მთავარი » 2013 » იანვარი » 9 » Wolf
11:22 PM
Wolf
Wolf
Wolf
Wolf
Wolf
Wolf

მგელი — ჭკვიანი, საზრიანი და ადვილად შემგუებელი ცხოველი; მტაცებელთა რიგის ერთ-

ერთი ყველაზე გავრცელებული ძუძუმწოვარი, ძაღლისებრთა ოჯახისა. ბინადრობდა 

თითქმის მთელ ჩრდილოეთ ნახევარსფეროში, როგორც ტყეში, ასევე მინდვრებში, ნახევრად

უდაბნოებში და ყინულოვან არქტიკულ ტუნდრებშიც. საკვებად მიირთმევს, როგორც
 
მწერებსა და თაგვებს, ასევე დიდ ცხოველებს, როგორიცაა ბიზონი, ცხენ-ირემი და გარეული 

ხარი. საერთო წინაპარი ჰყავს შინაურ ძაღლთან. მას შემდეგ, რაც ადამიანი დაუპირისპირდა

 მას, როგორც ცხვრისა და სხვა შინაური ცხოველების მტერს, მგლების რიცხვმა იკლო და 

ამჟამად ისინი მხოლოდ შორეულ ტყეებსა და მთებში ბინადრობენ. ზოგიერთ რეგიონში (მაგ.

 აშშ-ში) იგი გადაშენების პირასაა მისული.

Wolf
Wolf
Wolf

მგელი ძაღლისებრთა ოჯახის (Canidae) ყველაზე დიდი წარმომადგენელია. აღნიშნული

 ოჯახი არის ერთ-ერთი მტაცებელთა (Carnivora) კლასის შემადგენელი შვიდი სახეობიდან. 

დღეისათვის მგლების ორი სახეობაა გავრცელებული: ე. წ. წითური მგელი (Canis rufus ) და 

რუხი მგელი (Canis lupus). რუხი მგლის რამდენიმე ჯიში არსებობს: ჩრდილოეთის, ანუ 

არქტიკულ მგელი, ჩრდილოეთ ამერიკის ტყის მგელი, ცენტრალური აზიის სტეპების მგელი

 და ჩვეულებრივი მგელი, რომელიც დღესაც ბინადრობს აღმოსავ

ლეთ ევროპისა და სკანდინავიის ტერიტორიებზე. სტეპის მგელს თხელი, მოხდენილი 

სხეული აქვს და ღია შეფერილობა, გარეგნულად იგი ძალიან ჰგავს ევროპასა და ჩრდილოეთ 

ამერიკაში გავრცელებულ რუხ მგელს. არქტიკული მგელი კი ბევრად დიდია და სქელი,

 თეთრი ბეწვი აქვს.

მგლის ხროვა, საშუალოდ, 6-8 წევრისაგან შედგება, იშვიათ შემთხვევებში ხროვა აერთიანებს

 ოცამდე მგელს. ხროვას სათავეში უდგას წყვილი - ერთი მდედრი მგელი და ერთი მამრი 

მგელი, რომლებიც ხშირად ხროვის ერთადერთ წყვილს წარმოადგენენ, ხოლო დანარჩენი 

წევრები მათი ნაშიერები არიან, რომლებიც ჯერ საკმარისად მოზრდილები არ არიან, რომ 

საკუთარი ხროვები შექმნან. მგელი "სოციალური" ცხოველია და მის ოჯახში "რანგების" 

დიდი დამცველი. მმართველ წყვილში დომინანტური ადგილი მამრ მგელს უჭირავს, თუ 

რომელიმე მეწყვილე დაიკარგება ან დაიღუპება, მეორე შეითავსებს მის ფუნქციებს.

მმართველი ადგილისათვის ბრძოლა ყოველთვის აქტუალურია მგლებს შორის, თუმცა 

ზოგრჯერ იგი მხოლოდ სიმბოლურ სახეს ატარებს, რადგან ხროვაში თითოეულმა მგელმა 

იცის თავისი ადგილი. მგლების ხროვაში ხშირია ე.წ. "სოციალური რიტუალები", რომლის 

დროსაც მთავარმა მგელმა უნდა დაამტკიცოს თავისი უპირატესობა, წინააღმდეგ 

შემთხვევაში, მას შეცვლის ხროვის სხვა წევრი. ხშირ შემთხვევაში "გადაყენებული" 

მეთაურები თავს ანებებენ მშობლიურ ხროვას და სხვა ცხოვრებას იწყებენ.

Wolf
Wolf
Wolf
Wolf

მიუხედავად იმისა, რომ რუხი მგლის წარმოშობა კამათის საგანია, მიმდინარე თეორიების

 მტკიცებით ეს სახეობა პირველად სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში გაჩნდა პლეისტოცენის 

ეპოქაში. მიტოქონდრიის უჯრედებიდან აზიურ ქვესახეობებზე დნმ-ს ანალიზი მეცნიერებს

 უფლებას აძლევს დაადგინონ მგლების გენეოლოგიის საწყისი თარიღი. დროთა 

განმავლობაში სახეობის დნმ-ში დაფიქსირებული ცვლილებების სიხშირე მიუთითებს 

აზიური ხაზის დაახ. 800 000 წლის წინ წარმოშობაზე, მაშინ როცა ევროპული და 

ჩრდილოამერიკული სისხლის ხაზები 150 000 წლით თარიღდება. მგელი ჩრდილოეთ 

ამერიკაში ძველი მსოფლიოდან ბერინგის სახმელეთო ხიდით შეიჭრა (რომელიც ერთ დროს 

ალასკასა და ციმბირს აერთებდა) და სამხრეთისკენ მოგზაურობდა ბოლო გამყინავრებამდე

 დაახ. 18 000 წლის წინ...

Wolf
Wolf

ერთ დროს მგელი ძალიან გავრცელებული იყო ბრიტანეთის ტერიტორიაზე. 1066 წლის 

ჰასტინგის ბრძოლის შემდეგ ბრძოლის ველზე უამრავი დახოცილი ბრიტანელი მეომარი იქცა

 "მგლის სადილად". მე-16-ე საუკუნეში შოტლანდიაში მძვინვარებდა "მგლის ეპიდემია". 

უკანასკნელი შოტლანდიური მგელი მოკლეს 1743 წელს.

არქტიკული მგლები ბინადრობენ ისეთ შორეულ ჩრდილოეთში, რომ ზამთარში მათ სრულ 

სიბნელეში უწევთ ნადირობა. ამის მიუხედავად, აღნიშნული ჯიში კარგად ვითარდება, 

რადგან იგი დაცულია უდიდესი მტრისგან - ადამიანისგან.

მგელი დღესაც ძალიან გავრცელებულია ტრანსილვანიაში, სადაც იგი მაქციებზე შექმნილი 

ლეგენდების მთავარი გმირია.

Wolf
Wolf

ზემოთხსენებული ფართობის მთლიანად საკუთარ ტერითორიად მითვისება მგლის ხროვას

 არ ძალუძს. ტყეში მობინადრე მგლები შედარებით პატარა ტერიტორიებს ითვისებენ. 

მგლისათვის განსაკუთრებული დამახასიათებელი ნიშანია ტერიტორიის სუნით დანიშვნა. 

ნებისმიერი მგელი ყნოსვით გრძნობს ამა თუ იმ ხროვის მიერ დანიშნულ ტერიტორიას და

 თავს არიდებს მას შემდგომი საფრთხის თავიდან აცილების მიზნით.

ერთმანეთის ადგილმდებარეობის გარკვევის მეორე ძირითადი ხერხია ყმუილი. მგლების

 ხროვებს შორის დაპირისპირება მუდმივად ხდება, ამიტომ არასასურველი შეხვედრის 

თავიდან ასაცილებლად მგლები ხშირად ყმუიან, რითაც დაპირისპირებულ ხროვას ანცნობენ

 თავიანთ ადგილსამყოფელს. ყმუილს იწყებს ერთი მგელი, ხოლო ხროვის დანარჩენი 

წევრები ჰყვებიან მას მომღერალთა გუნდის პრინციპით; ეს პროცესი იმდენად სასიამოვნოა

 ჩანს მგლებისთვის, რომ თითქოს ეს მათთვის ერთგვარი გამაჯანსაღებელი ვარჯიშია. 

ზამთრის მიგრაციის დროს მგლების ხროვის ყმუილი მუდმივ ხასიათს ატარებს, ამით ისინი 

ხვდებიან, თუ რომელი ტერიტორიებია დაკავებული. თუ ხროვა მცირე რიცხოვანია და 

შედარებით სუსტი, ის სიჩუმეს ამჯობინებს და ტყეში მალულად ხეტიალობს. რათა არ 

გადააწყდეს თავისზე ძლიერ მოწინააღმდეგს. ამავე მიზეზით, ეული მგლები, როგორც წესი, 

ყმუილისგან თავს იკავებენ.

ხშირ შემთხვევაში მგლების ხროვა სიჩუმეს ამჯობინებს ჩასაფრების მიზენით. ასეთი 

მოქმედება ახასიათებთ იმ მგლებს, რომლებიც ბინადრობენ ისეთ მიდამოებში, სადაც 

თავისუფალი ტერიტორიები იშვიათია და მის მოსაპოვებლად ბრძოლაა საჭირო.

Wolf
Wolf
Wolf


მგელი ადვილად ადაპტირებადი ცხოველია. მას შეუძლია იკვებოს ყველაფრით, რის 

დაწერასაც მოახერხებს. ზაფხულში მგლის საკვებს წარმოადგენს ჩიტი, ბაყაყი, ხოჭო და 

ზოგჯერ ხილისა და ხავსურას უჩვეულო "სალათი". ხშირად მგელი იკვებება ლეშითაც. 

ნადირობისას მგელი ამჯობინებს დიდი ზომის მსხვერპლს, რათა სრულად აინაზღაუროს 

დახარჯული ენერგია. ეული მგლის ჩვეულებრივ მსხვერპლს წარმოადგენს მცირე ზომის 

ირემი, ან ცხვარი. მგლის ხროვა კი ცდილობს რაც შეიძლება დიდი ზომის მსხვერპლი 

მოინადიროს.

თუ სანადიროდ გადის მთელი ხროვა, მას შეუძლია დაამარცხოს 500 კგ-მდე წონის დიდი 

ცხენ-ირემიც კი, რომელიც თავისი წონით ათჯერ მაინც აღემატება მგელს. ასეთი დიდი 

ნადავლის დაჭერისა და შთანთქმისათვის საჭიროა სიძლიერე, ენერგია, გაბედულობა და 

გუნდური თანადგომა. ხროვებად ნადირობისას მგლების ნადავლი მეტად მრავალფეროვანი

 და მრავალრიცხოვანია.

ნადირობისას მგელი იყენებს ერთ-ერთ ძირითად შეგრძნებას - ყნოსვას. როდესაც მგლების

 ხროვა შეიგრძნობს მსხვერპლის ნაკვალევს, მისი ყველა წევრი წუთიერად ჩნდება , თავს

 ხრის შეგრძნებული სუნის მიმართულებით და კუდს აქიცინებს განსაკუთრებული 

წესით.შემდგომი მოქმედება დამოკიდებულია იმ გარემოზე, სადაც იმყოფება ხროვა: ტრიალ 

მინდორში მგლები პირდაპირ შეტევაზე გადადიან, ხოლო ტყეში კი ადვილი შესაძლებელია 

ჩუმად მიპარვა მსხვერპლთან. ყნოსვის გამოყენებით მგლების ხროვა უსაფრდება მსხვერპლს

 და ალყაში აქცევს მას.

ნადირობისას მგელი წარმატებას ახწევს ეულად მოხეტიალე ცხოველებთან, მაგალითად, 

ცხენ-ირემთან. ხშირ შემთხვევაში მსხვერპლი ყნოსვით გრძნობს მგლის მოახლოვებას და 

თავდაცვით რეაქციას ამძაფრებს. დიდი ზომის ცხოველები, როგორც წესი, წიხლით

 იგერიებენ მგლის შემოტევას. ასეთ შემთხვევაში მგელი ამჯობინებს უფრო იოლი ნადავლის 

მონადირებას. თუ მსხვერპლი გაექცა მგელს, ის მისდევს მას, თუმცა თავს ანებებს იმ 

შემთხვევაში თუ უმალვე არ დაეწევა. მგლებისთვის ასეთ შემთხვევაში ენერგიის დახარჯვას 

არავითარი აზრი არ აქვს.


კატეგორია: News-სიახლეები | ნანახია: 1725 | დაამატა: BadGalAnnie | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]