მთავარი » 2013 » მაისი » 26 » Hey Idiot!I Love You.
2:51 PM
Hey Idiot!I Love You.

Chapter 5



ალბათ ჯასტინმა უკვე გამოიყვანა თვისი და ბაღიდან. იმედგაცრუებული,ნელი ნაბიჯებით გავემართე ლოლას ოთახისკენ და კარი რომ გავაღე,მასწავლებელს ძალიან გაუკვირდა.
-ლოლა სადაა? -ვკითხე აღელვებულმა,როდესაც შევამჩნიე რომ ლოლა ბაღში არ იყო. 
-იცით,თქვენი და -დაიწყო მან და ჩემმა ნერვიულობამაც იმატა.
-ის დედათქვენმა გამოიყვანა-ამოღერღა მან როგორც იქნა და მეც დავწყნარდი,რადგან მეგონა რომ ბავშვი დაიკარგა. 
-კარგი,არ ვიცოდი,სახლში არ ვიყავი და...
-დიდი მადლობა!-ვუთხარი დაბნეულმა და ოთახი დავტოვე.
შედარებით დამშვიდებული,თუმცა მანც ძალიან გაბრაზებული ვიყავი. მაინცდამაინც მაშინ ახსენდება ბავშვის გამოყვანა ელეანორს,როდესაც ამის გაკეთება მე მინდა. ზანტად კიბეებისაკენ წავედი,ლოლიტოს გარეშე. ეხლა ალბათ აქ რომ ყოფილიყო,დაიწყებდა ტიტინს და ყველაფერს მომიყვებოდა. 
უეცრად კიბეზე ფეხი დამიცურდა და ჩემი ჩანთა ძირს დამივარდა.ჩანთას ვინ ჩივის,მეც კინაღამ უკან გადავყევი. მის ასაღებად დახრისას,ჩემს ხელზე ვიღაცის შეხება ვიგრძენი. ზემოთ გაკვირვებულმა ავიხედე და ჯასტინი შემხვდა,რომელიც ალბათ ჩემსავით ჩანთის აღებას სცდილოდა. ძალიან გამიხარდა მისი დანახვა,თუმცა მაქსიმალურად შევეცადე ეს არ შემტყობოდა და სახეზე მხოლოდ ოდნავ ავწითლდი. 
-და ამ დროს ჩვენი თვალები ერთმანეთს შეხვდა,თუ როგორ არის ხოლმე სერიალებში? -იკითხა მან და გაიცინა. 
Large
-ხომ,რაღაც მაგდაგვარად. ისე ჯერ ესალმებიან ხოლმე-ვუთხარი და მხარი გავკარი.
-Heey sexy lady! -წაიმღერა მან და ჩამეხუტა. 
-როგორ ხარ? 
-კარგად,შენ? 
-მადლობა მოკითხვისთვის-გაიცინა მან და შემდეგ განაგრძო. 
-მეც კარგად. შენი და სადაა? -შეამჩნია ალბათ ჩემს გვერდზე ლოლა რომ არ იყო. 
-დედაჩემმა გამოიყვანა. 
-და მაშინ შენ აქ რატომ ხარ?-მკითხა გაკვირვებულმა.
-არ ვიხოდი რომ დედა გამოიყვანდა,სხვაგან ვიყავი. 
-სად იყავი? 
-კიდევ ბევრი შეკითხვა უნდა დამისვა? -ვკითხე მეც და ცალი წარბი ავუწიე.
-I'm just kidding,Sis (მე უბრალოდ ვხუმრობ, 'დაო' )
გუშინ უბრალოდ მეგობრებიო და დღეს უკვე ოჯახის წევრებიც გავმხდარვართ. 
-კარგი,ნუ ხუმრობ ეგრე თორემ გამეცინება. 
-ცუდი გოგოს როლი არ გიხდება-მითხრა მან და თვალი ჩამიკრა. 
-სამწუხაროდ შენც ვერ თამაშობ კარგად კარგი ბიჭის როლს.
-ეგ რა შუაშია Babe?
-'შუაში კი არა,თავშია' ჯასტინ. მე არ ვცდილობ ვითამაშო,თუმცა...-მინდოდა მეთქვა სხვანაირად ჩემს გრძნობებს ვერ დავმალავ თქო,მაგრამ თავი შევიკავე და იქ შევჩერდი. 
-თუმცა???-გაიმეორე მან ჩემი ნათქვამი.
-არაფერი რა...
-ემილი,დღეს რაღაც დაბნეული მეჩვენები-თქვა და მზრუნველი მზერა მომაბყრო. 
-გადავიღალე ალბათ. უი შენი და სად არის?-ვკითხე,როდესაც მის გვერდზე ჟასმინი ვერ შევამჩნიე. 
-ფრედოსთან ერთად ზის მანქანაში. 
-და მაშინ შენ აქ რატომ ხარ?-გავიმეორე ჯასტინის კითხვა. 
-შენ დაგინახე და მოვედი. ხომ დაგპირდი გნახავ თქო.
-Aww,რა საყვარელი ხარ -ვუთხარი და გავუღიმე. მანაც საპასუხოდ გამიღიმა,შემდეგ კი განაგრძო. 
-დღეს რა გინდა? არ გინდა შენს დას გავუაროთ და სადმე გავისეირნოთ? და თუ გინდა,ის შენი დაქალიც წამოიყვანე... ამმ,სახელი დამავიწყდა.
-ნინა. არ ვიცი,დღეს მემგონი ვერ მოვახერხებ,სამეცადინო მაქვს-მაიძულა მეთქვა ჩემმა გონებამ,ხოლო გული სულ სხვა რამეს მკარნახობდა.
-ცუდია-ჩაილაპარაკა ჯასტინმა უკმაყოფილოდ. 
დღეს რომ არ მემეცადინა,არ გამოვიდოდა,თორემ დიდი სიამოვნებით წავიდოდი მასთან ერთად. 
-ესეიგი დავიშალეთ? 
-ეგრე გამოდის. -ჩემს სიტყვებზე მას გაეცინა. 
-შეიძლება სახლმადე მიგაცილო,თუ გზაშიც უნდა იმეცადინო? 
-არა,ჯერ ეგრე არ გავგიჟებულვარ.
-ხოდა მაშინ წავიდეთ. მანქანით თუ ფეხით გავისეირნოთ? 
-შენ როოგრც გინდა. -ვუპასუხე მე. 
-მე შენ გეკითხები 
Large
-სულერთია.-კვლავ არ შევიცვალე ჩემი პოზიცია,რადგან მართლა არ მანაღვლებდა დიდად მანქანით წავიდოდით თუ ფეხით...
-კარგი,მაშინ გავისერინოთ-თქვა და ნელ-ნელა წინ დაიძრა. მეც უკან გავყევი,ის კი თბილად მიღიმოდა. 2 წუთში უკვე მანქანასთან ვიდექით და მე პატარა ჟასმინს (ჯასტინის დას) გადავეხვიე.  ბიბერმა კი ფრედო გააფრთხილა,რომ ნახევარი საათის განმალობაში არ შეეწუხებინდა და ბავშვი სახლში წაეყვანა. ისიც უსიტყვოდ დათანხმდა და ჩვენც სახლსიკენ დავიძარით. 
ჯასტინმა 'კეპი' ჩამოიფარა პაარაცებს რომ არ შეეწუხებინათ,თუმცა შიგადაშიგ მაინც მესმოდა ხოლმე ფოტოაპარატების 'ჩხაკუნის' ხმები. 
მე მას თვალებში ვუყურებდი,მაგრამ როდესაც ის შემომხედავდა სხვაგან ვიხედებოდი. მართლა პატარა ბავშვივით ვიქცეოდი ,რაც არ მომწონდა.  
მის თვალებში ერთდროულად ძალიან დიდი სითბო და სევდა შეიჩმნეოდა,რომელსაც ჯასტინი ღიმილით ფარავდა.  ლაპარაკის დაწყება მინდოდა,მაგრამ თან არ მინდოდა სიჩუმე დამერღვია,რომელიც ყურში მელოდიასავით ჩამესმოდა. 
ბოლოს კი როგორც ყოველთის ისევ მან დაიწყო საუბარი. 
-გუშინ ძალიან გამაკვირვე თვითერზე. 
-Umm,მართლა მომეწონა ის სიმღერა-'თუმცა სიმღერა იმდენად არ მომეწონა,როგორც შენ მომწონხარ!'-მინდოდა მეთქვა,მაგრამ თავი შევიკავე. 
-ჰაჰ,ძალიან კარგი,გამიხარდა. სელენასსა ძალიან უყვარს. 
'სელენასაც უყვარს' გაიჟღერა ამ წინადადებამ ჩემს თავში რამოდენიმეჯერ.
-ამმ,შენ და სელენა ერთამენთს ხვდებით ხო?-მინდოდა ბოლომდე გავრკვეულიყავი. ჯასტინმა ამ შეკითხვაზე უცნაურად შემომხედა,თითქოს ჩემს სახეზე ყველაფერი წაიკითხა,შემდეგ კი უდარდელად მიპასუხა. 
-რაღაც მაგდაგვარი,შენ რა არ გყავს შეყვარებული? 
-Nope. Forever Alone.
-რატომღაც არამგონია  ამ 'Forever'-ობამ დიდი ხანი გასტანოს-თქვა და თვალი ჩამიკრა. 
Tumblr_ml03vnkm8s1s650ono1_500_large
მეც გამეცინა და ამის შემდეგ რამოდენიმე წუთი ხმა აღარ ამოგვიღია. 
გზაში რა თქმა უნდა,უამრავი ფანი შეგხვდა,რასაც ჩემთვის დისკომფორტი არ შეუქმნია.,ისინი მეც მიღიმოდნენ და ჩემთან ერთადაც იღებდნენ სურათებს.  ბოლოს როგორც იქნა ჯასტინმა მათ თავი დააღწია და კვლავ მე შემომიერთდა. 
-იცი,მათ მოიწონე-თქვა და გამიღიმა. მათში თავისი ფანების ამალა იგულისხმა. 
-საიდან დაასკვენი? 
-ერთ-ერთმა მათგანმა მითხრა,არადა მსგავსი რამ იშვიათად ხდება ხოლმე და ძალიან გამიკვირდა. 
-რატომ,მათ სელენა არ მოსწონთ?-ვკითხე აგდებით და ჯასტინზე თითქოს ამ შეკითხვამ ძალიან იმოქმედა,ღიმილი სახეზე შეახმა და რამოდენიმე წამის განმალობაში ხმას არ იღებდა.  
-ბოდიში,თუ რაიმე არასწორად ვთქვი-ვუთხარი,რადგან ხმას კვლავ არ იღებდა. 
-არა,შენ არაფერ შუაში ხარ,უბრალოდ მათ სძულთ სელენა.
-სხვათაშორის ცდები თუ გგონია,რომ მე დიდად ვეხატები გულზე შენს ფანებს-გადავყწვიტე სიმართლე მეთქვა,თორემ თავისი 'შეყვარებული'  ძალიან დაჩაგრულის როლში გამოვიდა. 
-ხომ,მაგრამ შენ ყველას არ სძულხარ. 
-და იქნებ შენი მეგობარი გოგონა აძლევს მათ სიძულვილის მიზეზს?
-არამგონია.-თქვა მან და გაჩუმდა.
საერთოდ არ მსიამოვნებდა სელენაზე საუბარი და როდესაც სახლს მივუალხოვდით,თანახმა ვიყავი სიხარულით,პატარა ბავშვივით გავქცეულიყავი. 
-მოვედით!-ვთქვი და ჯასტინს შევხედე,რომელიც ჯერ კიდევ თავის პლანეტაზე იყო.
-რამე მოხდა?-მკითხა დაბნეულმა.
-არაფერი,მოვედით მეთქი. არ მისმენდი?
-ბოდიში,სხვა რაღაცაზე ვფიქრობდი. 
-მივხვდი-ვუპასუხე უხეშად. მანაც აშკარად შენიშნა ჩემი განწყობილების ცვლილება და უხერხულად შეიშმუშნა.
-კარგი,წავედი მე. ნახვამდის-ვუთხარი და წასვლა დავაპირე. უკვე ერთი ნაბიჯი გადადგმული მქონდა,როდესაც მისმა ხმამ შემაჩერა. 
-არ მემშვიდობები?-თქვა და ბაბნიკურად შემომხედა,თან ლოყა მომიშვირა.
-მე შენ უკვე დაგემშვიდობე-ვუპასუხე და ენა გამოვუყავი.
-I don't think soo...- ნელ-ნელა ჩემკენ მოდიოდა. 
-კარგი,ხო!-ვუთხარი და მისკენ საკოცნელად გადავიწიე,უეცრად კი მან გვერდზე გაიხედა და ლოყის მაგივრად,პირდაპირ ტუჩებზე ვაკოცე! აი ჩვენი პირველი,რომანტიული კოცნა!
-ამმ,შეგილია თავი კოცნის დროს არ გასწიო ხოლმე-ვუთხარი და ვიგრძენი როგორ  გავწითლდი.
-მატყუარა! მე შენ დას გეძახი და შენ...-თქვა მან და ბოლოს სიცილი ვეღარ შეიკავა. 
-იმედია პაპარაცებმა არ გადაგვიღეს არა,ჯასტინ? შენ შეყვარებული გყავს. 
Large
-ხო,სელენა...-დაიწყო მან და თითქოს მორჩა ჩემს დაცინვას,მაგრამ არა! 
-არაუშავს,ამად ღირს-თქვა და სიცილი განაგრძო.
-გეყოფა ბიბერ!-ვუთხარი და მას მხარი გავკარი. მან შემომხედა და ტუჩზე იკბინა,კიდევ რომ არ გასცინებოდა. ისეთი საყვარეული იყო...
საათს დავხედე და უკვე 6 ხდებოდა,მე კი არაფერი მქონდა ნამეცადინები და თან ხვალ აღდგენა უნდა მეწერა. გადავწყვიტე ჯასტინს დავმშვიდობებოდი და ასეც მოვიქეცი. 
ის ჩამეხუტა და ლოყაზე ნაზად მაკოცა,შემდეგ კი მე ეზოს კარგი გავაღე და სახლში შევედი. 
-ემიიი-გამოიქცა ჩემთან ლოლა და მაგრად ჩამეხუტა. 
-ჰეეეი,იცი დღეს სად ვიყავი?
-საად?-მკითხა მან ინტერესით.
-შენს ბაღში და შენ იქ არ დამხვდი!-ვუთხარი უფრო მკაცრად,თუმცა შემდეგ კვლავ გავუღიმე,რადგან მისი ბრალი არაფერი იყო.
-რა ქენი დღეს?-შემეგება დედაჩემი. 
-ამიყვანეს! 
-გილოცავ-თქვა და თბილად ჩამეხუტა.
-ლო,შენც მიულოცე შენს დას წარმატება,მოდელად მიიღეს...-მიმართა ჩემს დას და შემდეგ ისევ მე შემომიბრუნდა.
-ვამაყობ შენით დე!!!
ლოლამ გაკვირვებით შემომხედა და შემდეგ ისიც ჩამეხუტა,აშკარად ვერ ხვდებოდა ამის მიზეზს,თუმცა მაინც მეხუტებოდა,რაც მე მსიამოვნებდა. უეცრად,ჩემმა მობილურმა დარეკა,ტელეფონს დავხედე და უცხო ნომერი იყო. 
-გისმენთ...

თუ დააკომენტარებთ მალე დავდებ და უფრო დიდსს)) 
იმედია მოგეწონათ ♥ მიყვარხართ) 
კატეგორია: Book | ნანახია: 1483 | დაამატა: YoungGal❤ | რეიტინგი: 5.0/4
სულ კომენტარები: 211 2 3 »

(2013-05-26 7:54 PM)
* 21 sofiii))   [Entry]
mneah ... ♥ nu ra malee deb mokledd biggrin :D ♥
rac sheexeba motxrobass saxalisoo iyoo ♥
itokshii umagresia da mixvdi exla 22 komentariaa da dadee -_- biggrin
droozee ar gvalodino baby ♥