მთავარი » 2012 » დეკემბერი » 29 » ♥მიყვარხარ♥
8:51 PM
♥მიყვარხარ♥

- სიჩუმეა.. არაფრის მთქმელი სიჩუმე.. საქმე ისაა რომ სწორედ ეს სიჩუმე მაფიქრებს ყველაფერზე..!! თვალებს აქეთ-იქით უხმოდ ვაცეცებ..!! ჰაჰ..რა ცუდი ყოფილა მარტოობა.. მარტოობა რომელზეც ასე ვნატრობდი ოდესღაც..!! ოდესღაც მინდოდა ჩაგხუტებოდი და მეთქვა თუ რაოდენ მნიშვნელოვანი იყავი შენ ჩემთვის..!! ოდესღაც მინდოდა მეთქვა შენთვის რომ მიყვარდი..!! მიყვარდი მართალი, ბავშვური წრფელი სიყვარულით..!! ახლა რა მინდა?? ახლა ტირილი..სხვა არაფერი..!! ვტირივარ კიდეც..!! ცხელი ცრემლები ლოყებზე ჩამომდის..!!

შენთვის მერე რა? რა გენაღვლება თუ ვიღაცა , ჩუმად თავისთვის ცრემლებს ღვრის..!! შენთვის მერე რა? თუ ვიღაცას გული სტკივა.. შენთვის მერე რა? არც არაფერი..გული კი მეუბნებოდა მიდი ! მიდი უთხარიო რაღას უცდიო..!!?? მე მაინც არ დავიჯერე..)) თურმე გულსაც ხომ უნდა მიენდო კაცი..!!- მე არ ვიცი რა არის ბედნიერება..!! მე ჯერ კიდევ არ ვიცი ეს..)) მე ჯერ კიდევ არ ვიცი რატომ ვიტანჯები..!! უბრალოდ იმედი არ დამიკარგავს..!! იმედი ბოლომდე იცოცხლებს..!! - იმედი მაცოცხლებს..!!


-ჩამეხუტე რაღაც უნდა გითხრა!...
-რა?...
-არა უბრალოდ მომისმინე...
-გახსოვს რო შეგპირდი არასოდე მიგატოვებ თქო
-მახსოვს!
-დაიჯერე?
-რატო მეკითხებიი
-მიპასუხე!!!
-კი დავიჯერე!
-რატო?
-იმიტო რო შენ არასოდეს მომატყუებ!
-გახსოვს რო გითხარი ამ ზაფხულს, მზის ამოსვლას ერთად ვუყურებთ თქო?
-ვნერვიულობ!!!
-მიპასუხე...
-კი მახსოვს!....

-გახსოვს ჩვენი შვილის სახელზე რო ვდაობდით ჩამეხუტე ისე ჩამეხუტე რო სუნთქვა ვეღარ შევძლო!!!გახსოვს პირველად რო გაკოცე როგორ შეგრცხვა? მეორე დღეს შევხვდით და თვალებში არ მიყურებდი გახსოვს მე დაგცინოდი მაგრამ იცი მე მაშინ კიდევ უფრო ძლიერად შემიყვარდი!...გახსოვს ის ღამე, რო უნდა გაგვეთენებინა და მე ჩამეძინა შენ კი გაუნძრევლად იწექი და თვალს არ მაშორებდი, რო გავიღვიძე იცი?? კიდევ უფრო მიყვარდი!!! გახსოვს ნაჩხუბრები რო ვიყავით, დამირეკე და მთხოვე არაფერი მითხრა, უბრალოდ ერთად ვისუნთქოთო?? ვიცი გინდოდა დუმილი დამერღვია მე კი ჯიუტად ვერ ვიღებდი ხმას, შენს სუნთქვაშიც გაბრაზება მატულობდა, და კიდევ უფრო გაბრაზებულმა გამითიშე, იმ დღეს არც მე გადმომირეკავს, მაგრამ იცი მე მაშინაც კიდევ უფრო ძალიან შემიყვარდი!!!გახსოვს პირველად რომელ სიმღერაზე ვიცეკვეთ ვითომ ძალით რომ აგყევი, შენ კი თავი მორცხვად დამადე მხარზე, მაშინაც ბედნიერი ვიყავი რომ მთხოვე შენთან მეცეკვა, და კიდევ უფრო ძლიერად შემიყვარდი!!!...გახსოვს პირველი თოვლი , როგორ გეწყინა და არ იმჩნევდი გუნდის მოხვედრას უსაყვედურო წყენით, კიდევ უფრო ძლიერად შემიყვარდი!!!!გახსოვს პირველად რო იტირე ჩემთან მოგატყუე რო ტირი უშნო ხარ თქო, იმიტო რო ნამტირელევი კიდევ უფრო ძლიერად შემიყვარდი!!!გახსოვს ჩემ ნაყიდი სამაჯური რო გაგიფუჭდა და კინაღამ გაგიჟდიი დაგცინე... მაგრამ მაშინ ყველაზე ამაყი ვიყავი იმით რო გიპოვე და მე მიყვარდი!!!!რამდენი წელი გავიდა გახსოვს? შენ კი ერთხელაც არ დაგიწუწუნია!ვიცი რო ყველაფერი გახსოვს და შეიძლება შენ რო გეთქვა ეს ყველაფერი, მე გამეცინა და მეთქვა სულელი ხარ თქო, მაგრამ მე ყველაფერი , სულ ყველაფერი ყოველი წამი მახსოვს!!!!ყოველ წუთს უფრო და უფრო ძლიერ მიყვარხარ!!!!!უშენოდ აუცილებლად მოვკვდები!!!!

კატეგორია: სხვა | ნანახია: 803 | დაამატა: Miss_Jonas | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]