მთავარი » 2013 » ოქტომბერი » 27 » Interview With The Star
11:43 PM
Interview With The Star
Interview With The Star
ინტერვიუები ვარსკვლავებთან არის ახალი, უძალიანჯიგრულესი პროექტი,
რომელსაც მე, ანი სამურკასოვი (-Ani♡Del♡Rey) წარმოგიდგენთ :))
ჩვენი პირველი რესპოდენტი ახალი საბაშვო ხმით გახდა პოპულარული
და ბევრი გულშემატკივარი შეიძინა, სწორედ მათ შორის ვარ მეც და დღეს
ნინი ვარსემაშვილთან საოცარ ინტერვიუს შემოგთავაზებთ!


-  ნინი, პირველ რიგში როგორ ხარ? ახალი ხმის შემდეგ ეკრანზე თითქმის აღარ გამოჩენილხარ.
- ძალიან კარგად ვარ, მადლობა. რა ვიცი, ისეთი არაფერი არ ხდება და ეკრანზეც შესაბამისად თითქმის არავინ ჩანს (იცინის).
- ახალ ხმაში რატომ გადაწყვიტე მონაწილეობის მიღება და ვაისი სურვილით მოხდა ეს?
- რეკლამა გავიდა "იმედი TV"-ზე და ვიფიქრე, ვცდი-მეთქი. გავაგზავნე ვიდეო და დამირეკეს კიდეც.
- ანუ, სურვილი შენი იყო?
- დიახ, ნამდვილად არავის დაუძალებია (იცინის).
- მშობლები როგორ შეხვდენ შენს გადაწყვეტილებას?
- მშვენივრად, ძალიან მგულშემატკივრობდნენ.
- შენ არავინ შემოგიტრიალდა, მგონი, ხომ არ ვცდები??
- არა, სამწუხაროდ, არავინ (იცინის). ისე, სტეფანესთან მინდოდა ძალიან
- იმედი გქონდა, რომ მის გუნდში მოხვდებოდი?
- აბა რა გითხრა.. იმედის რა მოგახსენო, მაგრამ სურვილი კი დიდი მქონდა, ძალიან მინდოდა სტეფანესთან.
- სიმღერის გარდა, რაიმე სხვა ჰობი თუ გაქვს?
- კი, ძალიან მიყვარს ცეკვა, ვარ სამეჯლისო ცეკვების სტუდია ART-DANCE-ის მოცეკვავე, ამასთანავე, ვოკალურ-ინსტრუმენტალურ ანსამბლ "მზიურის" ბას-გიტარისტი. მუსიკაა საერთოდ, ჩემი ჰობი და ყველაფერი ♥ (იცინის).
- ხატვა თუ გამოგდის? ან ლექსების წერა?
- დიდი სურვილი მაქვს, მაგრამ ჯერ-ჯერობით ვერც ვხატავ და ვერც ლექსებს ვწერ..
- მომავალში თუ აპირებ რაიმე ახალ პროექტში მონაწილეობას და როგორია შენი გეგმები?
- ჯერ-ჯერობით "მზიურში" ვარ და თუ რამე პროექტი იქნება, აუცილებლად ვცდი.
- სკოლაში როგორი მოსწავლე ხარ?
- სკოლაში კარგად ვსწავლობ..
 - რომელი საგანი გიყვარს და არ გიყვარს?
- ჯერ მე-6 კლასში ვარ და ყველა საგანი მიყვარს.. მერე არ ვიცი, ფიზიკაც და ქიმიაც თუ შემიყვარდება (იცინის).
- როგორც ვიცი, ანა-ბანაშიც მონაწილეობდი. იქ უფრო კომფორტულად გრძობდი თავს, თუ "ახალ ხმაში"?
- რა თქმა უნდა, "ანა-ბანაში". იქ ზღაპარივით იყო, 12 ბავშვი იყო ფინალში და არავინ არ ვარდებოდა, 6 ტური იყო და თან გვყვებოდნენ 4 თვის განმავლობაში... ანა-ბანა ჩემი ახდენილი ოცნებაა, ახლაც რომ ვიხსენებ, "ლამაზი სიზმარივით" მახსენდება.. ♥♥♥
- და ბოლოს, რას ეტყოდი TeenLover-ელ ფანებს?
- ყველანიი ძალიააან მიყვარხააააართ!! ♥♥♥


იმედია, მოგეწონათ!
და, არ დაგავიწყდეთ! ადევნეთ თვალი ჩვენს რუბრიკას!!
სულ მალე, ახალ ვარსკვლავებს შემოგთავაზებთ! :)

Lots of love from: -Ani♡Del♡Rey
კატეგორია: სხვა | ნანახია: 1080 | დაამატა: -Ani♡Del♡Rey | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 111 2 »

(2013-10-29 9:41 PM)
dzalian didi madloba! <3