მთავარი » 2014 » მაისი » 12 » შოკოლადი
9:27 PM
შოკოლადი


 H O C O L A T E




1.“Madeleine”-ყველაზე ძვირი შოკოლადია მსოფლიოში..იგი კონეკტიკუტში მცხოვრებმა კულინარმა ფრიც კნიპშილდტომმა შექმნა
2. პორტუგალიელი პოეტი ფერნანდო პესოა წერდა : შეხედეთ,სამყაროში არსად არ არის ისეთი მეტაფიზიკა როგორც შოკოლადს აქვს
3.Hershey’s ყოველდღიურად უშვებს 8O მილიონზე მეტ შოკოლად «Kisses». 6 ივლისს (კოცნის საერთაშორისო დღეს) ეს რიცხვი ორმაგდება :)
4. ინგლისური შოკოლადის ფაბრიკა Cadbury- 1842 წელს გამოუშვა პირველი შოკოლადის ფილა მსოფლიოში.
5.ფილმში «Psycho», ალფრედ ჰიჩკოკმა გამოიყენა შოკოლადის სიროფი Bosco ყველასთვის ცნობილი სცენის საშხაპის გადაღებისას.ეს ყოველივე სისხლის გაძიერებული მუშაობისთვის გააკეთა
6. მიუხედავად იმისა, რომ კაკაო პირველად გამოიყენეს ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში 4 000 წლის წინათ , თითქმის 70 % მსოფლიო კაკაოსი აფრიკაზე მოდის .კოტდივუარი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ადგილია კაკაოს მოყვანისა .. იქ მსოფლიო კაკას 40 % მოჰყავთ
7.შოკოლადს ტრადიციულად მიაწერენ ჯადოსნურ ,მისტიკურ და სამკურნალო თვისებებს . მაგალითად ლათინურად კაკაოს ხე არის «Theobroma Cacao» რაც ნიშნავს საჭმელების ღმერთს
8.შამპანური და ცქრიალა ღვინო ითვლება ძალიან მჟავედ შავ შოკოლადთან მიმართებაში.. წითელი ღვინო შავ შოკოლადთან ძალიან გემრიელია .. :)
9.პირველი ადამიანები,რომლებმაც გასინჯეს კაკაო იყვნენ მოკაია და ომელკი სამხრეთ მექსიკიდან (დაახ.1000 წლის წინ ქრისტეშობამდე)..სიტყვა შოკოლადი მოდის მაიას ცივილიზაციიდან -xocolatl ნიშნავს მწარე წყალს
10.თუ თქვენ გსურთ შეიძინოთ ნამდვილი შავი შოკოლადი ამისთვის საჭიროა გაეცნოთ მის ეტიკეტს. მის ეტიკეტზე პირველ რიგში მითითებული უნდა იყოს ორი ინგრედიენტი : კაკაო და შოკოლადის ლიქიორი. არ უნდა ერიოს შაქარი .. :)

 შოკოლადს სხვა სასარგებლო თვისებებიც აქვს:

• ეფექტური სტიმულატორია ნახშირწყლები, რომელსაც თითქმის ყველა სახის ტკბილეული დიდი რაოდენობით შეიცავს. ეს ნივთიერება გონებრივი სამუშაოსგან გადაღლილს, მეხსიერების გაუმჯობესებასა და ენერგიის

მოკრებაში გეხმარებათ.. მნიშვნელოვანია კოფეინთან ერთად, შოკოლადის შემცველობაში შემავალი მაგნიუმიც ის აუმჯობესებს მეხსიერებას, ებრძვის დეპრესიას და იმუნიტეტზეც დადებითად მოქმედებს.

დღეში 30-40 გრამი შოკოლადის მიღება სასარგებლოა გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პროფილაქტიკისთვის. მასში შემავალი ფლავონოიდები ხელს უშლის თრომბის წარმოქმნას და წნევის დაქვეითებას განაპირობებს. პროციანიდები კი ათეროსკლეროზის თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ.



გემრიელი დესერტი შეიძლება საუკეთესო ანტიდეპრესანტიც იყოს. მეცნიერებმა შოკოლადში აღმოაჩინეს ნივთიერება, რომელიც ტვინის იმავე ნაწილს ააქტიურებს, რომელსაც ნარკოტიკი. ასე რომ, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, კაკაოს მარცვლებისგან დამზადებული ტკბილეული ორგანიზმზე კოკაინის მსგავსად მოქმედებს და არ გაგიკვირდეთ თუ გუნება-განწყობილებასაც საგრძნობლად აგიმაღლებთ.


მწარე შოკოლადი კარიესისგან დაგიცავთ. მასში შემავალი ნივთიერებები ხელს უშლის პირის ღრუში ბაქტერიების გამრავლებას. ამასთან, კაკაო კბილებს თხელ დამცავ ფენად ედება და ქვების წარმოქმნას აფერხებს.
და ბოლოს, შავი შოკოლადი უფრო მდიდარია ვიტამინებით, ფოსფორით, რკინით და კალიუმით, ვიდრე ვაშლი, წიწიბურა ან რძის პროდუქტი. შესაბამისად, შოკოლადი დადებითად მოქმედებს მხედველობაზე, ძვლოვანი ქსოვილების განახლებასა და სისხლწარმოქმნის პროცესზეც.
თუ ამ გემრიელობისგან თავის შეკავება ალერგიის გამო გიწევთ, გაცნობებთ, რომ მწარე შოკოლადი მხოლოდ აძლიერებს საკვების ალერგიულ რეაქციებს, თავად კი მას იშვიათად იწვევს.

საოცარია, რომ შოკოლადის ამ თვისებებზე ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე იცოდნენ. მაიას ტომები მას წყალთან, ცხარე წიწაკასთან და კაკაოს მარცვლებთან ერთად, სასმელის სახით ენერგიის მოსაკრებად, ნაწლავური ინფექციების, გაციების, ხველის საწინააღმდეგოდ იყენებდნენ.
ასე რომ, მიეცით თავს ჯანმრთელობის გემრიელი შენარჩუნების უფლება

აცტეკების ლეგენდის თანახმად, კაკაოს ხის ნაყოფში, სიბრძნე და ძლიერება იყო. ამ ტომის ბელადს მონტეესემას, ეს ტკბილეულობა ისე უყვარდა, რომ დღეში 50 ჭიქა ცხელ კაკაოს მიირთმევდა. ევროპელები ამ წმინდა სასმელს XVI საუკუნეში გაეცნენ. როდესაც კუნძეულ გაინას მოსახლეობა დიდ მოგზაურს ქრისტოფორე კოლუმბს კაკაოთი გაუმასპინძლდა. გადმოცემის ტანახმად კოლუმბის მიერ ევროპაში ჩატანილი კაკაოს მწარე მარცვლები ევროპელებმა ვერ შეიყვარეს და მალევე მიივიწყეს. თუმცა ეგრეთ წოდებული ''ღმერთების სასმელი'' ესე ადვილად დასავიწყებელი არ იყო... მექსიკაში, ესპანელი მეფის მიერ წარგზავნილის ფერნანდ კორტესის წყალობით, შოკოლადი ესპანელ დიდგვაროვნებს შორის მალე ძალზედ პოპულარული გახდა! აღსანიშნავია, რომ შოკოლადის მყარი სახით წარმოება მხოლოდ XIX საუკუნის 70_იან წლებში დაიწყეს. ინგლისური ფირმა ''ფრაი და გაჯეპის'' მიერ ჩამოსხმული პირველი მყარი შოკოლადი პოპულარული ძალიან მალე გახდა. შოკოლადთან დაკავშირებული რამოდენიმე ძალზედ საინტერესო ფაქტი!* მრავალი სასიყვარულო და ავანტიურული თავგადასავლებით სახელგანთქმული ჯოვანი კაზანოვა, თვლიდა რომ მისი პოტენციის საიდუმლო დილით ერთი ჭიქა ცხელი შოკოლადი იყო! * პირველი წიგნი შოკოლადის შესახებ - "წიგნი რომელშიც შოკოლადის შესახებ ყველაფერია" 1606 წელს მექსიკაში გამოიცა. * 2000 წელს ბარსელონში შოკოლადის მუზეუმი გაიხსნა, რომლის კოლექციაში ქალაქის არქიტექტურული ღირსშესანიშნაობების დაპატარევებული ასლები იყო წარმოდგენილი. ამბათ, მიხვდებთ, რომ ყველაფერი შოკოლადისგან იყო დამზადებული. * წარმოიდგინეთ კორსეტი, რომელიც პირში დნება, ან ქალის ნებისმიერი აქსესუუარი რისი ჭამაც შეიძლება. სწორედ ასე გამოიყურებოდა 1988 წელს ნიუ იორკში გამართული მოდების ჩვენება, რომელზეც ცნობილი დიზაინერების მიერ შექმნილი 12 კაბა იყო წარმოდგენილი.* 1999 წელს იტალიაში დამდნარი შოკოლადით შესრულებული ნახატების ღიაა აუქციენი მოეწყო. * ყველაზე ცნობილი შოკოლადის კურორტი ხერშესი კალიფორნიაში მდებარეობს. ასეთ კურორტებზე დეპრესიას სხვადასხვაგავრი შოკოლადით მკურნალობენ. 

 

კატეგორია: SWEET ♥ | ნანახია: 1297 | დაამატა: marriami | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 7

(2014-06-15 8:24 PM)
* 7 Diva♔   [Entry]
dzaaan kargi siaxle iyo miuxedavad imisa rom faktebis garda ar wamikitxavs araferi mainc momewona ♥
all you need is love,all i need is chocolate