Midnight Memories - 17 ნოემბერში 2013 - საუკეთესო თინეიჯერული საიტი
მთავარი » 2013 » ნოემბერი » 17 » Midnight Memories
1:40 PM
Midnight Memories


#EXCLUSIVE
მსოფლიოს ექსკლუზიური მიმოხილვა One Direction-ის მესამე ალბომის Midnight Memories შესახებ...

სანამ 25 ნოემბერი მოვა და ფანები ახალ, მესამე ალბომს იხილავენ მათ წარმოდგენა უნდა ჰქონდეთ სიმღერებზე.
ლუი ტომლინსონი, ჰარი სტაილსი, ზეინ მალიკი, ლიამ ფეინი და ნაილ ჰორანი თავდაუზოგავად შრომობდნენ, რომ ალბომი კარგი გამოსულიყო. განსხვავება სხვა ალბომებთან შედარებუით ისაა, რომ ალბომში შესულ სიმღერებზე თვითონ ბიჭები მუშაობდნენ და ყველა მათი დაწერილია. (ერთად არა, ცალ-ცალკე წერდნენ)

მესამე ალბომი იმედს არ გაგვიცრუებს და ერთ-ერთი საუკეთესო ალბომი იქნება, რომელიც მსოფლიო დონის ბენდებს შეუქმნიათ.
ეს ალბომი იქნება "გადახვევა", რადგან იგი სრულიად, სიმღერების ჟანრით განსხვავდება წინა ორი ალბომისაგან.
არის ეჭვები, რომე ბიჭები მოგვიანებით მესამე მსოფლიო ტურნეს დროს დაამატებენ კიდევ ერთ სიმღერას Queen-ს ან The Darkness-ს.

ორი სიმღერა დაწერილია ჰარი სტაილსის მიერ, რომელიც MUMFORD & SONS, ზეგავლენით შეიქმნა. 
რაც ყველაზე მთავარია მესამე ალბომში ყველაზე მეტი სოლო ექნებათ ლუის და ზეინს. ახლა უკვე მათ ხმას ეთმობა დიდი ყურადღება.!!!

ლუიმ და ლიამმა გადაწყვიტეს სიმღერები ერთად ეწერათ, ხოლო ნაილი კი McFLY-ის წევრებთან ერთად წერდა სიმღერებს.

რაც შეეხება ტექსტს სიმღერებისას, ის მოგვითხრობს იმ გარდაქმნებზე, რაც ბიჭებმა ამ 2 წლის განმავლობაში გამოცადეს, როგორც მუსიკოსებმა.
მაგრამ სიმღერებში აქტუალურია სიყვარული და იმედგაცრუება. 

სიმღერები :

1. Best Song Ever - სიმღერა, რომელმაც This Is Us-ის გამოსვლას ხელი შეუწყო. ეს არის სასიამოვნო სიმღერა, რომლიც ყველას მხიარულ განწყობაზე აყენებს. ეს სიმღერა კარგი გადასხვალაა წინა ორი ალბომის სიმღერებიდან მესამეზე.

2. Story Of My Life - ერთადერთი სიმღერა, რომელიც ბიჭებმა ერთად დაწერეს და ისიც იმიტომ, რომ სიმღერაში მოთხრობილია მათი განვლილი ცხოვრება. იგი უფრო სენტიმანტალურ განწყობაზე აყენებს მსმენელს.

3. Diana - ეს სიმღერა, რომელიც მსოფლიო დონის ბოი-ბენდებს ოდესმე შეუქმნიათ ერთ-ერთი საუკეთესო იქნება. ეს ძალიან მხიარული სიმღერაა. როგორც იცით ლუიმ და ლიამმა ბენდში ყველაზე მეტი იმუშავეს მესამე ალბომზე, ამიტომ მათი "რედაქტირებულია" ეს სიმღერაც. ბევრს ეგონა, რომ ეს ეხება პრინცესა დიანას, მაგრამ არა ეს სიმღერა არ იქნება მასზე.
ამონარიდი : "I speak a different language but still hear your call.” 

4. Midnight Memories - სიმრერისა და ალბომის სათაური ერთდორულად. რომელიც შედარებით როკის სტილშია გადაწყვეტილი და შესავალში LENNY KRAVITZ-ის სტილის გიტარული შესრულებაა. იგი ძალიან გავს Queen-ის We Will Rock You. 
ამონარიდი : "Same old shh but a different day.”

5. You & I - ეს არის სიმღერა, რომელიც ყველა დედას ეძღვნება, ვინც 1D-ს მხარში უდგას. შეგიძლიათ თამამად წარმოიდგინოთ, რომ ამ სიმღერას თქვენი რჩეული მუხლებზე დამდგარი გიმღერით და ეს ყველაზე რომანტიკული რამ იქნება.
ამონარიდი : "Not even the gods above would separate us — nothing would come between you and I.”

6. Don’t Forget Where You Belong - სიმღერა, რომელიც დაწერა ნაილმა. და არა მარტო მან, მას დაეხმარნენ McFly-ის ტომი, დენი და დუგი. მათი ერთობლივი ნამუშევარი შესანიშნავია, ბევრისთვის ეს საუკეთესოთა შორის საუკეთესო სიმღერაც გახდება. 
ამონარიდი : "Make a lot of changes but not forgetting who I was.”

7. Strong - ეს სიმღერა ზეინ მალიკს აძლევს საშუალებას დაანახოს ყველას, თუ როგორი "ღრმა" ხმა აქვს. ეს სიმღერა არის KILLERS-ის სტილის. ლუიმ ამ სიმღერის დროს ერთ ხაზს რედაქტირება გაუკეთა და თქვა, რომ ეს ელეანორს ეძღვნება :
"I’m sorry if I say I need ya. When I’m not with you I’m weaker. Is that so wrong?”


8. Happily - Mumford & Sons-ის სტილის სიმრერა, რომელიც ჰარიმ დაწერა ! ეს იქნება "ახალი ხმა" ამ ალბომში. ჰარის ვოკალური მონაცემებით ეს სიმღერა კიდევ უფრო კარგი გახდება ! ტექსტი ამოწმებს მის რომანს ტეილორ სვიფთან. 
ამონარიდი : "I don’t care what people say when we’re together.”


8. Right Now - ჰარი, ლუი და ლიამი ამ სიმღერაზე ერთად მუშაობდნენ RYAN TEDDER -თან (ONEREPUBLIC -ის წევრი, რომელმაც დაწერა სიმღერა Bleeding Love-ი ლეონა ლევისისთვის) ერთად. სიმღერის ტექსტში ჩანს, თუ როგორ უნდათ ბიჭებს თავის შეყვარებულებთან ერთად უფრო მეტი დროის გატარება. ეს სიმღერა შეიძლება ითქვა "ლუისია".

9. Little Black Dress - ეს უფრო "მოცელქო" სიმღერაა, როკის სტილში გადაწყვეტილი. მისი ავტორები ისევ ლუი და ლიამი არიან. ეს სიმღერა ბევრ ახალგაზრდა გოგონას გააკვირვებს. 
ამონარიდი : "I want to see the way you move with me baby.” 

10. Through The Dark- თუ გეპარებათ ეჭვი მათ შესაძლებლობებში მაშინ ამ სიმღერას მოუსმინეთ პირველად ! ეს არის შესანიშნავი მუსიკა. ძალიან ჰგავს ED SHEERAN-ის სტილს. და ძალიან საინტერესო იქნება ამ სიმღერის ლაივ შესრულება.

11. Something Great - ეს სიმღერა "ეკუთვნის" ჰარის ვოკალს. ეს სიმღერა მან Snow Patrol-ის მომღერალთან გარისთან ერთად დაწერა. სიმღერას მოგვიანებით რედაქტირება ირლანდიელმა როკ პროდიუსერმა JACKNIFE LEE-მ გაუკეთა. ეს ნამდვილი ტრიუმფია !

12. Little White Lies - ახლა კი ისევ პოპს უბრუნდებიან. მაგრამ მასში მოისმენთ ელექტრო გიტარის ხმას. აქ ბიჭები თავხედ მხარესაც გვიჩვენებენ. 
ამონარიდი : "You’re a good girl but I know you would girl.”


13. Better Than Words - ეს არის ელექტორნული "დარტყმებისა" და ელექტრო გიტარის მიქსი. ისევ პოპის სტილში გადაწყვეტილი, და საუკეთესო სიმღერა, რომლითაც სიზმარი უნდა დაასრულოთ !!

ალბომის უმეტესობა დაწერილია ტურნეს განმავლობაში.
ალბომი გამოდის 25 ნოემბერს !!


ეს არ არის არანაირი ჭორი, ან რომელიმე ფანის დაწერილი, რაც აქ არის ეს არის ყველაფერი ოფიციალური. !

წყარო : Louis Tomlinson Georgian Fans




















კატეგორია: ვარსკვლავები | ნანახია: 217 | დაამატა: HazzasBitch❤ | რეიტინგი: 5.0/3
სულ კომენტარები: 6

(2013-11-18 8:57 PM)
* 6 YoungGal❤   [Entry]
sorry,I really don't care biggrin
shesabamisad arcwamikitxavs
tumca kargi chans :dd <3



(2013-11-18 3:33 PM)
kargia biggrin aARC ME wamikitxavs maraa bolo suratii <33 biggrin



(2013-11-18 3:02 PM)
* 4 LovaTic   [Entry]
va ar nvar amati `` fani`` magram moutmenlad veli



(2013-11-17 5:45 PM)
* 3 MiLeY-Smiley   [Entry]
dzalian kargi siaxleaa ^^
chemi bicheeebiii <3
velodebi axal simgerebs <3



(2013-11-17 3:44 PM)
* 2 SoPii))   [Entry]
ar wamikitxavss mara vxedav ro giwvaliaa ))) <3



(2013-11-17 1:59 PM)
* 1 Chu♡Pa   [Entry]
martalia ar momwons da wikitxvitac ar wamikitxavs biggrin
magram dzalian kargi siaxlea happy


კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]