მთავარი » 2012 » დეკემბერი » 23 » როგორ მოვრთოთ ნაძვი 2013 წელს
8:46 PM
როგორ მოვრთოთ ნაძვი 2013 წელს



იქიდან გამომდინარე, რომ წყლისფერი გველი წყალქვეშა სამყაროს ბინადარია

 2013 წლის დასახვედრად ბინა შესაბამისად უნდა გავაფორმოთ.

მომავალი წელი წყლის სტიქიის წელია.



წყალი კი სიცოცხლის და სიმდიდრის სიმბოლოა. ამიტომ, ნაძვის მორთვისას
მაქსიმალურად შეეცადეთ გამოიყენოთ ამ წლის ფერთა გამა:
შავი, ლურჯი, თეთრი, მუქი მწვანე, ვერცხლისფერი, ოქროსფერი...




 ვიცით, რომ ნაძვის ხე ახალი წლის განუყოფელი ატრიბუტია, მაგრამ ალბათ ცოტასთვის არის ცნობილი რომ ამ ჯადოსნური ხის მორთვისას რამდენიმე გასათვალისწინებელი წესი არსებობს, რომელთა დაცვაც უფრო წარმატებულ, ბედნიერ და მშვიდ მომდევნო წელს გიქადით



თურმე, სახლში ნაძვის ხის მდებარეობაზეა დამოკიდებული ის, თუ რა ფერთა გამა უნდა შეარჩიოთ მის მოსართავად. ფენ-შუის მიხედვით, ყველაზე მისაღები
ადგილი ბინაში სამხრეთ-დასავლეთი მხარე ყოფილა. ამ ნაწილში
 დადგმულ ხეს, ძირითადად, წითელ- ყვითელ ფერებში რთავენ.



თეთრი ფერებით გაფორმება კარგი იქნება ნაძვის, რომელიც ჩრდილო-აღმოსავლეთის ან აღმოსავლეთის მხარეს უნდა დადგათ. ამ შემთხვევაში შეგიძლიათ დამატებით გამოიყენით ბრჭყვიალა ბურთები და პატარა ზარები.






თუ ნაძვი ჩრდილოეთის მხარეს მოათავსეთ, სასურველია ცისფერ და თეთრ ფერებში მორთოთ.
ამ შემთხვევაში, არ გირჩევთ გასაფორმებლად დეკორატიული სანთლების გამოყენებას.



ოქროსფერში გაფორმება იდეალური იქნება თუ ნაძვის ხეს

 დადგამთ ჩრდილო-აღმოსავლეთ მხარეს.
აქ არ გამოგადგებათ დიდი და ვერცხლისფერი ბურთები.



საუკეთესო იქნება, თუ აღმოსავლეთის მხარეს დადგმულ ნაძვის ხეს მორთავთ ციმციმებით, თევზებით, მონეტებით. ამ მხარეს წაწვეტებული ფორმის დეკორაცია არ გამოგადგებათ.



კარგი იქნება თუ ნაძვის ხეს მორთავთ გველის ფორმის ფერადი დეკორატიული ლენტებით, წიწვოვანი წვიმებით და შეასხურებთ წიწვის არომატის ეთერზეთებს რაც ხელოვნურ ნაძვს ბუნებრივის არომატს შესძენს.



ნაძვის ხის ირგვლივ უხვად მიმოფანტეთ ქაღალდის კუპიურები და

ოქროსფერი ხურდა, იყოს ვერცხლისფერიც!

ნაძვს ტოტებზე შეაბით ფერადი ბაფთები და თითოეულ ბაფთას გაანდეთ თქვენი სურვილი,
რომელიც გსურთ რომ 2013-მა წელმა აგისრულოთ.






-----------------------------------------------------------------------------------------------


იმედია მოგეწონათ სიახლეაა <3

მინდოდა საახალწლო გარემოო შემექმნა თქვენთვის <3


კატეგორია: სასაც.../საინტ. | ნანახია: 1417 | დაამატა: მარიამი♥ | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 1

(2012-12-26 9:08 PM)
* 1 -Marie♥   [Entry]
DzaaNn MomeTsoNa ♥
Kargia ♥
^^