ჯეიკობ ბილი ბლექი - 16 თებერვალში 2013 - საუკეთესო თინეიჯერული საიტი
მთავარი » 2013 » თებერვალი » 16 » ჯეიკობ ბილი ბლექი
3:01 PM
ჯეიკობ ბილი ბლექი

ჯეიკობ ბილი ბლექი (ინგ.Jacob Billy Black) - პერსონაჟი სტეფანი მეიერის რომანების სერიიდან „ბინდი". მისი პერსონაჟი გვხვდება საგის ყველა ნაწილში, თუმცა პირველი ნაწილისაგან განსხვავებით სადაც ის ეპიზოდურად ჩნდება წიგნის ფურცლებზე სხვა დანარჩენებში ჯეიკობი ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟია.

სტეფან მეიერის თქმით თავდაპირველად ჯეიკობი სიუჟეტში იმიტომ გამოჩნდა, რომ ედვარდის საიდუმლო ბელასათვის ეთქვა, საგის პირველ ნაწილში ბინდი. თუმცა ავტორს, მის აგენტს და რედაქტორს ეს გმირი ისე მოეწონათ, რომ გადაწყვიტეს მისთვის მნიშვნელოვანი როლი მიეცათ საგის შემდეგ ნაწილში ახალი მთვარე. სტეფანმა თავის საიტზე დაწერა, რომ როდესაც ჯეიკობი საგის მეორე ნაწილში პირველ ხარისხოვან პერსონაჟად გარდაქმნა დაუბრუნდა კვლავ „ბინდს" რომელსცა იმ დროს გამოსაცემად არედაქტირებდა რათა ჯეიკისა და მამამისი ბილი ბლექისათვის უფრო მნიშვნელოვანი როლი მიეცა.

როლი წიგნებში 

ბინდი

ბინდში ჯეიკობს არცთუ ისე დიდი როლი აქვს. იგი გვევლინება ბელა სუონის მამის, ჩარლი სუონის მეგობრის ბილი ბლექის შვილად. როდესაც ბელამ ლა პუშის ლიაჟზე ლაშქრობისას ჯეიკობს სთხოვა რამე მოეყოლა ედვარდ კალენისა და მის ოჯახზე, ჯეიკმა მას ქვილიუტების (ინგ. Quileute) ლეგენდა უამბო. მან გაუმხილა ბელას რომ ედვარდი ვამპირი იყო. სწორედ მაშინ შეუყვარდა ჯეიკობს ბელა.

ახალი მთვარე 

ბელას დაბადების დღეზე როდესაც ედვარდის ძმა ჯასპერი ბელას თავს დაესხა, ედვარდმა გადაწყვიტა ფორკსი დაეტოვა, ბელასავე უსაფრთხოებისათვის. ბელა ამ ამბავმა ღრმა დეპრესიაში ჩააგდლო. მას არაფერი და აღარავინ არ აინტერესებდა. სწორედ ამ დროს იგი დაუმეგობრდა ჯეიკობს. მათი მეგობრობა ნელ-ნელა მყარდებოდა და ბელაც გამოდიოდა დეპრესიიდან. ჯეიკობს კი ბელას მიმართ სასიყვარულო გრძობები ამოძრავებდა თუმცაღა ბელა მას როგორც ძმას ისე უყურებდა. ჯეიკობი წარმოშობით ძველი ტომის ქვილიუტების შთამომავალია. ლეგენდის თანახმად ქვილიუტები იყვნენ მაქციები რომლებიც ვამპირების მოსისხლე მტრებად ითვლებოდნენ. როდესაც ჯეიკობი მაქციათ გადაიქცა მას აღარ ჰქონდა დრო ბელასათვის რამაც ბელა კვლავ დეპრესიაში ჩააგდო. ჯეიკს არ ჰქონდა უფლება გაემხილა ვინმესათვის თავისი საიდუმლო, თუმცა საბოლოოდ მან ბელას მაინც უამბო ამის შესახებ.

დაბნელება 

ჯეიკობი აღშფოთებულია იმით, რომ ედვარდი დაბრუნდა და ის კვლავ განაგრძობს ბელაზე ზრუნვას. ჯეიკი სხვადასხვა გზებით ცდილობს ბელას თავი შეაყვაროს, თუმცა მას არაფერის გამოსდის. ბოლოს და ბოლოსვამპირები და მაქციები ერთიანდებიან ვიქტორიასა და მის ახალშექმნილთა არმიის წინააღმდეგ. ედვარდსა და ჯეიკობს შორის კვლავ მტრობაა. ჯეიკი დარწმუნებულია, რომ ბელასაც უყვარს იგი, უბრალოდ ამას თვითონ ვერ ხვდება. როდესაც ჯეიკობი ვიქტორიას არმიასთან საბრძოლველად მიდის ის ბელას ეუბნევა, რომ - თუკი შანსი იქნება, სჯობს მოკვდეს ვიდრე ცოცხალი გადარჩეს. ბელა კი მას სთხოვს, რომ დარჩეს რადგან მასზე ნერვიულობს. ჯეიკი ბელას სთავაზობს დაუმტკოცოს სიმართლე. და ამ დროს ბელა მას აძლევს უფლებას, რომ აკოცოს. კოცნის დროს ბელა ხვდება, რომ მას ჯეიკობი უყვარს, თუმცა უფრო ნაკლებად ვიდრე ედვარდი. ჯეიკმა ახალშექმნილებთან ბრძოლაში იმდენად მძიმე ტრავმა მიიღო, რომ მაქციების „ნიჭმა" ძალიან სწრაფად მოშუშებოდათ ჭრილობა, რამდენიმე დღე გასტანა. მას გამოჯანმრთელებაში კარლაილ კალენი ეხმარებოდა. როდესაც ბელამ დაშავებული ჯეიკობი მოინახულა, ჯეიკმა მას უთხრა, რომ ყოველთვის ეყვარება იგი და მუდან დაელოდება მას. წიგნის ბოლოს ჯეიკს მოსდის ბელას და ედვარდის წორწილის მოსაწვევი რამაც მისი განრისხება გამოიწვია, ის სახლიდან გაიქცა...

განთიადი 

ჯეიკობი ედვარდის და ბელას ქორწილში მივა სადაც ბელასაგან შეიტყობს, რომ ის და ედვარდი „ნამდვილ" თაფლობის თვის გატარებას აპირებენ. სწორედ ამ მომენტში ის მაქციად გარდაიქმნება რათა ედვარდს გაუსწორდეს იმის გამო, რომ ბელას დიდ საფრთხეში აგდებს. ბელა საქორწილო მოგზაურობის დროს დაფეხმძიმდა, ხოლო ნაყოფი იმდენად სწრაფად იზრდებოდა, რომ ედვარდმა ის სასწრაფოდ ფორკსში დააბრუნა, რათა კარლაილს მისთვის ნაყოფი მოეშორებინა სანამ იგი ბელას შეიწირავდა. ჯეიკი იგებს ამის შესახებ და მთელი გულით იძულებს ნაყოფს რომელიც ბელას სისხლს სწოვს. ხროვა წყვეტს, რომ ნაყოფი რომელიც ბელა სუონის მუცელში იზრდება შეიძლება ძალიან სახიფათო იყოს ფორკსის მაცხოვრებელთათვის ამიტომ ის უნდა განადგურდეს ვიდრე დაიბადება. როდესაც ჯეიკი აცნობიერებს, რომ ბელა უნდა მოკლან მისმა მეგობრებმა რათა არ დაიბადოს ედვარდისა და ბელას შვილი ტოვებს სემის ხროვას და მიდის რათა დაიცვას კალენები. ჯეიკობს გამოყვა სეთ ქლიაუტერი რადგან მას კარგის ურთიერთობა აქვს კალენების ოჯახთან. როდესაც სეთი შეუერთდა ჯეიკის ხროვას მისმა დამ ლეამაც არ დააყოვნა და მას მიჰყვა. ამის შემდეგ ჯეიკის სამი მაქციისაგან შემდგარმა ხროვამ კალენების სახლის გარშემო პატრულირება დაიწყეს, რათა ბელა დაეცვათ. „განთიადში"ბელას და ედვარდის შვილის - რენესმეს დაბადების შემდეგ ჯეიკობი აღიბეჭდება რენესმეზე, რაც ნიშნავს იმას, რომ სიცოცხლის ბოლომდე მისი ერთგული იქნება. ამით იხსნება ისიც, თუ რატომ იზიდავდა ამდენ ხანს ჯეიკს ბელა, რენესმე ხომ მის მუცელში იზრდებოდა. ამის შემდეგ ჩნდება ახალი პრობლემა - როდესაც საგის მეორე ნაწილში მაქციების მიერ მოკლული ლორანის მეგობარი გოგო ირინა მიდის ვოლტურებთან რათა აცნობოთ, რომ კალენებმა შექმნეს უკვდავი ბავშვი (უკვდავი ბავშვები იყვნენ ვამპირთა მიერ გარდაქმნილი ჩვილები რომლებიც დაუმორჩილებლები იყვნენ. არსებობდა ლეგენდებო რომლის თანახმადაც ზოგჯერ ერთი უკვდავი ბავშვი ერთ ღამეში მთელს სოფელს ჟლეტდა) ამის შემდეგ სემის და ჯეიკობის ხროვები გაერთიანდნენ რათა ერთად დაეცვათ რენესმე საბოლოოდ ყველაფერი კარგად სრულდება; კალენები გაიგებენ, რომ რენსმე ნახევრად ადამიანი ნახევრად ვამპირია და იგი უკვდავია, როგორც ვამპირები და მისი გული ფეთქავს როგორც ადამიანის. მისი ზრდა სრულდება 7 წელში.


კატეგორია: ბიოგრაფიები | ნანახია: 1121 | დაამატა: -HonestBitch♥ | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 3

(2013-02-16 7:13 PM)
* 3 xmxaxgxdxax   [Entry]
kargi siaxlea
:D<3



(2013-02-16 3:07 PM)
kargiaaa



(2013-02-16 3:03 PM)
kargia :)) magram taylors "ar vetanebi" biggrin


კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]