მთავარი » 2014 » თებერვალი » 14 » Bat House [10]
8:50 PM
Bat House [10]
თეთრად განათებული გრძელი გვირაბი... 
რაც უფრო ღრმად შედიოდა თეი გვირაბში, მით უფრო გარკვევით ესმოდა ვიღაცეების ლაპარაკი და მით უფრო მკაფიოდ გრძნობდა იმ სპეციფიკურ სუნს, რომელიც რაღაც ადგილს აგონებდა...
ანდრო? - ანდრო დარჩა... ან შეიძლება, ისიც გვირაბში იყო. უბრალოდ, თეი უკან აღარ იხედებოდა... 

- "თუ მისთვის ძვირფასი ვარ, დამეწევა..."

თეთრი სინათლე მატულობდა და თეის თვალს ჭრიდა. მან თვალებზე ხელები აიფარა...

- დაინახეთ?.. - თვალი გაახილა!.. ამ წუთას, - გაახილა და მერე ისევ დახუჭა!.. 

- დარწმუნებული ხართ? 

- რა თქმა უნდა! 

ნაცნობი შეგრძნება. 

თავი ისევ დამძიმებული, თითქოს ერთი თვე ძილში გაეტარებინოს... აზროვნება შენელებული...

თეის თვალების გახელა უნდოდა, მაგრამ თითქოს წამწამებზე გირები ეკიდა... 
ქალისა და კაცის ხმები გაარჩია.

- ანა!.. - ან... გესმის ჩემი?

- ასე ნუ აწუხებთ!.. ერთი თვე კომაშია ადამიანი... თუ მართლა გაახილა თვალი, დააცადეთ!.. 

- რას ჰქვია "თუ მართლა?.." - აბა, მომეჩვენა?.. 

თეიმ თვალები გაახილა. ბუნდოვნად ხედავდა... მამაკაცის სახე გაარჩია, რომელიც მას უყურებდა, ისე, როგორც ერთხელ ანდრო...

ფოკუსირება მის სახეზე გააკეთა და გამოსახულებაც ნელ-ნელა დაიწმინდა. 

- "ეს ანდრო არ არის!.." - გაიფიქრა. მამაკაცის სახიდან მზერა ოთახზე გადაიტანა. კედლები ღია ნაცრისფრად იყო შეღებილი... ფანჯარაზე თეთრი ფარდა-ჟალუზი ეკიდა... მის საწოლთან სალათისფერ უნიფორმაში გამოწყობილი ახალგაზრდა ქალი იდგა.



- "ეს, ალბათ, ექიმია ან ექთანი"... 

- ანა! ჩემო პატარა... 

მამაკაცი დაიხარა და თბილი ხელით სახეზე მიეფერა. თეის მისი ცრემლი სახეზე დაეცა. 

- "ანა?.. ანა მქვია?.." 

- მითხარი რამე!.. 

თეიმ დააპირა რაღაცის თქმა, მაგრამ თითქოს ვიღაცას მისთვის პირი ამოეკეროს, ტუჩები გაჭირვებით დააცილა ერთმანეთს და ძლივს აღმოხდა:

- მწყურია...

ექიმმა გრაფინიდან წყალი დაასხა ჭიქაში, საწრუპი ჩადო და თეის პირთან მიუტანა. თეიმ წყალი მოსვა და ცოტათი გამოცოცხლდა. ახლა მიხვდა, რომ ის სპეციფიკური სუნი, რომელსაც გრძნობდა, საავადმყოფოსი იყო.

- მიმიშვით პაციენტთან და გარეთ დამელოდეთ, თუ შეიძლება! 

- ერთი თვეა, აქედან ფეხი არ მომიცვლია! ერთი თვეა ველოდები, რომ ჩემმა ცოლმა თვალი გაახილოს!.. 

- "ცოლმა?!.. მე მისი ცოლი ვარ?!." 

- ასე რომ... არსადაც არ წავალ! აქ დავრჩები, მასთან!.. 

- მაშინ ხელი არ შემიშალოთ! 

- სად ვარ?.. 

თეის (თუ ენის) ისე გაუჭირდა სიტყვის დაძვრა, თითქოს მთელი ცხოვრებაა, არაფერი ეთქვას. 

- რეანიმაციაში, ძვირფასო! ერთი თვეა, შენს სააქაოში მობრუნებას ვცდილობთ! - აუხსნა ექიმმა. 

- ერთი თვე?.. ერთი თვე აქ ვიყავი?.. ამ საწოლზე?.. უცხოპლანეტელებმა არ გამიტაცეს?.. ღამურების სახლში არ მიცხოვრია?.. - მატყუებთ!.. 

- ვიცი, გიჭირს ახლა, მაგრამ უნდა გაგსინჯო... - შეგიძლია, შენი სახელი მითხრა? 

- თქვენ ანას მეძახით, თუმცა მე არ მახსოვს... მხოლოდ ის მახსოვს, რომ თეი დამარქვეს... 

- ვინ დაგარქვა "თეი"?

- იმან, ვისაც მე "ანდრო" დავარქვი... "ღამურების სახლში" შევხვდით ერთმანეთს... ასე დავარქვი ადგილს, სადაც... სადაც მთელი ამ ხნის განმავლობაში ვიყავი... - შეგიძლიათ მითხრათ, რამდენი ხნის განმავლობაში ვიყავი იქ?.. ან აქ როგორ აღმოვჩნდი?..

- შეიძლება დაუჯერებლად მოგეჩვენოს ჩემი სიტყვები, მაგრამ შენ ერთი თვე კომაში იყავი! ერთი თვის წინ მოგიყვანეს, ავარიაში მოყევი... სიცოცხლის ნიშანწყალი არ გეტყობოდა... ერთი თვეა, სიცოცხლეს ებრძვი, ანა! სიმართლე გითხრა, იმედიც კი დავკარგეთ... 

- ...ეს მართლა ჩემი ქმარია?
თეიმ ფანჯარასთან მდგომ მამაკაცს შეხედა, რომელსაც წვერი მოშვებული ჰქონდა და უძილობისაგან საკმაოდ ცუდად გამოიყურებოდა.



- ვერ მცნობ?.. - ექიმის ნაცვლად უპასუხა მან და საწოლს მოუახლოვდა.

ნელ-ნელა მეხსიერებაც აღდგა. 

თეის მართლაც გაახსენდა ყველაფერი! ქმარი, შვილი, პროფესიაც! - ის ხომ მწერალია?!. ყველაფერი გაახსენდა...

ორი კვირის შემდეგ ფეხზეც წამოაყენეს. თავიდან ძლივს გადადგა რამდენიმე ნაბიჯი, მერე ნელ-ნელა მოძლიერდა და რამდენიმე დღეში უკვე ტუალეტში დამოუკიდებლად შეეძლო სიარული. 

ბოლო ღამეს ჭექა-ქუხილის ხმამ გააღვიძა. კოკისპირული წვიმა წამოვიდა. პალატაში ფანჯარა ღია იყო და წვიმამ შიგნით შემოასხა. თეი ფანჯრის დასაკეტად წამოდგა. 

ქუხილის ხმა სულ უფრო და უფრო ძლიერდებოდა. ვეღარ დაიძინა და გადაწყვიტა, ცოტა ხნით საავადმყოფოს ჰოლში გასულიყო. 

სიფრთხილისთვის კედელ-კედელ გადაადგილდებოდა. ჰოლში ტელევიზორი ჩართული დაეტოვებინათ. თეი დივანზე ჩამოჯდა. ტელევიზორში რაღაც ფილმი გადიოდა, ინგლისური სუბტიტრებით... 

აქაც ვერ გაჩერდა დიდხანს... ყოველ წამს ცხადად ახსენდებოდა ღამურების სახლში გატარებული ყოველი წუთი; ახსენდებოდა ყველა დეტალი, რომელიც, წესით, მხოლოდ მისი ფანტაზიის ნაყოფი უნდა ყოფილიყო... მისი არაცნობიერის "ფოკუსები"... რომელმაც თეის ღრმა წარსულიდან ამოქექა რაღაც დავიწყებული, ხორცი შეასხა და აუხდენელი ოცნება მისივე წინააღმდეგ გამოიყენა... ანდრო... ანდრო ხომ...

ერთ-ერთი პალატის კარი ოდნავ ღია იყო. - საწოლი მოჩანდა, რომელზეც პაციენტი იწვა, გაფითრებულსახიანი ახალგაზრდა ბიჭი... მის დანახვაზე თეის ძარღვებში სისხლი გაეყინა... ადგილზე გაქვავდა და აკანკალებული ხელით ფრთხილად შეაღო კარი...


XoXo Your ChuPa
მემგონიი რომ მალე დავდეე და თან პატარა არ არის :D )))
როგორც მოკლე აგწერაში ვთქვი ეს ბოლოს წინა თავია :D
ხოდა 10+ კომენტარზე დავდებ შემდეეგს ))))
წინა თავს 10 კომენტარი ქონდა... აქედან 2 ჩემი და 2 სალოს :D
ანუ სულ 7...
ასე რომ შემდეგი 10+ კომენტარზეეე !!!! 

კატეგორია: Book | ნანახია: 1185 | დაამატა: Chu♡Pa | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 5

(2014-02-19 2:52 PM)
dademalee ^^ biggrin
nagavi bavhsvuixar unamusoo meizgebi ver gitaan biggrin