Katy Perry - 28 თებერვალში 2013 - საუკეთესო თინეიჯერული საიტი
მთავარი » 2013 » თებერვალი » 28 » Katy Perry
3:43 PM
Katy Perry


Katy Perry
ეტი პერი
რულიადში თქვენ ხილავთ კეტი პერის ბიოგრაფიას :)


ამდვილი სახელი კატრინ ელიზაბეტ ჰადსონი
დაიბადა 25 ოქტომბერი1984(ასაკი  - 28)
წარმოშობის ადგილი აშშ-ის დროშასანტა ბარბარა,აშშ
საქმიანობა მომღერალი, სიმღერების ავტორი, მსახიობი
ინსტრუმენტ(ებ)ი ვოკალი, გიტარა, ფორტეპიანო
აქტიური 2001-დღემდე
ვებ- გვერდი 

ხელმოწერა KATY'S signature.svg
File:Katy Perry UNICEF 2012.jpg
ბიოგრაფია 

ამერიკელი მომღერალი, სიმღერების ავტორი და მსახიობი კეტი პერი ანუ კატრინ ელიზაბეტ ჰადსონი 1984 წლის 25 ოქტომბერს სანტა ბარბარაში დაიბადა. პატარაობიდანვე მშობლებს ეკლესიაში დაჰყავდათ, რადგან კეტის მამა მღვდელი იყო. სწორედ ამან განსაზღვრა 2001 წელს გამოშვებული პირველი ალბომი Katy Hudson სადაც უმეტესად ქრისტიანული სიმღერები შედიოდა. 2004 - 2005 წლებში იგი მუშაობდა ახალ ალბომზე The Matrix-თან, მაგრამ ალბომი არ გამოშვებულა.

2007 წელს კეტიმ კონტრაქტი გააფორმა Capitol Music Group-თან, შეიცვალა სახელი და სცენაზე მოგვევლინა როგორც Katy Perry. ამავე წელს, ნოემბერში მან გამოუშვა პირველი სინგლი „Ur So Gay", რომელსაც დიდი ოვაცია მოყვა ხალხში, მაგრამ ჩარტებში ჩავარდა. სულ ცოტახანში მან დაანანოსა მისი რიგით მეორე სინგლი I Kissed a Girl რომელმაც მსოფლიოს ჩარტები დაიპყრო. პერის პირველი სტუდიური ალბომია One of the Boys, რომელმაც ოცდამეცამეტე ადგილი დაიკავა, როგორც ყველაზე კარგად გაყიდვადი ალბომები მსოფლიოში 2008 წელს. ალბომმა აგრეთვე მიიღო პლატინის წოდება, ხოლო კეტის მეორე და მესამე სინგლებმა: I Kissed a Girl და Hot n Cold მულტი-პლატინის წოდება. 2009 წელს, ჟურნალმა Billboard-მა კეტი დაასახელა, როგორც 51 ადგილის მფლობელი საუკეთესო სინგლების გაყიდვადი მომღერალი 2000-2009 წლებში.

პერი არის ერთადერთი ქალი ვარსკვლავი, რომლის 5 ჰიტმა დაიკავა №1 ადგილი Billboard Hot 100-ში ერთი წლის განმავლობაში. კეტის მეორე სტუდიური ალბომი გამოვიდა 2010 წლის აგვისტოში და მას ეწოდება Teenage Dream. ალბომში შესულია ბილბოარდის ჩარტების ჰიტები: „California Gurls", „Teenage Dream", „Firework", „E.T". და „Last Friday Night (T.G.I.F.)".ალბომი გახდა მეორე ალბომი მაიკლ ჯექსონის „Bad"-ის შემდეგ, რომლის 6 სინგლი იკავებდა №1 ადგილს. კეტი გახდა ერთადერი რომელიც 69 კვირის განმავლობაში არ გამოსულა Billboard Hot 100-ის ათეულიდან. ჩანაწერმა მიიღო Grammy Award-ის ნომინაციები, როგორც: წლის ალბომი და წლის ჩანაწერი. 2011 წლის 15 დეკემბერს ცნობილმა მუსიკალურმა არხმა MTV — კეტი წლის მომღერლად დაასახელა. კეიტმა გადაწყვიტა, რომ გამოსცეს მისი ბოლო ალბომის Teenage Dream-ის რე-რეალიზი,რომელსაც ერქმევა Teenage Dream: The Complete Confection. რე-რეალიზის პრემიერა მოხდება 2012წლის 26მარტს. პირველი სინგლი ალბომიდან არის Part of Me, რომლის რეალიზაციაც კეიტმა 12თებერვალს Grammy Award-ის 54-ე დაჯილდოებაზე მოაწყო, ხოლო 13თებერვალს სიმღერა გაყიდვაში ჩაეშვა და პირველივე კვირაში დაიკავა №1 ადგილი Billboard Hot 100-ში. კეიტს სულ გაყიდული აქვს სიმღერების 37.6 მილიონზე მეტი ციფრული ასლი მხოლოდ ამერიკაში და 11მილიონზე მეტი ალბომის ასლი მსოფლიოს მასშტაბით.

კეიტმა გამოუშვა 2 სუნამო: „Purr" და „Meow". მან გაახმოვანა ცნობილი ანიმაციური ფილმი The Smurfs. პერის ჰქონდა დიდი ხნის ურთიერთობა ცნობილ მომღერალ ტრეივ მაკოისთან, მაგრამ კეტი დაქორწინდა ინგლისელ კომიკოსზე რაშელ ბრენდზე 2010 წლის 23 ოქტომბერს.





კატეგორია: ბიოგრაფიები | ნანახია: 110 | დაამატა: -HonestBitch♥ | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 1

(2013-02-28 4:17 PM)
* 1 salo   [Entry]
kargiaa


კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]