მთავარი » 2013 » აპრილი » 8 » როგორ მოვუაროთ თმას სწორად
7:13 PM
როგორ მოვუაროთ თმას სწორად

ალბათ უკვე შეამჩნიეთ, რომ თქვენ ცხიმიანი თმა გაქვთ. ამის მიზეზი ბევრი რამ შეიძლება იყოს. თუმცა სანერვიულო არაფერია. არსებობს ბევრი საშუალება, რომელიც ცხიმიანი თმის პრობლემას მოგიგვარებთ და თქვენს თმას ბზინვარებას დაუბრუნებს.

შეარჩიეთ შამპუნი ცხიმიანი თმისათვის და გამოიყენეთ იგი. შამპუნის ეფექტურობის ხარისხი გაიზრდებ მაშჲნ თუ მას თავზე 5 წუთის განმავლობაში გამოიყენებთ და შემდეგ ჩამოიბანთ. ხოლო თქვენ თმასთან დაკავშირებით საქმე ძალიან ცუდად გაქვთ, მაშინ ეს პროცედურა კიდევ ერთხელ გაიმეორეთ. არ გა­მო­ი­ყე­ნოთ კონ­დი­ცი­ო­ნე­რე­ბი, რო­მე­ლიც ზეთს შე­ი­ცავს.


dip dyed hair


თმებში ცხიმიანობის მომატება ასევე შეიძლება გამოწვეული იყოს თავის კანში მოთავსებული ცხიმის ჯირკვლების გაძლიერებული მუშაობით, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს საჭმლის მონელების, ჰორმონული დარღვევების, არასწორი კვების და სხვა პრობლმების.

ცხიმიანი თმის დაბანა ძალიან ცხელი წყლით მავნებელია, რადგან როგორც ზევით ავღნიშნე სითბო უფრო აძლიერებს ცხიმიანობას და უფრო გაძლიერდება ცხიმის ჯირკვლების მუშაობა.
არსებობას რამდენიმე რჩევა, რომელსაც სპეციალისტები გვთავაზობენ. ცხიმიანი თმების მოსავლელად:

ლიმონის წვენით გაიწმინდეთ თავის ცხიმიანი კანი. ეს საშუალება აშრობს და აცილებს ცხიმს.
2 ს.კ. ლიმონის წვენს შურიეთ 1/2 ჭიქა არაყი და დღეგამოშვებით გაიწმინდეთ ცხიმიანი თმა.
დაბანამდე 2-3 საათით ადრე ცხიმიან თმაში შეიზილეთ ალოეს წვენი.
დაბანამდე 1 საათით ადრე თმის ძირებში შეიზილეთ დაფნის ფოთლების ნაყენი. შეიძლება დაფნის ფოთლების სპირტიანი ნაყენის დღეგამოშვებით გამოყენებაც.
კარგია ცხიმიანი თმებისთვის კვერცხის გული, რადგნ იგი შეიცავს ქოლესტერინს, რომელიც ამცირებს ცხიმის გამოყოფას. კვერცხის გულში შეურიეთ თითო-თითო ჩაის კოვზი სპირტი და წყალი. პირველი ჩამობანის შემდეგ თავის კანში შეიზილეთ ეს სითხე და გიჩერეთ 10 წთ. შემდეგ ჩამოიბანეთ.
1-2 კვერცხის ცილა კარგად ათქვიფეთ, შეიზილეთ თავის კანში და გაიჩერთ თავზე გახმობამდე. შემდეგ ჩამოიბანეთ თავი ჩვეულებრივად.
3 სუფრის კოვზი მუხის ქერქი ადუღეთ 1 ლ წყალში 15 წუთი. დაუმატეთ ჭინჭრის ნაყენი და დაბანის შემდეგ გადაივლეთ თავზე, თან შეიზილეთ თმის ძირებში.

dip dyed hair

როგორ დავუბრუნოთ თმას სილამაზე, სიმტკიცე და ბზინვარება, როგორ ავავსოთ იგი სასიცოცხლო ენერგიით???

 გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, რომელიც დაგეხმარებათ გაუმკლავდეთ თმისთვის დამახასიათებელ თვისებებს...

თუკი თმა იბურდება

აურიეთ ერთმანეთში 1 სუფრის კოვზი მშრალი სალბი, მრავალძარღვა, ჭინჭარი და თავშავა, დაასხით 1 ლიტრი ანადუღარი წყალი და ერთი საათით დააყენეთ. გაწურეთ, დაუმატეთ დასრესილი შავი პური და ისე გადაზილეთ, რომ ერთგვაროვანი ფაფა მიიღოთ. თბილი ნარევი წაისვით თმაზე, მოიხვიეთ პოლიეთილენის პაკეტი და ბამბის პირსახოცი. 2 საათის შემდეგ ნიღაბი ჩამოიბანეთ თბილი წყლით. თავი შამპუნით არ დაიბანოთ.ნიღაბი თვეში ერთხელ გაიკეთეთ.

dip dyed hair

ხუჭუჭა თმა

ხუჭუჭი თმა სწორზე უფრო მშრალია, ამიტომ მის ასაბზინებლად აუცილებელია სპეციალური მკვებავი გელის ან კრემის წასმა და გაყოფილი ბოლოების ხშირად შეჭრა.თმისთვის ბრწყინვალების მისაცემად ყველაზე მარტივი საშუალებაა ყოველდღიური ვარცხნა ნატურალური სამასაჟე ჯაგრისით.

როგორ მოვუაროთ თმას სწორად **

დამყოლი თმა

თმა განურჩევლად ტექსტურისა და ტიპისა, ან დამყოლია, ან ჯიუტი. ჯიუტი თმა უწესრიგოდ იფშიკება სხვადასხვა მხარეს, რაც თმის მეტისმეტი სიმშრალის, ჰაერის მაღალი ტენიანობის ან ორივე ამ ფაქტორის ბრალია. ასეთი თმისთვის რეკომენდებულია დამატენიანებელი შამპუნი და კონდიციონერი. შამპუნით დაბანის შემდეგ დაიდეთ თმაზე დამატენიანებელი კონდიციონერი და რამდენიმე წუთს გაიჩერეთ, შემდეგ კი ჩამოიბანეთ.თუ თმა მეტისმეტად მშრალია, დაბანის შემდეგ სასარგებლოა დამატენიანებელი ჟელეს ან კრემის წასმა. შეგიძლიათ გამოიყენოთ სილიკონიანი თმისთვის განკუთვნილი შხეფებიც (მათ მშრალ თმაზე ისხურებენ).


როგორ მოვუაროთ თმას სწორად **



მკვებავი ნიღბები:
1. მშრალი და ნორმალური თვმისთვის: აიღეთ უმი კვერცხის გული, 1 ჩაის კოვზი აბუსალათინის ზეთი, 1 სუფრის კოვზი კონიაკი და 20-25 წვეთი ანადუღარი ცივი წყალი, გულდასმით აურიეთ ერთმანეთში, წაისვით თმაზე და ნახევარი საათის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით. ეს პროცედურა გაიმეორეთ კვირაში ერთხელ 1,5-2 თვის განმავლობაში.
2. თხელი და სუსტი თმისთვის: 
აურიეთ ერთმანეთში 3 სუფრის კოვზი კონიაკი, 1 სუფრის კოვზი ბირკავას ზეთი, თითო ჩაის კოვზი სიმინდის ზეთი, თაფლი და უმი კვერცხის გული. ნარევი ოდნავ შეათბეთ წყლის აბაზანაზე, შემდეგ ფაქიზად შეიზილეთ თმის ძირებში, დაიხურეთ თავზე საშხაპე ქუდი ან ცელოფანი, ზემოდან კი პირსახოცი შემოიხვიეთ. 1 საათის შემდეგ თავი დაიბანეთ შამპუნითა და თბილი წყლით. პროცედურა ჩაიტარეთ კვირაში ერთხელ 1,5-2 თვის განმავლობაში.
როგორ მოვუაროთ თმას სწორად **
საშინელი შეგრძნება...
Hair Style 2
Hair Style 2


კატეგორია: სასაც.../საინტ. | ნანახია: 2515 | დაამატა: salo | რეიტინგი: 5.0/3
სულ კომენტარები: 4

(2013-04-09 6:54 PM)
* 4 Dona♡   [Entry]
კარგი სიახლეა:დ და წყარო გოგონა.ჯი :პპპპ