Bat House [8] - 15 დეკემბერში 2013 - საუკეთესო თინეიჯერული საიტი
მთავარი » 2013 » დეკემბერი » 15 » Bat House [8]
1:29 PM
Bat House [8]
- თეე, თე... გაიღვიძე!
თეიმ თვალი გაახილა. ძალიან ბუნდოვნად ხედავდა, როგორც დაორთქლილი მინიდან. ფოკუსირება ანდროს სახეზე გააკეთა და ნელ-ნელა გამოსახულებაც დაიწმინდა.
ანდროს შეშფოთებული სახე ჰქონდა. 

- რა მოხდა?


- რამეს გრძნობ?

- რა უნდა ვიგრძნო?

თეი საწოლზე წამოჯდა და ირგვლივ მიმოიხედა. თავი ისევ გაბრუებული ჰქონდა. ირგვლივ ყველაფერი თითქოს ჩვეულებრივად იყო... ვერანაირი ცვლილება ვერ შენიშნა.

- ნუთუ მეჩვენება...

ჩაილაპარაკა ანდრომ და საწოლზე მოწყვეტით დაეშვა.

- რა? აღარ მეტყვი?..

- სუნამოს სუნი...

- სუნამოს სუნი? - გაუკვირდა თეის. - აქ რა უნდა სუნამოს სუნს?..

- ძალიან მკაფიოდ ვგრძნობ ქალის სუნამოს სუნს... თან, ეს სუნი ისეთი ნაცნობია... დავიჯერო, ვერ გრძნობ? - შეისუნთქე ღრმად!

თეიმ ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა.

- მე მხოლოდ რაღაც ძალიან სპეციფიკურ სუნს ვგრძნობ... ძალიან ნაცნობია ეს სუნი, მაგრამ ვერ ვიხსენებ, რა ადგილს მაგონებს... აი, ახლა ოდნავ ვიგრძენი ყავის სუნი... 

- როგორ?.. ძალიან მძაფრი სუნამოს სუნი დგას... ვაჰ, გავგიჟდები...

- კარგი, დაწყნარდი!

- არ ვიცი, კიდევ რამდენ ხანს გავძლებ ასე, უკვე გული მერევა აქაურობაზე...

- ჩემზეც?

თეიმ ანდროს სევდიანად შეხედა, მერე ადგა და პირსაბანთან მივიდა, პირის დასაბანად.



- შენ რა შუაში ხარ საერთოდ? - გაღიზიანდა ანდრო.

- თავიდან იყო შიში, მერე სიბრაზე, მერე სასოწარკვეთილება... ახლა ყველაზე საშინელ სტადიაში გადადიხარ...

- რა სტადიაში?

- გაღიზიანებული ხარ! სავარაუდოდ, ეს გაღიზიანება იმატებს, აგრესიაში გადაიზრდება და როდესაც პიკს მიაღწევს, ბოლოს მე შეგძულდები...

- სისულელეებს ნუ ლაპარაკობ!

- ალბათ, ეს ექსპერიმენტიც ამისთვისაა. აინტერესებთ, პირველად რომელს "გაგვტეხენ"... ვინ იცის, იქნებ შენ ბოლოს იმათი თოკით დამახრჩობ...

- შენ თვითონ თუ გესმის, რასაც ლაპარაკობ?

- ასეა! ზუსტად ვიცი... იცი, რა კარგად ვიცი ადამიანის ფსიქოლოგია?

ანდრო ოთახის ცენტრში დადგა, ზემოთ აიხედა და ხმამაღლა დაიწყო ყვირილი:

- თქვენ, ეი... გესმით ჩემი?.. რა გინდათ ბოლოს და ბოლოს? გაგვაგებინეთ! თუ იმას ელოდებით, რომ მე მოვკლავ ამას, ან ეს მომკლავს მე და მერე თავს მოიკლავს, ტყუილად ხარჯავთ დროს და ფინანსებს!!! 

- უცებ არ შეცვალონ გადაწყვეტილება!

- აი... დაიკარგა...

- ვინ?

- სუნამოს სუნი... - დაიკარგა! ვეღარ ვგრძნობ... რა ნაცნობი სურნელი იყო... ჟასმინის...

- ცხოვრებაში არ დამისხამს ჟასმინიანი სუნამო, თავს მატკიებს...

- თე... რაღაცის კითხვა მინდა და რაღაცნაირად მერიდება...

- მკითხე! და ჩემთან ნურაფრის ნუ შეგრცხვება, კაი?

- კარგი... შენს ლიბიდოზე მინდოდა მეკითხა... რაც აქ ხარ, ჩემთან ერთად... რას გრძნობ ჩემს მიმართ?..

- მაგაზე მეც ვფიქრობდი, მაგრამ არ მინდოდა, პირველს ჩამომეგდო ეს თემა... რაც აქ ვარ, ფრიგიდული გავხდი... უფრო სწორად, შეგრძნებები დამიქვეითდა! წესით, ბუნებრივია, რომ სქესთა ლტოლვას ვგრძნობდეთ ორივე... ერთმანეთი უნდა გვიზიდავდეს, მაგრამ... თითქოს ეს ფუნქცია გადამიკეტეს...

- მეც ზუსტად ეგრე ვარ!.. ახლა ამოვისუნთქე... მე მეგონა, მარტო მე მჭირდა რაღაც, მაგრამ ისინი აკეთებენ ამას! ისინი... იმისთვის, რომ მე და შენ სექსი არ გვქონდეს...

- ალბათ...

- დაწყნარდი ცოტა?



- ცოტა კი... 

- კიდე რა ვიფიქრე, იცი? იქნებ ის აინტერესებთ ამათ, რაზეა წამსვლელი ადამიანი მისი მეორე ნახევრის გულისთვის... იქნებ იკვლევენ, არის თუ არა საჭირო, რომ მეორე ნახევარს შეხვდე?

- შენ როგორ ფიქრობ, საჭიროა?

- არ ვიცი... იქნებ სულაც არაა აუცილებელი სიყვარული? იქნებ პატივისცემაც საკმარისია...

- ქორწინებას გულისხმობ?

- კი... წარმოიდგინე, გყავს ქმარი, ერთმანეთს პატივს სცემთ, ფინანსურად კარგად ხართ... 

- ძალიან მოსაწყენი იქნებოდა ასე ცხოვრება... უფერული...

- ჰო, მაგრამ რომელი ჯობია? როცა ყველაფერი გაქვს, სიყვარულის გარდა, თუ მხოლოდ სიყვარული გაქვს და მეტი არაფერი?

- როცა საყვარელ ადამიანთან ხარ და არაფერი გაქვს... როცა ვერაფერს უკეთებ საყვარელ ადამიანს, გშია, გცივა... მაშინ სიყვარულს დათრგუნავს პრობლემებზე ფიქრი და საბოლოოდ, ალბათ, გაქრება...

- და როცა კომფორტულად ხარ, შეგიძლია იმოგზაურო, წახვიდე, სადაც გინდა, მიიღო, რაც გინდა, კმაყოფილების განცდა თავს ბედნიერად გაგრძნობინებს... თავი ქუდში გექნება და...

- და რა გამოდის, რომ სიყვარული არ ყოფილა საჭირო? მთავარი ისაა, რომ კომფორტის ზონიდან არ გამოხვიდე?

- ჩვენ არაფერი არ გვაქვს, ანდრო... საერთოდ არაფერი... ვჭამთ იმდენს, რომ არ მოვკვდეთ მშივრები... ფანჯარაც კი არ გვაქვს, რომ გავიხედოთ და დავინახოთ სამყარო... 

- მაგრამ, სამაგიეროდ, ჩვენ ერთმანეთი ვიპოვეთ! შენ ხარ მთელი ჩემი სამყარო, თე...

- მაგრამ, არჩევანის საშუალება რომ გქონდეს, იმ სამყაროს აირჩევდი... სადაც მზეა. სადაც წვიმს, ჩიტები დაფრინავენ, მანქანების ხმაური გესმის ყოველდღე, როდესაც სამსახურში მიდიხარ... მაგიდაზე უამრავი ფურცელი გხვდება... მუშაობ... შუალედში ყავას სვამ და ძალიან გიყვარს ეს მომენტი... მერე სახლში ბრუნდები და მაღაზიის წინ გამოტანილ დახლზე ყიდულობ ბოსტნეულს... გამყიდველი ცდილობს, რომ ხურდა არ დაგიბრუნოს... სპეციალურად, ნელი მოძრაობით დებს შენს მოცემულ ფულს მუყაოს ყუთში და იმედი აქვს, რომ არ დაელოდები... 

- გაჩუმდი, თეე! გაჩუმდი!.. აღარ შემიძლია ამის მოსმენა!

თეიმ პაუზა გააკეთა. მერე ადგა, მაგიდიდან ცარცი აიღო, ხელისგულზე დაიდო და დააკვირდა.



- ცარცს რა ვუყოთ, ანდრო? 

- მე რა ვიცი... როგორც მივხვდი, აქ ყველაფერი შენ გიკავშირდება! ყველა მოვლენა! ასე, რომ... თავად გადაწყვიტე! 

- შენ ძალიან გინდა დაბრუნება, ხომ? ვგრძნობ, რომ თითქოს ჩემი გეშინია... 

- რა სისულელეა! 

- მოგწონვარ, მაგრამ... გეშინია!.. 

ანდრომ არაფერი უპასუხა. 

თეი იმ კედელთან მივიდა, რომელზეც თავისი და ანდროს სახელები დაწერა. კედელზე ზოგი ასო ვიღაცას წაეშალა და მათი სახელების ნაცვლად ეწერა:



კატეგორია: Book | ნანახია: 138 | დაამატა: Chu♡Pa | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 8

(2013-12-20 3:46 PM)
* 8 salo   [Entry]
♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥
Yvelaze Magari Motxrobaaa!!!
♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥♥[i][u]
Quote
აქ ტექსტი
[hide]



(2013-12-15 8:04 PM)
* 7 YoungGal❤   [Entry]
dsaliansainteresoa <3
aucileblad male dade^



(2013-12-15 7:22 PM)
* 6 salo   [Entry]
male dade shemdegi gtxov da cota didi.
es tavi cota gvian daido :((((((



(2013-12-15 7:22 PM)
* 5 salo   [Entry]
au dzaaan mainteresebs gardzeleba.



(2013-12-15 4:59 PM)
dzaan kargia yochag ♥ 3



(2013-12-15 4:49 PM)
vaimee ra saintereso momentshi gawyviteee,male gaagrdzeleee<3



(2013-12-15 1:51 PM)
* 2 Diva♔   [Entry]
oh . ubralod vgijdebi am motxrobaze ♥
qviqli beibi qviqli biggrin



(2013-12-15 1:37 PM)
* 1 Tamo   [Entry]
<3 Aii Rogoor momwons es motxrooba ar iciitt <3 #1 motxrobaa dzaan magariiiaa <3 nin cota didii tavebii dade xolme raa <e vegar viitmenn biggrin


კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]