მთავარი » 2013 » ნოემბერი » 25 » ○ From Dark ♥ Blue ○
11:04 PM
○ From Dark ♥ Blue ○

1:^..მოვკვდი?!..^



–ალბათ მძინავს?–გამაღვიძეთ ვინმემ!

სულ მარტო ვიყავი,არაფრის ხმა არსაიდან არ მოდიოდა,მეგონა სამყაროში მხოლოდ მე და ერთი კატა დავრჩით რომელიც ჩემთან ერთად იყურებოდა აქეთ იქით,მეგონა ყველა სადღაცას გადაბარგდა,მეგონა გვიან გავიღვიძე,მხოლოდ ჩემი აღშფოთებული სუნთქვის ხმა მესმოდა და ფოთლების ძალიან ჩუმი შრიალი, რომელიც კიდევ უფრო შემზარავი იყო, საით წავსულიყავი? მთელი ქალაქი მოვიარე , შავი ქალაქი, მხოლოდ ჩამტვრეული მინები,დანაგვიანებული და გადათხრილი გზები,გამხმარი ხის ფოთლები,აი ასეთი სურათი იყო ჩემს თვალწინ,მეშინოდა მაგრამ მეც მინდოდა იმ წუთას გავმქრალიყავი. სად არის ხალხი? სად არის ცოცხალი სამყარო? რატომ ვარ მარტო? მოვკვდი?,სად ვარ ? მთელ ხმაზე ვყვიროდი,თითქოს ვიღაცისგან ველოდი პასუხს მაგრამ ამაოდ. ..



2:^..თოჯინები..^



 ბავშვობაში ყოველთვის მეგონა რომ როდესმე ჩემი თოჯინა დაილაპარაკებდა,თავისით გადაადგილდებოდა და საჭმელს შეჭამდა.თავისით ადგილდებდა რამოდენიმე ჩემი თოჯინა მაგრამ მე მინდოდა ისე გადაადგილებულიყო როგორც ადამიანი:დ.სუ განსხვავებული თოჯინები მყავდა ,ბებია მიგზავნიდა ხოლმე რაღაც საოცრებებს:დ, ყოველთვის მოსწონდათ ხოლმე ჩემი თოჯინები;დ,უამრავი ბარბი,დიდი და პატარა თოჯინები მყავდა..შეიძლება ეს სასაცილოდ მოგეჩვენოთ მაგრამ სულაც არ არის სასაცილო.თოჯინები ხომ ყველა ბავშვის ცხოვრებაა?.სიმართლე გითხრათ მე ეხლაც ძალიან მიყვარს თოჯინები,არ ვთამაშობ მაგრამ მაინც.ისევ ისე მაქვს შენახული ჩემი თოჯინები როგორც რამოდენიმე წლის წინ როცა მათთან ერთად ვთამაშობდი.არაფერი არ მაქვს გაფუჭებული.არ ვიცი რატომ ვინახავ მაგრამ მინდა რომ ჩემი ბავშვობა არასდროს დამეკარგოს და მახსოვდეს როგორ მაქვს გატარებული დრო ჩემს თოჯინებთან ერთად,როგორ ვერთობოდი და როგორ ვუვლიდი შვილივით მათ. თუ დამივარდებოდა ისეთი შეგრძნება მქონდა რომ ნამდვილი ბავშვი დამივარდა;დ,საბანს ვაფარებდი ხოლმე არ შესცივდეს მეთქი. მახსოვს მე და ჩემი მეგობრებს ეზოში რომ დაგვყავდა თოჯინები და სუფთა ჰაერს ვაყლაპებდით:დ.ყველა მომენტი მკაფიოდ მახსოვს,თითქოს არაფერი,უბრალოდ გამოთლილი თუ გამოჭრილი თოჯინაა რომელსაც ლამაზი ტანსაცმელი აცვია,მაგრამ მაინც ყველა ბავშვობის ლამაზი მოგონებაა.



3:^..როდესაც ნანობ..^

როდესაც ადამიანი აცნობიერებს,რომ მისი ცხოვრება თითქმის დამთავრდა,იგი იწყებს ყველაფრის შეფასებას.უყურებს განვლილ წლებს და ხვდება უკვე,რაში არ გაუმართლა,რა დარჩა გასაკეთებელი,ვის რა დაუშავა.მაგრამ ამ დროს რაიმე ზომების მიღება და შეცვლის მცდელობა გვიანია ხოლმე,რადგან წარსულს ვერ დაიბრუნებ რომ ახლიდან მართო ის.


როგორც წესი ადამიანების უმრავლესობა,ჯერ აკეთებს შემდეგ ფიქრობს.მეც სწორედ ასე ვარ,გავაკეთებ ცუდს და როცა დავფიქრდები ვნანობ ამ საქციელს.რითი შეიძლება გამოასწორო ეს? ალბათ მეტი დაფიქრების უნარია საჭირო,საჭიროა გაანალიზო რას რა მოყვება.ჩვენ ცოდვა ძირითადად რაიმე კანონის დარღვევა ან ღვთისა და მოყვასის წინაშე რაღაც მოვალეობის შეუსრულებლობა გვგონია. მაგრამ იგი უფრო ღრმა მოვლენაა. ცოდვის არსს ყველაზე უკეთ ერთ-ერთი სახარებისეული იგავი გამოხატავს. ძე შეცდომილი არა უბრალოდ არღვევს რაღაც კანონს, არამედ საკუთარი მამის წინააღმდეგ აღდგება და მბრძანებლურად მოითხოვს მისგან მემკვიდრეობას, ხოლო როგორც კი თავის კუთვნილს მიიღებს, მაშინვე მამისეულ სახლს შორდება. აქედან ცოდვის ერთერთი განსაზღვრება გამომდინარეობს: ცოდვის ჩადენისთანავე ადამიანი გარბის ზეციური მამისაგან და თავს ეკლესიას, ღვთის ოჯახს განაშორებს. ის უკვე აღარ იზიარებს ღვთის სახლის სიხარულს… ამგვარად, ცოდვა არა მხოლოდ უკანონობა და საღვთო სჯულის დარღვევაა, არამედ ისიც, რაც ადამიანს ღვთისა და ეკლესიისაგან განაშორებს და აუცხოებს.



Hope You Like It  XoXo

კატეგორია: სხვა | ნანახია: 894 | დაამატა: Alice♥ | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 6

(2013-11-26 5:54 PM)
* 6 SoPii))   [Entry]
აიი ყოცჰაგჰჰ <33
უზომოდ მომწონსსს.. )))))))0