6:20 PM "მანდარინები" - ბოლო დროის საუკეთესო ქართული ფილმი | |
როგორც უკვე ცნობილია 17 ოქტომბრიდან საქართველოს კინოთეატრებში, ბოლო დროის საუკეთესო ქართული ფილმი მანდარინები დაიწყო. ფილმის რეჟისორი ზაზა ურუშაძეა. ცნობილი კინორეჟისორი ზაზა ურუშაძე, ავტორი ფილმებისა - "სამი სახლი" და "ბოლო გასეირნება" 17 ოქტომბრიდან კიდევ ერთ ფილმის, " მანდარინებს " წარუდგინა კინომოყვარულებს. მთავარ როლში მიშა მესხია, რომელიც რომანტიკოსი გმირის როლში გვევლინება, მისი პერსონაჟი მსახიობია, რომელიც მოხალისედ მიდის აფხაზეთის ომში ( როგორც რეალურად, მსახიობი ლევან აბაშიძე მოიქცა). ასევე თამაშობენ ესტონელი ცნობილი მსახიობი - ლემბიტ ულფსაკი, ელმო ნიუგანენი და გიორგი ნაკაშიძე, რომელებიც ეროვნებით ჩეჩენი მეომრების როლში არიან. ფილმი მოგვითხრობს აფხაზეთში მყოფი ესტონელი ოჯახის, ჩეჩენი ჯარისკაცის და დაჭრილი ქართველი ჯარისკაცის ურთიერთობაზე ომის პერიოდში. ფილმის სიუჟეტი ომის ფონზე მიმდინარეობს, თუმცა ფილმი არ არის დატვირთული ომის მძაფრი სცენებით. ფილმის შემოქმედებით ჯგუფის წევრი ცნობილი ქართველი კომპოზიტორი ნიაზ დიასამიძეა, რაც იმას ნიშნავს, რომ ფილმის მუსიკალური მხარეც კარგად არის გათვლილი. Trailer ჟანრი ლოლაშვილი: ეს ფილმი შედევრია გივი ბერიკაშვილი: ფესვები რომ აქვს ქართულ კინოს ამ ფილმიდან ჩანს კახი კავსაძე: ქართული კინო უკვდავია წყარო: angel.ge XoXo Your Chu♡Pa ძალიან მაგარი ფილმიააა)) აიი სიტყვები არ მყოფნის | |
|
სულ კომენტარები: 3 | |
|