამდელი ქალაქის ნანგრევები მაღალი მთის ფერდობებზე, დაახლოებით 2 350 მ სიმაღლეზე. მდებარეობს პერუში, მდინარე ურუბამბას ხეობის თავზე, 80 კმ-ში ქალაქ კუსკოდან ჩდრილო-დასავლეთით. გარე სამყაროსგან მივიწყებული, ის საერთაშორისო ყურადღების ცენტრში მოექცა იელის უნივერსიტეტისარქეოლოგის ჰირაიმ ბინგემის მიერ 1911 წელს მისი ხელახალი აღმოჩენით. ამჟამად პერუს მთავრობა აქტიურად ცდილობს დაიბრუნოს ათასობით ისტორიული ნივთი, რომელიც ბინგემმა ამ არემარიდან გაიტანა.


მაჩუ პიკჩუს მშენებლობა დაიწყო დაახლოებით 1430 წელს და სავარაუდოდ დასრულდა 1462 წელს, ქვიანი მთაგრეხილის ერთ-ერთ მთაზე – მაჩუ პიკჩუზე და უაინა-პიქჩუზე, ცენტრალური ანდების აღმოსავლეთით, პერუს სამხრეთით. მისი ნამდვილი სახელია პიკჩუ ან პიჩო. ქალაქის მშენებლობის დასრულებიდან დაახლოებით 100 წლის შემდეგ, ესპანელი დამპყრობლების გამოჩენის პერიოდში, ჯერჯერობით დაუდგენელი მიზეზის გამო, ინკებმა ქალაქი მიატოვეს. მას შემდეგ ის საუკუნეების განმავლობაში მივიწყებული იყო, სანამ 1911 წელს იელის უნივერსიტეტის პროფესორმა ჰირამ ბინგემმა ხელახლა აღმოაჩინა ის. უკანასკნელ პერიოდში გავრცელდა მოსაზრება, რომ ქალაქი ბინგემამდე რამდენიმე წლით ადრე1867 წელს იქნა აღმოჩენილი გერმანელი ბიზნესმენის, ავგუსტო ბერნსის მიერ. გარდა ამისა, არსებობს ნივთმტკიცება, რომ მაჩუ პიკჩუ ბინგემამდე იხილა ბრიტანელმა მისონერმა თომას პეინმა და გერმანელმა ინჟინერმა ჯ.მ. ვონ ჰასელმა. ნაპოვნი რუკები ადასტურებს, რომ ქალაქი 1874 წლისათვის უკვე ცნობილი იყო პირველი ევროპელებისათვის.























კატეგორია: ფოტო Art <3 | ნანახია: 997 | დაამატა: Glamour_chill | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]