მთავარი » 2013 » ნოემბერი » 5 » Interview With The Star
0:31 AM
Interview With The Star

ეს ერთადერთი ინტერვიუა, რომელსაც შესავალს ვუკეთებ :) რაღაცები მაქვს სათქმელი:
1. ბევრი კითხვა იყო, მე პირადად ვღებულობდი თუ არა ამ ინტერვიუს.. ბევრი დარწმუნებული ვარ, ფიქრობს, რომ ჟურნალებიდან ვიწერ, მაგრამ, არა.. :) ფეისბუკზე ვიღებ მათგან ინტერვიუებს და თუ არ გჯერათ, მინაწერებიც შემიძლია, რომ განახოთ! :))
2. დღევანდელი სიურპრიზი ის არის რომ........................... ინტერვი მაქვს თქვენთვის საყვარელ ვარსკვლავთან............... და და და დააანნნ .... ნინა სუბლატთან... :)))
3. 4 დღეა ველოდები ნინას პასუხებს კითხვებზე და იმედია, დაგვიანება მეპატიება.. :))
ახლა კი, დავიწყოთ ..


- ნინა, პირველ რიგში როგორ ხარ?
- გმადლობ, ძალიან კარგად.
- დაგვიანებით, თუმცა მაინც გილოცავ "საქართველოს ვარსკვლავში" გამარჯვებას. თუ გეგონა, ამხელა წარმატებას რომ მიაღწევდი?
- "საქართველოს ვარსკვლავი" ჩემი აზრით ყველაზე "მეგობრული" პროექტი იყო, ამიტომ ჩვენთვის, მონაწილეებისთვის, გამარჯვება ყველაზე მნიშვნელოვანი არ ყოფილა. ჩემთვის პირადად წარმატება ის უფროა, რომ ჩვენი გამოსვლებით ცოტა მაინც შეიცვალა საქართველოში რაღაც და უფრო მრავალფეროვანი გახდა ჩვენი "შოუბიზნესი".
- როგორი შეგრძნებაა, როცა ამდენი ფანი გყავს?
- რა თქმა უნდა, შესანიშნავი. თითოეულ ჩემს გულშემატკივარს ვაფასებ და მიყვარს. ვფიქრობ, რომ ისინი ყველზე გემოვნებიანი ხალხი არიან. ისინი მაძლევენ ძალას რომ ამდენს მივაღწიო.
- ახლახანს დაქორწინდი. როგორია შენი მეუღლე? ხასიათებით თუ გგავს?
- მეუღლეზე, საერთოდ ბევრს არ ვსაუბრობ, მაგრამ ის აღსანიშნავია, რომ საოცარი ადამიანია.
- შენი ფანების უმრავლესობა თუ არა, ნახევარი მაინც მამაკაცია. შენი მეუღლე ხომ არ გიშლის მათთან მიმოწერას?
- ჩემი მეუღლე, როგორც განვითარებული ადამიანი, არასდროს ამიკრძალავს და არასდროს გაბრაზდება, თუ ჩემს გულშემატკივარს კომპლიმენტის გამო მადლობას გადავუხდი. სხვა სახის ურთიერთობა მათთან არ მაქვს.
- "საქართველოს ვარსკვლავის" მონაწილეებს შორის ვინმესთან განსაკუთრებულად თუ მეგობრობ?
- "საქართველოს ვარსკვლავის" ყველა მონაწილე და ყველა ის ადამიანი, რომელნიც ამ პროექტზე მუშაობდა, ჩემი მეგობრები არიან.
- სიმღერა შენი ჰობია თუ პროფესია?
- სიმღერა ჩემი განუყოფელი ნაწილია. ისეთივე განუყოფელი, როგორც კიდურები.
- რაიმე ჰობი თუ გაქვს?
- ჩემი ჰობია ხატვა.
- რაიმე ფობია ხომ არ გაქვს?
- ძალიან მიხარია, რომ ფობიებისგან თავისუფალი ვარ.
- შინაური ცხოველი ან ფრინველი გყავს?
- კი, ძაღლი მყავს. Iggy Azalya ჰქვია.
- რომელია შენი საყვარელი ფერი?
- შავი
- შენი საყვარელი ბენდი ან მომღერალი შეგიძლია გვითხრა?
- Bjork ჩემი საყვარელი მომღერალია.
- შენს მომავალ გეგმებში რა ხდება? რაიმე საერთაშორისო კონკურსში ხომ არ აპირებ მონაწილეობას?
- ჯერ-ჯერობით ყველაფერი დაგეგმილი მაქვს..: ვწერ ალბომს, მაქვს ტური, მივდივარ ლონდონში.. შემდეგ ვნახოთ, რა მოხდება..
- teenlover.my1.ru - ზე უამრავი ფანი გყავს. შენთან ინტერვიუ მათთვის დიდი სიურპრიზი იქნება. რას ეტყოდი მათ?
- რა თქმა უნდა, ძალიან დიდ მადლობას გადავუხდი მათ სიყვარულისთვის! ძალიან ვაფასებ ყველას და მალე გავახარებ ჩემი ახალი ალბომით! )


იმედია, მოგეწონათ!
და, არ დაგავიწყდეთ! ადევნეთ თვალი ჩვენს რუბრიკას!!
სულ მალე, ახალ ვარსკვლავებს შემოგთავაზებთ! :)

Lots of love from: -Ani♡Del♡Rey
კატეგორია: სხვა | ნანახია: 1010 | დაამატა: -Ani♡Del♡Rey | რეიტინგი: 5.0/4
სულ კომენტარები: 151 2 »

(2013-11-07 2:59 PM)
* 15 mari♥   [Entry]
rogor ar mikvars es gogo, girseulad ar gaumarjvebia, nuka bevrad jobda