მთავარი » 2013 » მარტი » 19 » საკონკურსო თემა
4:36 PM
საკონკურსო თემა
›› DYou Think YoWil Ever Love Anyone Like You LoveThaGir.. ?! 
ჩემი ჩანახატი ნინის კონკურსისთვის.
იმედია მოგეწონებათ .
აუცილებლად შემიფასეთ.
  

დილით რაღაც ხმაურმა გამაღვიძა. ძლივს წამოვდექი მე მოხუცი.. დავბერდი დავბერდი , წლებმა როგორ გამირბინეს .. ისე უცებ ჩამიქროლეს .. 
- დედა მიყვარს !! შენ კიდე არაფერი არ გესმის!
- ამ ასაკში სიყვარული არ იციან , ამანდა! შენ არ გესმის არაფერი. დამიჯერე!
- რა ხდება?
 - შეყვარებული ჰყავს.
ჩემმა ქალიშვილი რომელიც აგერ უკვე 35 წლის იყო ეჩხუბებოდა 15 წლის ამანდას. რომელსაც შეყვარებული ჰყვდა. ჩემი შვილი როზალი ძალიან რთული ხასიათისაა. დედამის ჰგავს.
- ამანდას კიარა მართლაც რომ არაფერი გესმის როზ! 35 წლის ქალი ხარ და ..
- მამა გეყოფა რა.ამანდა ჩემი შვილია და მე ავუხსნი ყველაფერს.
- ამანდა ჩემი შვილიშვილია ისე ცნობისთვის !! წამოდი წამოდი ..
ამანდას ხელი მოვკიდე და გვერძე ოთახში გავიყვანე.
- ბაბუ , მას არაფერი არ ესმის. მე მიყვარს მართლა მიყვრს, მასაც ვუყვარვარ. დედაჩემმა ყველაფერი იცის მაგრამ მას .. 
ამანდას ყელში ბურთი გაეჩხირა და ტირილი დაიწყო..

- ეს სატირალი არ არის , ახლა ერთ ისტორიას მოგიყვები.
ერთი გოგო საოცრად მიყვარდა. ზუსტად შენხელა იყო. მე მასზე დიდი ვიყავი , 16 წლის. ჩემს სკოლაში სწავლობდა. ძალიან მიყვარდა. დიდი ხანი ვერ ვუტყდებოდი. მას ვანესა ერქვა. მშვენიერი გოგონა იყო , ყველა ბიჭს მოსწონდა კარგად სწავლობდა და საოცრად ლამაზი იყო.. ბოლოს სიყვარული მაინც ავუხსენი. მასაც ვუყვარდი , დაიმახსოვრე ძვირფასო , ვინც სიყვარულში არ გიტყდება ყოველთვის ის ატარებს ნამდვილ სიყვარულს..მე და აამანდა დიდიხანი ერთად ვიყავით .. ძაააალიან დიდი ხანი , ერთად ვცხოვრობდით ჩემი საცოლე იყო , თუმცა ხომ იცი როგორც ხდება ხოლმე , ბედნიერება ცოტახნითაა .. მე გულის პრობლემა შემექმნა .. საოპერაციოდ რომ შემიყვანეს ვანესა იცინოდა მამხიარულებდა , მაგრამ რაღაც რიგზე მაინც არ იყო .. 
როდესაც შევყავდი შორიდან ვხედავდი მის მომღიმარ სახეზე ცრემლებს , 
ხელს მიქნევდა და მაინც მიცინოდა .. 

მეორე დღეს როდესაც გონზე მოვედი ვანესა ჩემთან არ ყოფილა..
მიმალავდნენ ასე თქვეს იმდღესვე გაემგზავრაო .. მაგრამ ამას ვერ დავიჯერებდი ვანესას ჩემზე უკეთ არავინ არ იცნობდა და მივხვდი რომ ის არ დამტოვებდა .. რაც არ უნდა ყოფილიყო რადგან მე მას ვუყვარდი .. 
როდესაც გამომწერეს სიმართლეც მითხრეს .. 
გული მან მომცა !! მისი გულით ვცოცხლობ , ის ჩემშია !! მისი გული ფეთქავს ასე ხშირად ხოლმე , როგორ მიყვარდა მისი გულის ცემის მოსმენა ... 
თავიდან სიკვდილი მინდოდა მაგრამ შემდეგ მივხვდი რომ მე თუ მოვკვდებოდი გამოდიოდა რომ ვანესაც ტყუილად წავიდა .. თუმცა ის ნახევრად ცოცხალია ჩემში ცოცხლობს .. ახლაც აქ არის .. 
თხრობა დავამთავრე და ახლა მივხვდი რომ ამანდა ტიროდა .. 
- ბაბუ , იმაზე მეტად არავინ არ გყვარებია? 
- არა და არც მიცდია არც მეგონა. ჩემთვის ვანესა არსებობდა. ახლაც მახსოვს ყველა მომენტი მასთან გატარებული წუთი და წამიც .. 
- რა მაგარია .. 
- დედაშენს ნუ დაუჯერებ!! სიყვარულმა ასაკი არ იცის .. არ დაკარგო არცერთი წუთი არცერთი წამი .. არანაირი მომენტი და შანსი ხელიდან არ გაუშვა .. გიყვარდეს და უყვარდე .. 




 
 





 
 




კატეგორია: ჩანახატები ♥ | ნანახია: 800 | დაამატა: BitchyBekah | რეიტინგი: 5.0/4
სულ კომენტარები: 3

(2013-03-19 8:05 PM)
* 3 Dona♡   [Entry]
არაჩვეულებრივიიყო,აუ რა მაგარი ჩანახატებია,ნინის როგორ გაუჭირდება არჩევა:ხ