მთავარი » 2014 » იანვარი » 21 » Born To Die
7:07 PM
Born To Die

Born To Die

ეს არის ახალი მოთხრობა (საცდელი) ჩვენს საიტზე, რომელიც იმედი მაქვს, რომ მოგეწონებათ.

თუ მოთხრობას არ ექნება მინიმუმ 10 კომენტარი ვეღარ გავაგრძელებ. ასე, რომ თქვენი სურვილია ეს მოთხრობა გაგარძელდება თუ არა.

P.S. ნებართვა აღებული მაქვს ქეთისგან.


-ააააა

-რა მოხდა ? რა გაყვირებს ჩემო პატარა? -ოთახში შვილის ყვირილის გამო აფორიაქებული დედა შევარდა და თავის 4 წლის ქალიშვილის საწოლს მივარდა.

-დედა გთხოვ არ წახვიდე-აზლუქუნდა პატარა და დედას ყელზე ხელები შემოაჭდო.

-კი მაგრამ რატომ პატარა? რატომ იყვირე?

-დეე ცუდი სიზმარი ვნახე, ვითომ დავიკარგე, ბევრს გეძახდი მაგრამ არ გესმოდა.-ძლივს ამოილუღლუღა გოგონამ და კიდევ უფრო მაგრად მოეხვია დედას.

-კარგი ჩემო პატარა, ახლა თვალები დახუჭე და ყველაფერი კარგად იქნება. გათენდება და ეს ყველაფერი დაგავიწყდება , დამიჯერე ძვირფასო ჰელენ.-თქვა დედამ , ბავშვს თვალზე მომდგარი ცრემლი მოსწმინდა , კარები გააღო და წავიდა.

დედის სიტყვებით დამშვიდებულმა ჰელენმა კი თვალები მჭიდროდ დახუჭა და გადაეშვა სიზმრების

სამყაროში.


12 წლის შემდეგ

07:00 pm

Shit ! სკოლაში მაგვიანდება, სწრაფად ავდექი, მოვემზადე , თმები დავისწორე და ჩაცმის დროც მოვიდა, ო ღმერთო ჩემო რა ჩავიცვა???

ბევრი ფიქრის შემდეგ ისევ უბრალოდ გადავწყვიტე ჩაცმა:


მორჩა მე მზად ვარ , ეხლა ქვევით ჩავალ საჭმელს შევჭამ, მერე ლიზა გამომივლის მანქანით და წავალთ. ქვემოთ ჩავედი ვისაუზმე, მაგრამ ლიზა არსად ჩანდა. მივხვდი, რომ ფეხით მომიწევდა წასვლა , ჩემი მანქანის გამოყენების უფლება არ მაქვს რადგან დასჯილი ვარ იმის 2 კვირით რადგან გუშინ წინ ნასვამი ვიყავი და 2-ჯერ შევასკდი ბოძს.
სახლის კარი ნელა გავიხურე რადგან დედას ეძინა, ის ამ ბოლო დროს სულ დეპრესიაშია ისევე როგორც მე, რადგან მე ამ 4 თვის წინ მამა დამეღუპა, ამის მერე სულ შევიცვალე, თითქქმის არავის ვეკონტაქტები გარდა ლიზასი.ნელ-ნელა მივჩანჩალებდი ტროტუარზე , ვფიქრობდი ყველაფერზე, პირველ რიგში მამაზე, როგორ მენატრება ის, რატომ წავიდა ამ ქვეყნიდან ასე უცებ?! მას ავტოკატასტროფა შეემთხვა, ეს ამბავი, რომ გავიგეთ მე და დედა ძლიერ დეპრესიაში ჩავვარდით, მე შევიცვალე, ვერავინ ვერ მცნობს,  პირველი 1 თვე სკოლაში არ დავდიოდი... მოკლედ ძალიან ცუდად ვიყავი, ახლაც ცუდად ვარ მაგრამ ეს სკოლაა,მე კი მოსწავლე, აუცილებლად უნდა ვისწავლო.
კლასის კარი შევაღე, იქ ყველა მე მიყურებდა, თითქოს რამე დავაშავე, უხმოდ დავჯექი ჩემს მერხთან. ლიზაც არსად ჩანდა, ცოტა ხანში ისიც მოვიდა.
-ლიზ შეგიძლია მითხრა რატომ მიყურებს ყველა მე? ძალიან ვკომპლექსდები
-ჰელ იცი რაღაცა უნდა გითხრა , მაგრამ არ ინერვიულო, ვიცი, რომ ტყუილია, ეტყობა ამათმაც ეგ შეიტყვეს და იმიტომ გიყურებენ ასეთი თვალებით.
-მიდი მითხარი რა, თორემ მოვკვდი.
-იცი მათ გონიათ, რომ ბერნის კარადა შენ გაძარცვე.
-რა?! საიდან მოაქვთ ამდენი სისულელე? გეფიცები, გეფიცები, მამის სულს გეფიცები, რომ მსგავსი არაფერი ჩამიდენია.
-გთხოვ ნუ მიმტკიცებ, მე ისედაც ძალიან კარგად ვიცი, რომ ამას შენ არ გააკეთებდი. და ამ ყველაფერს მე მოგიგვარებ, ხომ იცი როგორ შემიძლია ხალხის დარწმუნება.
-აწწწ, მოდი ჩაგეხუტო შე დამპალო..
-მოდიიი
-ისე დღეს დილით სად იყავი?
-სად და.. სად და... უბრალოდ დღეს დილით მამაჩემს ვეხმარებოდი.
-აა და რატომ მეუბნები ამას ასე დაბნეული? და თუ საიდუმლო არ არის რაში ეხმარებოდი.
-ეს დაკითხვაა?? უბრალოდ ავტოფარეხის დალაგებაში ვეხმარებოდიი.. რამე მოხდა?-ის ძალიან აღელვებული იყო და მე ამას მივხვდი.
-არა ეს დაკითხვა არ არის, უბრალოდ დდავიღალე დღეს მარტო ფეხით სიარულით, სულ ეს იყო.
-აუ ცოტა ცუდად გამომივიდა, მაპატიე რა...
-კაიიი მე მაპატიიეე..
-პირველი რა გვაქვს?
-ფიზიკა
-OMG ვერ ვიტანნნნ მაგ საგანს
-ვერც მე მაგრამ სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ.
-კაი კაი წამო შევიდეთ

სკოლის შემდეგ ლიზამ სახლამდე მანქანით მიმიყვანა, იქ მისულს კი უსიამოვნო სურათი დამხვდა, ჩემი უფროსი იდიოტი ძმა ნიკი ჩამოსულიყო ბრიტანეთიდან, იგი 2 თვის წინ წავიდა იქ, რადგან გული გადაეყოლებინა , რადგან მამის დაკარგვა არც მისთვის იყო იოლი საქმე.
მისი ჩამოსვლა კი იმიტომ არ გამიხარდა,რომ იმ დროს დაგვტოვა როცა მე და დედას ყველაზე მეტად გვიჭირდა, იმ დროს წავიდა იმ წყეულ ბრიტანეთში თანაც გულის გადასაყოლბლად.
-გამარჯობა პრინცესა , როგორ ხარ? -ნიკი
-შენგან დავიწყებული როგორ ვიქნები-ვთვი და ირონიულად გავიღიმე.
-ვიღაცა უნდა გაგაცნო. ეს ჩემი საცოლეა ამანდა.
აჰჰჰ . ესღა მაკლდა, კიდევ ერთი ნიკისნაირი იდიოტი ჩვენს სახლში. ახლა კიდევ უფრო გავბრაზდი ნიკზე, მამის სიკვდილის შემდეგ როგორ შეეძლო საცოლეზე ფიქრიიი?!
-სასიამოვნოა-მითხრა იმ გოგომ, ამანდამ თუ რაც ერქვა .
-ჩემთვისაც-გავიცინე და გავტრიალდი.
-ჰეი სად მიდიხარ?-ნიკი
-ტუალეტში. არ შეიძლება?
-მე მეგონა სადმე მიდიოდი.
-და რომ წავიდე რა? შენ მაინც ვერ დამიშლი გასაგებია?!
-დიახაც დაგიშლი, ბოლობოლო მე შენი უფროსი ძმა ვარ.
-რა?! ნუთუ მომესმა? აქამდე სანამ მამა ცოცხალი იყო...
-მამას ყოველწუთას ნუ ახსენებ თუ შეიძლება ქალბატონო.
-როცა მინდა მაშინ ვახსენებ და ეს შენი მოკლე ჭკუის საქმე არ არის გასაგებია? და თუ შეიძლება ნუ მაწყვეტინებ. სანამ მამა ცოცხალი იყო შენ ვერაფერს ვერ მიბედავდი, შენ რა გინდა რომ ჩემს ცხოვრებაში მამას როლი ითამაშო? შენ მამას ვერასდროს ვერ შემიცვლი და თუ მაინც გადაწყვეტ მას დაემსგავსო ისიც გაიხსენე, რომ მამაჩემს აჩოტებს არ ვაბარებდი და იქნებ ეს გამოგადგეს რომ ამის შემდეგ აღარ მკითხო სად მივდივარ, იმიტომ რომ ეს შენი საქმე არ არის.
-ჰელენ მომისმინე მე მამას შეცვლას არ ვაპირებ.
-ვერც შეძლებ.
-კი, მაგრამ შეგიძლია ამიხსნა რატომ ხარ ასეთი აგრესიული ჩემს მიმართ?
-ააა , მეკითხები კიდეც? ნუთუ შენთვითონ ვერ ხვდები?! შენ მაშინ წახვედი როცა ყველაზე მეტად გვიჭირდა მე და დედას, ესეც არ იკმარე და საცოლესთან ერთად დაბრუნდი.
-რა გჭირს გოგო სულ გაგიჟდი?! გგონია არ განვიცდი მის დაღუპვას
-მგონია კი არა ნათლად ჩანს, შენ მხოლოდ მისი ფული გაინტერესებდა.
-შეწყვიტე , თორემ ჩემს თავზე პასუხს არ ვაგებ.
-და რას იზამ ? ხელს გამარტყავ? თუმცა შენგან არც გამიკვირდება
-რით ვერ გაიგე , რომ შენზე ვძრუნავ?
-მე შენი ძრუნვა არ მწირდება თუ ასე ძალიან გინდა შენს საცოლეზე იძრუნე, რომელიც მალე მოგბეზრდება.
-ჰეი გოგონი ეს უკვე მეტისმეტია, არ გიცნობ მაგრამ უკვე ღრმად შეტოპე, ჩემს შეყვარებულზე და ჩემზე ასეთი ლაპარაკის უფლებას არავის მივცემ და მითუმეტეს შენ-ხმა ამოიღო ამანდამ.
-აჰჰ კუმ ფეხი გამოყო, ისე შენ ოჯახურ საკითხებში რატომ ერევი? ვინმემ მოგიპატიჟა აქ? ან დედაჩემი სად არის?
-მაღლაა. ბარგს ალაგებს -ნიკი
-რა ბარგს?
-მიგვყავს
-რა? სად? სად მიგყავთ?
-ბრიტანეთში, და შენც მოდიხარ, ყველასთვის აჯობებს.
-რა? მე არსად არ წამოვალ , მითუმეტეს თქვენთან ერთად.
-აბა აქ დარჩები? თან მარტო... სულელი გოგო ხარ! შენ ჯერ 16 წლის ხარ და ამდენი ხნით მარტო დარჩენის აუცილებლად შეგიშინდება და ბოლოს ის იქნება რომ ჩაიფსამ :დ-თქვა ნიკმა , მან და ამანდამ გაიცინეს , რაზეც გავბრაზდი და ზემოთ ავირბინე დედასთან.
-დეეე .. იქნებ ამიხსნა ეს ყველაფერი რას ნიშნავს?
-ჰელ ჩემო ძვირფასო, ვიცი , რომ წამოსვლა არ გინდა მაგრამ დამიჯერე ეს ყველასთვის ასე აჯობებს, ჩემო კარგ.
-არა დედა, მე აქ დავრჩები, სახლს მივხედავ, მამას საფლავს მოვუვლი, ბოლობოლო ლიზას ვერ დავტოვებ. გესმის?
-კი ჩემო კარგო, თუ შენ თვლი , რომ შენთვის ასე აჯობებს მაშინ მე ვერაფერს გავაწყობ, შენ უკვე საკმაოდ დიდი ხარ იმისთვის , რომ ცალკე იცხოვრო.
-აი რატომ  მიყვარხარ დეე...
მივედი და ჩავეხუტე.
-მეც ძალიან მიყვარხარ ჩემო კუდრაჭა.
-კი მაგრამ როდის მიდიხართ?
-ახლავე, ბარგი უკვე ჩავალაგე, ფული იცი სადაცაა, რო შემოგაკლდება დამირეკე და გამოგიგზავნი აუცილებლად, სახლს მიხედე, არ იცელქო, მე შაბათ-კვირას ჩამოგაკითხავ ხოლმე.

მანქანა დაიძრა. ისინი წავიდნენ. დამტოვა კიდევ ერთმა ადამიანმა და კვლავ მარტო ვარ ჩემს ფიქრებთან ერთად...
იქნებ ჯობს მამას სალავზე ავიდე და ყველაფერი მას გავანდო...
როცა ავედი ცოტა მოსაღამოვებულიყო. ბინდი გამეფებულიყო.
მამას საფლავი მივალაგე, იქვე ჩამოვჯექი და ყველაფერი მოვუყევი მას. როგორ ვეჩხუბე ნიკს, მოვუყევი მის საცოლეზე, მოვუყევი თუ როგორ წავიდა დედა და როგორ დავრჩი სახლში მარტო დიდი ხნით.
იგი თითქოს ყველაფერს მისმენდა და თითქოს ყველაფერზე თავს მიქნევდა. შევამჩნიე როგორ ჩამოწვა ბინდი, მაგრამ მამასთან განშორება მეძნელებოდა. უცებ ვიღაცამ დამიძახა.
-გოგონი, რამე ხომ არ დაკარგეთ?
-არა იცით უბრალოდ ჩამომიღამდა.
-კი მაგრამ რატომ ტირით? ეს მამათქვენია?-მითხრა და მამას საფლავის ქვაზე მიმითითა.
-დიახ
-უკაცრავად რა უზრდელი ვარ. ჩემი სახელია მაიკი.
-ჰელენი. სასიამოვნოა
-ჩემთვისაც. იცი მგონი დაგიღამდა ხომ არ მიგაცილო?
-არა იყოს.
-იქნებ შენი ნომერი მაინც ჩავიწერო
-კარგი რა პრობლემაა. აი 12345678 (დარეკეთ :დ)
მას მოვშორდი თუ არა უცებ ხიდან რაღაცა ჩამოხტა... გული გამალებით მიცემდა... უცებბ...

ვიციი ეს თავი არც ისეთი საინტერესო არ არის მაგრამ თუ გაგრძელების საშუალებას მომცემთ აუცილებლად დავხვეწავ და ძალაინ საინტერესო რაღაცეებს გპირდებით



 


კატეგორია: Book | ნანახია: 1373 | დაამატა: Tamo | რეიტინგი: 5.0/4
სულ კომენტარები: 151 2 »

(2014-01-25 3:13 PM)
* 15 Tamo   [Entry]
Effy♡Freddie Madloba, gavitvliswineb <3