ახალი წელი მსოფლიოში - 30 ნოემბერში 2013 - საუკეთესო თინეიჯერული საიტი
მთავარი » 2013 » ნოემბერი » 30 » ახალი წელი მსოფლიოში
3:17 PM
ახალი წელი მსოფლიოში

როგორ ხვდებიან ახალ წელს სხვადასხვა წვეყანაში?
+ ფოტოები




როგორ ხვდებიან ახალ წელს სხვადასხვა წვეყანაში?


ახალ წელს, რომელიც ჩვენთან გაშლილი სუფრის ირგვლივ შემომსხდარი ახლობლების წრეში აღინიშნება, სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვანაირად ხვდებიან.

ავსტრალიაში საცურაო კოსტიუმში გამოწყობილი სანტა კლაუსის ხილვა მხოლოდ სიდნეის პლაჟებზე შეიძლება. ასეთ ეგზოტიკურ თოვლის "პაპას" მაინც აქვს ტრადიციული სანტა კლაუსისთვის დამახასიათებელი ატრიბუტები – თეთრი წვერი და წითელი ქუდი. დასვენებისა თუ სადღესასწაულო დღეების მიუხედავად, ავსტრალიელები დილის 5–6 საათზე იღვიძებენ, სამაგიეროდ, უკვე ათი საათისთვის იძინებენ. ახალი წლის ღამე აქაც გამონაკლისია, თუმცა, შუაღამის პირველ საათს არავინ აცილებს.

ვენაში დაუწერელ კანონად ითვლება ახალ წელს წმინდა სტეფანეს ეკლესიაში ჩამოკიდებული "მსოფლი ზარის” საზეიმო ხმის მოსმენა. ძველ დროში კი კარგი ნიშანი იყო ბუხრის მწმენდავთან შეხვედრა, შეხება და ნახშირით დასვრა. ეს ტრადიცია ბედიერების მომტანად მიაჩნდათ.

ბირმაში იმის გამო, რომ ამ ქვეყანაში ახალი წელი ყველაზე ცხელ სეზონს ემთხვევა, მას წყლის ფესტივალით აღნიშნავენ. სანახაობა, მართლაც რომ სასაცილოა: ნებისმიერი ასაკის ადამიანები შეხვედრისას ერთმანეთს წყლით წუწავენ. აქ არაფერი გასაბრაზებელი არ არის, რადგან წყლის მისხმა ტრადიციაა და კეთილგანწყობას გამოხატავს,

ბულგარეთში ახალი წლის წინა დღეს ბულგარელები შინდის ჯოხს ეძებენ, რაც ახალი წლისთვის აუცილებელი ატრიბუტია. პირველ იანვარს ბავშვები მშობლებთან მიდიან და ჯოხის მსუბუქი დარტყმით ახალი წლის დადგომას ულოცავენ. იმ დროს, როდესაც საათი ბოლოჯერ ჩამოჰკრავს და მოსახლეობას კიდევ ერთი წლის წაბრძანებას ამცნობს, ბულგარელების სახლში სინათლე სამი წუთით ქრება. ეს დრო საახალწლო კოცნას ეთმობა. ბულგარელებს უხარიათ, თუ საახალწლო სუფრის დროს ვინმე დააცემინებს, რადგან, მათი აზრით, ეს ბედნიერების მომტანია.

ბერძნული ტრადიციის თანახმად, ზუსტად თორმეტ საათზე, ოჯახის უფროსი ეზოში გადის და კედელს ბროწეულს ესვრის. თუ ბროწეულის მარცვლები მთელ ეზოში მიმოიფანტება, მაშინ ახალ წელს ოჯახი ბედნიერად გაატარებს. სტუმრად მისვლისას თან დახავსებული ქვა მიაქვთ და სახლში შესვლისას მასპინძელს ეუბნებიან: "დაე, ჩემი მასპინძლის ქისა (ანუ საფულე) ამ ქვასავით მძიმე იყოს”.

იტალიაში საახალწლო ტრადიციებს ძირითადად სოფლებში იცავენ. შობის წინა დღეს სადილობამდე მუშაობენ, ნასადილევს რთავენ ნაძვის ხეებს და ამზადებენ საჩუქრებს. ძველი ჩვეულებით, საჩუქრები უნდა მიუტანონ მოხუც ქალს, რომელსაც ის ახალი წლის შემდეგ დაარიგებს.

ჩეხეთსა და სლოვაკეთში შობის დღესასწაულს მოუთმენლად ელიან გასათხოვრები. ისინი ხომ შობის ღამეს შეიტყობენ, გათხოვდებიან თუ არა ამ წელს! ამას ამცნობს ოთახის ქოში, რომელიც უნდა გადააგდონ თავს უკან. თუ ქოში წვერით დავარდა, საქმრო მალე გამოჩნდება, თუ ქუსლით – გოგონას კიდევ ერთი წელი მოუწევს

ვიეტნამში ერიდებიან დავას. ბაზარში ვაჭრობენ იაფად, რათა მთელ წელიწადს სიიაფე იყოს.

იაპონიაში ახალი წელი ახალი ცხოვრების დასაწყისს ნიშნავს. ყველა ცდილობს ვალების გასტუმრებას.



განაში შუაღამისას ყველა წაჩხუბებული უნდა შერიგდეს.



ინგლისში მეოცე საუკუნემდე შემორჩა ყველაზე ორიგინალური ჩვეულება. ვინც წლის ბოლოს დადებდა ფიცს, რომ მთელი წლის მანძილზე არ წაეჩხუბებოდა მეუღლეს. ის ქალაქის ხარჯზე ჯილდოდ იღებდა ღორის ბარკალს, 1144 წლიდან 1908 წლამდე ასეთი ჯილდო მიუღია 8 მამაკაცს.

დანიაში ტყის მცველებმა ბრაკონიერებთან, რომელთაც ნაძვის ხის მოჭრა და სახლში წაღება უნდათ, ბრძოლის შესანიშნავ მეთოდს მიაგნეს. წინა საახალწლო დღეებში ისინი ნაძვის ხეს სპეციალურ ხსნარს უსვამენ, რომლის მყრალი სუნიც სივრცეში შეუმჩნეველია, მაგრამ როგორც კი თბილ გარემოში აღმოჩნდება, იგი მაშინვე საშინელ სუნს უშვებს. ასე რომ, სახლში ლამაზი ნაძვის ხის დადგმის ყველანაირი სურვილი უქრებათ!

ირლანდიაში ახალი წლის ღამეს საკუთარი სახლის კარს აღებს ნებისმიერი ადამიანი, ვინც ღია კარში შესვლას მოინდომებს, სახლის სასურველი სტუმარი გახდება. ასეთ სტუმარს მაგიდის საპატიო ადგილას სვამენ და ტრადიციულ სადღეგრძელოს '' მშვიდობა ამ ხალხს და მთელ მსოფლიოს'' შესვამენ!

ახალი წლის ღამეს კუბელები ჭიქებს წყლით ავსებენ და ზუსტად 12 საათზე ფანჯრიდან ასხამენ! ასეთი ჟესტით კუბელები ერთმანეთს უსურვებენ, რომ დამდეგი წელი წყალივით ნათელი, სუფთა და რასაკვირველია, ბედნიერი ყოფილიყოს! აქ საათი მხოლოდ 11 ჯერ ჩამოკრავს! რადგან კუბელებისთვის 12 ჩამოკვრა უკვე ახალი წელია!

შოტლანდიაში შუაღამის დადგომამდე ანთებენ ბუხარს და მთელი ოჯახი შემოსხდება მის გარშემო 12 საათის მოლოდინში. როცა ისრები 12–ს მიუახლოვდება, ოჯახის უფროსი ჩუმად დგება და აღებს კარს. კარი ღიაა მანამ, სანამ საათი ბოლო ზარს არ ჩამოჰკრავს. ამგვარად, იგი აცილებს ძველს და სახლში უშვებს ახალ წელს. შოტლანდიაში ახალი წლის ღამეს ზღურბლს იქით იყურებიან, ხომ არ მოდის ვინმე შავთვალება ახალგაზრდა ბიჭი. ასეთი საჩუქარი ახალ წელს ყველაზე საუკეთესოა. მისგან გაუხარდებათ ნახშირის ქვის მიღება, რომლისგანაც სახლის კერაზე ცეცხლს დაანთებენ. რაც უფრო დიდი და ნათელი იქნება ცეცხლი, მით წარმატებული იქნება მომავალი წელი.

პერუში მიაჩნიათ, რომ ის, ვინც საკუთარს სახლს ჩემოდნით ხელში შემოუვლის, დიდი ხნის ნატვრას აისრულებს და სამოგზაუროდ გაემგზავრება. სხვა ტრადიციის თანახმად კი, თუ გოგონა, რომელსაც ხელში წნელი უჭირავს, მის მეორე ბოლოს უცნობ ყმაწვილს შეახებს, საქმროს იპოვის.

ესპანეთში ერთ-ერთი საახალწლო ჩვეულება ეროტიული კულტის ნიშნებს ატარებს, რომელსაც ახლაც იცავენ ქვეყნის ბევრ სოფელში, თუმცა, უკვე ამ ყველაფერს ხუმრობის სახე აქვს. ეს არის ფიქტიური ქორწინება. ახალი წლის ღამეს მთელი სოფლის ბიჭები და გოგონები იკრიბებიან კოცონთან და კენჭს იყრიან - რაიმე ღრმა ნივთში იყრება ქაღალდები მათი სახელებით და შემდეგ თითოეული მათგანი იღებს ამ ფურცელს. ამგვარად, ბიჭები ირჩევენ "საცოლეებს, ხოლო გოგონები - საქმროებს’’. წყვილები წლის ბოლომდე შეყვარებულებად ითვლებიან და ამის შესაბამისადაც იქცევიან. ესპანეთში საჩუქრებს ორჯერ ჩუქნიან ერთმანეთს: ერთხელ საშობაოდ, ხოლო მეორედ ახალი წლის ღამეს. შობას მიღებულია რაიმე რომანტიულის ჩუქება, ხოლო ახალ წელს - პრაქტიკული საჩუქრის.

რუსეთში 1700 წლამდე ახალ წელს სექტემბრის თვეში აღნიშნავდნენ, ხოლო ჩინეთში ახალი 4697 წელი თებერვალში დადგება, შემდეგ ახალ წელს იზეიმებენ ინდოეთში - იქ 22 მარტს დადგება 1921 წელი. ცოტა მოგვიანებით, 13 აპრილს ახალი წელი ნეპალშიც მოვა და იგი 2056-ე წელი იქნება. მუსულმანები თავის ახალ 1419 წელს ზაფხულში იზეიმებენ - 21 ივნისს. ებრაელებისათვის ეს წელი 5760 -ე იქნება და 15 სექტემბერს დადგება. იაპონიაში და კორეაში, ასევე რუსეთშიც, ევროპაშიც და საქართველოშიც ახალი წელი 1 იანვარს გათენდება...

ფინეთში ახალი წლის აღნიშვნა 1 იანვარს მეთექვსმეტე საუკუნეში შემოიღეს. მანამდე კი, წელი იწყებოდა მიხეილის დღის შემდეგ. ახალ წელს აქ მიღებულია მკითხაობა. მკითხაობის ერთ-ერთი ფორმაა გამდნარი კალას ჩასხმა წყალში. შემდეგ გოგონები ამ წყალში ასველებდნენ ცხვირსახოცებს და იდებდნენ ბალიშის ქვეშ მთელი ღამის განმავლობაში, რათა სიზმარში ენახათ საქმრო. ამას გარდა, იხედებოდნენ სარკეში - ასევე საქმროს სახის დასანახად და სხვადასხვა მოვლენების წინასწარ გასაგებად.

ჩინეთში ახალი წელი აღინიშნება 17 იანვარსა და 19 თებერვალს შორის, ახალმთვარეობისას. ქუჩის პროცესიები - ამ დღესასწაულის ყველაზე საინტერესო ნაწილია. ათასობით ფანარი ინთება პროცესიის დროს. ჩინელები თვლიან, რომ ახალი წელი გარშემორტყმულია ბოროტი სულებით. ამიტომ, ისინი ხმაურით უნდა განდევნონ. ჩინეთში არააა მიღებული საათის ჩუქება, რადგან, ეს ნივთი ასოცირდება დროის წარმავალობასა და ყოფიერების ამაოებაზე.

ახალი წლის დღესასწაულის ტრადიციის წარმოშობა
 



საახალწლო დღესასწაულის პერიოდი ჩვენს წარმოდგენაში არის ლამაზი და კეთილი ზღაპრის დრო. ახალი წლის ღამის მომხიბვლელობა დიდი ხნის განმავლობაში გვახსოვს, მას უკეთესობის იმედი და სასიხარულო გრძნობები მოაქვს,მის მომხიბვლელ ძალას ჩვენ უკავშირებთ მშვიდობას,სიყვარულს და ურთიერთ გაგებას. ახალი წლის აღნიშვნა ბევრ ადამიანს მარადიულ ტრადიციად მიაჩნია, უმეტესობა ფიქრობს, რომ მას აღნიშნავდნენ ყოველთვის. მაგრამ ეს ასე არ არის. ამ დღესასწაულის ისტორია ”სამწუხაროდ” მხოლოდ 25 საუკუნეს ითვლის. მეცნიერთა ერთი ნაწილის აზრით ახალი წლის აღნიშვნის ჩვეულება პირველად მესოპოტამიაში (შუამდინარეთი), შუმერების უძველეს ცივილიზაციაში წარმოიშვა.


ძველ ეგვიპტეში ახალ წელს დღესასწაულობდნენ დიდ ხანს: ივლისიდან - სექტემბრამდე (ტრადიციის წარმოშვების ზუსტი თარიღის მითითება შეუძლებელია). დღესასწაულის დასაწყისი მდინარე ნილოსის ნაპირებიდან გადმოსვლასა და ცაზე ეგვიპტელებისთვის წმინდა ვარსკვლავის სირიუსის ამოსვლას ემთხვეოდა. წლის ამ დროს სრულდებოდა თესვა ამის გამო გვალვა ქვეყნისთვის დამღუპველი იქნებოდა. ამიტომ მდინარის ნაპირებიდან გადმოსვლის დღეს ხდებოდა ზემო და ქვემო ნილოსის ღმერთის - ჰაპისთვის მსხვერპლის შეწირვა. მდინარის დინებას აყოლებდნენ პაპირუსის ფურცლებზე ჩამოწერილ საჩუქრების ნუსხას. ეგვიპტელებისთვის ეს იყო წმინდა დრო, იწყებოდა ცხოვრების ახალი პერიოდი. სამუშაოებისგან გათავისუფლებული ადამიანები ხვდებოდნენ მეგობრებსა და ნათესავებს, ერთად მოიხსენიებდნენ წინაპრებს და ადიდებდნენ ღმერთებს. გარდა ამისა ძველ ეგვიპტეში ახალი წლის, ახალი პერიოდის დაწყება უკავშირდებოდა მზის ღმერთის რას ქალიშვილის, სიყვარულის, მშვენიერების და მუსიკის ღმერთის ჰატჰორის კულტს. მისი ქანდაკება მოჰქონდათ წმინდა ნავით და დგამდნენ ტაძრის თორმეტ სვეტიან თალარში. თორმეტი სვეტი მიაჩნდათ წელიწადის თვეების სიმბოლოებად. მზის პირველი სხივის გამონათების დროს გასწევდნენ ფარდებს და ქალღმერთის ქანდაკებას მოეფინებოდა მზის სინათლე, რასაც ეგვიპტელები აღიქვამდნენ როგორც მზის ღმერთის რას მიერ თავისი ქალიშვილის ჰატჰორის, ტაძრისა და მთელი სამყაროს დალოცვად.

ძველ ბაბილონში ახალი წელი დგებოდა გაზაფხულის ბუნიაობის შემდგომი პირველივე ახალ მთვარეობის დროს, რომელიც ითვლებოდა გაზაფხულის პირველ დღეთ იმიტომ,რომ გაზაფხულის მოსვლა ნიშნავდა აღორძინების,თესვის და ყვავილობის ხანათ. დღესასწაულის დროს ქვეყნის მმართველს ხდიდნენ სამოსს და უშვებდნენ ქალაქიდან და 11 დღის განმავლობაში თითოეული აკეთებდა იმას რასაც მოისურვებდა. ამის შემდეგ მშვენიერ სამოსში გამოწყობილი მეფე ბრუნდებოდა დიდი პროცესიის თანხლებით. ყველანი უბრუნდებოდნენ სამუშაოს და დინჯად იქცეოდნენ. ამგვარად ადამიანები ყოველ წელს იწყებდნენ ახალ ცხოვრებას. ანუ საახალწლო ტრადიციას რამე შეიცვალოს ცხოვრებაში საფუძველი ძველ ბაბილონში ჩაეყარა.

ძველ სპარსეთში დღესასწაული ნოვრუზი (ახალი დღე) აღინიშნებოდა გაზაფხულის ბუნიაობის დროს, 21 დან - 22 მარტამდე და გაზაფხულის დადგომასა და თესვის პერიოდის დაწყებას. რამდენიმე კვირით ადრე სველ თასზე აღმოსაცენათ დებდნენ ხორბლისა და ქერის სათესლე მარცვლებს. თესლი გამოიტანდა ღივს, რაც ნიშნავდა გაზაფხულის მოსვლას და ცხოვრების ახალი წლის დასაწყისს. დღესასწაულის დაწყებამდე ყველანი ურიგდებოდნენ ერთმანეთს, უხვი მოსავლის,მადლიანი წვიმებისა და მდიდარი მოწველის იმედით მარცვლით, წყაროს წყლით ან რძით ავსებდნენ დოქებს. დღესასწაულის დილას უნდა დაესრულებინათ საჭმლის მომზადება,დალაგება, ბროწეულისა და ვაშლის ტოტებით სახლის მორთვა და ნაგვის გადაყრა. ამის შემდეგ იმართებოდა ეროვნული კერძებით, ტკბილეულითა და სასმლებით გაწყობილი სადღესასწაულო სუფრა.

ძველ საბერძნეთში ახალი წელის დაწყება ემთხვეოდა წლის ყველაზე გრძელ დღეს - 22 ივნისს, ხოლო წელთაღრიცხვა იწყებოდა ცნობილი ოლიმპიური თამაშებიდან.


ძველ რომში იმპერატორმა იულიუს კეისარმა პირველად შემოიღო კალენდარი, რომელშიც წელიწადი 1 იანვრიდან იწყებოდა. ამ დღეს რომაელები მსხვერპლს სწირავდნენ ორპიროვან ღმერთ იანუსს, რომელიც ითვლებოდა წამოწყებების მფარველად და გეგმავდნენ მნიშვნელოვან ღონისძიებებს, ვინაიდან მიაჩნდათ, რომ ის ამისთვის ყველაზე ხელსაყრელია. აგრეთვე ძველი რომიდან მოსულია საახალწლო საჩუქრების ჩუქების ტრადიციაც. თვლიან, რომ პირველ საჩუქრებს წარმოადგენდნენ დაფნის ზის ტოტები, რომლებიც დამდეგ წელს ბედნიერებასა და წარმატებას მოასწავებენ. საახალწლო საჩუქრებზე რომაელები წერდნენ მილოცვებსა და კეთილ სურვილებს, მაგალითად:” გისურვებ კეთილ და ბედნიერ ახალ წელს”, ზოგჯერ კი სახუმარო ლექსაც მიაყოლებდნენ.

ძველ რომში ახალი კალენდრის შემოღების შემდეგ, დროთა განმავლობაში, მსოფლიოს უმეტეს ქვეყნებში ჩამოყალიბდა 31 დეკემბრის 24 (ანუ 12) საათის შემდეგ - ე.ი. პირველის პირველივე წამებში ახალი წლის მოსვლის აღნიშვნის ტრადიცია. ახალი წლის მოსვლას სხვა და სხვა ქვეყნებში განსხვავებულად აღნიშნავენ. პირველები მას წყნარი ოკეანეს კუნძულების მაცხოვრებლები ხვდებიან, ხოლო მისი შეხვედრა ამერიკის კონტინენტზე სრულდება. ახალი წლის დადგომას ჩრდილოეთ ქვეყნებში - დიდ თოვლში, ციგებზე სრიალით და მორთული ნაძვის ხეებით, ტროპიკულ ქვეყნებში - ქვიშიან, ცხელ პლიაჟებზე და პალმის ქვეშ, მაგრამ ყველგან - საზეიმოდ და დიდი სიხარულით ხვდებიან.













მოკლე აღწერა გაალამაზა ლანახოლიკმა.
Lanaholic▲ 
კატეგორია: სასაც.../საინტ. | ნანახია: 506 | დაამატა: marriami | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 8

(2013-12-02 5:56 PM)
* 8 SoPii))   [Entry]
e4seinii yvelaaa inglisurshi maq naswavlii biggrin
mainc dzaan momewonaaa ..



(2013-11-30 9:10 PM)
* 7 Chu♡Pa   [Entry]
happy
dzaaalian momewooonaa)))



(2013-11-30 6:17 PM)
* 6 marriami   [Entry]
madlobaa <3



(2013-11-30 5:50 PM)
dzalian saintereso siaxlea <3



(2013-11-30 5:25 PM)
* 4 MiLeY-Smiley   [Entry]
Rodis Mova Erti Suli Maqvs ^^ <3



(2013-11-30 5:20 PM)
dzaan maagria <333



(2013-11-30 4:22 PM)
* 2 marriami   [Entry]
madlobaa <3



(2013-11-30 3:35 PM)
* 1 Tamo   [Entry]
აუუ კარგიი სიახლეაა <3 მინდა ახალი წელიიი <3 და არდადეგებიი : 3:)


კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]