მთავარი » 2012 » დეკემბერი » 24 » ყველაზე საინტერესო სიახლე (ნაწილი 2)
3:01 PM
ყველაზე საინტერესო სიახლე (ნაწილი 2)

როგორ ვისწავლოთ ინგლისური ენა ინტერნეტით?

უცხო ენების ცოდნა აფართოებს საზღვრებს და გაძლევთ უამრავ შესაძლებლობას. პირველ ადგილს, რა თქმა უნდა, იკავებს ინგლისური ენა. მის გარეშე წარმოუდგენელია ნებისმიერი საზღვარგარეთ გასვლა. ამასთან ერთად, მისი ცოდნა ერთერთი ყველაზე ხშირი მოთხოვნაა თანამშრობლების სამსახურში აყვანის დროს. დღესდღეობით არსებობს სწავლების არაერთი მეთოდი: კურსებზე ჩაწერა, სასწავლო წიგნის ან აუდიოკურსის შეძენა, მაგრამ ყველაზე მოხერხებულ მეთოდად რჩება ონლაინ სწავლება.






საფეხურები

  1. 1 ინტერნეტი გადატენილია საიტებით, რომლებიც გთავაზობენ ინგლისური ენის დამოუკიდებლად შესასწავლად საჭირო მასალებსა და ტესტებს. თქვენ შეძლებთ იპოვოთ ტესტები, სავარჯიშოები, ლექსიკა, გრამატიკა ნებისმიერ თემაზე და ენის ფლობის ნებისმიერი დონისათვის: დაწყებული ელემენტარულით, დამთავრებული ფროფესიონალური ინგლისურით. ამასთან ერთად, აქ იშვიათად გხვდებათ სავარჯიშოების პასუხები.
  2. 2 საერთაშორისო ინტერნეტ-რესურსი busuu.com მომხმარებლებს სთავაზობს უცხო ენების შესწავლას (მათ შორის ინგლისურის) კომუნიკაციის ფორმით. რეგისტრაციისა და პატარა ტესტის შევსების შემდეგ სისტემა განსაზღვრავს თქვენი ცოდნის დონეს და დაგიგეგმავთ სწავლების კურსს. თითოეული გაკვეთილი მიძღვნილია განსხვავებული თემატიკისთვის, დავალება კი შედგენილია ისე, რომ თქვენ უპრობლემოდ შეძლოთ ახალი ლექსიკის დამახსოვრება და გრამატიკული წესების ათვისება. ყოველ სწორად შესრულებულ დავალებაზე თქვენ მიიღებთ "busuu-ს კეკნკრას", რომელიც გაზრდის თქვენს რეიტინგს.
  3. 3 რესურსის განსაკუთრებილობა მდგომარეობს იმაში, რომ დავალებას ამოწმებს არა კომპიუტერი, არამედ უცხოელი, რომელსაც ინგლისური მითითებული აქვს, როგორც მშობლიური ენა. სწორედ ისინი დაგიწერენ ქულებს და განგიმარტავენ შეცდომებს. ამის შემდეგ თქვენ შეძლებთ ჩატში ან სკაიპში ესაუბროთ ინგლისურადმოლაპარაკე პიროვნებას და განამტკიცოთ მიღებული ცოდნა. ასეთი ურთიერთობა ადვილად უმკლავდება შიშს, რომელიც ადამიანს უჩნდება უცხოელთან საუბრის დროს.
  4. 4 რესურსი არის პირობითად-უფასი. ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ შეგიძლიათ ისწავლოთ ინგლისური უფასოდ ან გამოიწეროთ გაფართოებული ვერსია, რომელიც შეიცავს შეიცავს თემებისა და დავალებების მეტ რაოდენობას, ასევე ტექსტებისა და ლექსიკის აუდიოჩანაწერებს.
  5. 5 არსებობს ასევე ინგლისური ენის შემსწავლელი ონლაინ-კურსებიც. რათქმაუნდა, ეს არის ენების შესწავლის ყველაზე ეფექტური მეთოდი, მაგრამ ამასთან ერთად ყველაზე ძვირადღირებული. თქვენი სურვილებიდან და მოთხოვნებიდან გამომდინარე, შემოგთავაზებენ შესაბამის სწავლების კურსს. კვირაში ერთი-ორჯერ თქვენ გამოგიგზავნიან ტექსტებსა და დავალებებს, რომლებსაც საჭიროა გაეცნოთ, შეასრულოთ და პასუხები გაგზავნოთ პირადი რეპეტიტორის ელექტრონულ მისამართზე. სწავლების ბევრი კურსი, ასევე გთავაზობთ პირად ურთიერთობას მასწავლებელთან ვიდეოკონფერენციის სახით: გრამატიკის ახსნა, დიალოგი, დავალებების შემოწმება და შეცდომების დამუშავება. ონლაინ-კურსები მაქსიმალურად მიახლოებულია რეალურ რეპეტირორებთან მომზადებასთან: გასხვავება მდგომარეობს მხოლოდ იმაში, რომ თქვენ რეპეტიტორს ესაუბრებით უშუალოდ ინტერნეტის საშუალებით.


-----------------------------------------------------------------------------------------------------------

როგორ შევასრულოთ საშინაო დავალება კარგად?

საშინაო დავალების კარგად მომზადება შეუძლია ყველას, ოღონდ ხშირად ამის სურვილი არ არის, ბევრი სხვა სერიოზული საქმეებიცაა... ეს ყველაფერი საკუთარი თავის მოტყუებაა, გაინტერესებთ თუ როგორ მოამზადოთ საშინაო დავალება მარტივად და ხარისხიანად? ისეც, რომ ქულებიც კარგი გქონდეთ და ცოდნაც შესაბამისი? წაიკითხეთ რჩევები.






  1. გაითავისეთ ერთი რამ, რომ კონკრეტულ სიტუაციაში საშინაო დავალების მომზადება არის ნომერ პირველი პრიორიტეტი.
    კონცენტრაცია გაუკეთეთ საკუთარ თავს, მოაშორეთ ზედმეტი არასაჭირო ნივთები თქვენს სასწავლო მაგიდას, ყურადღება გაამახვილეთ მხოლოდ დავალებაზე. წარმოიდგინეთ, რომ ეს არის თქვენი გასაკეთებელი და რაც მალე შეასრულებთ ამ მისიას მით უფრო მალე გათავისუფლდებით. დამიჯერეთ პირადი გამოცდილებიდან გეუბნებით, რამდენჯერაც გადამიდია რამის სწავლა, ან გართობის ან დაღლილობის ან სხვა საქმეების გამო, ვერცერთხელ ვერ დამისვენია და ვერ გავრთობილვარ იმ მიზეზით, რომ მაინც სულ მახსენდებოდა, რომ ის დავალება შესასრულებელი არის. ასე, რომ რაც მალე შესრულდება ყველაფერი, თანაც ხარისხიანად შემდგომ გახალისებული და ამჩატებული შეუდგებით თქვენს სხვა საქმეებს.
  2. 2 მოაწყვეთ თქვენი სასწავლო კუთხე ორიგინალურად და საინტერესოდ. დაალაგეთ ყველაფერი თქვენს გემოზე, შექმენით ისეთი გარემოება, რომ არ გქონდეთ ხელშემშლელი ფაქტორები. სწავლისას უნდა იგრძნოთ თავი კომფორტულად და მშვიდად. დაჯექით რამოდენიმე წუთი განეწყვეთ სასწავლებლად, მიუჯექით მაგიდას და შეუდექით ნელ-ნელა ყველაფერს. გასათვალისწინებელი ფაქტორია: არ ჭამოთ მეცადინეობისას და არც იმეცადინოთ მაშინ როცა ახალი ნაჭამი ხართ. როცა თქვენ ხართ ახალი ნასადილები ან ნასაუზმევი ორგანიზმი გადართულია საჭმლის მონელებაზე. ტვინს ამ დროს აქვს სისხლის ნაკლებობა, ასე, რომ სხეული მთელ რესურსებს საჭმლის გადამუშავებაზე მიმართავს. ჭამის შემდეგ დაისვენეთ და მერე იმეცადინეთ. მაძღარზე მეცადინეობა არ არის რეკომენდებული.
    ასევე გეტყვით, რომ მშიერზე ღირს მეცადინეობა როცა კუჭი გახსენებთ თავს. ამ დროს ადამიანის სისხლში შაქრის შემცველობა კლებულობს და ადამიანი არის ნაკლებად კონცენტრირებული, მას სჭირდება ენერგია. გირჩევთ ჭამოთ, დაისვენოთ და შემდეგ იმეცადინოთ.

  3. 3 შეასრულეთ უკლებლივ ყველა დავალება. შეძლებისდაგვარად დაყავით რომელია უფრო პრიორიტეტული, რომელი უფრო გიადვილდებათ და რომელია უფრო რთული. დამიჯერეთ დაიწყეთ ყველაზე რთულიდან. დაინიშნეთ დრო, მაქსიმუმ ნახევარი საათი. დაიწყეთ მეცადინეობა დათქვით, რომ კონკრეტული დროის შემდეგ თქვენ უნდა გქონდეს ნასწავლი ის რაც წინასწარ დაგეგმეთ. რა უნდა ქნათ თუ ვერ ჩაეტიეთ დროში? გული არ დაიწყვიტოთ, დაისვენეთ რამოდენიმე წუთი, გადადით სხვა საგანზე ასევე მოიქეცით ყველა იმ საგანზე რომელსაც ვერმოასწრებთ. ბოლოს დაუბრუნდით ყველა იმ საგანს სადაც ვერ მოასწარით ჩატეულიყავით დროში და გააგრძელეთ მეცადინეობა იქიდან სადაც შეჩერდით. თქვენ შეამჩნევთ, რომ დასვენების შემდეგ გაგიადვილდებათ და მარტივად დაასრულებთ იმას რაც დაგრჩათ სამეცადინო.
  4. 4 ყურადღება მიაქციეთ რეჟიმს!
    შეეცადეთ გამოყოთ დრო ისე, რომ დაიწყოთ მეცადინეობა ერთსა და იმავე დროს, ასევე დაისვენოთ.ძალიან მნიშვნელოვანია რეჟიმის სწორი დაცვა. თქვენი აზრით მიპასუხეთ რა განსხვავებაა თქვენს კლასელებს შორის რომლებიც სწავლობენ კარგად და რომლებიც სწავლობენ ცუდად ? რა არის მთავარი ხელის შემშლელი ფაქტორი ?
    ძალიან მარტივია ამ კითხვაზე პასუხის გაცემა, ეს არის ადამაინსი ჩვევა აითვისოს სასწავლო მასალა ადვილად. აი წარმოიდგინეთ ბავშვებო, ადამიანი რომელიც იწყებს ვარჯიშს სიმძიმეების აწევაში. ის ჯერ წევს მცირე წონას, გარკვეული დროის შემდგომ ის უმატებს წონას და ჯამში სისტემატური ვარჯიშის შემდგომ ისწევს რეკორდულ სიმძიმეებს. გაავლეთ პარალელი ეხლა, ბავში რომელიც ვერ ამზადებს მარტივ დავალებებს და ის არ არის მიჩვეული რომ საჭიროა სწავლა და დავალებსი დაწერა ის გარკვეული დროის შემდმგომ უფრო და უფრო ურთულდება მეტის სწავლა, მან შეიძლება მოინდომოს მაგრამ 10 ჯერ უფრო გაუჭირდება გასული მასალის და ახალი მასალის ერთიანად სწავლა. ასე, რომ მნიშვნელოვანია რეჟიმი და სისტემატურობა, ადამიანის ტვინიც ხომ კუნთია რომელიც ვარჯიშდება და ვითარდება ასე, რომ გარკვეული დროის შემდეგ თქვენ ისწავლით 100 ჯერ უფრო მეტ მასალს, ბევრად რთულს იგივე დროში და მარტივად ვიდრე ამას თქვენ ახლა აკეთებთ. თქვენ ხომ შემდეგ უნდა გახდეთ სტუდენტები და საგამოცდოთ რამოდენიმე სქელტანიანი წიგნის მომზადებაც მოგიწევთ. ასე, რომ თუ ვერ შეძლებთ მიაჩვიოთ თავი მარტივი სკოლის დავალებების შესრულებას არც კი იოცნებოთ, რომ შემდგომ დღეში მოსამზადებელ რამოდენიმე ათეულ და ასეულ გვერდს გაუმკლავდებით.
  5. 5 პრიორიტეტები
    უსმინეთ მასწავლებელს, რომელიც ხსნის გაკვეთილს, სმენითი მახსოვრობა არის ძალიან მნიშვნელოვანი,ამასთანავე თქვენ შეგიძლიათ დაიმახსოვროთ ძირითადი რამ რაც არის საყურდღებო ამ კონკრეტულ გაკვეთილში. გააკეთეთ გეგმასავით მონახაზი რაზეც მოგიწევთ ყურადღების გამახვილება. სახლში მისული როცა დაჯდებით სამეცადინოთ, გადახედეთ თქვენს მონახაზებს და მის მიხედვით დაიწყეთ მეცადინეობა. გახსოვდეთ ეს არის თქვენი გასაკეთებელი, თუ ახერხებენ სხვები და სწავლობენ თქვენ არ ხართ მათზე უარესი, თუ ისინი ძლევენ სიზარმაცეს არ ნიშნავს, რომ ძლიერები არიან, უბრალოდ ისინი მიეჩვივნენ ამას და მათ ეს არ უჭირთ. თქვენი დღევანდელი სიზარმაცის გამო ნუ დაიმძიმებთ თავს.
    გისურვებთ კარგ სწავლას და ნიშნებს, ვიმედოვნებ გამოგადგებათ მოცემული რჩევები.

------------------------------------------------------------------------------------------------------------

თუ ასეთი სტილის სიახლეე მოგწონთ დააკომენტარეთ

და მერწმუნეთ შემდეგში უკეთეს სტატიიას დავდებ

10 კომენტარზე ვაგრძელებ




კატეგორია: სასაც.../საინტ. | ნანახია: 926 | დაამატა: მარიამი♥ | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 3

(2013-01-12 5:00 PM)
* 3 xatia12   [Entry]
sainteresoa kide dadeee