მთავარი » 2013 » მარტი » 24 » Be Alright
11:23 AM
Be Alright
როგორც ყოველთვის ისევ დამამცირა. მეტის ღირსიც ვარ , როგორ ვუთარი ესე სულელურად ! არაუშავს გამოვასწორებ. დოინჯით შემოვტრიალდი და ნომერში შევედი . განტვირთვა მჭირდებოდა,ამიტომ სააბაზანოს მივაშურე , გავიხადე, წყალი მოვუშვი ცხელი და შევუშვირე ტანი, როგორ მსიამოვნება წყლის წვეთები სახეზე. დიდი ხანი ვნებივრობდი,თუმცა უკვე დრო იყო გამოვსულიყავი , გამოვედი პირსახოცი შემოვიხვიე და ლოგინზე წამოგორებული ვიკი დავინახე.
-ოხ მობრძანდი ? 
-ვერ მხედავ? - სიცილით მითრა, ორ წამიანი პაუზის შემდეგ გააგრძელა -ნახე როგორ წვიმს მე გავიხედე , მართლაც საშნელი ამინდი იყო 
-არადა როგორ მინდოდა სადმე გასვლა
-მეც. მოდი ნიკს მივწეროთ რავიცი იქნებ რამე მივიფიქროთ სასტუმროდან ვერ გავალთ .
-კარგი იდეაა - ვუთხარი და ეშმაკურად გავუღიმე , მან ტელეფონი ამოიღო და მიწერა
"სად ხარ ნიკ? არგვინდა ნომერში ყოფნა , რაიმე იდეა ხო არ გაქვს? ”
‘’ ჩემთან შემოდით , რაიმეს მოვიფიქრებთ, 408 ნომერია’’
‘’კარგი მოვდივართ’’
გავემზადეთ , თმა გავიშრე , ჩავიცვით და ნომრიდან გავედით . 
-ამდენი ხანი სად ხართ სიცილით გვკითხა ნიკმა
-ვემზადებოდით- უთხრა ვიკიმ და გაუცინა , ოთახში შვეედით , იქ კი ჰარი დავინახე გრძელ დივანზე იყო წამოწოლილი თან ხელში პულტს ატრიალებდა. მისი დანახვა არ მესიამოვნა. დამინახა თუ არა ცინიკურად გაიცინა და თავი ჩაღუნა. ძალიან მიშლის ნერვებს ძალიან .
-ხო მოდით, აი პიცა და რაღაცეები ამოვიტანე. რაიმე ფილმს ვუყუროთ (ნიკი)
-და მაინც რა ფილმს?- დაბნეული სახით თქვა ვიქტორიამ 
-The NoteBook- ერთდროულად წამოვიძახეთ მე და ჰარიმ.
მაშინვე მას გავხედე ისიც მიყურებდა
-უჰ-ამოვისუნთქე და ისევ ვიქტორიასკენ გამოვიხედე. 
-ოჰ , კარგი ვუყუროთ , მოიცა ჩავრთავ ეხლავე -თქვა ნიკმა და ფილმი ჩართო , მე დივანზე მოვკალათდი პოპკორნი და კოლა ავიღე , ნიკი და ვიკი იატაკზე დასხდნენ და მხრებით მიაწვნენ დივანს . ჰარი კი ჩემს გვერძე მდგარ დივანზე იყო წამოწოლილი . ესეც ასე ფილმი დაიწყო , უამრავჯერ მქონდა ნანახი მაგრამ მაინც არ მბეზრდებოდა ისევ ისე მივშტერებოდი როგორც პირველად ყურებისას. მაგრამ გვერდიდან ჰარის მწველი მზერა მაწუხებდა. ვგრძნობდი როგორ დაჟინებით იყო ჩემზე მოშტერებული მაგრამ ვცილობდი მისკენ არგამეხედა და ისევ ისე გამეგრძელებინა კინოს ყურება.  უცებ ჰარი წამოდგა და სადღაც გავიდა, მხოლოდ მაშინ გავხედე და გავაყოლე თვალი შემდეგ კი ისევ კინოს მივუბრუნდი.ძალიან მწყუროდა მაგრამ ვცდილობდი მომეთმინა. არ მინდოდა ჰარის შევხვედროდი კოკა-კოლა მოვსვი მაგრამ ამან უფრო გამიმძაფრა წყურვილის გრძნობა ,ვეღარ მოვითმინე და სამზარეულოში გასვლა გადავწყვიტე . წამოვდექი , პოპკორნი და კოლა ძირს დავდე და სამზარეულოსკენ წავედი. კარებთან მივედი ამ დროს იქიდან ჰარი გამოდიოდა თავჩაღუნული ვეღარ დამინახა და დამეჯახა. ისე მოხდა,რომ მე კედელს ავეკარი ის კი ჩენთან ძალიან ახლოს იყო და თვალებში ჩამციცინებდა . 
ყველაფრის მიუხედავად რატომ აქვს ესეთი კარგი თვალები? 
 
შეხედავ თუ არა ჩაიძირები მის სამყაროში , აირევა ყველაფერი ..სუნთქვა გამიხშირდა გონს ვერ მოვდიოდი არც მიფიქრია რო გამოვწეულიყავი, 2 წუთში კი ჰარიმ თავისით დაიხია უკან მაგრამ ისევ მიყურებდა შეჭმუხნული წარბებით რაღაც უცნარი მზერა ქონდა.თითქოს გაკვირვებული. შემდეგ თავი გაიქნია და ტელევიზორისკენ გავიდა. ცოტახანში მეც აზრზე მოვედი და სამზარეულოში შევედი იმ წამსვე წყალი დავისხი და დავლიე, თორემ ძალიან ცუდად ვიყავი ძლივს ვსუნთქავდი წყალმა კი ცოტა მიშველა. ამის შემდეგ ერთი წამითაც აღარ შემიხედავს კინოსთვის უაზროდ გაბრუებული ვიჯექი, არაფერზე ვფიქრობდი. თითქმის 8 იყო რომ დავიშალეთ. ისევ გადაუღებლად წვიდა ამიტომ მე და ვიკის ჩვენს ნომერში შესვლა მოგვიწია. 
ჰარიზე ვუყვებოდი როცა ნიკი შემოვიდა ოთახში
-ჰეი გოგოებო მოემზადეთ , ძალიან კარგ წვეულებას აწყობენ დღეს 11ზე და მივდივართ ! 
-ხო მაგრამ ვერსად ვერ გავალთ ძალიან წვიმს. 
-არა ამ სასტუმროში იქნება ხალხს რომ ამინდის გამო დისკომფორტი არშეექმნათ. 
-ძალიან კარგი ! ეხლა დავიწყებთ მომზადებას -უთრა ვიკიმ სიცილით 
-მოიცა , მხოლოდ ჩვენ სამნი წავალთ ალბად ხო? -ვუთხარი დაინტერესებული სახით
-ჰარის რა ვუყოთ გადავაგდოთ ?- სიცილით მითხრა, მე სახე წამეშალა წამიერი ყოყმანის შემდეგ კი ვუთხარი -კარგი , მოდი თქვენ წადით . მე არ ვარ ხასაითზე თან ამაღამ მირჩევნია უბრალოდ მარტო ვიყო. .
-რა? რატო? გაგიჟდი ?- გაკვირვებული სახით მითხრა ვიკიმ
-არა გთხოვ არ დაიწყო ეხლა ,თქვენ წადით . -ვუთხარი მოკლედ და სამზარეულოსკენ წავედი , ვიკიმ კი მომაძახა
-კარგი ეგრე იყოს . წავედით ჩვენ.
-ჯერ 3 საათი წინ გაქ სად მიდიხარ?- ისევ გამოვიხედე იქეთ 
-ოხ. 
-კარგი ვიქტორია გავედი მე და თერთმეტზე ჩემთან გელოდები უთხრა ნიკმა და გავიდა - მე სამზარეულოში შევედი ისევ , ვიკიმ კი კაბების არჩევა დაიწყო. . უკვე 11ის ნახევარი იყო , როცა ვიკი მზად იყო.
-დღეს რამეს ხო არ აპირეებ? -წარბების თამაშით ვკითხე ვიქტორიას ის სარკეში იხედებოდა 
-ვნახოთ
მითხრა ღიმილით წარბზე ხელი გადაისვა, გაისწორა, ჩანთა აიღო და ოთახიდან გავიდა
შემდეგ ისევ შემოტრიალდა.
-არ მოიწყონო იცოდე.
-არა არა
-თუ მოგბეზრდა აქ ყოფნა ჩაიცვი და ჩამოდი
-არამგონია მაგრამ კარგი
-გავედი და მიყვარხარ
მომეხუტა და ჩქარი ნაბიჯით გავიდა. 
მე ლოგინზე წამოვკოტრიალდი და უნებურად ამოტივტივდა ის ყველაფერი რაც დღეს ჰარისთან შემემთხვა. მართლაც რა კარგი თვალები აქვს, მრავლისმთქმელი და თითქოს იდუმალი.. რაღაცნარია.
საწოლის გვერდზე დაყრილი ფანქრები და თეთრი ქაღალდები დავინახე გადავიწიე და წამოვკრიფე.
-უნდა დავხატო -გავიფიქრე გულში 
ზურგით საწოლის თავს მივეყრდენი მუხლები მოვკეცე , ფურცლები ფეხზე დავიდე და ხატვა დავიწყე.
თითქმის სულ ადამინის სახეს ვხატავ ეს უკეთესად გამომდის. თან მიყვარს სხვადასხვა სახეზე სხვადასხვა ემოციის ასახვა. თვალების ხატვა ყველაზე დიდ სიამოვნებას მანიჭებს და ყველაზე რთულიცაა .თვალები ,ადამიანის სულის სარკეა, ყვლაფერი შეიძლება დაინახო მასში. ნახატში შედარებით რთულია რამის დანახვა მაგრამ ვცდილობ ყველაფერი ისე გამეკეთო რომ ადვილი შესამჩნევი იყოს.

ფანქარი მოვიმარჯვე, ყურსასმენები გავიკეთე სიმღერა ჩავრთეhttp://www.youtube.com/watch?v=PBZfCmlRIVs და ხატვა დავიწყე. ვხატავდი , თან მსიამოვნებდა, მამშვიდებდა, ვცდილობდი დამეხატა ვიღაც. უეცრად გავჩერდი, არვიცოდი როგორი მინდოდა ყოფილიყო თვალები. რამდენიმე წუთში მივხვდი რაც მჭირდებოდა ჩამეცინა და თვალების ხატვა დავიწყე თვალს ცხვირი მოყვა შემდეგ ტუჩები, შემდეგ ნაქვთების გამოყვანა დავიწყე . ხელი დამეღალა ცოტახანი ფანქარი გვერდზე დავდე და ნახატს შევხედე , მაშინვე მივხვდი, რომ ეს ადამიანი ვისაც ვხატავდი ჰარი იყო . ტუჩები, ცხვირი და რაც მთავარია თვალები მისი იყო 

სიტუაცია ჰარისთან.
-აღარ გავედით ?
-მოიცა ვიკი მოვა და ერთად გავალთ - კარები შემოაღო ვიკიმ და შემოვიდა , დიდი ხანი არ დაგვჭირდა და გავედით . გამიკვირდა რეიჩელი თან, რომ არ ახლდა მაგრამ ალბად ჩემთან შეხვედრა არუნდოდა . სრცხვენოდა ან კიდევ ეშინოდა, ისევ სასაცილო სიტუაციაში არ ჩამეყენებინა.
-რეიჩელი რატო არ არი ?- ვიკითხე ცინიკური სახით 
-მარტო უნდოდა ყოფნა- მითხრა ვიქტორიამ და გამიღიმა , სახეზე ცინიზმი დათამაშებდა . მივხვდი, რომ არ მოეწონა ჩემი ესეთი სახით დასმული კითხვა.
დაბლა ჩავედით, კარგი სიტუაცია იყო. ბევრი გოგოები, დასალევი, მუსიკა . ვგრძნობდი კარგად გავერთობოდი დასალევი შევუკვეთეთ და დალევა დავიწყეთ ვიქორია რაღაც უხასიათოდ იყო ეს არც ნიკს გამოეპარა
-რა ხდება ვიკი ?! კარგად ხარ?
-ხო უბრალოდ რეიჩელზე ვნერვიულობ არ მინდა მარტო იყოს.
-მან თითონ მოინდომა ესე -ჩავერთე მათ საუბარში
ვიქტორია ფეხზე წამოდგა.
-მოდი მე წავალ მასთან თქვენ დარჩით გაერთეთ-
ნიკმა ეგრევე მკლავში წაავლო ხელი და ადგილზე დასვა
-ჰარი წავა და ჩამოიყვანს-დამიბრიალა ნიკმა თვალები
-არ გამოყვება
-ჰარი ამას შეძლებს დამიჯერე შენ დარჩი აქ
-იცით მე.
ზანტად დავიწყე მაგრამ ნიკმა ხელი მომიჭირა და გამაჩერა
-წადი 
მანიშნა ტუჩების მოძრაობით
-მ ე ზ ა რ ე ბ ა !- ვუთხარი ჩუმად და გამოკვეთილად. მაგრამ მივხვდი, რომ ზედმეტ ლაპარაკს აზრი აღარ ქონდა ამოვიოხრე და მაგიდიდან წამოვდექი  ნომრისკენ წამოვედი . ეხლა როცა ავალ რა ვუთხრა ? წამოდი?! როგორ მეზარება მისი მოსმენა . კარზე არც დავაკაკუნე ისე შევაღე , დავინახე როგორ იჯდა ლოგინზე და რაღაცას ხატავდა ჩემი შესვლა ვერც შეამჩნია ისე იყო გართული.
-ოე რეიჩელ
დავუძახე შორიდან მაგრამ არც ამაზე ქონდა რეაქცია მერე მასთან ახლოს მივედი და წინ დავუდექი ხელი სახესთან მივუტანე და გავატკაცუნე მან უცბათ შეშინებულმა და დამფრთხალმა ამომხედა 
-აქ რა გინდა?- უხეშად მკითხა და ყურსასმენები მოიძრო ნახატი კი მაშინვე გულთან მიიკრა.
-ბავშვებმა წამოიყვანე , არგვინდა მისი დატოვებაო-ვუთხარი თან უკან დავიხიე მან ნახატი გადმოატრიალა და ამოტრიალებული დადო ზედ კი ხელი დაადო .რას მალავს უცებ არავინ წაართვას რაა..
-ხო ვუთხარი რომ არ მინდოდა?! გადი რა
-ნუ ბავშობ ადექი ეხლა და გამომყევი
-გადი ჩემი ოთახიდან .- მითხრა და წამოდგა , თან ფურცელიც აიღო თვალი გავაპარე მაგრამ ვერ ვახერხებდი ნახატის დანახვას . უცებ თემა შევცვალე .
-რას ხატავდი? 
-ისეთს არაფერს რა შენი საქმეა-მითხრა და ცინიკურად გამიღიმა 
-მაჩვენე ვუთხარი და ხელი ფურცლისკენ წავიღე , წამიერად მოასწრო და უკან გაიწია 
ესე ხოო მასთან ძალიან ახლოს მივედი ხელი მკლავში მოვუჭირე, ხელის დახსნას ცდილობდა, მაგრამ არ გამოუვიდა მეორე ხელიც დავუჭირე და ფურცელი გამოვართვი, რო დავხედე გავოგნდი - მე მხატავდა?! გაოცებულმა გავიფიქრე მაგრამ შემდეგ ამისთვის აღარ მიმიქცევია ყურადღება და ნახატს დავაკვირდი.  ღმერთო რაკარგად ხატავს, ყველა ნაქვთი, ყველა დეტალი რაკარგადაა გამოკვეთილი. უდაოდ ძალიან ნიჭიერი ბავშვია 

სიტუაცია რეიჩელთან
არა არა არა , ეხლა, ხომ ნახავს ნახატს ისევ დაიწყებს სიცილს და დაცინვას , როგორ გამომამრთვა რა სულელივარ ! ჰარის სახისთვის აღარ მიმიქცევია ყურადღება არმინდოდა მენახა რარეაქცია ექნებოდა ნახვისას ამიტომ ზურგით შევტრილდი ესე ვერც იმას შეამჩნევდა როგორ ავჭარხლდი.
-კარგად ხატავ-ცინიკურად მითხრა
-ვიცი. უხეშად ვუპასუხე ისე რომ არც შევტრილებულვარ .ჰარის ცოტახანი ხმა არ ამოუღია 
-მართლა ესე ძალიან მოგეწონე?!- ცოტახანში დინჯად და სერიოზულად მკითხა. მე მისკენ შევტრიალდი 
-მომეწონე? ცდები, უბრალოდ მინდოდა შენი საშინელი სახე დამეხატა. შემდეგ ცხოველთათვის მიმეგდო და მეთქვა "აი ნახეთ ადამიანზე ლამაზები ხართ" ვუთხარი მეც დინჯად და აუღელვებლად.
-რა სასაცილოხარ, არაუშავს ბავში ხარ ჯერ. გაიზრდები და აღარ გააკეთებ ესეთ სისულელეებს . იმედია მალე გაგივლის ჩემს მიმართ სიყვარული თორემ ტანჯვა მოგიწევს, და ამისთვის ჯერ პატარა ხარ - მითხრა ნახატი ლოგინზე დადო და ოთახს დაუწყო თვალიერება.
-რაღას იყურები აქეთ ? გადი -უხეშად ვუთხარი 
-შენ გარეშე იქ არ მიმიშვებენ, ამიტომ ჩაიცვი და ჩამოდი.
-არ მინდა და არ ჩამოვალ. ვერ გაიგე? 
-ნუ იქცევი პატარა ბავშვივით. ორ წამიანი ყოყმანის შემდეგ კი გააგრძელა -თუმცა პატარა ხარ როგორ მოიქცევი.
-შენ შენი თავი მართლა 20 წლის ხომ არ გგონია? ჩემზე მხოლოდ 2 წლით ხარ დიდი ,
მშვიდად მივუგე.
-ასაკს საერთოდ რა მნიშვნელობა აქვს?! შეიძლებ, მხოლოდ 2 წლით ვარ შენზე დიდი მაგრამ შენზე 10 ჯერ მეტი ჭკუა მაქვს . დამერწმუნე.- როგორ მიშლის ეს ბიჭი ნერვებს, ყოველ სიტყვაში მჭრის. კარგი, Harry Edward Styles ! მე განახებ ვინ არის ბავშვი.
-დამელოდე
ვუთხარი და მეორე ოთახში გავედი, სადაც გამოსასვლელი კაბები მედო
რამოდენიმე კაბა 
გამოვიტანე 
და ჰარისთან საწოლზე დავყარე.
-აბა რომელი ჩავიცვა? ჰარიმ კაბებს დაუწყო თვალიერება 
ეს მომწონს ყველაზე მეტად, მაგრამ შენთვის ზედმეტად გამომწვევია.
მე ჩავიღიმე და ჰარის კაბა გამოვართვი
-მოვალ მალე
ვუთხარი კაბა ოთახში შევიტანე, ჩავიცვი, ცოტა მაკიაჟი გავიკეთე, ქუსლებზეც შევდექი და ოთახიდან გავედი. ჰარი ისევ საწოლზე იჯდა და ჩემს ნახატს უყურებდა,
როცა დამინახა გვერდზე გადადო და უცნაურად მომაშტერდა.
-კარგი ჰარი, ამდენი კომპლიმენტებიც არ არის საჭირო.
ჰარის ნამუსზე აგდება ვცადე ,მაგრამ ჰარიმ მხოლოდ ჩაიცინა, ადგა და გასასველისკენ წავიდა.
-დამელოდე ვუთხარი ჩუმად 
-მოიცა რაღაც მრჩება მოტრიალდა ჰარი
მე მას გაკვირვებული სახით შევხედე აშკარად არაფერი რჩებოდა ის კი საწოლთან მივიდა და ნახატი აიღო
-ეი მოიცა ეგ ჩემია.- წამოვიძახე უცებ და გაუაზრებლად
-რად გინდა შენ მე წავიღებ
-და შენ რათ გინდა? 
-რავიცი უბრალოდ ძალიან კარგი ნახატია, თან ჩემი.
-კარგი წაიღე , მე მართლა არაფერში მჭირდება. თან ეს ჩემი ყველაზე საშინელი ნახატია. საშინელია - ვუთხარი დამარცვლით და კარებისკენ შევბრუნდი .უკნიდან კი ჰარის სიცილის ხმა მომესმა, შემდეგ ნახატი დაკეცა და კოსტუმის ჯიბეში ჩაიდო. ნომერის კარი მივხურე , კიბეებით ჩავედით , რადგან მესამე სართულზე ვიყავით . 
-აი აქეთ წამოდი - მითხრა და ხელით მანიშნა , თვითონ კი წავიდა წინ . მე ნელა დავდიოდი როცა ჰარი შემომიტრიალდა და მკაცრი ტონით მითხრა
-ცოტა ჩქარი ნაბიჯებით სიარული არ შეგიძლია?!
-შენ თუ ცხენი ხარ რავქნა მე ადამიანი ვარ! ვუთხარი და გავუღიმე არაფერი უთქვამს შეტრიალდა და წავიდა . წვეულებაზეც შევედით , ვიკი დავინახე , ნიკიც იქვე იყო სვავდნენ . მე არ ვსვამ ამიტომ უბრალოდ მივედი მათთან ჩამოვჯექი ჰარიმ კი სასმელი შეუკვეთა .
-იცოდე ბევრი არ დალიო ! გააფრთხილა ნიკმა მაგრამ ყური არც დაუგდო , ჩამოჯდა და დალევა დაიწყო . 
- შენ არ დალევ? -მოვალეობის მოხდის მიზნით მკითხა ჰარიმ 
-არა მე არ ვსვა
-არასდროს დაგილევია?-მე უარის ნიშნად თავი გავაქნიე
ჰარიმ ამაზე ჩაიცინა
-შენ დედიკოს გოგო ხარ თუ მამიკოს?
-მიხედე რა შენ საქმეს
-აჰა ანუ მამიკო გიშლის ხო დალევას?
-არა უბრალოდ არ მინდა! შენ თუ გინდა დალიე მე კი შემეშვი.-უხეშად ვუთხარი ჰარის
-კარგი დაწყნარი- მითხრა და სმა გააგრძელა. 
ამასობაში ბავშები ადგნენ , იცეკვეს , ცოტაც დალიეს , აი ჰარი კი ისევ იჯდა და მხოლოდ სვავდა . ალბად მალე  დათვრება ! ძალიანაც კარგი , იმედია ისე გამოთვრება,რომ ხალხის დასაცინი გახდეს. უეცრად ახლოს მოიწია ჩემსკენ და მითხრა
-რა შორს ზიხარ რეიჩელ , მოიწიე რა .
-უკაცრავად? ვუთხარი და თან გავიცინე 
-ხო რა იყო?- მითხრა მაგრამ ძლივს იდგამდა ენას , თვალები ჩაბრუნებული ქონდა , მივხვდი რომ საღ გონებაზე ვერ იყო , არც ვიცოდი როგორ მომეშორებინა , იყვეს მისთვის იჯდეს მე რა დამიშავა.
-რეიჩელ ამ კაბაში საოცრად სექსუალური ხარ -ისევ დამიწყო ჰარიმ ლაპარაკი. მე პასუხი არ გამიცია უბრალოდ უალკოჰოლო კოქტეილი მოვსვი. 
-ეი ეი რასაკეთებ?!- წამოვიყვირე უცებ ჰარი წელზე მისმევდა ხელს, რა ამაზრზენია ! ვერვიტან მთვრალ კაცებს. 
-დამენებე თავი , მთვრალი ხარ ! ვუთხარი და წამოვდექი ..
-მოიცა რა- მითრხა და დიდი ძალის დატანების შემდეგ ისიც წამოდგა 
-წამოდი აგიყვან შენ ოთახში. 
-კარგი წავიდეთ ! -მითხრა და ხელი წელზე მომისვა ისევ .
ნიკი ძლივს ვიპოვე, მეთქვა რომ ჩვენ მივდიოდით
-ნიკ ძალიან დათვრა და ამას თქვენ ოთახში ავიყვან.
ნიკს სახე დაემანჭა
-იცი რეიჩელ ... -მე მაშინვე მივხვდი რის თქმასაც ცდილობდა ნიკი
-აბა სად წავიღო ეს? -ჰარიზე მივუთითე
-შენთან ნომერში მითხრა და დამეკრიჭა
-არც იფიქრო!
-გთხოვ
-მაშინ იატაკზე დავაწვენ
-ოღონდაც მომაშორე და თუ გინდა აბანოშიც ჩააგდე.-გამეღიმა და თავი გავიქნიე, შემდეგ ვიქტორიას შევხედე მოშორებით იდგა და მიღიმოდა
-ჭკუით-ტუჩების მოძრაობით ვანიშნე მხარზე დაკიდებული ჰარი შევანჯღრიე,ცოტა გამოვაფხიზლე და ნომრისკენ დავიძარით.დიდი ძალისხმევის შემდეგ,როგორც იქნა მივაღწიეთ. ჰარი შევიყვანე თუ არა იმ წამსვე ლოგინზე გადაგორდა 
-მოიცა შენ მანდ არა შენ აქ წყვები-ვანიშნე იატაკზე ჰარიმ ხელი ჩაიქნია და გადატრიალდა
ეხლა ამ აყროლებულის გვერდით უნდა დავიძინო? რადავაშავე! მაღლები გავიხადე, შემდეგ მას მივბაძე და ლოგინზე წამოვწექი. შევხედე უკვე ეძინა გადმოვტრიალდი და ბალიშს დავადე თავი .
უცებ ვიგრძენი წელზე ხელის შეხება, როგორი მხურვალე იყო , გადმოვბრუნდი 
-გადაბრუნდი და დაიძინე- მივუგე მკაცრი ტონით , ის მაინც არ მეშვებოდა , და ერთი პატარა მოძრაობით მოახერხა და ჩემს ზემოთ მოექცია .. ხელების მოძრაობით ვცდილობდი მომეშორებინა ,მაგრამ არ გამომდიოდა დიდიხანი მიყურებდა თვალებში 
-რა ლამაზი თვალები გაქ -გაკვირვებულმა წამოიძახა .მე არაფერი მითქვამს
მთვრალია უბრალოდ და ბოდავს. დარწმუნებული ვარ ამას არ ფიქრობს
-ლინზებია ხო? -ისევ წამოიძახა ჰარიმ თან ისევ თვალებშიმიყურებდა მის კითხვაზე გამეცინა
-არა საკუთარია რატო მეკითხები?
-უბრალოდ ძალიან იშვიათი და ლამაზია.მის ნათქვამზე გამეღიმაის უბრალოდ მთვრალია გავიფიქრე და ვთხოვე რო გადაწეულიყო.
მანაც უპრობლემოდ დამიწერა გვერძე გადაწვა და თვალები დახუჭა.ამ კაბაში ვეღარ ვძლებ. გავიხადე და მის მაგივრად ღამის პერანგი ჩავიცვი. ჰარის გვერით დავწექი და ადიელა გადავიფარე.
ბევრი ვიწრიალე უაზროდ, ვერაფრით ვერ დავიძინე ამიტომ უბრალოდ ვიწექი და ვფიქრობდი
-ნიკ გამხადე.
მომესმა ჰარის ბურტყუნი.
ყურადღება არმიმიქცევია ისევ ფიქრი გავაგრძელე
-გთხოვ გამხადე თორემ ამ ტანსაცმელში დავიხვრჩე-ოხ ნიკ მოსაკლავი ხარ ამისთვის როგორ გამიმეტე ეხლა უნდა გავხადო?! ღირსი კი არ არის მაგრმა დახრჩობისთვის ვერ გავიმეტებ
ავდექი და დავიწყე ფეხსაცმლიდან.ეს რა აცვია , გავიფიქრე გულში ჩემთვის და ზიზღით შევხედე .
როგორც კი ხელი მოვკიდე ფეხსაცმელს ეგრევე გაეხადა
მოიცა ამას რა 1 ზომით დიდი ფეხსაცმელი აცვია? კიდევ ეგ უნდა?! ისედაც რამხელა ფეხი აქვს.
შემდეგ საწოლზე ავედი და საროჩკის ღილები შევუხსენ, ნელ-ნელა გახდა დავიწყეუფ., რაკარგი კუნთებიი აქვს.. და პრესი? აი უნაკლო ტანი.
ჩავილაპარაკე ჩემთვის და პერანგი გავხადე 
შემდეგ შარვლის ღილის შეხსნა დავიწყე
მოიცა ეს რას ვაკეთებ ვიღაც თითქმის უცნობ მძინარე ბიჭს ვუხსნი შარვალს .ამაზე სიცილი ამიტყდა ჰარი შეიშმუშნა და მეორე მხარეს გადატრიალდაშარვლის ტოტები გამოვწიე და შარვალიც გავხადე ეხლა უარესი სიცილი ამიტყდა
ჰაჰა რატო აცვია პინგვინებიანი საცვალი?
რასასაცილოა და ამას გონია თავი დიდი და ჭკვიანი? ამაზე მეტი ჭკუა მეც კი მექნება.
ადიელა გადავაფარე ტანზე, რომ არ შესცივნოდა. გარეთ ისევ წვიმდა .
მეც გადავიფარე და ოცნებებში მალევე ჩამეძინა.
-რეიჩელ რა არის ეს გუშინ ჩემი სიმთვრალით ისარგებლე და გამაუპატიურე ხოო?-გავიგე ჰარის ჭიჭყინი.თავი ძლივს ავწიე, ჯერ ერთი თვალი გავახილე შემდეგ კი ძლივს მეორეც მივაყოლე
-ხო რაგინდა რას ჭიჭყინებ?-უჟმურად ვკითხე ჰარის
-აქ რა მინდა? 
-სად აქ?
-შენთან საწოლში
-რა ჰარი ჩვენი გუშინდელი ვნებიანი ღამე არ გახსოვს?-სიცილით ვკითხე ჰარის.მან კი როგორც იცის ხოლმე წარბები შეჭმუხნა და გახსენება დაიწყო
-კარგი გეყო , ტყუილად იხსენებ მაინც არაფერი გაგახსენდება არაფერი მომხდარა.
-ოჰ მომეშვა-თქვა ჰარიმ სიცილით
და ვიქტორია სადარი აქ რატო არაა?
-და შენი აზრით სად იქნება?
-აჰ მივხვდი. და ნიკმა აქით გადმომისროლა ხო?
შენთვის გამწირა?აი ნამდვილი ძმაკაცი
-კაი ბევრს ტლიკინებ უკვე ჩაიცვი და გადი-ვუთხარი უხეშად
-მოიცა არც მაცვია?-სიცილით მკითხა ჰარიმ
-გუშინ მთხოვდი გამხადე ვიხრჩობიო მე კიდე ზედმეწად კეთილი ავღმოვჩნდი და დახრჩობისთვის ვერ გაგიმეტე როგორც ატყობ.-
სწერვულად ვუპასუხე
-და ეხლა მადლობა უნდა გადაგიხადო?
-არ არი საჭირო
ჰარი წამოდგა და ტანსაცმლის ჩაცმა დაიწყო, მეც ავდექი და ფანჯარაში გავიხედე ისევ საშინლად წვიმდა
-კიდე წვიმს-ვუთხარი ჰარის
-ააუ-სახე მოჭმუხნა ჰარიმაც-ეხლა ისევ სასტუმროში მომიწევს ყოფნა და ალბათ შენთან ერთად .რა ბედი მაქვს აქ გასართობად ჩამოვედი და ... ეს შემრჩა  ზღვის და პლაჟის მაგივრათ
-ვნახავ მომდევნო დღეების ამინდის პროგნოზს -
ვთქვი და ჩემი ლეფტოპი ავიღე, ჰარიც გვერდზე მომიჯდა და ინტერესით ათვალიერებდა
- მომდევნო 1 კვირა ქარიშხლები და წვიმები იქნება
-შუა ზაფხულში? რამე ხდება ნეტა?
-რაუნდა ხდებოდეს უბრალოდ წვიმს
-აქ დარჩენას მგონი აზრი არა აქვს მე და ნიკი წავალთ ალბათ.
-ოჰ მადლობა ღმერთს. ძაალიან გამახარე ჰარი! კეთილი მგზავრობა გაციებული ვარ თორე გაკოცებდი -ვუთხარი ჰარის ცინიზმით
-რადებილი ხარ-მითხრა ჰარიმ მოღრეცილი სახით გავიდა და კარი მოხურა. წყალი გადავივლე და ტანსაცმელი ჩავიცვი. ცოტახანში ვიკიც შემოვიდა
-გოგო უნდა წავიდეთ, აზრი აღარ აქვს აქ დარჩენას ჰარიმ თქვა ეხლა რო 1 კვირა სულ ესე იქნება
-ხო ვიცი. ანუ წავიდეთ ჩვენც?
- ხო ეგრე სჯობს 1 კვირა სასტუმროში რავაკეთოთ?!
-ხო კაი არადა როგორ მინდოდა რო კარგი დრო გაგვეტარებინა აქ ჩაგვშხამდა ყველაფერი
-კარგი ეგრეც ნუ იტყვი მხიარული სახით მითხრა ვიქორიამ ნიკიდა ჰარი გავიცანით 
ამაზე რამდენი ოცნებობს გაიხსენე. 
-უი გოგო ნიკზე მომიყევი რამოხდა გუშინ?
წარბების თამაშით ვკითხე 
-მოიცა მომწერა ნიკმა მივწერ და მოგიყვები ყველაფერს დაწვრილებით
*ეხლა მივდივარ ბილეთების ასაღებათ მე და ჰარი დღეს მივფრინავთ და თქვენც აგიღოთ თუ დარჩებით?* 
*არა არა ნიკ ჩვენც წამოვალთ.ჩვენთვისაც აიღე*
*კარგი პატარა*
*მადლობა*
-გოგო ხო მოკლედ გუშინ წყვეულებაზე შენც ხო იცი რაცმოხდა, ხოდა შემდეგ ავედით ოთახში ნიკთან 
და დამიწყო კოცნა მეც მთვრალი ვიყავი და მითუმეტეს არ შევეწინააღმდეგებოდი. მეც ვკოცნიდი მაგრამ საქმე საქმეზე რო მიდგა ვეღარ შევძელი -ამაზე სიცილი ამიტყდა
-აჰაჰა ვერ შეძელი ? რატო? რაო მერე ნიკმა?
-არაფერი რავიცი თავიდან გაუკვირდა, ავუხსენი რომ უბრალოდ არშემეძლო მხოლოდ 2 დღეა ვიცნობ და ხომ გესმის.
-კარგად მოიქევი. ვამაყობ შენით 
თბილად ვუთხარი და გადავეხვიე.

კატეგორია: TeenLover ♥ | ნანახია: 1702 | დაამატა: HazzasBitch❤ | რეიტინგი: 5.0/3
სულ კომენტარები: 6

(2013-03-25 5:26 PM)
უმაგრესი თავი იყო და მალე დადე! ♥ ♥ ♥