evanescence - 13 ოქტომბერში 2013 - საუკეთესო თინეიჯერული საიტი
მთავარი » 2013 » ოქტომბერი » 13 » evanescence
12:51 PM
evanescence
Evanescence
  
ევანესენსი ამერიკული როკ-ჯგუფია, რომელიც დაარსდა 1995 წელს არკანზასში.
 ჯგუფის წევრებია: ემი ლი, ტერი ბალზამო, ტიმ მაკ-კორდი, 
ტროი მაკ-ლოუჰორნი და უილ ჰანტი.
 ჩაწერილი აქვთ სამი სტუდიური ალბომი:Fallen, The Open Door და Evanescence. 
მათი პირველი ალბომის 17 მილიონს ასლზე მეტი გაიყიდა. 
ბილბორდის სიაში „ათწლეულის შემსრულებლები" 
Evanescence-ს უკავია #71 პოზიცია. მათ აღებული აქვთ ორი გრემის ჯილდო.
History
 
ჯგუფის სოლისტი ემი ლი ერთ-ერთ საზაფხულო ბანაკში ისვენებდა, 
სადაც თავისუფალ დროს მუსიკას უთმობდა. ახალგაზრდულ ბანაკში ხშირად ეწყობოდა გასართობი საღამოები, 
რომლებიც მუსიკის გარეშე წარმოუდგენელი იყო. სწორედ იქ აღმოაჩინა ჯგუფის მეორე 
წევრმა ბენ მუდიმ ემი ლი, როდესაც ის ფორტეპიანოზე მით ლოს
 (meat loaf) სიმღერას  I Would Do Anything For Love,But I Won't Do That ასრულებდა. 
იგი იმდენად მოიხიბლა, რომ იქვე დაბადებულა იდეა ჯგუფის შექმნის თაობაზე, 
ისინი ძალიან დაახლოვდნენ და უამრავი საერთო აღმოაჩინეს მუსიკაში. 
ემის ბევრი ფიქრი არც დასჭირვებია, რადგან ეს მისი ოცნებაც იყო. 
საბოლოოდ, ჯგუფი 1990-იანი წლების ბოლოს ჩამოყალიბდა. 
ემი ლის და ბენ მუდის გარდა, ჯგუფის წევრები მოგვიანებით იყვნენ გიტარისტი — 
ჯონ ლეკომპტი, ბას გიტარისტი უილ ბოიდი და დრამერი —როკი გრეი
ეს ოთხი ადამიანი თავიდანვე კარგად შეეწყო ერთმანეთს, რადგანაც მათ ერთნაირი მუსიკალური გემოვნება 
და მიზნები ჰქონდათ. კარგა ხნის განმავლობაში მათი შემოქმედება მხოლოდ ვიწრო წრემ იცოდა, 
რადგან არ გააჩნდათ სახსრები ფართომასშტაბიანი კონცერტების გასამართად. 
მიუხედავად ამისა, ჯგუფს თავიანთი მსმენელი მაინც ჰყავდა, რომელიც დროთა განმავლობაში უფრო
 და უფრო მატულობდა. 1990-იანი წლების ბოლოს, ქალაქში ორი უკიდურესობა იყო: 
ან უკრავდნენ ტიპიურ დეზ მეტალს, ან მსუბუქ, ძველმოდურ მუსიკას. 
მეორე სიმღერა, რომელიც მათ დაწერეს, იყო შვიდწუთიანი სასაცილო გოთიკური ჟანრის. 
ადგილობრივმა რადიომ გაუშვა ეს სიმღერა ეთერში. სწორედ აქედან დაიწყო მათი პოპულარობის პერიოდი.
 გაიზარდა მოთხოვნა მათ კონცერტებზეც. ბენ მუდი იხსენებს: 
„ყოველთვის ვიცოდი, რომ ჩვენი შრომა დაფასდებოდა და ეს ასეც არის. 
აქამდე ხალხმა არც კი იცოდა, ვინ ვიყავით, ან სად შეიძლებოდა ჩვენი ნახვა. 
ახლა კი მოთხოვნა ჩვენზე ერთიორად გაიზარდა." 
მათი სიმღერები ჩარტებში ხვდებოდა პირველ ადგილებსაც კი იკავებდა. 
ჯგუფმა სახელი ბევრჯერ შეიცვალა. თავდაპირველად ერქვათ „Childish in Intention", 
შემდეგ „Striken". მათი საბოლოო სახელი „Evanescence" „უეცარ გაქრობას" ნიშნავს. 
ჯგუფი პერიოდულად წერდა დემოებს, ჩაწერეს EP რომელსაც ადგილობრივ შოუებზე ყიდდნენ, 
შემდეგ გამოუშვეს დემოების ნაკრები Origin რომელიც ხელში ჩაუვარდა 
ლეიბელის Wind-Up Records (უაინდ აფ რექორდს)პრეზიდენტს და ემის ხმით და ჯგუფის 
სიმღერებით მოხიბლულმა, ჯგუფთან კონტრაქტის გაფორმება გადაწყვიტა, 
სწორედ აქედან დაიწყო ყველაფერი. ევანესენსმა 2003 წელს ჩაწერა 
სიმღერა Bring Me To Life რომელიც პოპულარულ ფილმში DareDevil 
იქნა გამოყენებული საუნდტრეკად, ასევე My Immortal 
ჯერ კიდევ Origin-ის ვერსია. Bring Me To Life არ თმობდა ჩარტებს და
 მალევე, პირველი ალბომი Fallen, რომელიც 2003 წელს გამოვიდა,
 15 მილიონ ეგზემპლარზე მეტი რაოდენობით გაიყიდა, მოიპოვა 
საერთაშორისო აღიარება, ორი გრემი და აშშ-ში 
შვიდჯერ გახდა პლატინის მფლობელი.
 

Changes In Group

  

უეცრად, საკონცერტო ტურნეს მსვლელობისას ჯგუფი დატოვა მისმა დამაარსებელმა ბენ მუდიმ. 

ეს ემი ლისთვის დიდი დარტყმა იყო, რადგან ჯგუფის დაარსებიდან ისინი პარტნიორები იყვნენ. 

ყველა ფიქრობდა, რომ ჯგუფი დაიშლებოდა. ემიმ კი ამ საკითხზე ასეთი კომენტარი გააკეთა: 

„ის, რატომღაც იმდენად დათრგუნული იყო, რომ მოგზაურობის დროს მისი მელანქოლიურობა 

ჩვენც ცუდ ხასიათზე გვაყენებდა. ჩვენ ყველა ვიმედოვნებთ, რომ ის ახლა გაცილებით მხიარულადაა."

ბენ მუდი მალევე შეცვალა გიტარისტმა ტერი ბალზამომ,რომელმაც გარკვეული ცვლილებებიც შეიტანა 

და როგორც ემი ამბობს, სიმღერები მეორე ალბომისთვის The Open Door რომელიც 

2006 წელს გამოვიდა და 6 მილიონ ეგზემპლარზე მეტი გაიყიდა მხოლოდ მისი და ტერის დაწერილია. 

ემი: როდესაც ბენი იყო ჯგუფში, ქმნიდა გიტარის პარტიას, მუსიკას, ხოლო დანარჩენს მე ვამატებდი

 ან პირიქით ხდებოდა ხოლმე. ერთად არასდროს დაგვიწერია სიმღერა, რადგან ეს ჩემთვის 

ალიან პირადული იყო და არ მინდოდა ვინმესთვის გამეზიარებინა. 

ტერის მოსვლის შემდეგ კი ყველაფერი შეიცვალა. ჩვენ ვმუშაობთ ერთად და ეს გაცილებით საინტერესო ყოფილა

როგორც ემი ამბობს, სიმღერები მეორე ალბომისთვის The Open Door მხოლოდ მისი და ტერის დაწერილია.

სანამ ბენ მუდი ჯგუფს დატოვებდა,Evanescence-მ გერმანიაში დაგეგმილი ხუთი კონცერტი ჩაშალა. 

მიზეზად აპარატურის ტექნიკური გაუმართაობა დაასახელეს. სინამდვილეში კი, როგორც შემდეგ გაირკვა, 

ბენ მუდი ისე დამთვრალა ერთ-ერთ როკ -ბარში, რომ მოწამლულა. 

რადგან ეს ფაქტი დიდი ხნის განმავლობაში გასაიდუმლოებული იყო, პრესაში იწერებოდა, 

რომ ის გაქრა, აორთქლდა. იმასაც კი ამბობდნენ, რომ ბენი მოიტაცეს და მასში გამოსასყიდ თანხას მოითხოვდნენ.

ემი ლის ინიციატივით ჯგუფმა საქველმოქმედო კონცერტი ჩაატარა. 

კონცერტზე შემოსული თანხა კი მთლიანად გადარიცხეს უპატრონო ბავშვთა სახლში.

ნიუ-იორკში ერთ-ერთი კლიპის გადაღების დროს, ვიღაც მამაკაცი მივიდა ემისთან 

და ისე შემოეხვია, რომ ისინი პოლიციამ ძლივს დააშორა ერთმანეთს. 

როდესაც ეს პიროვნება პოლიციამ დაკითხა, მას განუცხადებია, რომ როგორც იქნა, აიხდინა ნატვრა,

 და ემის სხეულს შეეხო. ამ „შეხებისთვის" კი ის 100 ათასი დოლარით დააჯარიმეს.

ბენდს შეეცვალა ბას გიტარისტი და უილ ბოიდის ნაცვლად ჯგუფში ტიმ მაკ-კორდი გაწევრიანდა.

2007 წლის 4 მაისს კი ჯონ ლეკომპტმა განაცხადა, რომ ის ემი ლიმ ჯგუფიდან გაუშვა 

და რომ მასთან ერთად როკი გრეიმაც ბენდის დატოვება გადაწყვიტა. 

როკი და ჯონი მალევე ჩაანაცვლეს გიტარისტმა ტროი მაკ-ლოუჰორნმა და დრამერმა უილ ჰანტმა, 

მათ დაემატა ბას გიტარისტი ტიმ მაკ-კორდი.

ამ დროისთვის ევანესენსის მუდმივი წევრები ემი ლი, ტერი ბალზამო, 

ტროი მაკ-ლოუჰორნი, უილ ჰანტი და ტიმ მაკ-კორდი არიან.


Pictures & Gifs
   
  
 
 
  
  
  
  
  
 
  
   
   
      
 
 
 
 

  
 
 
 
  
  
  
  


კატეგორია: სასაც.../საინტ. | ნანახია: 110 | დაამატა: Кате♡рина | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 9

(2013-10-20 6:45 PM)
* 9 Tamo   [Entry]
Bring Me To Life <----- Es Simgera Yveladze MEtad Momwonsss



(2013-10-20 6:44 PM)
* 8 Tamo   [Entry]
kargi jguiiiaa



(2013-10-20 6:44 PM)
* 7 Tamo   [Entry]
Dzaaan kargi siaxleaa



(2013-10-14 10:05 PM)
dzaan miyvars vusmen xolmee ♥



(2013-10-14 5:48 PM)
maldoba ♥



(2013-10-13 6:11 PM)
* 4 Chu♡Pa   [Entry]
magariaa happy
miyvars eseni dzalian ♥



(2013-10-13 6:01 PM)
* 3 SoPii))   [Entry]
miyvarss <3



(2013-10-13 3:17 PM)
maldoba ♥



(2013-10-13 1:21 PM)
* 1 YoungGal❤   [Entry]
aamati sweetdreams momwons,amati coveriaA:)))
momewona siaxle<3


კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]