მთავარი » 2013 » ოქტომბერი » 30 » ქალური სილამაზე
10:07 PM
ქალური სილამაზე

ქალური სილამაზე

გთავაზობთ ქალური სილამაზის სახეობათა ზოგად

 დეფინიციასა და მათ დიფერენციაციას 

ვარსკვლავების მაგალითზე.


 ვარსკვლავები ჰოლივუდური ცხოვრების შესახებ  ვარსკვლავები ჰოლივუდური ცხოვრების შესახებ



ქალურ სილამაზეს ოდითგანვე ეთაყვანებოდნენ და დღემდე უდიდეს პატივს მიაგებენ. ლამაზი ქალები გამხდარან არა მხოლოდ შემოქმედთა მუზები, არამედ ომიანობისა და ოჯახების დანგრევის მიზეზებიც. დღესდღეობით, მეცნიერები მშვენიერი სქესის წარმომადგენელთა გარეგნობის აღსაწერად რამდენიმე კატეგირიას გამოყოფენ. 
გთავაზობთ ქალური სილამაზის სახეობათა ზოგად დეფინიციასა და მათ დიფერენციაციას ვარსკვლავების მაგალითზე. 

ეგზოტიკური სილამაზე

ეგზოტიკური სილამაზის მქონე ქალბატონები განსაკუთრებული შარმითა სექსუალურობით გამოირჩევიან. ასეთი გარეგნობის მქონე უმეტეს ლამაზმანთა ძარღვებში ნარევი სისხლი ჩქეფს და ვარაუდობენ, რომ სწორედ ეს ფაქტორი სძენს მათ გამორჩეულ ხიბლს. აღსანიშნავია, რომ ეგზოტიკური გარეგნობა აზრთა სხვადასხვაობასაც იწვევს და ხშირად ამ ტიპის ლამაზმანებს ვულგარულობაშიც კი ადანაშაულებენ. მეცნიერები ამ სტერეოტიპს არ ეთანხმებიან და ამბობენ, რომ ეგზოტიკური გარეგნობის მქონე ლამაზმანები ამქვეყნად იმისათვის დაიბადნენ, რომ მსოფლიო თავიანთი სექსუალურობით აღაფრთოვანონ.




ეგზოტიკური სილამაზე ვარსკვლავების მაგალითზე 




სოფი ლორენი

ქალური სილამაზე


მონიკა ბელუჩი

ქალური სილამაზე


ანჯელინა ჯოლი

ქალური სილამაზე

მილა კუნისი

ქალური სილამაზე

ირინა შეიკი

ქალური სილამაზე



მომნუსხველი სილამაზე

პარადოქსულად მოგეჩვენებათ, მაგრამ ასეთი გარეგნობის ქალბატონებისათვის დამახასიათებელია არასტანდარტული გარეგნობა. დიახ, მათ ხშირად ბევრი ნაკლი აქვთ, საზოგადოების ნაწილი კი საერთოდ ვერ აღიქვამს მათ სილამაზეს, მაგრამ ისინი დამაინტრიგებელი მზერითა და გარდასახვის უნარით გამოირჩევიან, რის გამოც ნამდვილად არ უჩივიან თაყვანისმცემელთა რაოდენობას. მომნუსხველი სილამაზის მქონე ქალბატონების ნაწილი სექსუალურობითაც გამოირჩევა, მაგრამ ეს უკანასკნელი აუცილებელ პირობას არ წარმოადგენს.

მომნუსხველი სილამაზე ვარსკვლავების მაგალითზე 

ჯინ ჰარლოუ

ქალური სილამაზე


ოდრი ტატუ

ქალური სილამაზე

ლანა დელ რეი

ქალური სილამაზე


კოდი იანგი

ქალური სილამაზე


კლასიკური სილამაზე

კლასიკური სილამაზე არასოდეს გადის მოდიდან-ის ნებისმიერი ეპოქის მოთხოვნებს აკმაყოფილებს. ასეთი ტიპის ლამაზმანებისათვის დამახასიათებელია არისტოკრატული ნაქვთები, დახვეწილი მანერები და სინაზე. კლასიკური სილამაზით დაჯილდოებული ქალბატონი შეიძლება იყოს სექსუალური, მაგრამ ზომიერების ფარგლებში და როგორც მომნუსხველი სილამაზის შემთხვევაში, ეს არ წარმოადგენს აუცილებელ პირობას. ეგზოტიკური გარეგნობის მქონეებისაგან განსხვავებით, კლასიკურ ლამაზმანებს არასოდეს შეშვენით ვულგარულობა.

კლასიკური სილამაზე ვარსკვლავების მაგალითზე 

გრეის კელი

ქალური სილამაზე

ნიკოლ კიდმანი

ქალური სილამაზე

ვაინონა რაიდერი

ქალური სილამაზე

შარლიზ ტერონი

ქალური სილამაზე

ნატალი პორტმანი

ქალური სილამაზე

ემა უოთსონი

ქალური სილამაზე

წყარო:angel.ge


კატეგორია: სასაც.../საინტ. | ნანახია: 1792 | დაამატა: salo | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 7

(2013-11-01 4:48 PM)
xo sharlizic dzaan lamazi gogoa ♥